შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-305 - 1953 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. პალმის რტოები. 1953 წ.
პალმის ტოტი. რტო.
პალმის რტოო..
რტო პალმის, რტოა მშვიდობის.
გამწარებული და უსასოო. მშვიდობის.
უბოლოო. და უსასოო.
პალმის რტოვ, რტოვ მშვიდობის!..

*
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!
[ზღვაა უსივრცო და უბოლოო] (და უსასოო).
შენ სივრცე ზღვისა, [გაქვს] [გწევს] გსურს უბოლოო.

*
[Венгрия. Словения].
სინათლიანი, ალი, ცეცხლი, სინათლე.

[Огни набережных отражаются в голубой толще дунайских вод. Цепные мосты нависли над рекой, по глади которой скользят суда, мириады огней и над всем этим женщина, поднявшая над головой пальмовую ветвь - ветвь мира].

*
ზღვის სანაპიროების ანთებული სასანთლეები,
ზღვის ლაჟვარდ სიღრმიდან
[რომლის გ]
[სასანთლეებში ხედავ] აღგზნებულს
სანაპიროებს გაჩირაღდნებულს,
[ზღვის ლაჟვარდ სიღრმით შენ იხედები]
[სდგანან] სთვლემენ გემები, მღერენ გედები,
ზღვის ლაჟვარდ სიღრმით შენ იხედები.
[სხდებიან] სად სჩანან უვრცეს სიღრმეთ ნადები
[ცეცხლი] სასანთლეების მირიადები.
თრთიან გემების მრავალი ალი,
აგერ [ზვირთთაგან] ზვირთებში [ხმამაღლა] გეძახის ქალი,
ტალღები შლიან მის თმათა გიშერს,
იგი გეძახის, იგი ხელს გიშვერს
გამწარებული და უსასოო,
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!

Derniere L’omnibus
უკანასკნელი ომნიბუსი

I. ფორტეპიანო - ეძახდა მას დედაჩემი. ეხლა დაზიანებულია, უნდა შეკეთდეს.
II. ფოტოთი გადაღებული იქნება მისი სახურავი. მშვენიერი აკვარელისტური რამ.
III. თუ შესაძლებელია, მხატვარმა გადაიღოს იგი? ფერადებითაა.
IV. გადაღებული იქნება პლასტინკაზე ის სიმღერები... ის მოტივები...
V. მწყენია, რატომ არ ვუჩვენე დიმიტრი არაყიშვილს. ვისია ეს ნაწარმოები? შეიძლება იცოდეს სხვამ? ვინ? სად? როგორ?
VI. უნდა გაუკეთდეს იშვიათი ფუტლიარი. [მაგარი] დასაკეტით, შუშისა.

*
Поэзия - вид искусства. Она [должна быть] является частью всех видов искусств, живописи, скульптуры, кино, [и артистическое] театра. Зачатки такого вида объединения имеются в творчетсве - поэта. Основоположнические начала эти пока не выявлены. Доклад т. Чикрбава - выявляющий эту сторону творчества поэта...

*
1. გემი ვით არ იცნობს? 2. მოხარული ვიყავი, მოხარული ვიქნები. 3. შენს დღეგრძელობას ამ თასით (გზა მშვიდობისა, მაისო!). 4. მაისი იფნი-ბაღში. 5. ნეკერჩხალი იფნის ბაღში. 6. დიდზე დიდი გამარჯვებით დაგვირგვინდა ომი (9 მაისი). 7. ყოველ ოკტომბერს გული არ მითმენს. 8. იფნის ბაღი (რაც ეს გაჩნდა ხეივანი). 9. მქუხარებენ მუხები. 10. სულ რაღაც ასი წელია. 11. ემატებოდა კვლავ დროშებს დროშა. 12. არაჩვეულებრივი ზამთარი (1911 წელს). 13. გზები გაუვალი და გზები გავლილი. 14. მაჩაბლის ქუჩის იწროები. 15. სიმაღლეებზე აღმართულო ნანგრევო ტაძრის. 16. ნანგრევები: ჟამთა სიავე. 17. გაჰყურებს მწირის ცისკარი.. 18. განა ლექსს სიკვდილი დასძალავს? 19. უსპეტაკესი ზეცა ლურჯი ბროლია მიწის. 20. ჩემი პირველი მღელვარე ხმა.. 21. თათბირი. 22. რაც გამოირღვა ზვირთები ვრცელი. 23. სისხლის ღვარი ამდენი... 24. აშენდა თუ არ აშენდა? 25. ეროვნებანი. 26. ხალხთ მეგობრობა. 27. იფნის შოლტივით მოქნეულ გზაზე (იფნის ბაღები). 28. იფნის ბაღიდან მოსჩანს კავკასიონი. 29. შენ რომ სურათი მთხოვე, ო, მერი. 30. მცხეთა. 31. მცხეთა (ვარიანტი). 32. ჯვარის მონასტრის მშენებლები. 33. სამხრეთ-ოსეთი. 34. სამხრეთ-ოსეთი (ვარიანტი). 35. მე მეგობრებს ვთხოვ... 36. ქობულეთში (ვარიანტიცაა) - რვეული. 37. ევროპა, აბა, რად გინდა. 38. პირველი მაისის პატრიოტები. 39. ხუთმეტი მაისი. 40. 31 ქალთა სკოლას. 41. ოქტომბრის გამარჯვებისთვის. 42. სერზე ვაჩერებ მერანს მხედარი. 43. მაგრამ დარჩა იმ გარემოიდან? 44. ამ შემოდგომის ყვითელ სიავით. 45. არის მკითხველი მშვენიერ წიგნის. 46. რა კარგია, მყინვარო...  47. შევხედავ თუ არა... 48. მთიდან მთამდე ცისარტყელა ანათებს. 49. თითქო რაღაც ამბავი გაუგია. 50. გაზაფხულის ნიაღვრები. 51. რა იყო ძველად ჩვენი მუხურა? 52. მე ვუსმენდი შალიაპინს! 53. მიანგრია რა მთა კლდეებით გადანარაგვი (ორი არაგვი). 54. თამარი (უნდა გადაწერა). 55. ომსა სცვლის მშვიდობა და ნგრევას შენება. 56. აქ გული მონაა და თანაც ბატონი. 57. მე დაგინახე. 58. გმირის მაისი. 59. ცხრაას ჩვიდმეტი. 60. აფხაზეთის წვიმა მიყვარს. 61. სივრცენი ველთა და კლდეთა ქიმნი. 62. საბრძოლო გზა 37 წლისა. 63. მეგობრებო, წინ, წინ. 64. ჰაერი სავსე საღამოს ყინვით. 65. სიმპატიური სახის... 66. ნაწყვეტი. 67. ქვანახშირი. 68. გმირთა საუკუნო ხსენება. 69. ტფილისის თავზე. 70. მთელი მსოფლიო ხალხის სახელით. 71. ტუია. 72. ნამები ვაზზე. 73. ჩემო სტუმრებო, მე ეხლა რა ვარ? (არის V ტომში). 74. ვთქვათ, უშორესი გზა გადავლახოთ. 75. [ჩემი] პირველ აგვისტოს ღამით. 76. კარი წიგნის თუ ქალაქთა ბჭენი! 77. თვალს აღმოსავლის მშვენიერი ძგერა ვერ მოღლის. 78. ურემს დიდი სიმწრის ალით. 79. შრომით. 80. ვინ რას დამაკლებს. 81. მწუხარე საქართველო. 82. აღარა გვყავს ილია. 83. უარმყოფელნი. 84. შრომა, შეგნება მშვიდობის დროს. 85. შენთვის, პოეტო. 86. რა გვიყვეს ომებმა. 87. ლენინს. 88. აკაკი წერეთლის გარდაცვალების გამო. 89. ძირს იგი მეფე (დღითი დღე: შეიძლება 1915?).