შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-301 -1953 წელი


1. ვადა ხელშეკრულებისა უნდა გაგრძელდეს ერთი-ორი წლით (უნდა მიეწეროს, რომ ვადა გაგრძელებულია).
2. ხელშეკრულებაში ნაჩვენებია 6 ოთახი. მთავრობის დადგენილებით - უნდა იყოს არა უმეტეს ხუთისა. უნდა გადასწორდეს.

*
9-17 - ილია რურუა. მწერალთა კადრი.
< Ла...> - 4-96. მეორე კორპუსი პედ. ინსტიტუტი (ცხრის ნახევარზე პედინსტიტუტთან).
გვათუა - 4-56 ჟვანია.
ძნელაძის 48. შალვა კვასხვაძე.

ექსპრომტად გალაკტიონის საღამოზე

ჩემი ტოლები რას არ დასძლევენ,
თუ გინდათ მზესაც წავართმევთ სითბოს,
ერთად ვზეიმობთ, როგორც და-ძმები,
ერთი მშობლების შვილნი ვართ თითქოს.

ვინც უნდა იყოს: რუსი, ქართველი,
ადამის შვილი ჩემთვის ერთია,
მე ყველა მიყვარს, ვისი ფიქრებიც
ჩემი სამშობლოს ფიქრებს ერთვიან.

ცას ომის ცეცხლი თუ გაუჩნდება,
ჩვენი საზღვარი თუ არ დაინდვეს,
რომელი მტერი გადაურჩება
საბჭოთა ქვეყნის მამაც რაინდებს.

მკერდით დავიცვათ სამშობლო მხარე,
ძარღვებში ჩქეფდეს ძალა რიონის,
ყოველი სიტყვა იყოს მქუხარე,
როგორც ლექსები გალაკტიონის!

ანდრო თევზაძე


*
Дорогому Николаю Владимировичу Чачава.
На память с дружеским расположением.

П. Тычина

6/XII-55

Пуща роул...


*
ო, დიდ სიხარულს,
ო, დიდ სიყვარულს,
ბედნიერების წუთებს გადარებ,
მისებრ ძვირფასო პატარა წიგნო!
დიდი პოეტი უბით გატარებს!

ნანა


*
17 ოკტ. 1953.
ლოლაძე ლევან გიორგის ძე.
მებაღეობის სამმართველო (საქართველოს სოფლის მეურნეობის სამმართველოს III სართული. ელსმენი 3-91-87).
გველესიანი - მიგვიყვანა კაცთან...
ჯაფარიძე აბელი - ორშაბათს იქნება წყნეთში, დაგეგმავს, მოამზადებს ნიადაგს.
ავალიშვილი იყო ლოლაძესთან - დაგვპირდა დაგეგმვას, ნერგებს. დარგვა მოხდება 15 ნოემბრიდან ფოთლების დავარდნის შემდეგ.
თალაკვაძე - მეტყევე წყნეთში, წინად მსახურობდა ბაღდათში (лесовод).
კვირიკაძე.

*
Кирьянов Сергей Леонидович. Москва. Зд. „Советский Писатель“. Заведующий национальным сектором (ჭილაიას საკითხი თვითონ მას დაუსვამს: რადიანი ან ჭილაიაო. რადგან ჭილაია იქ იყო. გამოცემული აქვთ მარგიანი, ჩიქოვანი და სხვ.).
Москва, Большой Гнездниковский пер. 10, т. к. 1-49-77. Зам. главного редактора Чащ.

* * *
1953. 20 ოკტ.
იყო რუბენ ზუბიაშვილი. მოითხოვს თანხებს. ტონა ხორკლიანი სინისა სახელმწიფო ფასებში ღირს 3.500 მანეთიო. ნახევარი ტონა მაინც დაგვჭირდებაო. აგროპრომი.

* * *
„კომუნისტი“-ს თვითეული სვეტი იტევს 125 სტრიქონს. ხუთჯერ ასოცდა ხუთი - 725 სტ. (ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ 241 სტრიქ.). საჭიროა ოცდაათჯერ მეტი!

* * *
რეკავდა უცხო ენათა ინსტიტუტი.

*
1. ქრონიკა...
2. წერილი, წერილთან.
3. წიგნის ყდის გაკეთება კლიშეთი.
„ფოტოგრაფია“.
ამირან გაბესკირია ამბობს, რომ წაიყვანს წიგნს ისე, როგორც საჭიროა.

დღეს არის 20. თვის დამლევამდე ანგარიში გასწორებული იქნება.

ადეიშვილი, აბაშელი, აროსია კოჩობა, ლაფერაშვილი, გ. აბზიანიძე, ადამია ალ., შ. აბხაიძე, მარიჯანი, პ. აბრამია, ლ. ასათიანი, თამარ ჩხაიძე, ამისულაშვილი, ასტვაცატუროვი, ბერულავა ხუტა, ბელიაშვილი აკაკი, ბობოხიძე კალე, შუბლაძე ვერა, ბუხნიკაშვილი გ., ვ. გაბესკირია, კ. გამსახურდია, მ. გარიყული, ცეცხლაძე გრ., ჯიბლაძე, ხახუტაშვილი, ხოშტარია ილია, დ. გაჩეჩილაძე, ი. გრიშაშვილი, ვ. გორგაძე, ნინო დოლიძე, თ. დონჟაშვილი, ს. ეული, ელსნერი, ზედგინიძე, თევზაძე, ლ. კალანდაძე, კ. კეკელიძე, ს. კლდიაშვილი, გ. ლეონიძე, ი. ლისაშვილი, რ. მარგიანი, მაშაშვილი, მოსაშვილი, მრევლიშვილი, ნატროშვილი, ი. ნონეშვილი, გ. ნადირაძე, ვ. ჟურული, დ. სულიაშვილი, ვ. ურუშაძე, ს. ფაშალიშვილი, გ. ქიქოძე, რ. ქორქია, ირ. ქავჟარაძე, ალ. ქუთათელაძე, ლ. ქიაჩელი, ს. შანშიაშვილი, ალ. შანიძე, დ. შენგელაია, ნ. ჩაჩავა, ს. ჩიქოვანი, ჭეიშვილი ალეშა, ჭიჭინაძე კ., ჭელიძე ვ., ჭუმბაძე არ., ცაიშვილი ს., სულაკაური.
შაბათი, 24 ოქტომბერი.

*
1. გორი, 2. ხაშური, 3. ქუთაისი, 4. ფოთი, 5. ბათომი, 6. სოხუმი, 7. ზუგდიდი, 8. ზესტაფონი, 9. მახარაძე, 10. ლანჩხუთი, 11. სამტრედია, 12. ჭიათურა, 13. თელავი, 14. გურჯაანი, 15. ხონი.

*
14 ნოემბერი. 1953. სუხუმი.
ჯანჯღავა.
საკოლმეურნეო ბაზარი.
Прор. Горторга. Грузторга Лесобаза. Телефон Горторга.

კასსირშა.

1953. 12 ნოემბერი.
ალექსანდრე ჩოგოვაძე.
ჩვენს სახელზე, ბოლქვაძის განკარგულებით, ქაღალდი გვაქვს 200 შიფერზე. მოვალთ დღეს.
_ Дайте Горторг...
_ Занято...

*
კინო-სტუდიაში მე და „საზ-ის“ წარმომადგენელს შემდეგი გვიამბო: „მე და ყველას მთელი აპარატი დამზადებული გვქონდა, ვემზადებოდით ოპერის თეატრში“.

*
ბანკში. 26 ნოემბერი. 1953.
ეხლა გამოიწერება 15% - დანარჩენს - როდესაც ქალაქის...  მოგვცემს ცნობას თუ რამდენი % არის შესრულებული. შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ.
მეუბნება ბანკის დირექტორი - ძლიერ კარგი კაცი.
ინჟინერი ფაცაცია (ქალაქის საბჭოში. 15 ოთახი).

ვალია საჯაია.

*
1953 . 8 ნოემბერი.
ტფილისის რადიოში.
გუშინ და გუშინ წინ რადიოთი გადაცემული იყო ჩემი ლექსები: 1. „ოქტომბრის დროშით“ - ქართულად, 2. იგივე - რუსულ ენაზე (ჰკითხულობდნენ ქართულად და მის მერე რუსულად). 3. „მარად მგზნებარე“. აგრეთვე „დროშები ჩქარა“.
აქ კარგი ხალხია საინფორმაციო განყოფილებაში: თევზაძე, აბზიანიძე და მეგობარი პ-ნისა, აგრეთვე მოსამსახურე ქალები: დიდის ყურადღებით მექცევიან. დატრიალდენ ჰონორარზე - მაგრამ მაინც აგვიანდებათ რაღაც - მე კი ძალიან მეჩქარება.

*
ქალაქის საბჭოში.
ფაცაცია - ინჟინერი გააფორმებს ბინის საკითხს.

*
ბათუმი. რუსთაველის 35. გ. სალუქვაძე.
ჯაში (საოლქო კომიტეტი).
რურუა ტ.

*
25 ფორმა.
1 ფორმა - 700 სტრიქონი.
25 ფორმა.
თითქო 750 სტრ. ფორმაში.
მაშ, ბენომ უნდა დაუმატოს კიდევ.

*
აფხაზეთში:
1. აფიშა, 2. ბილეთების დამზადება, 3. რადიო, 4. გაზეთები, 5. პორტრეტები, 6. კლიშეები.
ორშაბათს, 23 ნოემბერს. სუხუმის სახელმწიფო თეატრში.
მომხსენებელი: ადგილობრივი.
სახლი მზად უნდა იქნას.

*
კომისიაში შედიან:
გრიშა ოსმანაშვილი (რაიკომის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილება).
გამართ. საღამო...
წიგნთ-საცავ სამკითხველოს გამგე.
ვალერი ჯვარშეიშვილი.
ოთხშაბათისთვის გვეცოდი...

1. აფიშისა და გაფორმ. ბანკეტი ტურბაზაში.
2. ბანკეტი.

ოთხშაბათს 3-4 საათზე მცხეთაში. ტურბაზა.
ვალ. <მარისაძე>.

*
მცხეთის კლუბი. სამშაბათს. 15 დეკემბერს.
1. სია სტუმრებისა.
2. ორი მომღერალი, დამკვრელები, აკომპანიატორი.
ერთი ტენორი, ერთი ბარიტონი (ან მხვ.).
მომღერალი - ყიფიანი. ბათუმი - ლესელიძე. პირველი ლექსი (ყიფიანს). ზურაბ ანჯაფარიძემ მიუტანა.

*
გ. ტაბიძის სახელ.;  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრე.

აფიშის საქმე.
დ. ქუთათელაძე, თედ. ჩუდეცკი.

პოეტტობენ.

*
I. გამარჯვებული ბრძოლის სიმღერა. II. ახალი ქვეყანა შენდება. III. სამშობლოს. IV. ჩვენში და მათთან. V. სამშობლოსათვის, მშვიდობისათვის. VI. გადანახული დროშები. VII. გზა და გზა. VIII. რაც დავიწყებით არ იბურება. IX. პოეტი ტრიბუნი.

*
გრაფიკა.
უჩა ჯაფარიძემ:
I. პორტრეტი - უნდა დაამზადოს. II. გააკეთოს ვინიეტკები. III. გააკეთოს პირველი ანბანები, ყოველი ლექსისთვის ცალკე. ქართული სტილის ორნამენტი, როგორც იყო აკაკი წერეთლ...
იამანიძე გიორგი.
შოთა იამანიძე (ტექ. რედაქტორი). უნდა დაამზადოთ სულ მოკლე ხანში.
ამისთვის უნდა ამოვიწეროთ წიგნიდან ყოველი ლექსის პირველი ანბანი.
თუ მოხერხდება - ძალიან კარგი იქნება - მივსცეთ წიგნში სხვა და სხვა პერიოდის პორტრეტები: 1908-1933, 1914-1938, 1917-1942, 1922-1948, 1927-1953.
მხატვრის ნამუშევრები. მხატვრის ნახატები. პორტრეტები.
ეს ჩვენს სარედაქციო მუშაობას ხელს არ შეუშლის.
თუ სურათები იქნება - ცალკე ფურცლებზე.

*
21 დეკემბერი. 1953. სოხუმთან.
1. როგორი ამიდებია.
2. რა არი გაკეთებული - სულ არაფერი?
3. ხომ არ იფანტება მასალა?
4. ხომ არ ფუჭდება მასალა?
5. როგორ არიან ჟვანია, გვათუა, ტაბიძე? (სამეული).

*
Афиши. Клуб. Библиотека-читальня.
Горпромкомбинат. Литейное. Катляревских.
3-37-11 - რუბენ აკოპოვი (ფოტო).

*
ავიო ქარხანა (Грузсельхозснаб). Оцинкованн. არ იჟანგება (ლუნაჩარსკის ქ. ოპერის თეატრის გვერდით). 10 რგოლი. 500 კილოგრამი (კილოგრამი უდრის ათ მეტრს).
Грузпросовет (ყოფილი პრეზიდიუმის თავმჯდომარე).
Грузсельхозснаб. საქ. სოფ. მეურნეობის მომარაგება.
ორჯონიკიძის ქუჩაზე საცხობის მიდამო.
ლესელიძის ქ. №10. სერგო ჯოლია.
მცხეთის რაიკულტ. სახლი. 15 დეკემბერი.
Куйбышевская №60. Здание Ветлечебницы. С/Х выставка. ალ. ჩიგოგიძე.
ლაშქარაძე - იმელში.
გვათუა - 4-56.

*
შაბათს, 12 დეკემბერს საღამო. უცხო ენათა ინსტიტუტი. საღ. 7-8 ს. ვაკეში.
ვახტანგ ქოჩორაძე - ც. კ.
არ უნდა დამავიწყდეს თამ. ანდღულაძე.

*
Зоделава Мамия Самсонович в совете министров. Председатель комиссии по персональным пенсиям.
Зам. председателя сов. министра.