შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-300 - 1953 წელი


1. აღმოსავლეთის ტემა.
2. „მშვიდობის“ ტემა.
რეცენზენტები: გოგი ჯიბლაძე და ბ. ჟღენტი.

გრიბოედოვის ქ. №15. ბინა №2. მეორე სართული პოდიეზდიდან - სოსიკო ფანცხავა.

*
ფატი ნიშნიანიძე. ბარათაშვილის ქ. №10, [მესამე სართული] მეორე შესასვლელი.. 2 საათის შემდეგ.
„გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება“.

*
Союз Кинематографистов. Б. А.
შ. კაშმაძის სიტყვებზე სიმღერა. შალვა წიკლ...

*
აუზი.
2.000 шт. кирпич. 100 килогр. Олифа. 30 к. Белила. 10 к. Охра. 1 тона Цемента. Мел. Песок. Дикт для подв. Этажа. Лист - 30. Доски - 0,25. Гравий..
როლი ჩაჩიბაიასი.

*
Связаться - Дворец 8.
Карьянов С. К. დამიბეჭდა 510 მანეთ. . 50 р. 19 пленум.

*
სამხრეთ-ოსეთში გამოცოცხლებაა.
საოლქო საიუბილეო კომისიის საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეთ-ოსეთის განყოფილების მდივანი რევაზ ასაევი ხელმძღვანელობს ტოლსტოის დღეებს.
1. ადგილობრივი მწერლები აწყობენ ლექციებს, მოხსენებებს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ („მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“).
2. ბიბლიოთეკაში ეწყობა მწერლისადმი მიძღვნილი გამოფენები. ქ. სტალინირში, აგრეთვე ოლქის რაიონულ ცენტრებში გაიმართება საიუბილეო საღამოები.
3. სამხრეთ-ოსეთის სახელმწიფო გამომცემლობა ოსურ ენაზე სცემს ლ. ნ. ტოლსტოის რჩეულ ნაწარმოებთა ერთტომეულს.
რევაზი აკტიურობს...

აჭარის საოლქო კომიტეტის პლენუმი.
მოხსენება გააკეთა საქ. კ. პ. აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანმა მაკარი ჯაშმა, აგრეთვე პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანმა ა. ბერიძემ.
ი. ჩხიკვიშვილი გაანთავისუფლეს საოლქო კომიტეტის მდივნის და ბიუროს წევრის მოვალეობისაგან. არჩეულია ლ. დავითაძე. გამოყვანილია ვ. ზერელუა. არჩეულია ა. თხილაიშვილი.
დამტკიცდა შ. ქურიძე გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაკტორად, ვ. მარღანაძე - გაზ. „ბატუმსკი რაბოჩის“ რედაკტორად.

ი. ს. ტურგენევის გარდაცვალების 70 წლისთავის აღსანიშნავად.
შაბათს, 5 სექტემბერს, მწერალთა კლუბში საღამოს 8 საათსა და 30 წუთზე საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის კლუბში (მაჩაბლის ქ. №13) გაიმართება დიდი რუსი მწერლის ი. ს. ტურგენევის გარდაცვალების 30 წლისთავის აღსანიშნავი საღამო.
მოხსენებას ი. ს. ტურგენევის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წაიკითხავს ა. გაწერელია.
საღამოს მეორე განყოფილებაში გაიმართება კონცერტი.

დავესწარით.

ტოლსტოის დღეები.
ჩატარდა მუშტაიდში, არც ისე მიმზიდველად. ცუდი ამიდი იდგა. დემნა შენგელაია მომხსენებლობდა.

ვალერიან გუნიას გარდაც. 15 წლისთავი.
ჩატარდა ხელოვანთა სახლში მაჩაბლის ქუჩაზე. კარგი იყო ტასო აბაშიძის მოგონებები და შალვა დადიანის გამოსვლა პრესაში.

იროდიონ ქავჟარაძე იღრიჯებოდა რაღაცას...
ეს ტიპი... მავნებლობას დაიწყებს. უნდა მოითოკოს. სადაა ნინო??? ის ეუბნება მნახველ შარტის: არა მცალია - როდესაც კითხულობს თავის ნაწარმოებს დაბეჭდილს მანქანაზე. მაცდევინებს თითქო მეც (ნინო თურმე აქვე ზის)...

*
დგებუაძე ამირან. ბესიკის 19. 01-76.

[პირველ ათს] „საბჭოთა მწერალი“.

19 ოკტომბერს - 45 წლის სალიტ. მოღვაწ.
პოლიანსკი.

*
შალა რადიანი. რეკავს ვაჟკაცი მალხაზი.
 „საბჭოთა მწერალი“. გიორგი ჯიბლაძე.
1. [ფეხსაცმელი].

ბესო ჟღენტმა სთქვა: თბილისის რედაქციებში არც ერთი ქართველი მწერალი არ მუშაობსო.

*
ვინ უნდა სწერდეს მონოგრაფიებს? თუ არა <...>.
1. სახელგამი: წიგნი (როდის დამტკიცდება?) 35-40 стр.; 2. განმეორებითი გამოცემები VII და IX ტ.; 3. „Заря Востока“ (მომავალ წლის გეგმაში); 4. „საბჭოთა მწერალი“ („პოემები“); 5. ოპერის თეატრი... 6. გამომცემლობა აკადემიას; 7. ოპერის თეატრი? 12 ს.; 8. რუსთაველი; 9. მარჯანიშვილი; 10. გრიბოედოვისა; 11. უნივერსიტეტი. აკადემია. პენსია.

*
ქობულეთის ქ. №20. უნივერსიტეტის შემდეგ. კ. დევდარიანი.

* * *
ქართული ლექსის ძარღვო მაგარო,
სანამ აისი თავის ფრთას გაშლის,
ბავშვივით წმინდას და უანგაროს,
მრავალჯერ მინდა დაგიკრა ტაში.

ვეთაყვანები მაგ შენ იდეას,
ლექსით იწოდე, ლექსით იომო.
დიდო ოსტატო, სიტყვის ფიდიას,
დიდება შენდა, [გალაქტიონო!] ო, გალაქტიონ!

ალექსანდრე შენგელია (სტუდენტი. ჟურნალისტ. ფაკულტ.)

1953 წ., 29 სეკტემბერი, უნივერსიტეტის შენობის წინ

*
ვალერი ჯვარშეიშვილი.
1. „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“. 2. „გენერალი ლესელიძე“ (პოემიდან „ცხრა გენერალი“). 3. „მერი“. 4. „მე და ღამე“. 5. „სქელი ღრუბელი“.

2 ბილეთი.
„ახალგაზრდა კომუნისტი“.
22. 23 თუ 24. ცნობა.

*
1. დარეკა ვავა გაბუნიამ - ხვალ 9 საათისთვის უნდა ვიყო მასთან.
2. შემხვდა აპოლონ ქუთათელაძე - ისა და მისი ვაჟი მონაწილეობას მიიღებენ გამოფენაში. ვაჟს ჰქვია გურამი.
3. დამხვდა წერილი მოქანდაკის შებუევისა, მიწვევს.
4. ვიყავი მხატვ. ვადბოლსკისთან.
5. ვიყავი აკაკი ვასაძესთან.
6. შემხვდა ანდრო ბალანჩივაძე.
7. ვიყავი ვადბოლსკისთან, დამპირდა წერილს.


*
საქ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი.

კვირას, 11 ოქტომბერს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში საღ. 8 საათზე.
3-30-89 - კომუტატორი. დამატებითი №20. ამხ. კიტია. პროფკომის თავმჯდომარე.

*
ვანო ბერიკაციშვილი.

მასწავლებლის სახლი. ფურცელაძის ქ. №3. ტელ. 78-77.
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი.
ბიბლიოთეკის საბჭო. ლიტერატურული წრე. მომხსენებელი.
პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება.
კოლია კანდელაკი მოემზადოს.

*
დიდებულია „Пиковая Дама“-ს მეორე მოქმედების დეკორაცია, განათება, სივრცე და სტუმრების განლაგება მარჯვნივ და მარცხნივ.
კარგია, ფარდა (ხავერდის ფარდა) რომ დაეშვება. დარბაზში ბნელა. გაშუქდება ფარდის წინა მხარე მხოლოდ. გამოდის მომღერალი მსახიობი და თავის დაკვრით მადლობას უხდის საზოგადოებას. ძალიან გრაციოზული, ლამაზი თავის დაკვრა იციან მსახიობებმა.

*
Розовая площадь. Туп. 26-ти комиссаров, д. №7. თეო  კეკელიძე. დილის 9 საათზე.
პლაკატები - რატომ არ მოქმედებს თეო.

*
Гост. Рустави, комн. 211. Юрий Окунев.
მთხოვს ბწკარედებს თარგმანისათვის... ცხოვრობს სტალინგრადში... აქ სტუმრადაა ჩამოსული.

*
არაყიშვილი დ., ბალანჩივაძე ანდრო, ბარამიშვილი ოლღა, ბუკია ალექსანდრე - 82-00, 71-41, გაბიჩვაძე რევაზ - 79-12, გოკიელი ვანო - 3-43-56, კილაძე გრიგოლ - 8-99-20, კოკელაძე გრიგოლ - 04-18, კრუტიკოვი ლეონტი - Васильевич, მირიანაშვილი ალექსანდრე - Грибоедова №16, მშველიძე შალვა - 19-96, მაჭავარიანი ალექსი - 03-41, მეღვინეთ-უხუცესი - 11-95, თაქთაქიშვილი შალვა - შიო მღვიმელის 8, ტუსკია იონა -12-38, თორაძე დავით - 76-24, ცაგარეიშვილი ვალერიან - გოგებაშვილის ქ., შავერზაშვილი ალექსანდრე - Челюскинц. 15, კომპ., 61-66, შავერზაშვილი თამარ - 71-12 (ბინის), Шведов Димитрий - пл. Бебеля 6, ჩიმაკაძე არჩილ - ორჯონიკიძის ქ. 87-ა.
21 კაცი. შავერზაშვილი ალექსანდრე.
კიკნაძე კოტეს, გიგოლაშვილი ალექსის.

*
1. ბილეთი პოლიტექ. ინსტიტ. დირექტორისათვის.
2. ბილეთი სიტყვის მთქმელისთვ.
3. გაზეთი „კიროველი“. 500.
12 საათზე. 30 билетов.
პროფ. გიორგი ზარიძე. მოადგილეები.

აღარა

ძმებო, ღრუბელი,
შავი და ბნელი,
სამშობლო მხარეს გადაეფარა,
ო,
ვრცელი ღრუბელი.

*
აბოვიანის ქ. №3. თამარ ჩხაიძე, ან მწერალთა კავშირში.

*
Озадачен таким пренебрежением к моей книге.

Москва. Староконюшенный пер. д. №28, кв. 5. Кауфман, для Ананиашвили.
Чем заслужил такое пренебрежение моей книге Вашей стороны тчк. Книга не печатается. Здесь ждут Вашего возвращения. Есть замечания тчк. Если ближайшие дни не приедете, книга выпадет из производства. Никогда не прощу Вам этого зла.

Ваш Галактион

1953, 15 октября

*
ვახტანგ ტაბლიაშვილი.

დიდი პოეტი, ერთერთი ფუძემდებელი.
1918-1921.
პესსიმისტი. დეკადენტი.
კარგი. რევოლიუცია. გაზ.
გადაბეჭდილია.
ძველი არღანი.
ქების სიტყვები, ან თითქოს განგებ ეძებს სუსტ ადგილებს, რომ შეაქონ იგი.
ძველი არღანი, რომელიც...

*
Книжка была выдана 4/VII - 1947 г. с внесением 6.860 р. 12. к.
22/XI - 1947 г. осталось - 25 р. 92 к.
შემდეგ იქ ფული აღარ ამიღია 1953 წლამდე.
1950 წ. - დაგროვდა 25 მანეთიდან 275 მ.
1953 წ. ეს ფული ავიღე. იქ კიდევ რჩება.
3-47-26 - Бухгалтера или кассира.