შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-297 - 1953 წელი


წიწამურის ტრაგედია

„გულდასმით წავიკითხე შრომა ი. ოდიშვილისა „წიწამურის ტრაგედია“. სავსებით ვეთანხმები ვერიკო ანჯაფარიძეს, რომ ამ შრომის წიგნად გამოცემა უდავოდ წარმოადგენს დიდ საჭიროებას.
დამთავრდა XIX საუკუნე და აი, XX საუკუნის დასაწყისიდანავე სწორედ ამგვარმა ტკივილებმა, ამგვარმა ტრაგედიებმა საბრძოლველად დასძრეს და მიიყვანეს მხარე 1917 წლის ოქტომბრის რევოლიუციამდის, რომელმაც მთლად გადალეკა მეფის „ოხრანკის“ ჯაშებისა და ბერბიჭაშვილების სათარეშოდ გადაქცეული სამყარო...
„წიწამურის ტრაგედია“ დიდი ისტორიული მნიშვნელობის შრომაა“.

1953, 28 მარტი


(წარწერა ის. ოდიშვილის ხელნაწერზე „წიწამურის ტრაგედია“, რომელიც წასაკითხად გადმომცა ავტორმა  სამკურნალო კომბინატში).
წიწამურის ტრაგედიით გაიხსნა ჩვენი XX საუკუნის დასაწყისი.
ეს ტრაგედია მთაწმინდაზე აღიმართა უკვდავი ძეგლის „მწუხარე საქართველოს“ სახელწოდებით.
მთელმა ქართულმა მწერლობამ იგრძნო ეს ტრაგედია. განიცადა ღრმად, მთელის თავისი არსებით.

1953 წ., 3 მაისი


*
შენ შუბლს იხსნი და სიბნელეს ლეწავ,
საქართველოს მოღრუბლულო ზეცავ...
ნეტავ, მალე აღმობრწყინდეს მნათი,
მალე სხივი მოგვეფინოს ნეტავ;

წინ მიიწევ და ხმაურობ, გღვიძავს,
საქართველოს სევდიანო მიწავ.
ნეტავ, მალე დაამსხვრევდე ბორკილს,
ნეტავ, მალე მიაღწევდე მიზანს...

1904

რჩევა ქართველ მწერლებს

ბუნება ქართულ კრიტიკის
გასაგებია სავსებით.
მკითხველს აძულებს ქართულ წიგნს,
მიღწევებს ფარავს ხავსებით.
ბესია ჟღენტი თუ შეგხვდესთ,
სახით ფუტუროს მსგავსებით,
ხელი ყვერს თუ არ იტაცეთ,
ცხადია, დაინავსებით.

ბუნება პროვოკატორის.
ბუნება კრიტიკოსისა.

გზაზე ფუტუროს მსგავსებით
როს ბესო ჟღენტი გზად შეგხვდესთ,

ხელი ყვერს უნდა იტაცოთ -
თუ არა - დაინავსებით.

*
В небе чисто, в нее ясно,
Вдруг и тучи налегли,
Все, что мило и прекрасно,
Все непрочно на земли.

(საავადმყოფოს სანიტარი ქალის,

მოხუცის პოლიუშკას ნათქვამი)
1953

პარკეტი არასდროს წყალით...

*
I. 1903-1907 (გენადი მიხელიძე, ვარლამ მახარობლიძე, კ. მოდებაძე, „წიწამური“. ბარბაქაძე, ელენე გოდაბრელიძე). II. 1908-1912. III. 1913-1918. IV. 1919-1923. V. 1924-1928. VI. 1929-1933. VII. 1934-1938. VIII. 1939-1943. IX. 1944-1948. X. 1949-1953.

მთელ საქართველოში 4 ათასზე მეტი წიგნთსაცავია... რომ გამოიყოს 10 მოწინავე, იგი დაამუშავებდა მთელს 10 პერიოდს ჩემი შემოქმედებისას.
თბილისში? რამდენი წიგნთსაცავია?
რომ...

*
I. შირმა, საწერ მაგიდასა და წიგნ-ხელნაწერთა შუა.
II. რადიო-აპარატი. კარგი.
III. ზარი, რომელიც მიემსახურება კაბინეტს შიგნიდან.
IV. რაიმე უმჯობესი ტაშტთა მაგიერ.
V. გამოძებნა რკინის ყუთისა, სხვა ყუთების.
VI. კიბე წიგნებისა და ხელნაწერების პოლკებისთვის.
VII. მტვრისამკრები (пилесос).
VIII. ზარის შეცვლა (ძალიან ხმაურობს, მოქმედებს ნერვებზე).
IX. გასაღებთა საბოლოო მოწესრიგება (ცალკე ყუთი).
X. სკამების მოწესრიგება (შეძენა ახლების).
XI. ვანნა - აუცილებელია. იქაც, წყნ.
XII. კარადები მედიკამენტებისათვის და სურსათ-სანოვაგისათვის.
XIII. სამგზავრო შკატულკა (ჩიჩ.) ან პორტფელი.
XIV. ტელეფონის ფული სამის თვის.
XV. მუსიკალური ინსტრუმენტები (კომპოზ.).
XVI. პატარა ჩანთა კოლენკორისა. საპ.
XVII. შაქარი, შაქარი და კიდევ შაქარი!!
XVIII. შაში, ნარდი, ბანქო ან...
XIX. ელექტრონი საწოლ ოთახში.

*
I. ბარელიეფი ყდაზე (შებუევი და ქუთათელაძე). შეიძლება ახლავე დაწყება.
II. რამდენიმე ეგზემპლიარი საუკეთესო ქაღალდზე გამოფენისათვის.
III. დაგვიანება წიგნისა არ შეიძლება. ამიტომ შეიძლება ჭილაიას წერილს გვერდი ავუაროთ, თუ არა აქვს მზად. ჩემზე სხვების გავლენის აღწერით ათავისუფლებს სხვა პოეტებს, რომელნიც ჩემის გავლენითა სწერენ (ჭილაია - ჭიარულა).
IV. პორტრეტი ქუთათელაძისა თუ სხვის (დავახატვინოთ რამდენიმე ეგზემპლიარი).
V. საკითხის დასმა ჰონორარის მომატების შესახებ.
VI. მაინც რატომ დააგვიანდა ანანიაშვილს, რაზე შეთანხმდნენ ისა და ჭილაია მოსკოვში? ვინ დაავალა ანანიაშვილს შეეკვეთა ჭილაიასთვის წერილი?
VII. რაც შეიძლება მეტი ადგილის დატოვება ლექსის დაწყებისას და სტროფსა და სტროფს შუა.
VIII. ბრძოლა საუკეთესო, სქელი ქაღალდისათვის.
IX. Добиться, во что бы то ни стало страницы газ. „Заря Востока“ (Ананиашвили - вредитель) и в другие газеты и издания.
X. Почему мне не дали просмотреть напечатанную на машине книгу?
XI. სად ცხოვრობენ შებუევი, ქუთათელაძე??
XII.    რამდენი ასოთამწყობი აწყობს? ა? ქრთამები ხომ არ უნდებიენ? Книга должна была выйти в сентябре месяце прошлого года, но....
XIII.    იგივე ბარელიეფი გამოდგება საბლიტგამისათვის...

იფნის ბაღი - ზედა წყნეთში

I. საბოლოო გამორკვევა საკითხისა: საიდან ეხება ჩემს ეზოს ახალი გზის გაჰყვანა?
II. მესერის გაკეთება ბავშთა სანატორიის მხრით. სინის, ან...
III. ადგილის შერჩევა ორმოსათვის.
IV. შეკვეთა რომელიმე ორგანიზაციისთვის ბუდკისა.
V. საზაფხულო რკინის საწოლები.
VI. საზაფხულო საბნები და ზეწრები.
VII. ვანნა. ელეკტრონის გაყვანა.
VIII. მაგიდები ტყეში.
IX. გამაკები.
X. პლიტა.
XI. ერთი დივანი და ორი კრესლო ჩეხოლებით მისაღები ოთახისათვის.
XII. სკამები. რადიო. ტელ.
XIII. დიდი შკაფის გადატანა.
XIV. კიოსკის გადატანა.
XV. ხეივანის მოწესრიგება.
XVI. ხეების დარგვა.
XVII. ფარდები.
XVIII. აგურის ხრილი ბილიკებზე.
XIX. ბალკონი წინ, წინ, წინ!
XX. ჟურნალ-გაზეთები.

8 X 8 : 2 =
თეთრები და შავები.

*
 [წიწამური!] [ჰქრის, ჰქრის] აქ წამების სიზმრად ჰქრის
წიწამურის ალი,
[და] აქ „მწუხარე საქართველოდ“ სდგას მთაწმინდის ქალი.
(უნდა ჩაემატოს მთაწმინდის მთვარეში).

*
„გამარჯვება“. კვირა, 29 მარტი, 1953 წ.
ქართული საბჭოთა ლიტარატურის საღამო კიევში.
(ბაჟანის მოხსენება. იგი თანამედროვე ქართული ლიტერატურის ისტორიას იწყებს ჩემით).

„Как предстанут колосальные образы, как двинутся сокровенные рычаги широкой повести, раздастся далече его горизонт и вся она примет величавое лирическое течение, то увидит потом...“

Гоголь


რუსთაველის 12. რადიოკომიტეტი. ლიტერატურულ-დრამატიულ გადაცემათა რედაქციას.

*
 ამოვჭერი „ეხლა კი დროა  სოლომონ, რომა“.

7 აგვ., 1956

გ. ტ.

*
ომმა, წვდომა, ხტომა, კრთომა, ვრდომა, სხლტომა, რომა, დომა (დო), ტყდომა, წილხვდომა, თომა, ძრომა (ძირი), [ატომმა], ტომმა, ღვინია-ლომა, რტომა, ჯდომა, ძღომა, აბესალომმა, მარტოდ-მარტომა, სტომაქს, მომაქვს, უცხომა, კვდომა, ხომა, არომა, ზომა, ღომმა, ცხრომა, ეგ იმიტომა, დრომა, მდომმა, ვითომა, ბრბომა, შნომა, ცომმა, ძრომა, წვდომა, რკომა, შემოდგომა, არამ და ჰომა, პალიასტომმა, ატომმა.

*
- ეს საკითხი ჯერ კიდევ მოხსნილი არ არის (არ უნდა იყოს), - სთქვა ვ. ჭიაურელმა ლეჩკომბინატში (აქ ფარჟის გარშემო ტრიალებს). Леонидзевщина (საკითხი ჩემი 60 წლის თავის აღნიშვნისა). ჰმ! (ვიღაც მუშაობს თავდადებით. სიფხიზლე გვმართებს). რისთვის უნდა ყოფილიყო "მოხსნილი"?
ჩემს ოთახში შემოვარდა საეჭვო ყოფაქცევის მქონე მოსამსახურე ქალი ანია. მან ხელი დაავლო საფერფლეს ჩემს საწოლთან.
- Эту пепельницу я должна взять...
- Почему???
- Потому, что из ЦК люди пришли... А Вам вот тарелочка... - დააგდო ლამბაქი და გაჰქანდა ფარჟის ოთახისაკენ.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო გამეგო, ვისი განკარგულებით მოხდა ეს ამბავი... ან და ეს ქალიც... მაგრამ...
(ეს ამბავი ფარჟის გარდაცვალების დღეებში მოხდა. გადის ერთი თვე, იწყება მეორე, საფერფლე კი არც ფარჟის ოთახშია, არც ჩემს საწოლთანაა. გაჰქრა უკვალოდ საფერფლე... (Эх, Аня, Аня) ლამაზი საფერფლე! სადაა ეხლა იგი?

*
სუფთა ქირურგიაში. 1953. 29/III.
6 ფარჟი (ქალი) 37,1.
7 ფარჟი 37, 1; 39,2.
მორიგე ნადარეიშვილი.

სტალინთან შეხვედრა ქუთაისში

1. რომელ წლებში (1903-დან 1908-მდე) მუშაობდა ამხ. სტალინი ქუთაისში?
2.     რომელ წლებში (1903-დან 1908-მდე) მოეწყო ჩვენი არალეგალური კრება სადღაცა შორს, მთაში, ქალაქგარედ, რომელზედაც რუსულად გააკეთა მოხსენება უცნობმა და რომელიც საოცრად ჰგავდა სტალინს.
3.    ვინც დაესწრნენ ამ კრებას (მიხელიძე, ყიფშიძე, ბარათაშვილი, და სხვები. ვინ სხვები? კიდევ?) სად არიან ეხლა (მახარობლიძე?)?
4.    რა ჰქვია სახელად იმ ნაკადულს, რომელიც გავიარეთ?
5.    ეს იყო მივარდნილი ქოხი. სახლის პატრონები არ სჩანდენ (დარაჯობდნენ?). იცოდა ის ადგილი მხოლოდ ერთმა ჩვენთაგანმა. მან მიგვიყვანა.