შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-588-3 - 1952 წელი


I მოქმ.
ამიერკავკასიის ერთ-ერთ უდაბნოში ხდება ჰაეროპლანის კატასტროფა: ორივე მფრინავი ცოცხალი გადარჩება.
კატასტროფის ადგილას მიცვივდება [ხალხი] სოფელი. მიეშველებიან, სტუმართმოყვარეობას იჩენენ. მზრუნველობით ეპყრობიან მფრინავებს.
მხოლოდ რამდენიმე მოხუცი სდგას განზე, ნიშნად პროტესტისა: ისინი წინააღმდეგნი არიან ყოველგვარი მექანიკური გამოგონებისა. ღირს ამისთვის თავი გასწიროს კაცმა? რა საჭიროა ის? მათ სრულიად არ აოცებს ჰაეროპლანი. ისინი არ ჰხედავენ მასში ცხოვრების გამარჯვებას. მფრინავს კი აცვიფრებს ასეთი გარემოება, რადგან ისინი სულ სხვას მოელოდნენ.

*
ილია ჭავჭავაძე: მღვდლის საუბარი გლეხთან წერა-კითხვის ცოდნის აუცილებლობის შესახებ.
მ. ჯავახიშვილი: 1. ჯაყოს მონოლოგი. 2. თეთრი საყელოდან.

[ევროპა] ამერიკა: 1. ბერგსონმა გამოიგონა „ინტუიცია“. 2. აინშტაინმა „შეფარდებითი თეორია“.
[საქართველო] იმერეთი: მე არაფერი არ გამომიგონებია. მე არაფერი არ ვიცი. შკოლაშიდაც არ მისწავლია.