შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-292 - 1952 წელი


1952.
ფიტილი 11 ნომერი.

თუ აცივდა
- როდისაა თქვენი საღამო?
- 17 ნოემბერს.
- ოკტომბერს?
- ნოემბერს!
- ოო, კარგია. სანამ აცივდებოდეს, მერე თუ აცივდა, აღარ ივარგებს.
- რა თქმა უნდა, თუ აცივდა...
- დიაღ, დიაღ, თუ აცივდა, არ ივარგებს. რა თქმა უნდა, არ ივარგებს, თუ აცივდა.
ასეთი საუბარი გვქონდა მწერალთა კავშირში მე და აკაკი ბელიაშვილს. ასეთს საუბარს ჰქვია წყალთა ნაყვა. არავითარი შინაარსი რომ სიტყვებში არაა.
მაგრამ განა მართლა ასე არ არის?
რა მნიშვნელობა ექნებაო საღამოს... თუ აცივდა.
რატომ „საღამოს“ (ეს რამდენიმე დღეა ყველა მეუბნება „საღამოს“ შესახებ..), არა საიუბილეო საღამოს შესახებ... ამბობენ უბრალო საღამოზე. აკაკი ბელიაშვილი.
- ეს იროდიონი თუ გადაემტერა კაცსო... - ამბობს მოსამსახურე ქალი.
იროდიონი არის საქმეთა მმართველი. განსკუთრებით ეჩხუბება ქალებს... „შალუა“.
14 ოქტომბერი, 1952 წელი

*
14/X-52.
ერთად დიდის გულდასმით, საათია მთელი, მეტიც, მეგობრულად საუბრობენ: დემნა შენგელაია, სერგო კლდიაშვილი, აკაკი ბელიაშვილი და თმახუჭუჭაძე (ახალგაზრდა). მწერალთა კავშირშია ეს ამბავი და - ლეო ქიაჩელიც მობრძანდა დიდის პატოსით. შემოჰყვა ქალი. ლეომ ხელი ჩამომართვა, ოთახში დიდმნიშვნელოვნად მიიხედ-მოიხედა და განვიდა მუნ.
- დემნას და მარიჯანს დიდი ჩხუბი მოუვიდათ ყვარელში მოგზაურობის შესახებ. დავიხოცეთო.

საჭიროა ბიბლიოგრაფია.

*
- ე ოჯახდაქცეული თუ ვერ მხედავს, ფეხი მაინც ვერსად წამომკრა ამ ათი წლის განმავლობაში.

*
1. არობელიძე კუკური. (Прораб) იმ სახლის.
1. ასაევი ოლია და უჩანეიშვილი ლუბა.
ბოზარჟიანცი.
გაჩეჩილაძე. წეველი.

*
„ძველი დრო სჯობდა თუ ახალი“.

ბალნეოლოგიურ კურორტთან არსებობს სალიტ. წრე: ხელმძღვანელობს ექიმი.
„საჩუქრების პრობლემა“.

გივი ძნელაძე სარეჟისორო ოთახში „რუსთაველის თეატრში“.

*
1. Ручка - კარებისათვის - 1 р. 2. Замок „Зенит“ _ 2 р. 4. Вешалка гард. 5. Кольца для ключей - 1 руб. 6. Фитидь. 7. Щетка.

პეტია მარტიროსოვი.

*
ნინა, ნინა,
ნინა, ნინა.
აბა ნინა, ჩემო ნინა,
გათხოვება ხომ არ გინდა.

დ. არაყიშვილი. Напрокат. 3 месяца.

*
გარაჟშია: 1. კიბე. 2. პლიტა დუხოვკით. აგურები. 3. ჩარჩო. 4. საწოლი. 5. სკამი (საქანი). 6. დიდი ყუთი (რაა შიგნით?). 7. სამი ფიცარი.

გიმნი ქართველ ქალებს
1. რარა-რა-რა-რა-რა-რა-რა.
დარი-ირა-რა-რა-რა-რა.

2. რა-რა-რა-რა
            რა-რა-რა!
რა რა რა რა
                      რა რა რა.

3. რა-რა-რა-რა / რა-რა-რა-რა.
რა-რა-რა-რა / რა-რა-რა-რა.

რა რა რა რა რა რა რა.
რა რა რა რა რა რა რა.

*
ნახევარი ჩაის კოვზი - ერთ ჭიქა წყალზე გამოსავლები დღეში 5-6. საჭმელი არ ვარგა ზედმეტად ცხელი და ზედმეტად ცივი. ძალიან წიწაკიანიც არ ვარგა.

*
ლიხის მთას რომ გადასცდები,
ლიხის მთას რომ გადასცდები,
[შემოგძახებს რიონი]
მტკვარია და რიონი.
[არ გინახავს, როგორა გვყავს]
გამარჯობა, [როგორა მყავს] არ გინახავს,
როგორა გვყავს, როგორა გვყავს
ჩვენი გალაკტიონი.
შალვა კაშმაძე

„მუხა“ აროსიასი.

*
1. რკინის ჯაჭვით / გულს მოიბი მეგობარი ძველი, ძველი მეგობარი.
რკინის ჯაჭვით მეგობარი ძველი გულს მიიბი.
ჯაჭვით მიიბი გულს.
[რკინის ჯაჭვით]. [ჯაჭვით რკინის].

*
1. დიღმის „ვიწროები“ ჰგონიათ (გამოეშვათ ცხენები, თივა დაეყარნათ ცხენებისათვის, ჯავრობდა მეეზოვე).
2. ძაღლივით სუნავს ყოველივეს გარეშემო (ვანუა).

ძაგანია „ნინა“ სემიონოვნა. მთავარი ექიმი ბალნეოლოგიის. ძალიან აქებს ქარ.

Денги: დურგლ. - 820, ვოდოპრ. - 50, ნახვრეტ. - 50, ვანოს - 100 და სხვ. 3400.

*
1952, ოთხშაბათს, 20 ოკტომბერს, 3 საათზე შესდგება შეხვედრა - მოთხრობის „სუნჩონში ნაპოვნი რვეულის“ ავტორთან ამხ. რ. კიმთან. საქართველოს საბჭოთა მწერლების პრეზიდიუმი.

Журналы и газеты местные

1. კომუნისტი, 2. Заря, 3. გამარჯვება, 4. საბჭოთა აფხაზეთი - რუსული, 5. საბჭოთა ოსეთი - რუსული, 6. ახ. კომუნისტი, 7. დროშა, 8. ნიანგი და ყველა, ყველა ყველა.
М. Стал...

*
კ. კაპანელი. ორჯონიკიძის ქ. №№42, სკოლის შენობა, მესამე სართული.

1. Кипиани Аполон Константинович. გუგული ყიფიანი - სახ. ოპერის დირეკტორის თანაშემწე. დამპირდა ბროშურას ოპერის თეატრის სეზონზე. სეზონი გაიხსნება ამ თვეში, ე. ი. სექტ., 1952 წ.

Комбинат бытового обслудивания. Плехановская 27.

იაკუბ კოლასი.
ნოდარ ჩხეიძე. პარტბიუროს მდივანი.
Лазарева татьяна Феодоровна. 38 лет работает в Опере уборщицей.
გ. ლეონიძე. დახატულია ჭონქაძის ქ. №10.

*
1. მზე ჩემს ნეკერჩხლებს ადგება რვას რომ ოცი წუთი აკლია (უძოს მთის ჩრდილი ჯერ კიდევ არ უშვებს მზის სხივებს სახლამდე). დანარჩენი სააგარაკო სახლები ყველა განათებულია მისით.
2. რვას ექვსი წუთი უკლია. მზე ადგება სახლის სახურავს და მესერს სანატორიის მხრივ.
3. რვას ოთხი წუთი აკლია. მზე ადგება ვაშლს და მსხალს და სახლის აღმოსავლეთის კედელს, აგრეთვე აშუქებს მესერს აღმოსავლეთიდან.
4. ცხრის დასაწყისში მზით განათებულია მთელი ეზო და სახლი.

*
მჭედლიძე მარო იოსების ას.
მარტიროსიანი პეტრე. სვერდლოვის ქ. №.
ინჟინერი ნაცვლიშვილი თემო. 3-30-55.

ზასულიჩის №6 თუ 7. ა? ა! ააა!!!
Тбилиси-Москва - 500.
Москва-Минск - 180.
Якуб Колас.
გადაფრენის საკითხი მოხსნილია. 700 მანეთი და 700 მანეთი - 1400. ბინა და სხვ. - 1000. 3000-მდე უნდა დაიხარჯოს.

*
ლობიო - ოჯახს (ოჯახში ექვსი სული ვართო) დღეში ნახევარი კილო გვყოფნისო, - ამბობდა გამყიდველი ქალი. შეეკამათა მეორე ქალი: - რას ამბობ, ერთი კილო აუცილებელიაო, წყალ-წყალა ლობიოს ხომ არ გააკეთებო. შეიქნა დიდი კამათი.
ლობიო კილო ჰღირს 8 მანეთი. 30 კილო - 240 მან. ერთი თვის სამყოფი.

*
„Не работай без необходимого ограждения“ - წარწერა ვერის ხიდის მშენებლობაზე.

Оглоблина зинаида Ивановна с 11 час утра до 4-30 дня.
Бальнеологический курорт.
_ Отчего вы сюда не попали? Оглоблиной надо было попасть...
- ამან შარისაგან. ან... იქნებ... რა?..
ისეთი მიმღებიანი სახეები აქვთ ქვევით... თითქო გპირდებიან, იმედს გაძლევენ... ერთი იმ ლამაზ ქალთაგანი ვაჟკაცურად სვამს არაყს მამაკაცებთან... საერთოდ... რას ნიშნავს, არ ვიცი... ასეთ ადგილას...

ოგლობლინა დღეს 26 ენკენისთვეს ექიმთა კონფერენციაზეა, იგვიანებს, თითქმის თორმეტის ნახევარია.

*
ოჯახს სჭირდება თვეში:
ლობიო - 240, კართოფილი, ხახვი, ნიორი, სხვადასხვა, შაქარი, პური, შემოსავალ-გასავლის წიგნი, ყველი ხალამში, ზეთი.

*
ნატაშა და რუსუდან (ექიმი და მისი მოსამსახურე).
რუსუდანა და ნატაშა.
სერგო გერსამია.

გორი. ლომაურის ქ. №5. გორის სახელმწიფო ისტორიულ-ეტნოგრაფიული მუზეუმი. სერგო ნადირაშვილი.

*
პოემის პრობლემა.
1. საინტერესოა აკაკის შენიშვნა კიტა აბაშიძის...
"რკინის ჯაჭვი".

*
 „თქვენმა შავმა ძაღლმა კინაღამ, კინაღამ ცალი ბარკალი წაიღო“.
„ერთი ვიღაც სომეხი ვნახეთ - კარაპეტად გაგვეცნო“.
(წარწერა ბოზარჟიანცის სახლზე). ეს სახლი მდებარეობს ჭონქაძის ქუჩაზე, შიგ ცხოვრობს გამოსადეგი ოჯახი. გავიხსენეთ ცახელი.

*
კაცი, რომელსაც გაგიჟებით უყვარს თხლე.
1. რა არის თხლე?
2. რა ჰქვია რუსულად?
3. „წავიდა „თხლესავითა“.
4. ანდაზები თხლეზე.
„ეს ჩვენი მამასახლისი,
მაღალია ხესავითა,
პრისტავი რო დაიბარებს,
მაშინ წავა თხლესავითა“.

*
Дзержинская д. №1, вход со двора, семенов Ал.

„ერთი დღის სიცოცხლისთვის ღაღანიძემ ძაღლი სჭამაო“.  ანდაზა?
ღაღანიძე - თავადი. არჩილს აქვს პოემაში.

*
„ძველი სემინარიელების“ შეკრება. მოგონებათა საღამოები.

„Союз-печать“. 3-25-62.
1. კომუნისტი, 2. „Заря“, ახ. კომუნისტი,  ლელო, გამარჯვება, სტალინელი, საბჭოთა აფხაზეთი.

*
სემინარიელები:
1. არონიშიძე დომენტი, 2. მიხელიძე გენადი, 3. ვეფხვაძე ტერენტი, 4. ანთაძე (ადმირალი ტოგოს ძმა), 5. ლეონიძე გიორგი, 6. სირაძე აკაკი, 7. ლიხელი (სულიაშვილი) დავით, 8. ფოსტაში (გვარი არ მახსოვს), 9. „მესაფულე“-ს მთარგმნელი, 10. გეგეჭკორი ლადო, 11. კეკელიძე კორნელი, 12. ვართაგავა იპოლიტე.

*
ფულზე ხალხი ამბობს ხელის ჭუჭყიაო.
შლანგი.
ფილიპე - გიორგის ძმა, რაჭველი - ხევსურეთში პურის დუქანი მქონდაო, იოსებას (ფირუზას) მამა და მე ბანქოს ვთამაშობდითო. მის მამას გრიშას სამიკიტნო ჰქონდა თავის არღნითაო. მისი ცოლი რომ ორსულად იყო ფირუზაზე, ძალიან მახსოვსო. მომიკითხეს.
ლითანიშვილი (მსახიობი), იქვე მუშაობს ბუჰღალტრად.

*
- შიმშილით მოჰკვდი შენა!
- რომ არა ვკვდები?!

უჩანეიშვილი ლუბა და ასაევი ოლია. ფიტილი 11 ს.

*
ხუთეული, пятерка: 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. სანდრო შანშიაშვილი, 3. იოსებ გრიშაშვილი, 4. ს. აბაშელი, 5. გ. ქუჩიშვილი.

*
ჩაიკოვსკი. „ამ სახლში 1893 წ. დიდი რუსი კომპოზიტორი პ. ი. ჩაიკოვსკი“ (1840-1893 წ.).

ჭონქაძის ქ. №10. ვიცადე. მაცდევინა შოფერმა. სამი საათი მომატყუა - რაღა..

შანშიაშვილის წერილი გენიალურია.

*
რა კი დაგვისვეს
წინ ჭილაია,
[ხელში ავიღოთ]
მას ხელში მივსცეთ
ჭინჭილაია.

პანთეონი
ძველნი სდუმან: ვინ-ღა დარჩა მათგან?
მათ ყოფნის არსს [მშობლიურს] არვინა სცნობს არსად,
არ არიან [პოეტები] [შენებრ] მათნი მსგავსნი - რადგან,
საქართველოც აღარა სჩანს არსად.

არს არსებობს საქართველო?
არსად (суть), არსად (нигде), არსად.

*
სურთ ნორმალური ფასი - 16.500.
საიუბილეო.
გუგუნა მიქელაძე, საშა მიქელაძე (იურისტის და თუ?).

1908-1916, 1917-1932, 1933-1940, 1941-1945, 1945-1948, 1948-1950, 1950-1952.

*
Лит. Газета.
ბესოს წერილი გაზაფხულზე. ამტკიცებდა, რუსული ლიტერატურა იჩაგრება საქართველოშიო.
Ложь!

*
Тихонову Ф. К.
державин не выполнил работы, я взял подстьрочники.
Межиров тоже обманул, обещает только после двадцатого. Остальные сдали или [сдают] делают.
Придется раздать оставшиеся стизи другим поэтам, уже не „классикам“. Моет быть удастся до конца октября вытащить. передайте Табидзе, что усилий я не жалею - это дело замучило меня.
Ингороква готов, но высылать почтою боюсь. Вызывайте меня к концу месяца через союз писателей. Подробности письмом.
Ананиашвили
Руставели №42, „Заря Востока“

3-25-62 - კავშირგაბმულობა. Союзпечать.