შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-281 - 1952 წელი


1952. 6 ივნისი.
1. დაწყება ლექსთა გადარჩევისა კედლის გაზეთისათვის.
2. ყუთის გამონახვა მარჯანიშვილის თეატრის საღამოსთვის.
3. კლიშე „გალაკტიონი“.
4. ფოტო გაეგზავნოს თედორეს (ან მე მივალ) დღესვე.
5. რედკოლეგია: ა. გაწერელია, იონა ვაკელი და...
6. რედაკტორი: ლენა ყიფშიძე, გ. ტატიშვილი.
7. პორტრეტი - გველესიანის ან რომელიმე მხატვარის მარჯანიშვილის თეატრ.
8. როგორია წარწერა მწერალთა კავშირის გაზეთზე? და როგორი უნდა იყოს მარჯანიშვილისა?
9. გადაეცეს ავტობიოგრაფია და აკაკის კლიშე.
10. ჩავითრიოთ ამ საქმეში ვარლამ დონდუა?
11. უნდა მიემატოს სხვა ახალი ძალები. როგორ?
12. გადახედვა კედლის გაზეთებისა (ინდუსტრიალური  და სოც. აფხაზეთის, პიონერთა კლუბის და სხვ.).
13. მემანქანეების მონახვა იმ მასალების გადასაბეჭდათ (სახელგამში, მემანქანეთა ბიურო, აკადემია და სხვ.).
14. ახალი მასალები... ახალზე ახალი!
15. „Заря Востока“-ში გვერდი... დღეს.
16. ვახ. ჭელიძესთან! ეს მდივანი!
17. ადრესი (გააკეთებს ვ. დონდუა).
18. პორტრეტს (დაამზადებს კორნელი სანაძე). გამოვართვათ ლექსი (ტელეფონი).
19. შვიდი წიგნი. შვიდი წიგნი (ჩუდეცკის).
20. გამოფენას მოაწყობს სახელგამი (გამოიყოს სამხატვრო კომისია).
21. ქრონოლოგიის ამბები (40 ლექტორი).
22. ხომ არ მოსულან ოსეთიდან ფოტოები?
23. ფოტო ა. მგელაძის სიტყვისა.
24. გადახედვა კალენდრისა და სხვ. შენიშვნები.
25. ნუცა იოსელიანთან (განის პორტრეტი).
26. უჩა ჯაფარიძე დაიწყებს ჩემი პორტრაიტის ხატვას 5-6 დღის შემდეგ. შემეხვეწა (გამგის ცოლი).
27. ვასო გორგაძე მთხოვს ავტობიოგრაფიას და წიგნებს (უნდა დავუწერო რაიმე).
28. ჩუდეცკის ფლური.
29. „Заря В.“ Приказ №205 от 150-го октября 1951 г. пар. 1. Тов. Тихонова Феодора Кузьмича назначить главным редактором отд. художеств. литературы издат. „Заря Востока“ с 1 окт. 1951 г. по совместительству (с оклад.).
Зам. директ. изд. - Альтунов.
30. მიღებულია დეპეშა ანანიაშვილისაც, რომ ერთ-ერთ მთარგმნელად მან მიიწვია დერჟავინი... დაწვრილებით წერილითო.
საღამო 23 ივნისსაა.
31. „საბჭოთა მწერალი“.
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის, პარტორგანიზაციისა და ადგილკომის ორგანო. №58.
32. კეცხოველი.
33. ბუჯიაშვილი ვასო. ყაზბეგის 6. ტ. 3-07-63.
მუქი თუ ბაცი?
34. „Союз советских писателей СССР после реш. о виделен. Этих долгов через литературный фонд СССР выделить писателям долгосрочную ссуду на покупку и строительство дач“.
Из обращения секретаря правления Сою. Сов. Писат. СССР - А. Софронов от 29 апр. Резолюция Кецховели Т. Рухадзе Л.
„Прошу обеспечить <...> долгов писателей“. З. Кецховели. 15. V (май).
35. Директору Груз. отд. Литфонда СССР - тов. Гомиашвили А. К. Народный поэт Гр. Г. Табидзе.

З а я в л е н и е

Прошу Вас внести меня в список писателей, которым предоставлено право приобрести дома для выдачи им ссуды на покупку дома в размере 50% стоимости стандартного дома.
Г. Табидзе
30 мая, 1952

36. თუხარელი Михаил Ильич. აღმასკომი. ბეჟანიშვილი. ეპიტაშვილი.

ამბერკი გაჩეჩილაძე. აკადემიაში.
ბეჟანიშვილი. ეპიტაშვილი. ხეთერელი.

*

დაბრუნება უსამართლოდ გაგდებული ანბანის.
პავლო, შექსპირს უარი.

*


17 ივნისი. 1952. სტალინირში.
სასტუმროში საქმიანი შეხვედრა. შევუდგებით წიგნს.
ტელეგრამა. Сталинири.
ხეთერელი.
[Могу выехать семнадцатого...].

1952.
ყვარელში, პლატონ კეშელავა, ენკენისთვეში.

*
ს. ეულის წიგნი. 39 გვ.
ლენინის გაზ. „Вперед“. 1905 წ. აპრილი.
გურიანი. ლენინი.
პარტიის მესამე ყრილობაზე ლონდონში.

აბზიანიძე. რადიანი. ჩიქოვანი. გაჩეჩილაძე.
Волгин Дмитрий Иванович. Долгор. 1.
„Заря Востока“, 3-й этаж, комн. №28. Рижинашвили. Тел. 17-44.

- ვინ აწერს ამ ქაღალდზე ხელს?
- რა ვიცი... ეშმაკი!

სახსოვრათ ამხ. - გ. ტაბიძეს
გამიხარდა სულით, გულით,
რომ ვიხილე თქვენი სახე,
თქვენ გავალებთ დახმარებას,
თუ მტერმა დამიგო მახე.

მეყო ამტელი შავი დღე,
რაც ვიტანჯე, ვივაგლახე,
რაც რომ პირში სიმართლისთვინ
მავნე ეკალ-ძეძვი ვლახე.

თქვენ ხართ ჩვენი სამშობლოსთვინ
მოღვაწე და ღირსეული.
მე ვიცი, რომ სამშობლოსთვინ
სტალინურათ გიძგერთ გული.
გ. კანანელი
1952 წ.

*
ვაკის მილიციას მე-5 აგურის ქარხნის კანტ. სამგორის ქ. და უნივერსიტ. კუთხე. რუბენ. 3-39-85.
1 უნდა. 4 რგორ. გვიჩია.
რუბენი - 3-39-85. რუბენ ზუბიაშვილი - 12 საათის მერე. 3-87-60. 60-87. სახლში.

*
II - ნონიკაშვილი. I - წვერავა. III - გომიაშვილი.

13 ივნისს  2 საათზე ფოტოებზე მწერალთა კავშირში.
8 საათზე ძერჟინსკის კლუბში.
„ეპიტაშვილი გაიძვერაა, ეტყობა“.
ჟენია ბაღდავაძე (რადიოკომიტეტში.).
ტრამვაი №5. უკანასკნელი გაჩერება. დისპეტჩერი. პირველი ეზო შესახვევში. ვანო პატარაია.
Русия Ражден Несторович. 3-67-90. შლანგი.
რუბენს მამა ჰყავდა ინჟინერიო, სთქვა.
დილას სრულ ცხრის ნახევარზე. 4 რეისი ვაკედან.
ლიტფონდი. 54-15.
5 რეისი. 2 1/2 ტ.  
128 მანეთი. 4 რეისი. ქვიშხეთი.

*
 Земский Юрий Сергеевич - Зав. Иллюстр.-худож. отделом ред. „Заря Востока“, тел. 3-59-65.
რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ვანო ჩოხელი.
აკაკი წერეთლის ქ. №21. ელსმენი - 3-64-93 (ბინა), 3-89-26 (სამსახ.).

*
ქვესადგური ც.კ-ს 3 00 40-დან 3 00 45.
ვასო ბუჯიაშვილი. დირექტორმა - სააკაშვილმა შეიცვალა სამსახურის ადგილიო, მაგრამ ჯანმრთ. სამინისტროდან ჯერ ცნობა არაა. ისინი ამბობენ, მერე მოსკოვშიო...

*
3-78-87. ურუშაძე - კეცხოველთან.
21-28. ლიტფონდის <შ...>. ქართველი მეზღვაურები.

*
არავის არავითარი კრიტიკის ქვეშ არ გაუტარებიათ; ეს ერემია ქარელიშვილი.

- ადე, სონა, განგაშია, - იძახის მედუქნე.
არავითარი განგაში არ არი, მედუქნე ხუმრობს.

*
Старо-конюшенный пер. 28. №5.
ელიზბარ ანანიაშვილი. მოსკოვში.

სურამის ქუჩა №1. მეორე სართული. პედკაბინეტი, ბენო ჩიქობავა.
ზოოტეხნიკური ქ. №1. მეოთხე სართული. რაზიკაშვილი ვახტანგ.

გამოფენა სერგო ორჯონიკიძის სახ. კლუბში
1952
1. მერაბიშვილი ვ. - ამხ. დიმიტროვი - ქანდ. ალებასტ.
2. ჩხეიძე ვ. - სოც. შრომის გმირი სვანიძე - ალებასტ.
3. კრაწაშვილი ზ. - ვერიკო ანჯაფარიძე.
4. ვეფხვაძე ი. ა. -  სტალინის გამოსვლა - მოქ. ცომაია ლ. შრომის გმირი -  ალებ.
5. თოიძე გ. მ. - ჭიათურის მემაღ.
გიგოლაშვილი მ. ი. - სტალინი ბავშებთან (მინა).
6. თალაკვაძე მ. - ვანო სტურუა (ქანდაკება).
გრძელიშვილი ვ. - სტალინის ახალგაზრდობა.
გელოვანი გ. დ. - მოსე თოიძის პ-ტი.
7. ჟორდანია დ. გ. - მეტალურგი (ქანდ.).
8. კაკაბაძე ს. - სტალ. მოწაფ. წით.
მეტონიძე.
9. შილაკაძე - სოც. შრომის გმ. მირცხულავა (ქანდ.).
ელენე ახვლედიანი - 1. თელავი. 2. ქართლი.
სტურუა ვ. ი. - მე ვნახე სტალინი.
ციმაკურიძე - ქვიშხეთი.
გორგაძე მ. ვ. - რუსთავი.
10. გორგაძე ა. მ. - მემაღაროე ბ... (ქანდ.).
თაბუკაშვილი ნ. ო. - გამარჯვების დღე იმერეთში.
ჩირინაშვილი გ. ა. - პეიზაჟი.
მირზაშვილი გ. - შტურმი რეიხსტაგში.
ბლიოტკინი - ალაზნის ველი.
ჟღენტი ავთ. - რუსთავი.
11. მერაბიშვილი კ. მ. - პორტრეტი მოსე თოიძისა.
კაკაბაძე დ. ნ. - პირველი ქართული საბჭოთა <...>.
მაღალაშვილი ქ. - გრ. რამიშვილი.
კელეპტარიშვილი - ნატიურმორტი.
12. ოქროპირიძე - იოანე პეტრიწი (ქანდ.).
13. მოქანდაკე სილოვან კაკაბაძე - აკადემიკოსი მუხაძე.
14. მოქანდაკე ნიკოლაძე გ. ს. - შრომის გმირი კახ.
15. (ქანდ.) კანდელაკი კოლია - ანტონოვი. გენერალი.
16. მერაბიშვილი - ბერიას ქანდაკება.
17. კაკაბაძე -  სტალინი (ქვა). ნამდვ.
18. თალაკვაძე მ. - მოლოტოვის ქანდაკი.
36 художников.
16-17.
ნამდვილი ქვა და მარმარილო.

*
დარეკვა რუბენსს.
კეცხოველის მდივანი.
რუბენსი! რუბენსი! რუბენსი! რუბენსი! რუბენსი! რუბენსი!

*
1. შალვა რადიანი უარყოფს საბჭოთა ლიტერატურის არსებობას (ფადეევი, მაიაკოვსკი).

82-23 - ეპიტაშვილი.

*
იფნის  შოლტივით მოქნეული გზის მოგონება.
მოგონება  გზის მოქნეულის ვით შოლტი იფნის.
მოგონება გზის მოქნეულის იფნის შოლტივით.
მოგონება გზის იფნის შოლტის.

*
ნაძვი (Ель), სარეზონანსო ნაძვი, ფიჭვი (Сосна), სოჭი (Пихта), ფშატი (Лох), ვერხვი (Белолистка), ჭერამი (Абрикос), ატმის ხე (Персик), კვრინჩხი, გაგნობა (Терн), ბალი (Черешня), უთხოვარი (Писс, Негной), ტყემალი (Алуча), კომში (Айва), ზღმარტლი (Мушмала), დაფნა (Лавр), მურყანი (Ольха), ლაფანი (Крылорешн.), თუთა (Шелковица), კაკლის ხე (Орех садовый), ღვია (Можжевельник), ხეჭრელი (Крушина), შქერი (Рододендр), დათვის თხილი (Медв. ореx), დათვის თხილის ნუჟრი (Наплыв), ბოყვის ნუჟრი (Яворов. напл.), ვაშლი (Яблоня), ბოყვი ჩიტ-თვალა (Яворя птич. глаз.), ალვის ხე (Тополь), წიფელი (Бук восточный), წიფელი გაორთქლილი (Пропарен), ირმის საკენჭელა (Падуб), თელის ნუჟრი (Ильм, карагач), კაკლის ხის ნუჟრი (Ореховый напл.), წყავი (Лавровишня), ხურმა (Хурма), უხრავი (Хмелеграб,), თეთრი აკაცია, თეთრი აკაციის ნუჟრი, კუნელი (Боярышник), ლეღვი (Инжир), ჭადარი (Чинар светлый), ბოყვი (Явор), წაბლის ნუჟრი (Кашт.), წაბლი, შვინდი (Кизил), ქრისტესგვირგვინა (გლედიჩია), არყი (Береза), ცაცხვი (Липа), უნაბი, საკმევლის ხე (Кевовое дерево), ნუში (Миндаль), ალუბალი (Вишня), რკინის ხე (Железное дер.). ძელქვა (Дз.) - ხელხვავს. აკაკი (Каркас). ბროწეული (Гранатик) - ბრონზეული. ბზა (Самшит) - გზა. მზა. თხზა. ნეკერჩხალი (Клен). იმფერ-ჟღალი. იფანი (Ясень). (ლორთქი, იფანი). შინდ-ანწლა. მუხა წაბლფოთლიანი (Дуб каштано листвен.). მუხა (Дуб). რცხილა (Граб).

*
იფანი.    იფნები.
იფანმა.    იფნებმა.
იფანს.    იფნებს.
იფანით.    იფნებით.
იფანო.    იფნებო.

ბოჭორიშვილის №6 - კოლია მაჩაბელი. ხუდფონდი - 47-26.
Г. Н. - 57-51.

Цемент.
მე აქ უნდა დავესახლო.
ფასი აგურისა - 5. 70.
ორი რეისი - 200.
აგური. Kирпич!
20 სვეტი. 2 მეტრი დაშორება თითო სვეტი. 3.000 აგური. 2.000. აკადემია <...>. ტექ. ბაზა.
აგური - 570, ცემენტი - 300, ქვიშა - 200. 1070.
ხვალ დილით 8 საათზე აგურის ქარხანა. გადავიხადოთ ფული. თუ შესაძლებელი იქნება, გადავიტანოთ ხვალვე.
6-ზე წყნეთში. 8-ზე აგურის ქარხანა.

*
Москва. Воровского 52. Союз писателей СССР. Тов. А. Сафронову.
Москва. Воровского 52. Союз Писателей СССР. Тов. А. суркову.
სამი დოკუმენტი: მწერალთა კავშ. ორი და სხვ.
Москва. Иверской Бульвар №25. Литературный фонд СССР. Сергиенко Виктор Николаевич.

3-35-01 - მაისურაძე. კურორტთა სამმართველო. კურ. ეპიტაშვილი.

*
- მობრძანდით.
- დაბრძანდით.
- როგორ ბრძანდებით?
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
- რასა ბრძანებთ.
- მიირთვით.
- ინებეთ!
- ბატონი ბრძანდებით!
- როდის წაბრძანდებით?
- სად მიბრძანდებით?
- ბრძანდებოდით იმერეთში?
- ბრძანებულხართ როდისმე?
- რა ბრძანებაა.
- თქვენი ოჯახობა როგორ ბრძანდება?
- ბრძანეთ, ბატონო.
- ერთი ეს მიბრძანეთ.
- რატომ ხშირად არ დაბრძანდებით?
- ერთი აქ მობრძანდით!
- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ.
- შებრძანდით.
- აფთიაქი შინ ბრძანდება?
- როგორ გეკადრებათ!

*
- [სხვა] ააა, ბატონო გოჯასპირ, მობრძანდით, მობრძანდით, - მიეგება იმერეთში ჩამოსულ გოჯასპირს მასპინძელი.
გოჯასპირმა, ზერელედ მცოდნემ იმერული ზრდილობისა და სიტყვა-პასუხის, გაიფიქრა: - აქ სიფრთხილეა საჭირო. აქ თავდაჭერა უნდა, რომ რაიმე ზედმეტი სიტყვა არ წამოგცდეს და მასპინძლის კიდევ ხელახლა განმეორებულ მიპატიჟებაზე „მობრძანდითო“ - ზრდილობიანად უპასუხა:
- დიაღ, ბატონო ივლიანე... ჩვენ მოვბრძანდებით... რა თქმა უნდა, მოვბრძანდებით...  
გოჯასპირი თავიდანვე უხერხულობას გრძნობდა და თავის-თავს ყვედრიდა: ე რაებსა ვროშავ, რას მივედ-მოვედები, სად მე და სად ეგეთი ინტლი-გენტლი სიტყვებიო.
მასპინძელი კი თავს [არხეინად] ისე ჰგრძნობდა, როგორც თევზი წყალში...
- დიდი ხანია ერთმანეთს არ შევხვედრივართ. სხვა, როგორა მყევხარ, როგორ ბრძანდები, გოჯასპირ..
გოჯასპირმა დინჯად და დარბაისლურად უპასუხა...
- ჩვენ არა გვიშავს-რა. ჩვენ ძალიან კარგად ვბრძანდებით.

*
ცეკავშირიდან.
Вилла народного поэта.
ავტობ. № №№ №3. რუსთ. პროსპ. 341. „მხატვრების სახ.“ 5 საათამდე 12 საათ.