შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-280 - 1952 წელი


გვ. 319 - იწყება საიუბ. ამბები.
სულ 2015 მწერალია (იხ. მეორე წიგნი).

17 მაისი. 1952 წ.
იასამანი (მ. პ. კინწურაშვილი) - ჯაფარიძის 15, ელსმ. - 3-76-31. იგი კითხულობს ლექციებს სახ. უნივერსიტეტში უკრაინული მხატვრული ლიტერატურის შესახებ. კარგად იცნობს უკრაინას, ვინაიდან იქ დაამთავრა უნივერსიტეტი. მგონია, უნდა ჰქონდეს კავშირი უკრაინელ მწერლებთანაც. მან მითხრა ბევრი რამ უკრაინულ სახელმძღვანელოებში ჩემი ლექსების, მონოგრაფიისა და პორტრეტების შესახებ. მთხოვა აგრეთვე სახლში მისვლა მასთან. ძალიან საინტერესოა, შეიძლება თუ არა უკრაინის მწერლებთან რაიმე კავშირის დაჭერა, საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით, ან მასალების შეძენა გამოფენისთვის, ან ბიბლიოგრაფიული რაიმე ცნობები.
ამ წიგნში კი შეტანილი არ არის, არც იასამანი, არც კინწურაშვილი.
საქ. მწერლების კავშირის წევრთა სიაში შეტანილია: „იასამანი“ (მიხეილ პავლეს ძე, პოეტი, ჯაფარიძის ქ. №15. ელსმ. 3-76-13 (რომელი ტელეფონია მართალი: კავშირგაბმულობის წიგნაკით - 3-76-31, თუ მწერალთა კავშირის სიით - 3-76-13).
(ჯაფარიძის ქუჩა - მგონი, მტკვრის მარჯვენა მხარეზეა).

*
გოლცევი, კარაბუტენკო - ჩამოვიდნენ ტფილისში 17 მაისს. დაბინავდნენ სასტუმრო „ტფილისში“. შემხვდნენ.

*
ალექსეი სურკოვი ჩამოვა ხვალ...
რადიოთი - გადმოცემული იყო „პრავდის“ მოწინავე გამომცემლობებზე.. სრული არეულ-დარეულობააო.

*
1952. 22 მაისი.
მწერალთა კავშირში მოხსენება გააკეთა სურკოვმა, იგი მოვიდა ძალზე მთვრალი, საგურამოში ყოფილან იგი, გოლცევი და ლეონიძე...
როდესაც ტრიბუნაზე ავიდა, ყველამ ტაში დაუკრა, ჩემს მეტმა, რა თქმა უნდა: როგორ ჰკადრა თავის თავს საქართველოს მწერალთა წინაშე მთვრალი გამოსულიყო?
მოხსენება ტრაფარეტული იყო. მაგრამ შეეხო საქმის ვითარებასაც, პრეზიდიუმის გადახალისებას, „მნათობი“-ს გადახალისებას და სხვ...
კამათი გაიმართება ხვალ...

(1954 წ. გადამიხადა - მოსკოვში).

* * *
Якуб Колас, стр. 21.
1. Член секретариата Союза Советских писателей Белорусской ССР (Гор. Минск, ул. Энгельса №27).
Председатель правления Бровка Петр Устинович. Секретарей пять: Астразович Кондрат Кондратьевич (Крапива), Глебка Петр Федорович, Кулешов Аркадий Александрович, Линьков Михаил Тихонович, Мицкевич Константин Михайлович (Якуб Колас). Минск, ул. Энгельса №27.
Стр. 192. Мицкевич К. М. - пишет на белорусском. Он - прозаик, поэт.
Адрес: Белоруссия, г. Минск, ул. Пушкина 55.
Сталинскую премию Я. колас получил за стихотворения „Майские дни“, „Дорогой славы“, „Саиар“, „Родной путь“, „Моему другу“, „На запад“, „Голос земли“ (7 стихотв.). 1-ой степени, за 1945 г. (пол. 27. VI. 1946 г.).

* * *
Плехановский проспект 86/90. Первый подъезд, третий этаж, пятая квартира. კონსტანტინე კობერიძე. Тел. 3-47-31.
პლეხანოვის პროსპექტი 86/90. პირველი შესავალი, მესამე სართული, მესამე ბინა. კ. კობერიძე.

* * *
უნდა დაედგათ ტელ. აპარატი 9 დეკემბერს საღამომდე. ასე იყო დაპირება. ქალი.

* * *
1957 წ., 9 დეკემბერი.
გოგი ჩიქობავამ წაიღო შესასწორებლად II ტომი 9 დეკ. საღამოთი (პირველი ტომი გადახედული აქვს. მხოლოდ არ შეუდარებია მანქანაზე გადაბეჭდილი თვითონ ნაბეჭდ წიგნისთვის). მან სთქვა, რომ საქმე ძალიან კარგად მიდის. მართლაც, დაწყებულია საქმე კარგად. უნდა სისტემატიურად, ყოველდღიური მუშაობა..
თუ ნოდარიც დაეხმარა... უკეთესად წავა საქმე... რა თქმა უნდა. ნოდარი თანახმაა. ეხმარება.

* * *
12 სეკტ., 1952 წ.
მოწოდებათა ჰაეროთი ან ფოსტით დაგზავნა.
1. სულ საბჭოთა კავშირის მწერლების რიცხვი ამ წიგნის მიხედვით არის... 2.015 კაცი.
2. მათ რომ ჰაეროთი დაეგზავნოთ ბარათები... ეღირება... - 2.015 მან. (თვითო ბარათი მანეთი).
3. ფოსტით რომ დაეგზავნოს ბარათები (თითეული 40 კ.) (2000 კაცს) - 800 მან.
4. ათას კაცს - 400 მან.
5. ათას კაცს ჰაეროთი - 1.000 მან.
6. ათას კაცს ჰაეროთი და 1000-ს - ფოსტით - 1.400 მან.
7. ათას ხუთასს ფოსტით და ხუთასს ჰაეროთი - 1.100 მან.

* * *
1. ვინ უნდა შეადგინოს მოწოდება?
ტელეფონით მასსაჩუზეტში. 3-37-71 - Ала. ნელი.

- ადექი შენ, დამხვდი, კაცო.
- ა?
- რაც ამბავია.

* * *
1957. 9 დეკემბერი.
Ворошиловградская область. Краснодарский район, пос. Изварино, детская библиотека. Кирсанову Г. Е.
უნდა გაეგზავნოს პასუხი - შესანიშნავი წერილის გამო.

* * *
კამოს ქ. №70. საავიაციო ტექნიკუმი. ჯიბუტი მიხეილი არტემის ძე. ჩარჩოები, სკამეიკები, ძალიან კარგი კაცია.
კურცხალია ლევან. ქართული წიგნის გამოფენა.

1957. 10 დეკ.
ოთარ დიხამინჯია. კომპოზიტორი.
„გახსოვს, მერი“ - კვარტეტი ვოკალური. მღერიან დები იშხნელები. მისამართი? აგრეთვე ტრამვაელების: ტოგონიძე, კაპანაძე, დოგვაძე, ბადურაშვილი.
„გახსოვს, მერი“ გადმოსცეს რადიოთი 1957 წ. 10 დეკემბერს შუადღის სამ საათზე, მხოლოდ არა დები იშხნელების, არამედ სხვების ხმა ისმოდა.
კარგად იმღერეს ცრემლები... შემატყობინა ნინამ.
მე მგონია, კარგი სიმღერაა.

ფოტოგრაფია მარჯანიშვილის მოედანზე:
1. ჩოფიკაშვილი შალვა იოსების ძე. 2. ჩიქოვანი დათიკო. 3. ამირიძე გიორგი.

* * *
დათიკო, გიორგი,
ვით ნიუ-იორკი.
გიორგი და შალვა
ვით ორი, სდგას, ალვა.
არ იქნა იმათი
ფოტოთა მიმალვა.

* * *
17 დეკემბერი.
„Молодой Сталинец“. მესამე გვერდი ჩემს შესახებ. კარგი წერილია. არი ჩემი ლექსების თარგმანები.

* * *
აკადემიური ტომისთვის.
1. სახელგამის I ტომი.

* * *
17 დეკ.
რადიოთი იყო გადმოცემა: წაკითხულ იქნა მშვენიერი წერილი.
აკაკი ვასაძე და ვერიკო ანჯაფარიძე კარგად კითხულობდენ ჩემს ლექსებს.

* * *
2784 გვერდი.

* * *
18 დეკემბერი.
მთლიანად დასრულდა მოსკოვში ლენინის პრემიაზე გაგზავნის პროცედურა. დღეს გაიგზავნა დოკუმენტები და ტელეგრამები.

*
18 დეკ.
შევკონეთ რჩეული. გამოვიდა 2784 გვერდი.
დავალაგეთ სამ წყებად:
I, II ტ. ტ.
III, IV, V ტ. ტ.
VI, VII, VIII, IX ტ. ტ.
მზადაა! ხვალ გადაეცემა სახელგამს. ნინო დამეხმარა.

* * *
წიგნი იქნება 2784 გვერდი.
3-01-20 - მიხეილ ალექსანდრეს ძე კვესელავა.
3-72-06 - ისიდორე დოლიძე.

* * *
სტრიქონების რიცხვი:
I ტ. - 7 500; II ტ. - 11 549; III ტ. - 4 456; IV ტ. - 5 000; V. ტ. - 3 904; VI ტ. - 6 232; VII ტ. - 6 104; VIII ტ. - 3 284; IX ტ. - 8 800.
56 829 სტრ.

* * *
56, 729 სტრიქონი.
3-01-20 - მიხეილ ალექსანდრეს ძე კვესელავა.
3-72-06 - ისიდორე სიმონის ძე დოლიძე.
5-03-86 - ციცო ჯიშკარიანი.

* * *
სახელგამმა წიგნი არ მიიღო: ოთახებში რემონტი აქვს. სულ ერთია - ჯერჯერობით თქვენთან იყოს. აგერ, პირდაპირ ცხოვრობთო. საუბრიდან გამოირკვა, რომ მგალობლიშვილი მხოლოდ მაშინ გამოსცემს ამ წიგნს, როდესაც ზევიდან დაუძახებენ. მეც გავქანდი ც.კ.-ში. იქ კვესელავა დამპირდა: უსათუოდო. დოლიძეც, მე მგონია, დამეხმარება. 56,729 სტრიქონია სულ. მაკეტი იქ დაიტოვა.

* * *
65 წლის შესრულებას გამოეხმაურნენ მხოლოდ რადიო და „მოლოდოი სტალინეც“-ი. ქუთაისის გაზეთიც.
რაღაც, ძალზე საეჭვოდ იქცევა „ლიტერატურული გაზეთი“.
ჩემი 65 წლის შესრულების მაგიერ, იგი განგებ ათავსებს წერილს „ტიციან ტაბიძის გამოუცემელი ნაწერები“. ჰმ.
20 დეკ., 1957

* * *
ამონაწერი ლიტ. გაზეთიდან.
„Великому октябрю...“ მქონდა უბის წიგნში, ის უბის წიგნი დამეკარგა, თუ სადღაც გამებნა?
ვიპოვეთ!
ჰმ...
შეუნახავთ!

* * *
1957. 21 დეკემბერი.
300 მანეთი წაიღო შნურების.
Тел. 568. ჩამოვიდა Богомягков Николая Константиновивич - начю Сух. Монтажного участка.
Цанава - ригорий Ермолаевич - начальник 1-го управления строительства сухуми. Тр. №6.
Министр Лордкипанидзе. Не хотел вам <...> 57-го года.

ჭილაიამ გადმომცა: ც.კ-ში დოლიძემ სთქვა: სახელგამს დაევალება, გამოსცეს გალაკტიონის სრული ერთტომეული. დღეს 22 რიცხვია დეკემბრის. ხვალ მეცოდინება ყველაფერი.
1. გაუგზავნა თუ არა დოლიძემ მგალობლიშვილს ქაღალდი?
2. მიიღო თუ არა მგალობლიშვილმა მითითება?
3. როდის უნდა გადავსცე წიგნი მგალობლიშვილს?
4. ვინ იქნება რედაქტორი?
5. როდის დაიდება ხელშეკრულება 56,709 სტრიქონზე.
6. როგორც კი დაიდება ხელშეკრულება, წიგნიც ჩაბარდება.
7. შემდეგ თავისუფლად ამოვისუნთქავთ.
თუ დროზე არ გადავეცი წიგნი: მერე მეტყვიან: ეხლა გვიანააო: ჩაიბაროს წიგნი ვინმემ. ა?
1957, 22 დეკემბ.

კვირა. 22 დეკემბერი. 1957.
1958 წ. 10 თებერვალი - ხელოვნების მუშაკთა სახლი. ტელ. 3-89-21. უნდა იქნას შეხვედრა.
კულტურის მუშაკთა შეხვედრა სახალხო პოეტთან, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთან გალაკტიონ ტაბიძესთან.
გუნია ტასო.. მიქელაძე მედეა.. დირეკტორი თავაძე..
საჭიროა მხატვრები, მხატვრები და კიდევ მხატვრები!
გოგის დაჰყავს თან ვიღაცა მხატვარი.. სად არი?

დღეს 23 დეკემბერია. კვესელავამ ტელეფონით მითხრა, რომ იგი ზეგ - გაგზავნის მიმართვას სახელგამისადმი. ზეგ! ზეგ! ზეგ 25 დეკემბერი იქნება. არ დაგვიანდეს კი.
წიგნი წარადგინეო - მითხრა!!!
დოლიძის მდივანმა ქალმა მითხრა (ტელეფონით ველაპარაკე), რომ კვესელავამ ყოველივე უამბო დოლიძეს.
დოლიძე საქმის კურსშიაო და რა კი ზეგისთვის, ე. ი. 25 დეკ. უთქვამთ სახელგამისთვის ქაღალდის გაგზავნა, გაიგზავნება კიდევაცო.
რიონ-გაღმა. რიონ-გაღმა.

23 დეკ.
გადავეცი ლექსი აბაშმაძეს ქალების ჟურნალისათვის. ლექსი დაიბეჭდა. აბაშმაძე ამზადებს მოხსენებას. მე მივუთითე ჩემ შვიდ ტომზე - განსაკუთრებით VIII ტომზე.
აბაშმაძის ქალი ენერგიული ქალი სჩანს.
ვნახოთ, გრიშაშვილის ქალი აჯობებს თუ ჩემი!

24 დეკემბერი.
დილით ჩავედით სოხუმში და საღამომდე იქ დავრჩით. ვინახულეთ ყველა, ვინც საჭირო იყო. დაგვპირდნენ, რომ 15 იანვრისთვის დამთავრდება სახლი მთლიანად.

1957. 25 დეკემბერი.
დავბრუნდით სოხუმიდან დილით მე და ნინო. არც „მშვიდობის წიგნი“, არც „მწყემსი“ მანქანაზე დაბეჭდილი არაა.
შველიძემ და უბილავამ (ალბად, დ. მგალობლიშვილის განკარგულებით) წიგნი არ მიიღეს. ამბობენ: ადგილი არა გვაქვს, ვერსად შევინახავთო. ჰმ! ისე ვიცითო, ც.კ.-ს განკარგულებააო. წიგნს დავბეჭდავთო.
მასსაჩუზეტი ხვალ გამომიგზავნის სახლში დილით...
და... აქ იწყება რაღაცა... რაც ხელის შეშლას უდრის.
სახლშიც... გამებნა საახალწლო ლექსი! ძლივსძლივობით შემდეგ ვიპოვეთ.

26 დეკემბერი.
მგალობლიშვილი, მგალობლიშვილი.
შველიძე და უბილავა ძველ პოზიციაზე სდგანან: წიგნს არ იღებენ. არა და არა. რა უფლება აქვთ? არავითარი! მაგრამ...
როგორც სჩანს, ც.კ-დან ჯერ არავითარი განკარგულება მათ არ მიუღიათ.
კვესელავამ - 25-სთვის - გადაცემული იქნებაო... სწორი არ გამოდგა.
„მაი - აფერია“-ო - ამბობენ გურულები!
დოლიძე, ვნახოთ, ვის მხარზე იქნება!

1957 წ., 27 დეკემბერი.
„Заря“-ს გადავეცი ლექსი - საახალწლო. დავბეჭდავთო. დავბეჭდავთო (გველესიანის ქალი იყო 3-63-28).
გადავეცი ლექსი „კომუნისტსაც“.

მზადაა რუსული თარგმანები
27 დეკემბერი.
აღმოჩნდა:
1. Борис Брик. 2. Георгий Кучишвили - пер. Богдановского. 3. Лидия Мегрелидзе (2 ). Е. Шерр. 4. Шио Мгвимели - Е. Шерр. 5. Г. Кучишвили - Е. Шерр. 6. Ило Мосашвили - Шерр. 7. Ащур мурад - Богдановский. 8. К. Богдановский. 9. Ладо Мачавариани. 10. Дарья Ахвледиани. 11. В. Рухадзе. 12. №. 13. №. 14. А. Тевзадзе. 15. Э. Чанишвили. 16. Б. кешелава. 17. Н. Чилашвили. 18. Коте Ратишвили. 19. С. Абуладзе. 20. Г. Шинатехели. 21. Д. Ж. Мхеидзе. 22. №. 23. Георгий Хонашвили. 24. Б. Патарая. 25. Кнари. 26. Ак. Сирадзе. 27. Галина Кочиашвили. 28. Дзидзигури. 29. Г. насаридзе. 30. Н. Надишвили. 31. И. берошвили. 32. Вера Шубладзе. 33. Набуния. 34. Аракелов. 35. М. Узнадзе. 36. №. 37. В. Циурели. 38. Шалва Кашмадзе. 39. С. Абуладзе. 40. Калэ Бобохидзе. 41. Шалва Кашмадзе. 42. С. Амашукели. 43. В. Бесошвили. 44. №. 45. Шалва Бакрадзе. 46. М. Зангурашвили. 47. Сулаберидзе. 48. №. 49. №. 50. №. 51. Этим Гюрджи.
ყველაფერი დამთავრებულია, „მშვიდობის წიგნი“-ც  გადაბეჭდილია, „მწყესიცა“.

1958 წ., 1 იანვარი. ახალი წელი.
1. „კომუნისტში“ 1 გვერდზე არის ჩემი მილოცვის ლექსი..
2. „Заря Востока“-ში არის ჩემი ლექსი.
3. კომუნისტში გულწრფელად მომესალმენ ასოთამწყობები.
4. თანდათან ნათელი ხდება ზარია ვოსტოკას... ჩხიკვიშვილის... პოზიცია.
5. კომუნისტის რედაქტორი გულწრფელად მომესალმა (ბ. თათრაშვილი). მან სთქვა, რომ „კომუნისტს“ ამშვენებს ჩემი ლექსი. ეს იყო ტროლში. ყურადღება! მეტი ყურადღება ჩხიკვიშვილების ოინებს. ყურადღება გრიშაშვილის ოინებს. ყურადღება გრ. აბაშიძის ოინებს. აგრეთვე ირაკლის ოინებს.. კიდევ ბევრი შემთხვევა იქნება ამგვარი, მაგრამ ამგვარივე პასუხი გაეცემა - გეგეშიძესაც.
6. იდეა თბილისის 1500 წლის შესრულებისა, სურს გამოიყენოს, როგორც სჩანს, ი. გრიშაშვილს. მას შეეომება გ. ლეონიძე (ორი ტიპია, რაღა...). ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ ხელს შეგვიშლის.
7. ჩვენ ვიბრძვით: I. გამოვიდეს დიდი ერთტომეული სახელგამში. II. გამოვიდეს პირველი ტომი აკადემიური გამოცემისა. III. გამოვიდეს დიდი წიგნი საბლიტგამში. IV. გამოვიდეს დიდი წიგნი „Заря Востока“-ში V. მოსკოვის „გოსლიტიზდატში“. VI. უნდა გავიმარჯვოთ დეკადაზე... VII. უნდა დაფუძნდეს გალაკტიონოლოგია. VIII. განმტკიცდეს სამდივნო. IX. დროზე უნდა საიუბილეო კომიტეტი. X. დიდი გამოფენის პრობლემა (მოსკოვის გამოფენისა აგრეთვე). ასი პოეტი?

*
აბაკელია თამარ, აბაშიძე ვასო, აბაშიძე ტასო, აბაშელი საშა, აბრამიშვილი მიხეილ, აბოვიანი მიხ., აბულაძე (სოსო იქ), ავალიშვილი (წერაკითხველი), აღლაძე ილია, ადამიშვილი მიხ., აივაზოვი (მოქ.?), აკოპოვი პოეტი, ალადაშვილი (ექიმი), ალანია ვასო, ალექსიძე ექიმი, ალავერდოვი... ამაღლობელი ს., ამირაჯიბი ბეჯინ., ამირაჯიბის ცოლი, ამირაჯიბი (ყანჩ.), ანანიაშვილი (პოეტი), ანდრონიკაშვილი ელო, ანდრონიკაშვილი ქეთო, ანდრონიკაშვილი (არტისტი), ანთაძე (პედ.), არაყიშვილი დიმიტრი, არგუტინსკაია, არსენიშვილი ალი, არსენიშვილი მამია, არსენიშვილის ცოლი, ასათიანი ლევან, ასათიანი მიხ., ასათიანი (ექიმი), ასლანიშვილი სოსო, ასპიროვი (ექ.), ახვლედიანი დარია, ახვლედიანი (შვილი), ახვლედიანი (ფარმაც.), ახნაზაროვი, ახობაძე ლადო, აბაიშვილი (სასტ.), ახოსპირელი, აზიანი, არაგვისპირელი, ალეხანდრო, ალაზანი, [აშხენ], ამირაჯიბი (საშვ. წვ. თვ.), [ამაღლობელი სერგო], ასლამაზიშვილი, ანაშვილი, ადეიშვილი, არეშიძე, აკოფოვი, აგარელი, არადელი-იშხნელი.
ბაგრატიონი, ბააზოვი ჰერცელ, ბადურაშვილი კიკნა, ბაქრაძე (ტუსიას ძმა), ბაქრაძე (კრიტიკოსი), ბაქრაძე (გაზეთის დამტარ.), ბაკურაძის ქალი (სერ.), ბალანჩივაძე მელიტონ, ბალანჩივაძე (მისი ძმა), ბარათაშვილი გერ., ბარათაშვილი (მამა), ბარათაშვილი (სამხედრო), ბარნოვი ვასილი, ბასილაია (სემინარიელი), ბახტაძე იპოლიტე, ბებუტოვი (გენ.), ბეჟანეიშვილი, ბენდუქიძე, ბერძენიშვილი, ბერიშვილი, ბეშკენაძე, ბზვანელი ლადო, ბიბინეიშვილი ბარონ, ბოლქვაძე (ძველი ბ.), ბოცვაძე ლუარ., ბოჭორიშვილი მ., ბუაჩიძე ბენ., ბურჯანაძე ვარლ., ბებიაშვილი, ბენდელიანი, ბერეკაშვილი.
გაბაშვილი ეკატ., გაბუნია არტ., გალუსტოვი, გამბარაშვილი ექ., ღამბაშიძე შალვა, გამეზარდაშვილი, გამრეკელი ირაკლი, გამსახურდია (ძმა), გაფრინდაშვილი, გარსევანიშვილი, გასვიანი ქალი, გაჩეჩილაძე ალექს., გვაზავა გიორგი, ღვამიჩავა, გვახარია(ქალი), გველესიანი დავით, გვეტაძე რაჟდენ, გვიშიანი პორფ., გეგეჭკორი, გედევანიშვილი (სან.), გელეიშვილი, გელოვანი, გიორგაძე, გეწაძე, გიგაური, გიგინეიშვილი, ღლონტი, გოგებაშვილი, გოგიჩაიშვილი, გობეჩია, გოგოძე, გოგოხია რაუდ, გოგვაძე, გომელაური ვანო, გორგაძე ალექს., გორდაძე, გორდელაძე, გოთუა პართ., გოცირიძე ნიკო, გუჯაბიძე, გუჯეჯიანი, გუნია ვალ., გაბიჩვაძე, გეხტმანი, გოგვაძე ზაქ.
ვადაჭკორია (სათვ.), ვარაზაშვილი ისიდ., ვაწაძე (გოსკ.), ვაჩნაძე ნატო, ვაშაძე (გამს.), ვეფხვაძე კოტე, ვეშაპელი გ., ვოლოხი, ვაშაკიძე (ფ.).