შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-278 - 1952 წელი


გ. ტაბიძე. 1952. აპრილის დამლევი.
24 აპრილი.
რადიანთან გეგმა დამტკიცებულია შარშან.
ჯანელიძეზე და ბერძენიშვილზეაო დამოკიდებული ყველაფერიო. მიბრძანონ და შევასრულებთო.
ლაპარაკობდა - თითქო დინჯად, მაგრამ... უკვე ხომ არ ელაპარაკა ბერძენიშვილსა ან ჯანელიძეს?
ბერძენიშვილი აკადემიაში ამჟამად არაა. იქნება 2 საათზე (იყვნენ მ. ჩიქოვანი, ტ. რუხაძე).
სვიმონ ტაბიძე (ხელნაწერებშია).
ვკითხოთ ტ. რუხაძეს.
რიფსიმე: სვიმონი ავადაა (ა? ა? ა?).
- რა გვარია ის ქალი. სახელიც.
- რა კრება იყო გუშინ ასეთი ლეგენდარული? შეიკრიბნენ 8 საათზე და დასრულდა დილის 6 საათზე - წერილები?
რიფსიმე: რა უცნაური კრება იყო. ახ, ნეტავი ხელახლა ომი არ დაიწყებოდეს.
ნეკერ. : რაღაც ახალ ამბებთან დაკავშირებით დახურული წერილები.
რიფს.: საუდის ბუჰღალტერს უჭირავს ბინა მწერალთა სასახლეში.
ა? მე ვთქვი სიმონი. ეს ხომ შეცდომაა. არა სიმონი, არამედ, არამედ, არამედ!
რადიანმა სთქვა: თუ გვეტყვიან, შევუდგებით აკადემიური წიგნის დამზადებასო - თუ გვეტყვიანო. თუ გვეტყვიანო! თუ გვიბრძანებენო.
„მაგენი იტყვიან და მერე აღარ დაეძებენო“. ა? ა? მართლა ასეა!
გავემგზავრე ლეჩკომბინატში, სადაც დავამთავრე მიტოვებული შოკოლადის შეჭმა (სხვა რა? ახალი ფეხსაცმელები დიდებულია!!! ველი კიდევ უკეთესსსს!!!).
ნიკო ლორთქიფანიძე - დაგვპირდა მისი მეუღლე თამარი წიგნიდან ციტატას.
რადიანი, ბატონო, მზადაა!!! და, მაშ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ (პირადათ მას ისე დაეჯერება, როგორც შარშანდელ თოვლს).
მინდა ერთტომეული. მთელი, ყველა ნაწარმოები [ერთ ტომად].
რიფსიმე მეორედ მოსვლას ელის...
„50 მან. ხომ საჭიროაო დღეში.. იოსებას, ასეთი დიდი ოჯახის პატრონს, ისიც კი არ აქვსო“.
პრეზიდიუმში: 1. ნ. მუსხელიშვილთანაც. 2. მდივანთან მსწავლულთან.

* * *
1. შალვა რადიანი მზადაა (ჩვენც მზად უნდა ვიყვნეთ).
სსსრ მეცნიერებათა აკადემიის საზოგ. მეცნიერებათა განყოფილების... აკადემიის ნამდვილი წევრი.
ამასთანავე გიდგენთ სსსრ მთავრობის დადგენილებას ჩემი წიგნის აკადემიური გამოცემის შესახებ.
საჭიროა პრეზიდიუმის წევრებთან მოლაპარაკება.
[შალვა] რუსთაველის სახელობის ინსტიტუტი მზადაა იკისროს აკადემიური გამოცემის ტექსტის დამზადება (მხოლოდ უჩემოდ ეს არ უნდა მოხერხდეს!).
უნდა შევახვედროთ ერთმანეთს. როდის უნდა დაინიშნოს ვადა? როდესაც ვადა დაინიშნება, საქმეც უკეთესად წავა. თუ ერთმანეთს არ შეხვდენ, ერთმანეთის არა გაიგეს რა, რა გამოვა ისე? წყალს ნაყვა არ აშორდება, მაგრამ ნაყვითაც არა დააკლდება რა, როდესაც ადამიანი, ამ შემთხვევაში, შ. რადიანი, წყალს ნაყავს.
ო, ამაზე მთელი დისერტაცია დაიწერება!
ადამიანი ჯერ გადასწყვეტს წყალის დანაყვას.
რა მდგომარეობაში? რა მიზეზით?

*
არავითარი ღვინის
მე არა ვარ დამლევი,
რადგან გაზაფხულია
და აპრილის დამლევი.

*
ბერძენიშვილის ტელეფონი - 95-83.
უსაქმო კაცი.

*
25 აპრილი.
1. ლეჩკომბინატის ლაბორატორიაში, უსაქმო კაცის ამბავი, რომ მოეხსენებათ... მითხრეს, ნურაფერს სჭამო და კუჭის წვენს ისე ამოგიღებთო. მე კი გამაძღარი მივედი.
აქ დავამთავრე პირველი მაისის ლექსის წერა: მზადაა. ურა!! ურა! ურა!
ველაპარაკე ტელეფონით რადიანს. იგი და ბერძენიშვილი მოელაპარაკებიან პრეზიდენტს.
ნ. ბერძენიშვილი თანაგრძნობით ეკიდება ამ საქმეს. ამბობს რადიანი. დღეს 2 საათზე შეხვდებიან რადიანი და ბერძენიშვილი, შეიძლება მუსხელ.

*
ს. აბაშელი: - როდისაა შენი იუბილე?
- შემოდგომაზე.
- მაინც?
- 17 ნოემბ.
- უნდა აღნიშნოს პრეზიდიუმმა.
- უნდა!
(დუმილი. დაურღვეველი. სხვა არაფერი. რატომ?).

ისტორია მერცხლების, ბეღურების, ფუტკრების.

*
26 აპრილი.
პირველი მაისის „პრავდისო“.
შოფერი ფულს ითხოვს.
მაშო ფულს ითხოვს.
Жулики лаборат.
არაფერზე არ შეწუხდე, ყველაფერი იქნება.
„სინათლის ყვავილი“ მოინახოს.
იდეა სერებრიაკოვისა...
(Папка им. Серебрякова).
Папка 1 мая, 1952.
Жулики лаборатории Лечкомбината.
Большие жулики.
Жулик на жулике сидел.