შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-21 - 1951 წელი


1951 წ.
ღამის 12 საათს 5 წუთი აკლდა.
ვართ სასადილო ოთახში: მე, ნინა, ლიუსია.
ისმის დიქტორის (ქალის) ხმა:
– აპარატთან არის ქართველი ხალხის საყვარელი მგოსანი გალაკტიონ ტაბიძე. იგი წაიკითხავს ლექსს: „1950 წელი“.
ამის შემდეგ ჩემმიერ წინასწარ ფირფიტაზე ჩაწერილი ლექსი იქნა გადმოცემული.
ჩემი ხმა ისმოდა მკაფიოდ, გარკვევით, ემოციონალური სიღრმით, ძალდაუტანებლად.

პროფესორ გეხტმანის ბინაზე.
ჩემს გამოსვლას რადიოთი ისმენდა 15 ახალგაზრდა ქალ-ვაჟი. მათ შორის ნუნუ, რომელიც ამბობს:
– დიდებული, იშვიათი გამოსვლა იყო. გრიშაშვილიც გამოვიდა, მარა მისი ხმა თხის პეტელსა ჰგავდა... რადიო იმ წამშივე გამოვთიშეთო. თქვენი გამოსვლა კი, რას ამბობთ...

Новогодний тост.
„ზარიას“ პირველ გვერდზე კრეიტანის თარგმანი ჩემი ლექსისა (70 სტრიქ.) არის!

ახალი რადაკტორი.
ერთხმად არჩეულ იქნა ნოდარი!

დიასახლისი, მერე როგორი!
ნინამ დაამზადა გოზინაყი, ხაჭაპურები, საცივი! უკეთესს საცივს იმერეთში ვერავინ ამზადებს! (ნუნუ).