შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-270 - 1951 წელი


„გალაქტიონი რას იქს?“
1. იმას, რომ 14 დეკემბერს (ძვ. სტილით პირველს) დაანება თავი თამბაქოს წევას.
2. იმას, რომ დაამთავრა და 22 დეკემბერს მზადა აქვს ახალი პოემა.
3. იმას, რომ მალე შედარებით ჯანმრთელი გაეწერება სახლში.
4. იმას, რომ შეძლებისდაგვარად ეხმარება ბავშებს და ყველას.

*
პირველი თოვლი მოვიდა კვირას, 16 დეკემბერს.
საინტერესო სანახავია დილდილობით დათოვლილი ბაღი. მთლად რუსული პეიზაჟია  ნაძვებით, ფიჭვებით.
26 დეკემბერს კიდევ ჰყრია ჩვენს ბაღში თოვლი, მოსული 16 დეკემბერს.

гтмуовею, хпдхл...

*
ფოტოგრაფიის გამგეს.
სახელმწიფო გამომცემლობას (სახელგამს) ჩემის წიგნისთვის სჭირდება ფოტო სურათი. სწორედ ის, რომელიც გამოფენილი გქონდათ. ან ხელახლა ის სურათი გადაიღეთ და სასწრაფოდ მიეცით, რომ საქმე არ დაბრკოლდეს. [უთხარით ] გადაეცით ეს სურათი ჩემს ძმისწულს, ამ ბარათის მომტანს, და...
16 დეკემ., 1951, პირველი თოვლის დღე

23 დეკემბერს მიქაძე ვარლამ.

*
„არსად და არასდროს მხატვრული ლიტერატურა არ ქცეულა საზოგადოებრივი განვითარების ისეთ ძლიერ ფაკტორად, როგორც ჩვენს სოციალისტურ ქვეყანაში იქცა“.
[არსად, არასდროს, არც ერთ მხარეში]
[ოკტომბრის შუქით დღეა თუ დილა]
ოდეს [გათენდა] შეიჭრა ოკტომბრის დილა
        [არც ერთ მხარეში, სიმღელვარეში]
        სიელვარეში
წინსვლის [შეяотლი სიმღელვარეთი] გზა ისე არსად [შეჭრილა] გაშლილა,
        ვით ჩვენს მხარეში.
        [რომ აქ მიწაა, მთები და იქ ცა]
რომ გადიშალა ახალი აღთქმა,
        რომ [საქმის] მსაჯი დროა,
რა საჭიროა ამისი ართქმა -
        რა საჭიროა?
იმ დღიდან შრომამ [დიდი ხანია] მოიტანია
        [მოირგო] ქვეშ ძველი თალხი,
კომუნიზმისკენ დიდი ხანია
    დაიძრა ხალხი.
ჩვენი მეოცე საუკუნის ხმა,
    კიდით-კიდობა,
უძლეველია. მან პირველად სთქვა:
    „იყოს (აქა) მშვიდობა!“

ნატროშვილი.

*
ჩვენი მეოცე
საუკუნის ხმა,
კიდით-კიდობა,
უძლეველია.
მან პირველად სთქვა:
„აქა - მშვიდობა“.

*
შემოგესევა ათასი ბრიყვი
და ხელს შეგიშლის,
არასდროს იმათ რჩევას არ მიჰყვე:
[შეგშლის,] ცხადათ ხელს გიშლის.
[ძმებო!] გვეგონა, მათგან თავი ვიხსენით -
იმათი ხროვა
რა საჭიროა, [გზად] ეს ამიხსენით,
რა საჭიროა?
ჩამოეცალე, [მოშორდი] გონს მოდი, დაჰგმე,
დაგსვრის ტალახი.
ყოველივე ეს არ არის საქმე -
საქმეა - ხალხი.

*
„არსად და არასდროს მხატვრულ ლიტერატურას არ აუწევია გონების დროშა ისე მაღლა“ - როგორც...
[არსად] არასდროს დიდი დროშა გონების
        ამგვარად მაღლა
არ აწეულა. ზეშთაგონების
        ხანაა ახლა.
გონების დროშის [შორს] წვა, გადანახვა
        სასაცილოა.
რა საჭიროა [მზის] მის არდანახვა,
        რა საჭიროა?
მისით, წიგნებით, ხარობს მოხუცი
        და ხარობს ბალღი.
მისით, დიდებით ყველაზე უწინ
        წინ მიდის ხალხი!
ავსწიოთ მაღლა, კვლავ უფრო მაღლა
        ამ დროშით ნდობა -
[მისით] [იგი] რწმენათა რწმენის დიადი ტალღა
        არის მშვიდობა!

*
„არსად და არასდროს მხატვრულ ლიტერატურას არ აუწევია ჭეშმარიტების დროშა ისე მაღლა“.

არასდროს [დროშა], არასდროს ჭეშმარიტების
        [დროშა] სიმართლე დროშის,
[დროშა მომხდურთან არ დარიდების,
        დროშა სინათლის]
არ აწეულა ისეთ დიდებით,
        როგორც ჩვენს დროში.
ჩვენმა დრომ ბევრი რწმენა გადასწვა,
        რწმენათა გროვა.
ვის რად სჭირდება, [რა საჭიროა] დღეს მისი დაცვა?
        რა საჭიროა?
ვინ არის [მთვლელი] მცვლელი მეომართ რიცხვის?
        მრავლობითობა!
ჭეშმარიტების გზით წინ მიგვიძღვის
        [როგორც] [გვინდა] დიდი მშვიდობა.

[სხვა ისტორიის ტრიალებს ჩ.]
ჭეშმარიტების [დროით] სისხლით [სხვა ისტორიის] ჩვენ დროის,
        [ტრიალებს ჩარხი.]
        სავსეა ძარღვი.
ეს არის ხალხი მგზნებარე დროის,
        უკვდავი ხალხი!

*
„არსად და არას დროს მხატვრულ ლიტერატურას არ აუწევია ჰუმანიზმის დროშა ისე მაღლა“...

არსად, [ვით ჩვენში,] არასდროს, [სიტყვა] ჟღერა არ ისმის,
        ვით [გულის] ჩანგის ბგერა,
დიადი, წრფელი, მხნე ჰუმანიზმის
        გულწრფელი ჟღერა.
ჰუმანიზმის ხმა[ს] [არა აქვს], ვით სულის სივრცე
        უნაპიროა,
როგორც ჰაერი და როგორც სიბრძნე
        ის - საჭიროა.
ის საჭიროა, [როგორც] ვით ჰორიზონტი
        და ზენიტობა.
მასზე მოჭრილი არის ოქროთი
        [დიდი] მისი მშვიდობა.
და უმისობით [ხომ არემარეს] იყო, რომ არეს
        დაგავდა ალხი.
და მას ყოველდრო და ყოველმხარეს
        მოითხოვს ხალხი!

*
„არსად და არას დროს მხატვრულ ლიტერატურას არ აუწევია თავისუფლების დროშა ისე მაღლა“.

    არსად, არასდროს, მთელ მსოფლიოში
                მაღლა ღრუბლების
იქითაც, არ ჰქრის [ურყევი] ჩვენებრი დროშა
        თავისუფლების.
თავისუფლების [იგი ხომ კაცთა] დროშა [ასწია] ძლიერი
        [ჩვენმა დროებამ] და საგმიროა,
სხვა დროშა ქვეყნად მის მაგიერი
        რა საჭიროა?
მასზე სწერია - მოძმე ერთ შორის
        არ-გულდიდობა,
არამედ ცნობა ერთიმეორის -
        რიდი, მშვიდობა.
თავისუფლების დროშებით შრომის
        ტრიალებს ჩარხი.
წინააღმდეგი სისხლიან ომის
        წინ იწევს ხალხი!

*
„ხალხთა მეგობრობის დროშა არსად და არას დროს მხატვრულ ლიტერატურას ასე მაღლა არ აუწევია“.

[არსად, არასდროს უახლეს]
არ აწეულა არსად დიდ გრძნობის
    მცნება ახალი -
ხალხთა ძმობისა და მეგობრობის
    დროშა მაღალი -
მტკიცე მჭიდროა ეს - მეგობრობა,
    ძმობაც მჭიდროა...
რა სჯობნის ძმობას? შური და მტრობა
    რა საჭიროა?
[რა საჭიროა, გააგდე თოფი]
რად გინდა თოფი [რადგან], თუკი იმ თოფმა
    ვეღარ ითოფა?
არა! აწ ფუძე არის მშვიდობა,
    მხოლოდ მშვიდობა!
„მშვიდობა“ ესმის ზღვას და მის ნაპირს,
    ქუხილი ტალღის.
„მშვიდობა“ ისმის ქარის პირდაპირ!
    გრიალი ხალხის.

*
[დროში შეჭრილნი სოციალისტურ]
[მთვარე ანათებს] ყვირილით, კვეხნით
მეეზოვენი ქვაფენილს ჰგვიან,
[ვფიქრობ]: მეგი! ხომ სჯობდა გვეცხოვრა ქვეყნად
ან უფრო ადრე, ან ცოტა გვიან.

*
„არსად და არას დროს ასე მაღლა არ აფრიალებულა მშვიდობის დროშა“.

[ყველგან, ყოველ დროს]
[არსად, არასდროს აფრიალება]
მთელ მსოფლიოში გაისმა ხალხთა
ხმა თანაგრძნობის,
ჩვენს სამშობლოში როს აფრიალდა
დროშა მშვიდობის.
იგი ფრიალებს, ვით მტრული დარტყმა,
როგორც პირობა,
რა საჭიროა ამისი ართქმა,
რა საჭიროა!
იგი მსოფლიოს არის სიდინჯე
და ბეჯითობა.
მასში ზეგარდმო ელვარებს ნიჭი,
შენი, მშვიდობა!
მისით ... სდგას ცისარტყელათ
მაღალი ყალხი.
მისით...

*
„ადამიანთა ყველაზე მაღალი და მშვენიერი სულიერი თვისებების გამომუშავება“.

ადამიანთა [ყველაზე მაღალ] მაღალი, სადა
        და მშვენიერი,
გამომუშავდა [მძლავრი] გზა, თვისებათა
        [ვადა] დენა ძლიერი.
თვისებათ მათთა პირველი მცნება
        [გმირთა] არის გმირობა.
[ის საჭიროა] როგორც ხვალინდელ დღის გამიზნება,
        [ის საჭიროა] როგორც პირობა,
ის საჭიროა ვით მაგალითის
        მაგალითობა.
[კაცობრიობის მიზანის]
ადამიანი მიზნისკენ მიდის -
        და [სწერს] სურს: მშვიდობა!
მას სურს გამოსთქვას გრძნობა მახვილი
        ნაგრძნობ-ნანახი.
თვისება ხალხის, ოცნება ხალხის,
        და თვითონ ხალხი!

*
„სრულიად ახალი და მაღალი საფეხური კაცობრიობის მხატვრული აზროვნების [გამომუშავებაში] განვითარებაში“.

[კაცობრიობის] სჩანს საფეხური სრულად ახალი:
        დადგა მხატვარი,
ტილო გაშალა, სად დიდებულად
        უდგას მხარს - მხარი.
[ახალი] მხატვრული გრძნობის, [ახალი სულის] მხატვრული ნების
        მთქმელი - ტილოა.
აქ მლიქვნელობა უნიჭოების
        რა საჭიროა!
ახალი სუნთქვა, ახალი ფერი
        და რაინდობა.
ყოველი სუნთქავს და ყველაფერი
        არის მშვიდობა!
კაცთა მხატვრული [აზროვნებისთვის] აზრთ სიდიადის
        პირველი სახ[ის]ე -
იყო, იქნება აწ და მარადის
        [იქნება] მგზნებარე ხალხი.

*
მხატვრული ლიტერატურის მაღალიდეურობის საკითხი „იდეა“.

[სად არს სათავე] ბრწყინავს სინათლე შენი - იდეა
        - იქ, სადაც [ახლაც] [უკვდავ] ფარად
მიზნის სისწორე და სიწმიდეა.
        [თავი და თავი.]
                      უკვდავი მარად.
არ შვენის მგოსანს სულმოკლეობა,
                     სამარცხვინოა.
ვის რას შემატებს უიდეობა?
                     რა საჭიროა?
იდეა კი ზრდა და სიდიდეა
                     და ბეჯითობა.
ეხლა ყველაზე დიდი იდეა
                     არის მშვიდობა.

*
„ხელოვნება ხელოვნებისთვის“?

[ვინ მოიგონა ეს:] ალბად, ბრმებისთვის სთქვეს: "ხელოვნება
        ხელოვნებისთვის"?
[სჯობს არა] და (არა) ხელოვანთა დახელოვნება,
        მშრომელ ძმებისთვის!
ან [კიდევ] აგერ რაჰპი, მოაპი, ვაჰი,
        მყვირალათ გროვა,
[რა საჭიროა] შობა (მოსვლა) და ისევ გაქრობა სწრაფი...
        რა საჭიროა?

*
არავითარი სხვა ინტერესი გარდა ხალხის ინტერესებისა.

სხვა ინტერესი არავითარი,
            ინტერესთ გარდა,
[აი, რით არის ახლა] რომლითაც ხალხი [არის] გახდა მდიდარი,
            [არ გვიზიდავდა.]
            [ჩვენ არ გვიყვარდა.]
            [და აღიმართა.]
            [გზით] გზას წარემართა!
დიდებულია ჩვენი მერმისი!
            ხალხთ საჯეროა
და იმის გარდა სხვა ინტერესი
            რა საჭიროა?

*
სწორი აღზრდა ახალგაზრდობის.

მრავალ ომებში აღზრდილ-ნაწრთობის
        უფროსის გზანი.
[ანდა] სწორად აღზრდისკენ ახალგაზრდობის
        [იყოს] არის მიზანი.
გახედავ სხვა მხარს, ახალგაზრდობა
        უმზიუროა.
ის ხშირად ამბობს: ცხოვრება, გრძნობა
        რა საჭიროა?
აჰ, საჭიროა და მერე როგორ!
        ეს ბედითობა.
უნდა იპოვო, იცნო, დაზოგო
        [ქვეყნად] როგორც მშვიდობა.

*
არა მარტო დღევანდელობის ასახვაა მიზანი,  არამედ ისიც, რომ ხვალინდელ დღეშიც გადაახედო საბჭოთა ხალხი, პროჟექტორით გაუნათო წინმავალი გზა.

და არამარტო  დღეისის [ხელი] ველი
        მრავალთ-მრავალი,
წიგნებში მოსჩანს დღე ხვალინდელი,
        გზა წინ-მავალი.
ხვალინდელი დღეც [ზეგინდელი] სხვა შორეულ დღის
        სათათბიროა.
ცნობა [მომავლის გაჩეხილი] სივრცისთვის გაკაფული ტყის
        სჩანს, საჭიროა.
და [იქ კი] აქაც, როგორც მიღწევა დიდი
        და ბეჯითობა,
შემოქმედების სჩანს შრომა მშვიდი,
        [კაცთა] და სჩანს მშვიდობა.

*
ახალი სიტყვა (განითქვა), ახალი სახე (გამონახე), ახალი ფერი (მშვენიერი), ჯერ ახალი ბგერა (ჟღერა), ყველაფერი ხალხის ბედნიერებისათვის - აი, ჩვენი დიადი ეპოქის (ჩოქვის), ხმა, დედააზრი (გაასწრე).
არასდროს, ახალი სიტყვა.

1
არ არის [ქვეყნად] არსად სიტყვათა მოდგმა,
    რაც ქვეყნად ითქვა,
უფრო ძლიერი, ვინემ გამოთქმა:
    ახალი სიტყვა.
2
არ არის არსად სხივთ [შემატება] აღმატება
    თვით ცის წიაღის -
უფრო ნათელი, ვინემ ხატება
    ახალი სახის.
3
არსად [არასდროს] არ არის ამ ახალ სახეთ
    [და მშვენიერი] უფრო ძლიერი,
უფრო წარმტაცი, ვინემ ჩვენთა დღეთ
    ახალი ფერი.
4
[ქვეყანა გარდა] ახლა არ არის შემცველი ჟანგის
    [გაისმა] [და გმირთა] მგოსანთა კერა,
[უფრო მხნე, ვით ჩვენი] გაისმა ჩვენივ ახალ ჩანგების
    ახალი [ბგერა] ჟღერა.

უძლეველია დროშა სიახლის
    ვისთვის? ძმისათვის!
ყველაფერი ხალხს, [და მხოლოდ] სიცოცხლეც ხალხის
    სიკეთისათვის.

[აწ] განა დრო არის მუხლებზე ჩოქვის?
    [სდიე] მიჰყევ, გაასწრე.
აი, დიადი ჩვენი ეპოქის
    [ხმა] ღრმა დედააზრი!

*
1. ბურჟუაზიული იდეოლოგიის აგენტები ჩვენს ლიტერატურაში.
2. ...ძირს კაპიტალიზმის რაიმე გადანაშთის გავლენაც კი.
3. მოუთმენელია ჯანსაღ კომუნისტურ [თვითშეგნ.] მსოფლშეგრძნების ანკარა მდინარეში გახრწნილი ბურჟუაზიული შეგნების თუნდაც ერთი წვეთის შერევა.
4. ძირს უგვარტომო კოსმოპოლიტები! (ბოლიდი).
5-6-7. ძირს უიდეობა, აპოლიტიურობა, ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ყოველგვარი გამოვლენა.
8. ძირს ვულგარიზატორების მავნე და წყალწყალა თეორიები.
9.  გაუმარჯოს კრიტიკას და თვითკრიტიკას.
10. გაუმარჯოს სიცოცხლესა და სილამაზეს.
11. გაუმარჯოს ჩვენი ადამიანების შესანიშნავს მორალურ თვისებებს!!
12. „ჩვენს ქვეყანაში გაჩაღებული ბუნების გარდაქმნა (გადაქნა) და კომუნიზმის დიადი „მშენებლობანი“ ხალხის შემოქმედებითი აზრის და ნებისყოფის შეჭრაა ობიექტიურ სამყაროში“.
რა ჩამორჩენაა?

*
„მნათობი“ სწერს:
საბჭოთა მწერლობის სახელოვან რაზმს კარგად ესმის მხატვრული სიტყვის დიდი საზოგადოებრივ-გარდამქმნელი ძალა (ჰმ! ამასაც თუ მტკიცება უნდა!). ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიდი რუსული საბჭოთა ლიტერატურის როლი. იგი ყველა მოძმე ერის საბჭოთა ლიტერატურის მასწავლებელი და ტონის მიმცემია. გოლ.?
ამ ხუთი წლის განმავლობაში სტალინური პრემია მიენიჭათ: გ. ლეონიძეს, ს. ჩიქოვანს, ს. შანშიაშვილს, ი. გრიშაშვილს, ი. მოსაშვილს, გ. აბაშიძეს და ა. ჭეიშვილს.
ქართული საბჭოთა პოეზია სამართლიანად ითვლება დიდი საბჭოთა პოეზიის ერთ-ერთ უძლიერეს ნაკადათ...
მაგრამ ქართული პროზა...
თუ დიდ რუსულ საბჭოთა ლიტერატურას, მიუხედავად თავისი უდიდესი წარმატებისა, მაინც უსაყვედურებენ ცხოვრებისაგან ჩამორჩენას - მით უმეტეს, ჩვენ არავითარი საფუძველი არა გვაქვს დამშვიდებული ვიყოთ ქართული საბჭოთა ლიტერატურის მდგომარეობით (განსაკუთრებით პროზა, კრიტიკა).
ესაა შეუფასებლობა.

„და განა ქართულ პოეზიაშიც არ გაისმის ჯერ კიდევ ხმლებისა და ფარების ტრიალი, ჟამ-გადასული მოვლენებისა და ნივთების ხმაური? განა არ გვტანჯავს ზოგჯერ ხელოვნურად გართულებული, გაუცნაურებული და დაღვარჭნილი სახეები, მეტაფორები და სურათები, რომელთა აზრი, თუ კი ასეთი რამ გააჩნიათ მათ, - გაუგებარია ხალხისთვის? უეჭველად ქართულ საბჭოთა პოეზიაშიც მოიძებნება ერთგვარი აბსტრაქტიული პატრიოტიზმის მოტივები, ისეთი მოტივები, რომელშიაც სამშობლოს და სამშობლოს სიყვარულის ცნება დაცლილია კონკრეტული სოციალური შინაარსისაგან“.
„მნათობი“, №8, 1951

ცხოვრების სიმართლის ჩვენება. მწერალმა უნდა იცოდეს ცხოვრება.
უნდა ვიბრძოლოთ რაპოვშჩინის ყოველგვარი გამოვლინების წინააღმდეგ... ლიტერატურისა და ხელოვნების სპეციფიკის მიჩქმალვის ყოველგვარი ცდების წინააღმდეგ.
საბჭოთა ლიტერატურა მოწოდებულია შექმნას მაღალსულიერ ღირებულებათა სიუხვე, რასაც კომუნისტური საზოგადოების ასაგებად არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურ ღირებულებათა სიუხვეს!
„მნათობი“, №8, 1951

„დროშაში“ (№2) მოთავსებულია მიხ. მრევლიშვილის მოთხრობა „მისი სურათის გმირი“. ავტორს ეხერხება, როგორც სჩანს, არტისტიულ თემებზე წერა, ისე, როგორც გერმანე შუბიძეს.

ერთის სიტყვით - მაინც ძაღლი პატრონს ვერა სცნობს.

*
არა [მარტოდენ] ოცნების ბანგით
        [გვიჩნს] ჟღერს ხელოვნება,
[სადაც] [ჩვენ რომ] დიდი ცხოვრების სიმართლის ჩანგით
        [ვიცით] მიდის ცხოვრება.

წარსულში კარგი, არწარსულია!
        [მხედნი] სვეა გულების -
სიუხვით მქმნელი [ცხოვრებისა] მაღალ-სულიერ
        ღირებულების.

*
საახალწლო ორატორია.
არის ქვეყანა.

არის ქვეყანა, სად[აც], ვერვინ  იტყვის,
        რომ როსმე - დღეა,
ღამეა, [ომის] სისხლის და არგანკითხვის
        შენის, კორეა..

[ჰკითხულობს] აბა, სთქვას მთელმა კაცობრიობამ
        [ეს] [რა] საგმიროა -
[ასეთი მართლაც მხეცური მტრობა]
აწ მშვიდ მოსახლეთ ველური სპობა
        [რა] თუ საჭიროა?

[შეწყდეს თარეში დაუყოვნებლივ]
არის სისხლის ღვრა და არის ფერფლი
        [დაიდოს ზავი]
        [განიბნეს] და არის ნისლი.
ნუ თუ არ კმარა ამდენი მსხვერპლი!
        ამდენი სისხლი!

[თუნდ] დროებითი დაიდოს ზავი,
        ასე გადასწყდეს,
და შემოსეულ ჯარების ზვავი
        კორეას გასცდეს.

იარაღასხმულთ ჯართ შემცირება
        როცა მოხდება,
ხმა სიმსუბუქის,  თუნდაც მცირედით,
        გულთ აღმოხდება.

[როს] თუ ატომური ძალის აკრძალვა
        არ [და]კანონდება,
[იქნება] თუ ძველი ქვეყნის იქნა დაკრძალვა,
        ვინ დაღონდება?

[მშვიდობის პაკტი თუ დაიდება
        ხუთ მხარეს შორის -
რა გვეთქმის, თუ არ ქება-დიდება]
ხუთ მხარეს შორის პაკტი მშვიდობის -
        თუ არ [და]იდება,
რა გვეთქმის, თუ არ მშვიდობის გრძნობის
        ქება-დიდება?

არ დავივიწყოთ!!!
1. 22 დეკემბერს საღამოთი რადიომ ჩაატარა საუბარი: მხატვრული ლიტერატურის გამოყენება აგიტაციის დროს. იყვნენ ნახსენები: ლეონიძე, გრ. აბაშიძე, ქიაჩელი (ეხლანდელები). ძალიან უსინდისოდ შედგენილი წერილი იყო.
საინტერესოა: 1. ვინ იყო ავტორი?
ამნაირი შესაძლებლობა ყოველთვის ექნებათ, მაგრამ საჭიროა რადიოთი კარგად შემოწმებული საუბრები გადმოიცემოდეს და არა ასეთი ხალტურული საუბრები. გავიგოთ უნდა?
21 ч. 30 м. беседа: „Использование художественной литературы в агитационной работе“.
2. ჩემთვის დაუვიწყარია (და ყველა მათთვისაც, რომელნიც დაესწრნენ) ოვაციები, მწერალთა კავშირში კრებაზე რომ გამოვედი, რა ამბავი იყო! (თარგმანების გარშემო) მაგრამ ეს ამბავი, არც ერთმა გაზეთმა არ აღნიშნა, როგორც განსაკუთრებული რამ, როგორც იშვიათი რამ. რატომ? თვით კავშირში იყო გაკეთებული ის ცნობები. იქ კი... საჭიროა გაგება.
3. ერთ და იმავე დღესაა მოთავსებული წერილები ლ. ასათიანისა „კომუნისტში“ და ლ. ასათიანზე (ივ. წულუკიძე „Грузинская Революционная поэзия“) „Заря“-ში. პირველი წერილი ცოტა პროვოკაციული ხასიათისაა.
4. ჩვენი რადიოს  „დაფიონი“ (საბავშო ნაწილი) გადაქცეულია გრიშაშვილის პლაცდარმად. „ბავშების საყვარელი პოეტი“ და სხვ.


„Огонек“-ში დაბეჭდილია ვიღაცა ოთარ კუპრავას ლექსი „Рион“. ამ ავტორის ლექსები ქართულად არ მახსოვს და რეცენზიები კი ბევრი „მნათობში“. აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული. ვიღაცა ბაიაშვილი (ბაიაძე) „ლიტ. და ხელოვნებაში“ კიდეც წერს წერილებს და თარგმნის ლექსებად თვითონ, ძალიან სუსტად, სხვათა შორის,  მაგრამ ახლა ეს მოდაა!!!
„Заря Востока“ - გრიბაჩოვის ლექსია „Спор“. დავა - ყაზბეგსა და არარატს შორის!

*
24 დეკემბერი.
1. სერგი ჭილაია რას იქს?
2. გიორგი ნატროშვილი რას იქს?
3. ვინ არის რედაკტორი ლიტ. გადაცემების რადიოთი?
4. ძიძიგური რას იქს?
5. სირბილაძე რას იქსო.

დიდი თავისა და ტანის ამბავია.
გე-ტე. Гете-Гет. გეტე-გეტე. გე-ტე. Гете-Гете.
Гете - на - Тахту.
სოსო რასა იქს? იქ.
Завод.

*
არ არის არსად სიტყვათა მოთქმა,
        რაც წინად ითქვა,
უფრო ძლიერი, ვინემ გამოთქმა -
        ახალი სიტყვა.
არ არის არსად სხივთ აღმატება
        თვით ცის წიაღის,
უფრო ნათელი, ვიდრე ხატება
        ახალი სახის.

*
მცხეთა! მცხეთა! აღმასკომი! ლევან ჯავახიშვილი! (აღმასკომის თავმჯდომარე).
3-15-56. ვილიკა. ნუნუს ბინა.
3-64-38. ცუცუნია კანდელაკი. ძნელაძის ქ. იქვეა ექ. როკვავა.
ახალქალაქი!!! ახალქალაქი! ჯავახეთი.
რაიკომის მდივანი (წინად გორში იყო). ზაფხულზე! საღაღამო (ღაღამო).
მეოცე. მეოცა. მაო-ძე-დუნი. ჰხოცე სანაძლეოზე.

*
ხალხთა მშვიდობის პირველი მედროშე შრომა, კომუნიზმი.
გაუმარჯოს სიცოცხლესა და სილამაზეს. გაუმარჯოს ბუნების გარდაქმნას, გაუმარჯოს ამშენებლობას.

დიად ბუნების გარდაქმნის მოწმეს
        [და ხევის ვაზის]
        შენების ვაზებს,
ვაშა ახალ გზებს, ვაშა სიცოცხლეს
        და სილამაზეს.

ზღვამ ვულკანივით ცა ამოტეხა,
        ღრუბლებს განზე სწევ,
და ამოდიხარ, ო, ამოდიხარ,
        [საყვარელო] კომუნიზმის მზევ!

ვაშა სიცოცხლეს და სილამაზეს,
        ახლადგარდაქმნილს
[დიდება] ხალხთა მშვიდობის პირველ მედროშეს
        ამხანაგ სტალინს.

*
სამშობლოვ, სამშობლოვ, ჩემო ლამაზო,
დროშები, დროშები, დროშები ჩქარა,
გათენდა ცეცხლის მზე, აენთო, აცურდა,
გულს ისე მოსწყურდა თავისუფლება.

*
ჩემს შესახებ:
აკაკის - 9; ეკატერინე გაბაშვილის - 8; დავით კლდიაშვილის - 7; ვასილ ბარნოვის - 6; ვალერიან გუნიას - 5; შალვა დადიანის; ზაქარია ჭიჭინაძის - 4; განდეგილის; შიო მღვიმელის - 3; ტრ. რამიშვილის; ია ეკალაძის - 2; ნ. კურდღელაშვილის; ილია ზურაბიშვილის - 1; ხომლელის და სხვ. მიერ გამოთქმული აზრები.

*
სამშობლოვ,
        სამშობლოვ,
            ჩემო ლამაზო!
ზურმუხტო,
        ზურმუხტო
            ანუ ალმაზო!
ვიდრე მე, შენს ზურგზე დავდივარ,
გთხოვ, მწარე რამ არ მასო,
მშვენიერი გაქვს ბუნება,
ყველა ამბობენ ამასო.

აჰ, მეზურნევ, დაჰკა, დაჰკა, შენი ჭირიმე,
გამაგონე ეგ სევდის ხმა, შენ გენაცვალე,
დელი ვოდელია და,
ამოდუღდი, მარგალიტო, ნაგუბარში ჩასდეგ, წყალო,
არც ისეთი ლამაზი ხარ, როგორც ინაზები, ქალო,
დელა, ვოდელა დელია, დელია.

მაგ შენმა დაღონებამან გული დარდებით აღავსო.

*
„ატმის რტოო“-ს ერთი წლის წინად [ჰკითხულობდაო] მღეროდაო ჩიჯავაძის ქალი. ვისი მუსიკა იყო? მგონი, ბუკიასი!!!

*
„მე ჯავახეთს რა მინდოდა,
მთვარე იდგა მზესავითა“.

*
„Почему нам нужно отворачиваться от истинно-прекрасного, - говорил В. И. Ленин в беседе с Кларой Цеткин, - отказываться от него, как от исходного пункта для дальнейшего развития, только на том основании, что оно „старо“? Почему надо преклоняться перед новым, как перед богом, которому надо поклониться только потому, что „это - ново“? Бессмыслица, сплошная бессмыслица. Здесь много художественного лицемерия, и, конечно, бессознательного почтения к художественной моде, господствующей на Западе. Мы хорошие революционеры - но мы чувствуем себя почему-то - обязанными доказать, что мы тоже стоим „на высоте современной культуры“. Я же имею смелость заявить себя „варваром“. Я не в силах считать произведения экспрессионизма, футуризма, кубизма и прочих „измов“ высшим проявлением художественного гения. Я их не понимаю. Я не испытываю от них никакой радости“.
Клара Цеткин. О Ленине
Ленин о культуре и искусстве
Изогиз. 1938

*
დედის პორტრეტი.
აუცილებელი ფოტოების დაგროვება და ერთი კარგი სურათის გაკეთება.
შეიძლება თუ არა მამაჩემის პორტრეტის შეჰქმნა აბესალომის და ჩემი პორტრეტების საფუძველზე?

*
მტერი სახალხო პოეტის,
[ქართველი] პირველად ხალხის მტერია!

სუდეიკინის [ოფორ] პორტრეტის აღდგენა
სურათი დახატული იყო „ქიმერიონის“ დარბაზში შესავალ თაღზე, ვინ იყო დახატული მეორე თაღზე, არ მახსოვს.
ეს იყო მშვენიერი პორტრეტი.
1. მთელ სახეს, მართალია, ფარავდა შავი ნიღაბი (მოსჩანდა მხოლოდ მაღალი შუბლი, და ქვედა ნიკაპი). ნიღაბიდან მკვეთრად გამოიყურებოდენ მხოლოდ თვალები.
2. უაილდის საყელო (სწორედ უაილდის).
3. კოსტიუმი შავი, ნიღაბიც შავი, თვალები შავი, შუაგადაყოფილი თმა შავი.
4. ხელაპყრობა (თითები) ძველი ფრესკებისა (მოსჩანდა თეთრი მანჟეტი).
5. ფრთები ადიოდნენ მაღლა (ეს იყო ზუჩის ფრთები).
6. ფონი ლურჯი, მთლად ლურჯი ოქროს ვარსკვლავებით.

ახალი მუქარა
„კრიტიკამ უნდა გაწმინდოს ლიტერატურა და ხელოვნება ყოველგვარი უიდეო, დაბალ ხარისხოვანი ნაწარმოებებისაგან, ყოველგვარი წუნისაგან. ამ მხრივ მისი მნიშვნელობა განუზომელია. კრიტიკის კომისიებმა, რომლებიც მწერალთა, მხატვართა და კომპოზიტორთა კავშირებთან არსებობენ, გადაჭრით უნდა გააუმჯობესონ მუშაობა, დარაზმონ ჩვენი კრიტიკოსების კადრები - პარტიის მიერ დასახული ამოცანების განსახორციელებლად. ამას მოითხოვს ქართული საბჭოთა ლიტერატურისა და ხელოვნების წინსვლისა და განვითარების ინტერესები“ („ლიტ. და ხელოვნება“ №49. მეთაური წერილი „ქართული  ლიტერატურული კრიტიკა“).
ამნაირად, პირველად გამოქვეყნდა, რომ არსებობენ „კრიტიკის კომისიები“. ისინი, რა თქმა უნდა, მუშაობდენ, ალბად, და ლიტერატურული არევ-დარევის საქმეები, ალბად, სულ მათ მიერ მოწყობილია. ახლა ოფიციალურად იმაღლებენ ხმას, გამოდიან "იატაკ-ქვეშა" მუშაობიდან. საჭიროა სიფხიზლე!

*
ხელი ხელს მივსცეთ, ერთად ვიაროთ.
              ნუ ითუთქები.
[შორ გზას] ჭირი და ლხინი გავიზიაროთ,
               როს გზას ვუდგებით.

ო, მეგობარო, მსურს განგიმარტო
              წინ ველი, მთები
[წინ] და ვრცელი გზაა. შორს გზას კი მარტო
              ნუ გაუდგები.

ახალგაზრდობა და სივრცე ფართო
              ვარდის ბუტკები.
რა შორი გზაა. შორს გზას კი მარტო
              ნუ გაუდგები!

აბა, ჰეე (მხარი მხარს). დაჰკა, წერაქვი!

*
პავლე შადური.

მამალი - მთარგმნელი
მთელ საქათმეში ხმა [გავრცელდა] გავარდა-რა,
ქათმებმა შეჰქმნეს აყალ-მაყალი,
რომ [უდიდესი] მშობლიური ლიტერატურის
ერთგულ მუშაკად იქცა მამალი,

რომ იგი თარგმნის პოემებს, ლექსებს
და ბეჭდავენ მათ ის ჟურნალები,
[რომლებშიც ეხლა] რომელთ ფურცლებზე ასე ადვილად
ვერ მოხვდებიან ყველა მამლები.

დაუმეგობრდა რა ბატს - რედაქტორს
(წინად ბატები [ვლიდნენ] კენკდნენ ომახით),
მან თვით ბულბულის [სიმღერაც] სტვენა გამოსცა
თავისუფალი თარგმანის სახით.
რა კი მასზე სთქვეს: ნიჭია წმინდა,
შეკვეთა მოდის ყოველი მხრიდან!

ის მიიწვიეს დედაქალაქში
[თარგმნის ბეღურას, თარგმნის ინდაურს]
და [ყველა] ყოველნაირ ენიდან - [ენა არ წარყვნის] აწ ის
თარგმნის ბეღურას,  თარგმნის ინდაურს,
ყოველგვარ ფრინველს თარგმნის და თარგმნის.

[და არ] მაგრამ [არ იქნა და] თარგმანში ის ყოველ სტრიქონს,
[იგი] მაინც თავისას ურევს ყიყლიყოს!

არ ვარგა ასე, მოვიწამლებით,
თუ ლექსთა თარგმნ[ებს]ას მიდგნენ მამლები.
10 დეკ., 1951, „Лит. Газета“
დონბასი

მოჰქრის ქართული ავტომობილი
[მე] მინდა [ვუთხრა ჩამორჩენილს] ვახარო კავთისხეველს, „წაბლიანს“,  ოკრიბს,
ავტომობილი კი არ მოდის, არამედ მოჰქრის...
და ამ ქროლვაში...

*
მინდა [ვახარო] ვაცნობო ჟურნალ „დროშას“,
        ყიყვეთს და ოკრიბს:
ავტომობილი კი არ მოდის,
        არამედ მოჰქრის!

*
„Поэтесса Нонешвили -
„Янц“ - [отменный] примерный, но не „швили“.

*
სერგო ჭილაია. ამზადებს წიგნს ჩემზე რუსულად. სცემსო „ზარია ვოსტოკა“. მთხოვა საახალწლო ლექსი (ეს კარგია). 12 დეკ., 1951.

*
„ესე არაკი ქართული ჩინს ქვასა ზედან სწერია:
ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“.
შ. რუსთაველი

Гастен.

*
„შუბლი„ არ ხარ, არ ხარ „ზურგი“,
მ...ე ხარ გრიშაშვილი,
მკერდს გიშვენებს დრამატურგი,
სანდრო მშია-მშიაშვილი!

*
[ჰფანტავს მთების გულს]
ფრთამ ვულკანივით ცა ამოტეხა, ღრუბლებს განზე სწევ,
        [და ამოდიხარ, საყვარელო]
და ამოდიხარ, ო, ამოდიხარ, საყვარელო მზევ.

ცელს კრიალი აქვს. ველს ცვარ-ნამი ჰბანს.
        [უხარის] გრდემლი სცემს მთა-გორს.
ასე ელევი ღამის მაღალ ბანს.
        და გასცქერი შორს.

საიდანაა? [შორს სიმღერა] შორით ჟღერა ჰქრის,
        მსგავსება ჩქერის.
ეს ქალიშვილი მღერის [ჩემი ხნის] ოცი წლის,
        ლილეოს მღერის.

[მინათე, ჩემო საყვარელო,]
მისსა და ჩემს გულს სინათლეში ხვევ,
        და [ვარდებით] დაფნითა რთავ -
მინათე, ჩემო საყვარელო მზევ!
        საყვარელო ცავ.

*
ანდროს:
V ტ. ფასი ვერ დაედება, თუ ჰონორარის საკითხი არ [გადაწყდა] იქნა გათვალისწინებული. ავტორის ხელფასი შედის წიგნზე ფასის დადების დროს - ანგარიშში. წიგნის ფასი კი ყოველთვის გარეკანზეა აღნიშნული. რანაირად უნდა დაედოს ფასი, თუ ბუჰღალტერიას არ ექნება მიცემული ცნობა, თუ რა მიეცემა ავტორს - ჰონორარი? [ანგარიშში?] იცის თუ არა ამის შესახებ რამე ბუჰღალტერიამ? ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არა.

„Из игры“.

ნაღდნი - [მაგრამ უმანეთო.]
ანდრო თევზაძე, ილია ხოშტარია, ს. აბულაძე, გრ. ცეცხლაძე, მარ. ბარათაშვილი, ბაბილინა, მარ. მიქელაძე, გ. ნაზარბეგოვი, ვ. გორგაძე, ხუტა ბერულავა.

*
ახალი წელი! შენ ისევ ისევ
        ანათებ და სძლევ,
ჩვენი მეოცე საუკუნის მზევ,
        საყვარელო მზევ!

ფრთამ ვულკანივით ცა ამოტეხა.
        ღრუბლებს განზე სწევ.
და ამოდიხარ, ო, ამოდიხარ,
        საყვარელო მზევ.

„სინათლის ყვავილი“
კარგი იქნება, რომ სინათლის ყვავილი ერთ მოქმედებიან ოპერად გაკეთდებოდეს. მასში ჩაემატება VI ტომის ზოგიერთი ლექსი „ასწლიანებზე“. ამით სისავსე მიეცემა ოპერას.

*
ლექტორები:
1. უნდა მოინახოს კანდელაკი; 2. ილია ბახტაძე; 3. გრ. ორახელაშვილი;  4. თედო ბეგიაშვილი; 5. ვარლამ დონდუა; 6. სოლომონ ცაიშვილი; 7. გ. მებუკე; 8. შალვა რადიანი.

ხუთწლედები:
1. 1908-1913; 2. 1913-1918; 3. 1918-1923; 4. 1923-1928; 5. 1928-1933; 6. 1933-1938; 7. 1938-1943; 8. 1943-1948; 9. 1948-1953.

*
„От странствий нет добра,
Домой, домой пора!“

*
თოვლი მოვიდა.
მაგრამ
ვინც სახლში დარჩა, რა გააკეთა,
ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?
„ნაცარქექია“.

*
„კომუნისტის“ ნაბეჭდი სვეტი იტევს 123 სტრიქონს.
სულ ექვსი სვეტია.
3,352 - მთელი გაზეთის სტრიქონები.

*
Пора Домой.
- რა უნახავს, კერიას არ გასცდება.
- ხალხში გასული კაცი სხვაა.
- „ეროვანი“ ქალიაო, იტყვიან ქალზე, რომელიც სახალხო დღესასწაულებში გამოირჩევა სილამაზით და საერთო ყურადღებას იმსახურებს.
- საშოვარზე წასვლა სხვაა.
- როს გამდიდრდები, სახლს მიაშურე, მაგრამ თუ სახლი არა აქვს?

სად ვხვდებით ერთმანეთს?
I. სად ვხვდებით ერთმანეთს ან მე და ან ქართველი მხატვრები: 1. ძველი ფრესკები; 2. ფიროსმანიშვილი; 3. გაბაშვილი; 4. მოსე თოიძე.
II. სად ვხვდებით ერთმანეთს ან მე და ან ქართული მუსიკა: პ. ხუჭუა, გ. ქიქოძე, შ. კაშმაძე, დ. არაყიშვილი, ი. ზურაბიშვილი.
III. სად ვხვდებით ერთმანეთს ან მე და ან ქართული არქიტექტურა,  ხუროთმოძღვრება: ა. გაწერელია.
IV. სად ვხვდებით ერთმანეთს ან მე და ან ქართული თეატრი? შ. დადიანი, ბუხნიკაშვილი, გერსამია.
V. სად ვხვდებით ერთმანეთს ან მე და ან კინო. კ. გოგოძე?? ან. ან.

*
რა ნისლის შუქით ანათებს მთვარე
        მაროკოს, ტუნისს,
შენ სდგეხარ შუქით, ელვარე მხარევ
        მაო ძე-დუნის.
უზარმაზარი გაშლილა მიწა,
        უღრუბლო ზეცა,
მზემ მაო ძე-დუნს ქვეყანა მისცა
        და ზღვათა ბჭეცა.
ახალთახალი ფერი რომ მოდის,
        ხატაეთს ხატავს,
ყველას ახარებს ქვეყანას ოდეს,
        მგოსანი მართავს!

*
„ქურდია! დაიჭირეთ ქურდი! არ გაუშვათ!“
შ. რადიანი, ლევან ასათიანი, გერონტი ქიქოძე, სანდრო შანშიაშვილი.

მხარევ მაო ძე-დუნის
[რა] ნისლი ფარავს რუქით
[სადღაც] მცირე მაროკკოს, ტუნისს.
შენ კი [ბრწყინავხარ] ელვარებ შუქით,
მხარევ მაო ძე-დუნის.

უზარ-მაზარი [სივრცე] მიწა,
უზარმაზარი ზეცა
მზემ მაო ძე-დუნს მისცა,
ზღვათ მიუმატა ბჭეცა (მზეცა?).

[ახალთ-ახალი ლოცვა] ახალი ფერი მოდის,
ხატაეთს ჰქარგავს და რთავს.
[ასე კარგია, როცა]
[მე მიხარია] ყველას ახარებს, ოდეს
მხარეს  მგოსანი მართავს!

*
I. [ქუჩაში] ბაზარში ხმა გაისმა:
„ეს ყუთი დამიჭირეთ.
ქურდია, [არ გაუშვათ] ე, რომ გარბის,
ქურდია, დაიჭირეთ“.
ვინ იყო? ასათიანს
კი ჰგავდა, დამიჯერეთ!!!

*
ან მე და ან ღამე.
Россбух.

კინო
1. პირველად გადავიღეთ აკაკი წერეთელთან ერთად ქუთაისში. მგონია, აქვთ გოსკინპრომში.
2. შემდეგ მწერალთა სასახლის ბაღში (1922? 3?).
3. კინო ხმის მიცემის დროს - 17 დეკ. 1949.
4. შოვში - 1947 წ.
5. სანაგიტთეატრში. 1945.
6. კინო 48 წ. თუ 47 წ.
7. კინო გორში - 1949 წ.
8. კინო, სახლში რომ გადამიღეს (კაბინეტში).
9. კინო მთაწმინდაზე „В лучах Октября“. ჯალიაშვილი.
ახალი სცენარი.
10. აკადემიკოსებთან რომ გადავიღეთ.

*
პედაგოგი.
1. ანდრო თევზაძე (სახელგ.). 2. ვარლამ დონდუა.
დომენტი არონიშიძე.
ბენო და გოგი ჩიქობავა.
სემინარიელების შეკრება (გ. ლეონიძეც).
სად ინახება სემინარიის არხივი? საჭიროა გადათვალიერება.
კადრი სტენოგრაფისტებისა.

ქ-ნ ქეთევან კანდელაკს ნიშნად პატივისცემისა ავტორისაგან.
1951, 3 დეკემბერი

ელისავეტა ერემეევნასაც დავპირდი.
საავადმყოფო ლეჩკ.
გვარამია - ლეჩკომ. კულტმომუშავე.
არდავიწყება მოყვრისა, აროდეს  გვიზამს ზიანსა.

*
ერთი ინფორმაცია. „დედა ქალაქის ლიტერატურულმა საზოგადოებრივობამ“ „გულთბილი“ შეხვედრა მოუწყო გუშინ ჩინეთის ლიტ. მოღვაწეებს.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პასუხისმგებელმა მდივანმა ამხ. ს. ჭილაიამ.
ქართული საბჭოთა ლიტერატურის შესახებ სტუმრებს ესაუბრნენ მწერლები: სტალინური პრემიის ლაურეატი გრიგოლ აბაშიძე, მიხეილ მრევლიშვილი, შალვა აფხაიძე, გერონტი ქიქოძე.
ჩინელი პოეტების ნაწარმოებთა ქართული თარგმანები წაიკითხეს პოეტებმა: ალექსანდრე აბაშელმა, ხუტა ბერულავამ, მაყვალა მრევლიშვილმა და ვახტანგ გორგანელმა. ჩინელი ხალხისადმი მიძღვნილი ლექსი - რევაზ მარგიანმა.
სტუმრებმა საჩუქრები მოიტანეს. სტუმრებს გადაეცა მაკეტი სახლის (ა. შანშიაშვილი).

30 ნოემბერს ჩინეთის ლიტერატურის მოღვაწეთა დელეგაციას (მეთაურობს სინ-ფიუე-სინი) სადგურზე დახვდენ საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პასუხისმგებელი მდივანი ს. ჭილაია, მწერლები: შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი, მ. მრევლიშვილი, ა. ჭეიშვილი, გ. აბაშიძე, ა. აბაშელი, რ. გვეტაძე, ს. ეული, ი. ნონეშვილი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსი ი. დოლიძე, უცხოეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ვ. გოგუაძე, სსრ კავშირის სახალხო არტისტები: ა. ვასაძე და პ. ამირანაშვილი, საქართველოს სახალხო არტისტები: ნ. ვაჩნაძე და ა. თოიძე, კომპოზიტორები დ. თორაძე და სხვები. საქ. საბჭ. მწერ. კავშირის სახელით მათ გულთბილად მიესალმა ს. შანშიაშვილი, უპასუხა ფინ-სიუე-ფინმა (საქდესი).

*
მშვიდ-დობა. მშვიდობა.
1. შვიდ-შვიდობა - ხანას ამაღლებს ეს შვიდ-შვიდობა.
2. უმშვილდობა - როგორც ძველ ომში კაც-უმშვილდობა. აბდულ-ალ-რაშიდობა.
3. პეტრე-დიდობა -     თამარ მეფობა, პეტრე დიდობა. წყალდიდობა.
4. კიდით-კიდობა - და წყალდიდობის კიდით კიდობა.
5. კიდობანს - ჩასჭიდებია წარღვნის კიდობანს. უტაციტობა.
6. ენა-ფლიდობა - და ან იდენის ენაფლიდობა. გვრიტობა.
7. მიამიტობა - რაა ეს, თუ არ მიამიტობა.
8. ასკვიტობა - ვერც ტრუმენობა, ვერც ასკვიტობა.
9. ბეჯითობა - გვმართებს სიდინჯე და ბეჯითობა.
10. მარგალიტობა -    ვით დასთმოს უთვალმარგალიტობა.
11. ბოლიდობა.
12. ასპიდობა - ასპიდს დასჩემდა რა ასპიდობა.
13. ნასყიდობა - ვექსილი, სადაც...
14. დაინდობა - არ მქონე ხდომის არ დაინდობა. ვით ნდობა.
15. ორთითობა - [მშრომელთ] ჯიბგირს ჯიბისკენ სცდის ორთითობა.
16. მუყაითობა - გვმართებს შრომაში მუყაითობა.
17. ბანდიტობა - პატიოსნებას სცვლის ბანდიტობა.
18. ბედითობა - რამე შემთხვევა და ბედითობა.
    უკრედიტობა -     ჯიბე-თხელობა, უკრედიტობა.
19. ითოფა - იმისმა თოფმა ვეღარ ითოფა.
20. შესტოპა და ჩაიტოპა.
21. რისთვის ვითომა? კოსმოპოლიტობა!
22. უნივთობა. 23. პირამიდობა. 24. მრავლობითობა. 25. უკაპიტობა. 26. ზენიტობა. 27. სულამიტობა. 28. თაღლითობა. 29. ყოვლადწმინდობა. 30. მთაწმინდობა.
31. მაგალითობა. დუბეითობა.
32. თაღლითობა. 33. ცქვიტობა. 34. არაწმინდობა. 35. პირობითობა. 36. უეგვიპტობა. 37. კომუნისტობა. 38. უხიდობა. 39. უოლსტრიტობა. 40. მამაშვილობა. 41. შვინდობა. 42. შეინდობა. 43. უამინდობა. 44. გამოიწრთობა.  45. წინ, კობა. 46. ზვირთობა. 47. უამიდობა. 48. წყალდიდობა.
49. სკვითობა. აკიდოობა.
50. ქვითქვითობა. 51. ბრიტტობა. 52. უსაკიდობა. 53. გულდიდობა. 54. საწინდრობა. 55. რაინდობა. 56. მინდვრობა. 57. შინ მტრობა. 58. მწიფობა. 59. ერუდიტობა.  60. ინვალიდობა.

*
Парикмахерская.
Потомок янца, но не „швили“.
დროშას აკლია დინამიკა, სიცოცხლე.
„მოდის ქართული ავტომობილი“. უნდა: „მოჰქრის ქართული ავტომობილი“.

*
და დიდს მიღწევებს ვინც არ აფასებს,
მტერია ხალხის!

ხელხვავი. ხალხი.
არხი. თალხი. ბალღი. ალხი. ჩალხი. ჩარხი.
ტალღით-ს. ყალხი. ღალღის-თ.
ბალღმად (ხალხმა). თვალყური (ხალხური). ახალჰყო (ხალხო!).
გაალხო! საალყო! უალღო. ალღო!
ტალახი. ჩაბალახი. ლაღი. იალაღი. ბალახი.
მგზნებარე მშრომელი.
ალლახი. იარაღი. გადანალახი. ფაფახი. დაღი. ნანახი. კახი. ბაღი.
კრიახი. რახი. ჯანყი. თანხის.  
სამარხი. ახია, ახი. დახლი. სახლი.
გლახი. ვაივაგლახი. ზრახვის  (მზრალი).
ხრახნილი (ხრახნი). მანჯვი. ვინტი.
ჯანსაღის. ხახვი. ნახვის.  სახნისს. მძაღის.  ძაღლის. სახის.  ახლის.  ჭარხლის.
ბაჯაღლო. ხვალ, ხომ... ამხო (დაამხო). ნამყო. ძვალს ხომ.
ხან ლხინს (თხალხინს). მახვილ. გზა ხსნილს.  მძლავრ ხმის.  მაღალ ხმის.  მაღალ ხის. მქრალ ღილს.  ქარხნის.
თვალღია.  ხარხმა. წყალს.  ხალსა.  გახადა.  ხალში. ხვალკი. ხრახნილს.  ახალ ხილს.
ჭარხლის. ჯანყის.  ვარცლის.  ვარცხნის.  მარხილს.  გზახსნილი. იალაღი. განზრახვის.  ჩმახვის.  ნახვის.  ლიახვის. ლიახის.  ძახილს.  შეარხია. საკითხს!

მარში
1. აგებს ელსადგურს, თუ გაჰყავს არხი.
2. დიდი ხანია მოიძრო თალხი.
3. ხარობს მოხუცი და ხარობს ბალღი.
4. ამ არემარეს დაგავდა ალხი.
5. [მომავალ დღეთა] ისტორიისა ტრიალებს ჩარხი.
6. ისმის გრიალი მომსკდარი ტალღის.
7. სდგას ცისარტყელათ მაღალი ყალხი.
8. ხან უნაზესი გაფრენა ღალღის.
9. სივრცე და ხმები აღელვებს თვალყურს.
10. მან ძველისძველი ისევ ახალყო.
11. ქვას სული მისცე, ყინვა გაალხო.
12. თავისუფალი უყმო, უალყო.
13. კომუნის ბაღში შესული ალღო.
14. რა სანახავი სჩანს ახლო-მახლო.
15. ველი დაბლობი, ქედი მომაღლო.

*
 [ვაშენებთ გემებს, ვაგებთ] აგებს ელსადგურს, [გარდაქმნის] აშუქებს ხევებს,
    თუ გა[გვ]ჰყავს არხი,
ახალს და ახალს [წვდება] ითვლის მიღწევებს
    ქართველი ხალხი!

*
 [ჩვენ ვხვდებით] მე მოველ, როგორც ძმა მივა ძმასთან,
                            [ჩავკეტოთ] გავაღოთ კარი.
[ერთ მაგიდასთან მოთათბირება]
[ჩვენ სამთა] შვიდთა თათბირი ერთ მაგიდასთან
        [გვექნება] [იქნება] შევწყვიტოთ წყნარი!
[რა საჭიროა მშრალი სიტყვებით]
[რომ ვიბოდიშოთ] ახმოვანება მაღალ სიტყვებით,
        [ქალაქთა გროვა],
        [ათინა] ოლიმპი, ტროა,
[გალამაზება, შენ] რა საჭიროა, დღეს გეკითხებით,
        რა საჭიროა?
[აგერ ელსადგურს] [შეხეთ]
ჰიმნი მომავალს აშუქებს ხევებს,
        თუ გაჰყავს არხი,
ახალს და ახალს ითვლის მიღწევებს
        ქართველი (მგზნებარე) ხალხი.

*
[გულთა კავშირი!]
„როდესაც გიცქერ“.
შორს გზას მარტო თუ გაუდგები.

რომანსი
[ძვირფასო, გრძნობა ვით განგიმარტო]
როდესაც გიცქერ, მსურს განგიმარტო,
ხვალინდელ დღეს რომ [დაითუთქები] ვერ დაუდგები.
წინ ვრცელი გზაა, შორ გზას კი მარტო,
[ვერ გაუდგები] უამხანაგოდ ნუ გაუდგები!

[წინ დიდი გზაა. ველები ფართო]
[როდესაც] ახალგაზრდობა და სივრცე ფართო,
[დაფნის ტოტები] ახალგაზრდობა, ვარდის ბუტკები.
რა შორი გზაა! შორ გზას კი მარტო
ნუ გაუდგები, ნუ გაუდგები.

[მომეცი ხელი. ერთად ვიაროთ,
ჭირი და ლხინი გავიზიაროთ.]

მომეცი ხელი. ერთად ვიაროთ,
თორემ ჭინჭარში დაითუთქები.
ჭირი და ლხინი გავიზიაროთ,
შორ გზას კი მარტო ნუ გაუდგები!

*
გაფორმება.
პაპიროსების მშვენიერი კოლოფები.
საკანდიტროების მშვენიერი კოლოფები.
კამფეტები, მარმალადები და სხვ. აფორმებენ საუცხოვოდ.
კარგადაა გაფორმებული სააფთიაქო საწყობები, ზოგიერთი ნივთები, შუშები.

ჩარჩოების საკითხი.
მშვენიერად შეიძლება გადაწყდეს მოსკოვში.
ხელოსნების როლი გამოფენაში (არა მარტო ხელოვნების).

მწერალთა კავშირთან არსებული კინო-კომისია
აკაკი ბელიაშვილი (თავმჯდომარე).
სიკო ფაშალიშვილი.
მარიკა ბარათაშვილი.
ს. დოლიძე (?).
კარლო გოგოძე (თავმჯდომარის მოადგილე). ახლა ლექციებსაც ჰკითხულობს.
და ვ. (?) კარსანიძე.
სულ 6 კაცი (დ...ვი თავზე ექვსივეს, გარდა ერთი ქალისა).
მწერალთა კავშირის წევრები არ არიან: ს. დოლიძე, კარლო გოგოძე, ვ. კარსანიძე (მაშასადამე, ნახევარი კომისიის შემადგენლობის). ვინ საიდანაა?

*
„ეთიკა“.
სინდიოფალა. კოპალა.
ნუნუს - 200 მან. 200. 50. 50 - 500.
ვასოს - 200 მან. 25. 50 - 270.
10 ნოემბერი. 4 დეკემბერი.
ვარგა ასე?

ეკატერინე გაბაშვილის საიუბილეო საღამო
26 ნოემბერს, რუსთაველის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ეკატერინე გაბაშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო.  შესავალ სიტყვას წარმოსთქვამს ს. ჭილაია. მოხსენებას ეკ. გაბაშვილის ცხოვრ. და შემოქმ. შესახებ - შ. რადიანი, სიტყვებით და მოგონებებით გამოვლენ: მარიამ ბურჭულაძე, ნინო ნაკაშიძე, ი. გრიშაშვილი, გ. კაჭახიძე, მაყვალა მრევლიშვილი, მარიჯანი, გერ. ქიქოძე, დ. შენგელაია, ა. ხახუტაშვილი.
დასასრულ გაიმართება კონცერტი. შესვლა მოსაწვევი ბარათებით.

*
სოკოლოვი. ანდრო. ვასო.
„Г. КиКо.“ 300. 200. 38. 35. 25 - 608.
„კომუნისტში“ - 25 ნოემბერი - მოთავსებულია ეკ. გაბაშვილის სურათი და ს. ჭილაიას ფელეტონი (არა უშავს რა).
ამავე ნომერში:
კ. ვეფხვაძე. პროფესორი. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროს მთავარი ონკოლოგი.
(სიახლენი კინოს შესახ.).
გერმან შუბიძე. „გამომძიებელი გასაჭირში“. კარგი ფელეტონია.
ს. ჭილაია.

*
მაგალითად, გინდ ავიღოთ
აგერ ჩვენი ვარდოშვილი,
ვის „ნატრაწე“ ჰქვია გვარად,
რად ჰგონია ნატროშვილი?

პოეტები რედაქტორებად
„კვაჭები“:
1. ირაკლი აბაშიძე - რედაქტორია „მნათობის“.
2. გრიგოლ აბაშიძე - „დროშის“.
3. კარლო კალაძე - „ნიანგის“.
4. გიორგი კაჭახიძე - „ოქტომბრელის“.
5. ნიოგოლ ჩაჩავა - კედლის გაზეთის.
6. რევაზ მარგიანი - „დილის“.
ახლა ამათ შემამკობელი ხომ უნდა - რომელიმე პროზაიკოსი - და აი, „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქტორი - გიორგი ნატროშვილი მშვენიერად ასრულებს ამ როლს. ნოვატორობასაც ჩემულობს.
როგორია ზოგიერთი პოეტი?
ეტყვი: „მომიტანე ასანთი“ - მოგიტანს კბილის ჩოთქს.
ეტყვი:  მომიტანე ოდეკოლონი - მოგიტანს გაზეთ „კომუნისტს“.
ეტყვი: მომიტანე პური - მოგიტანს წყალს. რასა ჰგავს ეს?
გეტყვის: წავალ და მოვალ ერთ საათში, მოვა ექვსი საათის შემდეგ.
გეტყვის: ახლა საღამოა, ნამდვილად კი დილაა.
ერთის სიტყვით, გაუჩენარს გაგიჩენს!
ბაბილონის გოდოლის შენების დროს რომ იყო გაუგებრობა, საჯაოხელის მუსიკის გაკვეთილების ამბავია.
14 ნოემბერი, 1951

სათაურები ჩემი ლექსებიდან
1. „პირისპირ“ - რომანი ალექსანდრე ქუთათელისა (სახელწოდება აღებულია ჩემი „ეპოქის“ ერთი ლექსიდან [არ მახსოვს] მგონია, პროლოგიდან.
„და ორი მხარე,
ორი მრისხანე
დადგა -
პირის-პირ“...

ი. ნიკოლაძის ხსოვნას
პირველ - ოსტატი მოხველი ერთი,
მიდიხარ - სტოვებ რამდენ ხელოვანს,
ზეშთაგონების სინათლე ერთვის
შენს გზას ბრწყინვალეს და სახელოვანს.
ა. აბაშელი
„მნათობი“, №5, 1951 წ.

ქუთათელის ზედმეტი სახელია „ყოყია“.
2. „სიცოცხლე - სიხარულია“ - ლექსები სანდრო ეულისა. წიგნად გამოსცა 1951 წ. [სახელგამმა] „საბჭ. მწერ.“ წიგნის სათაური აღებულია იმავე „ეპოქის“ ერთ-ერთი ჩემი ლექსიდან: „სიცოცხლე მაინც სიხარულია“!
3. იაკინთე ლისაშვილის ერთ-ერთ წიგნს ლექსებისას სათაურად აქვს ჩემი ლექსების ერთი სტრიქონი.
4. გრიშაშვილს ხომ მიაქვს და მიაქვს.
5. ანდრო ლომიძე - ზღვის მოტივები. „ქართულ საბჭოთა პროზაში თითქმის ერთადერთია, რომელიც ზღვის თემატიკაზე მუშაობს“ („მნათობი“, #9).

*
4 დეკემბერი - ტელეფონით სახელგამის ბუჰღალტერი მინდოდა.  შემეფეთა ირაკლი აბაშიძე. მელაპარაკებოდა არაგულწრფელად, ოფიციალურად. დავიმახსოვნოთ!

„არასოდეს არ ყოფილა“ თუ „არასოდეს ყოფილა“
1. საჭირო აღარაა ამ საკითხზე ილიასა და აკაკის ნაწერების გადახედვა.
2. არც აკადემიის აზრი.
3. „მნათობის“ მერვე ნომერში:
ა. „არსად და არასდროს ლიტერატურა და ხელოვნება ისე, როგორც იდეოლოგიის სხვა ფორმები, არ ქცეულა საზოგად.“ და სხვ.
ბ. „არსად და არასდროს ლიტერატურასა და ხელოვნებას არ აუწევია გონების, ჭეშმარიტების, ჰუმანიზმის და...“
გ. საბჭოთა ლიტერატურას არაფერი არ შეიძლება ჰქონდეს საერთო გახრწნილ ლიტერატურასთან.
4. „მნათობის“ მეცხრე ნომერში კი, აბაშელი -
„ეს ძმური გრძნობა
არასოდეს დაიღრუბლება“ (64 გვ.).
და განა მარტო აბაშელი?
იხ. მე-2 გვერდი.
ჰარინდრანათ ჩატოპადჰაია. აზიის დღესასწაული.

*
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორიუმში 20 დეკემბერს: პროფესორი პ. შარია - მარქსისტულ-ლენინური ეთიკის ძირითადი საკითხები.

ირაკლი აბაშიძე (ი რაკ რიბა)
ირაკლი აბაშიძე ყოვლად უსირცხვილოდ იყენებს თავის მდგომარეობას და თვითრეკლამას ეწევა მნათობში (№8, 1951). გივი გაჩეჩილაძე აქ მხოლოდ ფორმაა.
რა ეშველება ამ სენს? თავის ქება კიტრად.

ერთხელ Павленко ჩამოვიდა თბილისში. მოვიდა მწერალთა კავშირში. შევიდა ირაკლისთან. ირაკლი მაშინ მდივანი იყო. სამამულო ომის ხანაა. ირაკლიმ არც აცივა და არც აცხელა და პავლენკოს მიმართა:
- კაცო, მწერალთა კავშირის მდივანი ვარ. სირცხვილია სამხედრო ტანისამოსი არ მეცვეს. ერთი შინელი მიშოვე სადმე საწყობიდანაო.
პავლენკომ ახედა, დახედა ირაკლის და ასე უთხრა:
- Для такого гренадерского сложения, пожалуй, трудно найти подходящую шинель. Все-же постараюсь...
ირაკლი რომ რაღაც საქმეზე გავიდა ოთახიდან, პავლენკომ ჩაილაპარაკა:
- Н-да... Ираклий, по нашему говорится „И рак рыба“... Только на безрыбье.
შინელი კი უშოვა. ახლა ირაკლი ქვეყანას აყრუებს ძახილით: "სამამულო ომის მონაწილე ვარო".

სიკეთის „თეორია“.

„Derniere L’omnibus“
1. ფოტო - პატარა ფორტოპიანოს
2. სახურავის, რომელზედაც სურათია, გადაღება.
3. გადაღება გახდილი ფორტოპიანოსი.
4. გადაღება სახურავის ცალკე, სადაც ჩამოთვლილია ორი მოტივი.
5. ფოტო, ბავში მაგიდაზე ყურს უგდებს „Derniere L’omnibus“-ს.
6. თვით აპარატის (დაზიანებულია) რემონტია საჭირო სასწრაფოდ.

*
ეგაძეს აქვს პლაკატები „სამამულო ომი“ ჩემის ლექსებით, იგი რედაკტორობდა ამ პლაკატებს.

*
ალექსანდრე აბაშელი - უნდა გამოსულიყო რადიოთი 1 დეკემბერს (გაზეთები დიდის ამბით იუწყებოდენ). არ გამოსულა. ავად არ იქნებოდა, რადგან სადგურზე ჩინელი მწერლების შემ. სიაშიც არის. მაშ, რა მიზეზია? სამაგიეროდ, დიქტორები ილო მოსაშვილს აცხადებდენ მშვიდობის შესახებ მწერლად (ჩაძირული ქვები). ეს მეორე შემთხვევაა: ოთარ ჩხეიძის წიგნის შემდეგ...

ქუთათელის თავის მოყვანილობა
რატომღაც მას ყოყია დაარქვეს. ძალიან ჰგავან ერთმანეთს ქუთათელის თავის მოყვანილობა და ქუთათელის ლიტერატურული სტილი. საჭირო არ არის მისი ნაწარმოებების კითხვა. "სახე სარკეა სულისა". სერგო კლდიაშვილი? კარლო კალაძე? ეს სხვებია.
თავი წააგავს პრტყელ ტარანას.

*
ნაზიმ ჰიკმეტის „სევდა“. „მნათობი“, №9. ლექსი დაწერილია 1927 წ.
რაში გვამტყუნებენ,  მაშ, ჩვენ?
„შეველევით [მაგათ] ომის მაღალ“ ბანს.

[შეველი. შეველევიო].
[პესიმისტია].

*
ს. წულუკიძე:
„განა თუ პოეტი ცხოვრების სიმწარეს დაჰჟღერის ჩანგით - ეს იმას ნიშნავს, რომ მას ცხოვრებაში საიმედო აღარაფერი დარჩენია? (გვ. 280). ე. ი. ის პესიმისტია?“ (ამართლებს ცახელს).

*
 [ანათებ, ჩემო] და ამოდიხარ, საყვარელო მზევ.
ცელს კრიალი აქვს, ველს ცვარნამი ჰბანს.
ასე ელევი ღამის მაღალ ბანს.
საიდანაა? შორს სიმღერა ჰქრის,
ეს ქალიშვილი მღერის [ჩემი ხნის] ოცი წლის,
[აპობ] ფანტავ მთების ნისლს, [ღრუბლებს] სხივებს განზე სწევ.
მისსა და ჩემს გულს სინათლეში ხვევ...
გვინათე, [ჩემო] ჩვენო საყვარელო მზევ.

*
ბოსლეველი თავისი ბასრი ფელეტონებით დაუნდობლად ილაშქრებდა იმ სიბინძურისა, მექრთამეობისა და დაბეზღებათა წინააღმდეგ, რომლის ჭაობში იყო ჩაფლული სამღვდელოების ერთი უმძლავრესი ნაწილი: „ნუ დგებიან ქვეყნის წაბილწვის ცოდვაში, თავისი ბინძური გულისთქმისთვის ნუ რყვნიან საზოგადოებრივ ზნეობას და ცოდვილებს ნუ აძლევენ საბუთს, რომ ახალგაზრდობა, სწავლა-განათლება ახალგაზრდობისა, სწავლა-განათლების დამმარცხებელ იარაღად მოიხმარონ! იქონიონ სირცხვილ-ნამუსი, თუ კი სირცხვილი მათთვის შჩედრინის „ბუზად“ არ გამხდარა“ („დრ.“, №98, 1885).
ამ სტრიქონების დაწერიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ სწორედ იმ „ბინძურ და უნამუსოთა“ მიერ მოსყიდულმა გარეწარმა 1885 წ. 8 (20) მაისს, დილის 9 საათზე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრისკენ მიმავალი გზის დასაწყისზე, ზურგიდან დამბაჩის დაცემით ვერაგულად მოჰკლა 31 წლის ესტატე მჭედლიძე (სოლომონ ცაიშვილი, მნათობი №8. 1951).
1906 (იმავე ადგილს მოკლულ იქნა გრეკოვი, 21 წლის შემდეგ).
1885. ...21 წ.

*
ი. იოსელიანი რომ ამტკიცებდა, „პოეტს სახეზე შეატყობო“.
სახეზე  შეხედავ და იმ წუთშივ იცნობო.

ვიშინსკის სიტყვებიდან
1. მოლაპარაკება ერთ მაგიდასთან.
2. რა საჭიროა, ვკითხულობ მე, რა საჭიროა!
3. იმათ, ვინც ეძებს საბაბს.
4. სრულიად გაუგებარია, რა უდევს საფუძვლად.
5. გერმანელი ერის შეურაცხყოფა იქნებოდა მისთვის ისეთი მოთხოვნების წაყენება, როგორსაც ჩვეულებრივ უყენებენ ტუნისისა თუ მაროკოს მსგავს ჩამორჩენილ ქვეყნებს.
6. ყოველი ტომი არის შედევრი.

რეცეპტები სამს ალექსანდრეს
აბაშელსა ალექსანდრეს -
როგორცა ფსამს,  აგრე ფსამდეს.

ქუთათელსა ალექსანდრეს -
რასაცა ფსამს, იმას სვამდეს.

შანშიაშვილს ალექსანდრეს -
[ის მიირთვას, რასაც ჯვა...]
ყველა იმას თავს აფსამდეს.

*
მასწავლებელთა სახლთან არსებობს „ლიტ. წრე“, ხელმძღვანელობს სავლე აბულაძე.
ოლღა ბარამიშვილი (რადიოთი გამოცხადდა) ხელმძღვანელობს გრიბოედოვის თეატრში ერთ დადგმის მუსიკალურ განყოფილებას.
გეკტომანი. აპარატი სიტყვების ჩასაწერად - 5.000 მანეთად. უყიდნია გიორგი ცაგარელს მოსკოვში.

*
Заметки прочел.
გამოდის 25 საღამო 4 თვეში.
იოჰანეს.
ჯ. ჩ. ჟ. შურთხი!
თაბაშირი.

*
რა საჭიროა.
 უმოაჯიროა. [სამარცხვინოა]. რა საჭიროა.
მოაჯორო(ბ)ა. მახაჯირო(ბ)ა. ნადირო(ბ)ა. პატიმრო(ბ)ა. უცხვირპიროა. სანაპიროა. უნაპიროა.  თვალსაჩინოა. ბჭე-როა.  უაზროა.  საჯიბროა.  საჭიროა. მჭიდროა. სამჭივნოა.  ქვანახშირობა.
საჩივარი.
უუმოაჯიროა. უკარო-უმოაჯიროა.
მითხარით მე, რა საჭიროა.
დვიროა, საჯეროა.
საგმიროა. უძიროა.
განმსაჯი დროა!
საჭე როა. საჭეროა (ჭერი). საჩეროა (ჩერო).
უაზროა.
საჭუროა (საჭურეა).
საბურსაჭირო.
ლაჯი. კაიროა. სათათფიროა. უსაწიროა. სამწიროა. უწკიროა. უგამზიროა. მზისუმზირობა. უმზიუროა. სამარცხვინოა.
ხუროა. უროა. სუროა. უპიროა. უხეიროა. საჯახიროა. ჩირი-საჩიროა.
ხროვა. გროვა. ძრო. ტროა. გიჟმაჟ, რუა. ჭიგოა. რუა. საჯიბგიროა. გრილოა. სათაკილოა. კილოა. საჭიროა. საფირონი. სანახშიროა.
ვირობა. პირობა. რაა. რასა. თხრა. ძვრა.
500 სტრიქონი.
საკავშიროა. უაღვიროა. ჯახირობა. წინ რომ ვარ!

საბჭოთა კავშირის და სახალხო დემოკრატიის
ქვეყნების გარემოცვა
განა საჭიროა სპეციალურად აღინიშნოს ის უდავო ფაკტი, რომ ამერიკის ბაზები წარმოადგენენ ჯაჭვს, რომლის დანიშნულებაა გარემოიცვას საბჭოთა კავშირი და სახალხო დემოკრატიის ქვეყნები - ჩრდილოეთიდან სკანდინავიის ქვეყნების დახმარებით, სამხრეთიდან - თურქეთისა და საბერძნეთის დახმარებით, დასავლეთიდან - დასავლეთ ევროპის ქვეყნების დახმარებით, აღმოსავლეთიდან - იაპონიის დახმარებით, რომელსაც ახლა თავისი მახვილით [დახმარებით] საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ატლანტიკის ბლოკის პლაცდარმად, არსენალად და სიმაგრედ აქცევენ...
ვიშინსკი
1951, ნოემბერი

*
აღმოსავლეთით იაპონიის
        ხშირი ბაზებით -
მოისწრაფება ვაჟბატონი ის (ვაშინგტონი ის)
        გაკაპასებით.
და ჰა, ბაზების [ჯაჭვი] ტბები ამგვარი
        ჯაჭვით და ჯავშნით
ლამობს, [გად]მოსკდეს ვით ნიაღვარი
        საბჭოთა კავშირს.
დიდი ჩინეთი სურთ [გადალახონ] ფერფლად ნახონ
        ცეცხლის და ტყვიის
და მხარეები [ჩვენი] მოსრან სახალხო
        დემოკრატიის.

*
რა საჭიროა, მეგობრებო, კვლავ აღინიშნოს,
რასაცა ვხედავთ. ეხლა საქმეთ განმსაჯი დროა.

*
მხოლოდ თავისთვის ამზადებენ თოკს,
        იგი არმია,
[აი, რა უნდა] ფეხქვეშ ატლანტიკის ბლოკს,
        [აი,] რაც პლაცდარმია.

ო, ამერიკა! არ არის აგრე.
        იქნეს ფინალი.
აფეთქდეს იგი ციხე-სიმაგრე
        და არსენალი.

*
ამ „საბჭოთა მწერალში“
ვინმე რაჟდენ გვეტაძე
უკონტროლოდ თარეშობს,
მარჯვე ფულის ხვეტაზე.

*
სტენოგრაფიის საღამოს კურსები მოთავსებულია სოლოლაკში, კიროვის ქუჩა რომ თავდება და იწყება შესახვევი ჭონქაძის ქუჩისკენ (რომელი ქუჩაა?). მეცადინეობენ, ალბად, საღამოობით. დიდი საქმეა სტენოგრაფია (ხო არა სწავლობს).

*
1. ქ. სუხუმში არსებობს ჩემი სახელობის წრე - პედაგოგიურ ინსტიტუტთან. ხელმძღვანელობს უახლესი ქართული ლიტერატურის ლექტორი დავით (დათიკო) თევზაძე. შეიძლება თუ არა მსგავსივე წრეები მოეწყოს ტფილისში, ქუთაისში და სხვაგან?
2. მე მაქვს ატესტატი რეჟისსორისა. კარგი იქნება, ჩამოყალიბდეს ლირიკის თეატრი, ან...
3. მწერალთა ბაღი (შესაძლებელია შეიქნეს).
4. მოინახოს სადმე ბოლქვაძე, რომელსაც ჩემი ხელნაწერები აქვს (სად, როგორ, რანაირად?). საინტერესოა დაკარგული წინათქმის ძველი დოკუმენტი. აგრეთვე XVIII საუკუნის მწერლის სვიმონ ტაბიძის ხელნაწერი.

*
ამერიკისას გახედეთ ბაზებს,
        თუ არა ხოცვას,
რას [წარმოადგენს] ჟღერს ევროპის, გინდა აზიის
        ეს გარემოცვა?
სამხრეთიდან კი ბეგათ თურქეთის
        და საბერძნეთის
დახმარებით სურს გამოცდა ბედის,
        განწირულ ბედის!
ჩრდილოეთიდან სკანდინავიის
        ქვეყნების რიგით,
მოწყურებული კაცთა სიავის
        მღელვარებს იგი.
დასავლეთიდან კიდევ დასავლეთ
        ევროპის მხარეთ -
დახმარებითა და რჩევა-სწავლით
        მოიწევს ცხარედ.

*
ბრიტანეთის დელეგატმა არ დააყოვნა გაემეორებინა ინგლის-ამერიკის პროპაგანდის ცილისმწამებლური მტკიცებანი საბჭოთა კავშირ-გერმანიის 1939 წლის პაკტის შესახებ, რომელიც, როგორც ცნობილია, დადებულ იქნა იმისათვის, რომ გადადებულიყო სსრ კავშირზე ჰიტლერული გერმანიის თავდასხმა, რისთვისაც აქეზებდნენ ფაშისტურ გერმანიას ინგლისის და ამერიკის შეერთებული შტატები, და არსებითად არაფერი სთქვა საბჭოთა ნათელი და მკაფიო წინადადებების შესახებ.
კომუნისტი, 16 ნოემბერი, 1951

*
მოსამსახურემ ჩვენი სუფრა აალაგა. თებშების წაღებისას დანა დაუვარდა ძირს.
- К вам гость торопиться... Мужчина! - დაიძახა მან.

- წარმოიდგინეთ, ისეთი თავისტკივილი მქონდა, ბავშვი რომ მიდის და ფერადი ბუშტები მიაქვს. ბუშტები ქანაობენ.

იდენის სიტყვიდან
"ყველა ადამიანს სჩვევია შეცდეს, - განაცხადა იდენმა, - და მშვიდობა შეიძლება შექმნას მხოლოდ ურთიერთ შეწყნარებისა და თავშეკავების საფუძველზე. განა უმჯობესი არ იქნება ჩვენთვის, გამოვაცხადოთ დროებითი ზავი და არ ვიხმაროთ უხეში სიტყვები. განა, ნაცვლად ამისა, მიუკერძებლად არ უნდა მივაპყროთ ჩვენი აზრი სერიოზულ პრომლემებს?"
იდენის ამ სიტყვებმა ტაში გამოიწვია ხალხის ერთ ნაწილში, რომელმაც, როგორც სჩანს, ხალას ჭეშმარიტებად მიიღო დასავლეთის პრესის სარეკლამო ცნობა იმის შესახებ, რომ იდენი ჩამოაყალიბებდა შერიგების პროგრამას. მაგრამ იდენმა აქვე გაუცრუა მათ იმედი, როცა დაიწყო ატლანტიკის აგრესიული პაკტის ქება-დიდება, რომლის დადებამაც, როგორც ცნობილია, გამოიწვია საერთაშორისო ვითარების დაძაბულობის უკიდურესი გამწვავება და გააძლიერა ახალი ომის საფრთხე.
იდენმა განაცხადა, რომ საჭიროა დაიდოს დროებითი ზავი კორეაში, და „ხელი შეეწყოს სიმშვიდის დამყარებას ამ უბედური ქვეყნის გაერთიანების განსახორციელებლად“.
კომ., 16 ნოემ., 1951

*
მშვიდობის მსოფლიო საბჭოსთან შეიქმნა კულტურული ურთიერთობის საერთაშორისო კომისია.
მშვიდობის მსოფლიო საბჭო მოუწოდებს ამ კომისიას, შეიმუშაოს და აცნობოს ეროვნულ მოძრაობებს ძირითადი ელემენტები უბრალო და მოქნილი პროცედურისა, რომელიც პრაკტიკულად გააადვილებს კულტურულ გაცვლას ქვეყნებს შორის.
კულტურული ურთიერთობა უნდა წარმოადგენდეს ინტერესს საზოგადოებრივი აზრის ფართო ფენებისათვის, ანდა კულტურული საქმიანობის ერთი ან რამდენიმე დარგისთვის. მოეწყობა დიადი კულტურული წლისთავების დღესასწაული - 1952 წ.
იდღესასწაულებენ სხვადასხვა ქვეყნებში ვიქტორ ჰიუგოს დაბადების 150 წლისთავს (მაო დუნის წინადადება), ლეონარდო დე-ვინჩის დაბადების 500 წლის თავს (ერენბურგის წინადადება), ნ. გოგოლის გარდაცვალების 100 წლისთავს (დოლინის წინადადება), ავიცენას გარდაცვალების 1000 წლისთავს  (მთელი რიგი ქვეყნების ექიმთა ჯგუფის წინადადება), მოეწყოს აგრეთვე გამოფენები წიგნების და ნახატების.
(13 ნოემბ., 1951 წ.), კალენდარი

დარბაზები
1. სახელგამის კლუბი. 2. მწერალთა კავშირის კლუბი. 3. აკადემიის სააკტო დარბ. 4. ცეკავშირის დარბაზი. 5. ბერიას სახელობის კლუბი. 6. სანაგიტტეატრი (ჯაფ.). 7. რუსთაველის თეატრი. 8. მარჯანიშვილის თეატრი. 9. კონსერვატორიის დარბ. 10. მხატვართა კლუბი. 11. მხატვართა აკად. დარბ. 12. საჯარო ბიბლიოთეკა. 13. მასწავლებელთა წრე. 14. უნივერსიტეტი. 15. კომუნისტის დარბაზი. 16. გრიბოედოვის თეატრი. 17. სომხების Yთეატრი. 18. მუზკომედიის თეატრი. 19. ფილარმონიის დარბ. (პლ.). 20. გოსკინპრომის დარბ. 21. მოზარდ მაყურებელთა. 22. იმელის დარბაზი. 23. პიონერთა სასახლის დარბ. 24. ნავთლუღის კლუბი. 25. ორჯონიკიძის სახელ. კლ. 26. მოზარდ მაყურებ. რუსული. 27. კლუბი კამოს ქუჩაზე. 3-37-65. 28. კლუბი ნაძალადევში (მოს. წრეა). 29. "მედსანტრუდის" კლ. (გრიბ.). 3-89-23. 30. ძერჟინსკის სახ. კლუბი. 31. კლუბი აკადემიის ახლოს. 32. ინდუსტ. ინსტ. (Уч. п.). 33. Авто-мото-клуб и велодром комитета физкультуры и спорта при совете министров ГССР. 3-39-80. 34. Авто-мото-клуб Ц. С. О. авиохима ГССР. 3-34-68. 35. Альпинистов им. Джапаридзе. 381-73. იალბუზის მოტივები. 36. Им. Горького Промсоюза промстройюга. 3-07-24. 37. Окружной дом офицеров. 38. Азербайджанский театр им. Ахундова. 3-39-20. 39. კინოსტუდია. 3-10-65. 40. Комвольно-суконная фабрика. 3-26-06. 41-79. ინსტიტუტები. 80. გეოგრაფიული საზ-ბის დარბაზი. 81. თეატრალური საზოგადოების და ხელოვნების მუშაკთა დარბაზი. 82. მცხეთა. დარბაზი 400 კაცით.

*
100 საჩუქარი.

1-47.
48. მცხეთა, აღმასკომი, ლევან ჯავახიშვილი. ნუნუს ტელეფ. - 3-15-56. ახალქალაქი!!!
49.    
50. 14 მწერალი ჩემს შესახებ.
51. „სამშობლო“-ს ტექსტი... სამაგიერო?
52. ლენინი ხელოვნებაზე (კლ. ცეტკ.).
53. დედის პორტრეტი.
54. მამის პორტრეტი.
55. ს. სუდეიკინის პორტრეტის აღდგენა.
56. ახალი მუქარა (კრიტიკის კომისიები).
57. აბა, ჰე! დაჰკა წერაქვი!
58. პ. შადური. მამალი მთარგმნელი (ლექსი).
59. „მოჰქრის და არა მოდის“. „პოეტესა ნონეშვილი“. სერგი ჭილაია. ესე არაკი.
60. V ტ. ჰონორარის შეს.
61. ნაღდები და...
62. „სინათლის ყვავილი“.
63. ლექტორები.
64. ხუთწლედები.
65. От странствий нет добра. 3,352 სტრიქონი. კომ. კალენდარი.
66. სად ვხვდებით ერთმანეთს? (მხატვრები. მუსიკა და სხვ.).
67. ქურდია! დაიჭირეთ!
68. კინო.
69. თევზაძე, არონიშიძე, ჩიქობავები. სემინარია. ქეთო კანდელაკი, გვარამია, დაპირება,  ჩინელების.
70. მშვიდობა.
71.    
72. ხალხი (მარში).
73. ხალხი.
74. გაფორმება და ხელოსნები. ჩარჩოების საკითხი. ჩინელებთან შეხვედრა.
75. მწერალთა კავშირთან არსებული კინო-კომისია.
76. ეკატერინე გაბაშვილის საღამო (12 მონაწილე).
77. პოეტები რედაკტორებად. ეტყვი, მომიტანე ასანთი.
78. სათაურები ჩემი ლექსებიდან (ქუთათელი, ეული, ლისაშვილი).
79. „არასოდეს არ ყოფილა“ თუ „არასოდეს ყოფილა“!
80. ირაკლი აბაშიძე და თვითრეკლამა. სიკეთის თეორია.
81. ქუთათელის თავის მოყვანილობა. ერთხელ პავლენკო.
82. პოეტს სახეზე შეატყობო. ბოსლეველი, ჰიკმეტი.
83. რა იყო ნოდარ ჩხეიძის მონტაჟი? იოსელიანი. წულუკიძე.
84. ვიშინსკის სიტყვებიდან (ს. აბულაძე, ო. ბარამიშვილი).
85. რა საჭიროა? (რითმები) რეჟისორის ატესტატი. დაკარგული ხელნაწერები.
86. გარემოცვა. სტენოგრაფია. ჩემი სახელობის წრეები. თეატრი.
87. საშინელი  გარემოცვა (ვიშინსკის სიტყვიდან). გვ. 3.
88. 1939 წლის პაკტის შესახებ.
89. იდენის სიტყვიდან: ა?
90. მშვიდობის მსოფლიო საბჭოსთან (?). დარბაზები.

მთარგმენლობა - ახალი ფორმაა დაჯგუფების. რედაქტორობაც. თავმჯდომარეობაც.

*
ჭიპტა. ჭოპტა. ლასხი. ლომინა! (ხერხე). მუდამ. ყაირა! თ! ი!
(ბავში, ვინ უნდა გავიდეს დასამალავად).
„კუკუ-დამალიობა“.
ვთქვათ, ხუთია. ეს წარმოადგენს კენჭისყრის მსგავსს. ვისზედაც შესწყდება, ის დაიმალება. თუ იპოვეს, ყველანი გავარდებიან ხისკენ, რომელსაც პირველმა მიმსვლელმა ხელი უნდა შეახოს.
Derniere L’omnibus.
400 строк.
Анна Ивановна Юрга (Свидетельница).