შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-269 - 1951 წელი


1951. 17 ოკტომბერი.
ამხ. ჭილაიას სიტყვა.
„1. ...განსაკუთრებით ძვირფასია მეცნიერებისა და ლიტერატურის წარმომადგენელთა მუშაობის ის მკაცრი, მაგრამ სავსებით სამართლიანი შეფასება, რომელსაც შეიცავს ამხ. კ. ჩარკვიანის საანგარიშო მოხსენება.
2. ...მაგრამ ჩვენი მუშაობის (პარტიული ორგანიზაციის) შედეგები არ შეიძლება დამაკმაყოფილებლად ჩაითვალოს თუნდაც იმიტომ, რომ ცალკეულ მეცნიერ მუშაკთა შორის, როგორც ამხანაგმა ჩარკვიანმა აღნიშნა, არა ჯანსაღი ურთიერთობა დამყარდა.
3. ჩვენი პარტიული ორგანიზაცია 160-მდე კომუნისტს აერთიანებს (აკადემიის ნამდვილი წევრები, წევრი კორესპონდენტები, დოცენტები, ასპირანტები).
4. ზოგიერთ მათგანს... ამა თუ იმ თეორიის ფუძემდებლად, ამა თუ იმ სკოლის მეთაურად მიაჩნია თავისი თავი.
5. ჰფიქრობს, რომ მოწოდებულია, გადასწყვიტოს მეცნიერების ბედი და ამიტომ ცდილობს, ჩააყენოს თავისი თავი განსაკუთრებით პრივილეგიურ მდგომარეობაში. მეცნიერებათა აკადემიის პარტიული ორგანიზაცია გადაჭრით ებრძვის ასეთ განწყობილებას.
6. აკადემიის მუშაობაში ბევრი ნაკლია. ეს იმითი უნდა აიხსნას, რომ აქ სუსტად არის განვითარებული კრიტიკა და თვითკრიტიკა.
7. პარტიულმა ორგანიზაციამ დღემდე ვერ შესძლო თავის გავლენაში მოექცია ყველა სამეცნიერო დაწესებულებისა და ინსტიტუტის მუშაობა. ვფიქრობ, ეს არის მეცნიერული მუშაობის ყველა ნაკლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
8. ნაკლოვანებათა ნამდვილი კრიტიკის ნაცვლად ხშირია კინკლაობა, რაც არა ჯანსაღი ურთიერთობის შედეგია (მაგ. ენათმეცნიერების ინსტიტუტში შექმნილი მდგომარეობა).
9. აკადემიის პარტიულმა ორგანიზაციამ ენათმეცნიერების საკითხებს მიუძღვნა ღია პარტიული კრება, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა... განსაკუთრებით სასტიკად იქნა გაკრიტიკებული კომუნისტების - ამხ. გ. ახვლედიანის, ბ. ჟღენტის, შ. ძიძიგურის მცდარი პოზიცია, რომლებიც  ამ პარტიულ კრებაზე გამოვიდნენ ამხ. ა. ჩიქობავას სავსებით სწორი დებულების წინააღმდეგ. პარტიულმა კრებამ დაგმო აღნიშნული ამხანაგების საქციელი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამხ. გ. ახვლედიანი განაგრძობს უპრინციპო ბრძოლას ამხ. ა. ჩიქობავას წინააღმდეგ, რაც არანორმალურ პირობებს ჰქმნის ინსტიტუტის მუშაობისათვის.
10. ...ილია ჭავჭავაძემ, აკაკი წერეთელმა და იაკობ გოგებაშვილმა შექმნეს თანამედროვე სალიტერატურო ენა (ტრადიციებს განაგრძობენ საბჭოთა მწერლები), მაგრამ ამ ტრადიციების წინააღმდეგ გამოდიოდენ ქართველი სიმბოლისტები და ფუტურისტები, აგრეთვე მწერალი კ. გამსახურდია. მათ დიდი ზიანი მიაყენეს ქართულ ეროვნულ ენას, უპირისპირებდენ რა მათ გაუგებარ არქაიზმებს და ყოველნაირ სიტყვიერ ჯამბაზობას.
11. სამწუხაროდ, ქართული ენის ეს დამახინჯებანი გვხვდება ზოგიერთი სხვა მწერლის ნაწარმოებებში.
12. ამ მოვლენების წინააღმდეგ გადამჭრელ ბრძოლასთან ერთად ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრეთვე პოეზიაში პრიმიტივიზმის წინააღმდეგ, რაც ახასიათებს ზოგიერთი თანამედროვე ქართველი პოეტის შემოქმედებას და კერძოთ, ისეთი გამოჩენილი ქართველი პოეტის შემოქმედებას, როგორიც შანშიაშვილია.
13. ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტების დიდი და სერიოზული ამოცანები დგას... მაგრამ უნდა ითქვას, რომ აქ მუშაობა ნელა მიმდინარეობს.
14. მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების მუშაკებმა უნდა აღმოფხვრან (გადაჭრით უნდა აღმოფხვრან) ნაკლოვანებები თავიანთ მუშაობაში“.
დასკვნა:
1. ამხ. კ. ჩარკვიანის გამოსვლა არ შეიძლება მკაცრ გამოსვლად, შედარებით, რა თქმა უნდა...
2. „არა ჯანსაღი ურთიერთობა დამყარდა..“ როდის: გუშინწინ, გუშინ თუ დღეს? უნდა ეთქვა ეს გარკვევით ს. ჭილაიას. არა ჯანსაღი ურთიერთობა არსებობს დიდი ხანია, თითქმის ოცდაათი წელიწადია. თუ ამდენი არა, ათი წელიწადი მაინც.
3. „ზოგი ცდილობს ჩააყენოს თავისი თავი პრივილეგიურ მდგომარეობაში“-ო, მაგრამ ვინ არ ცდილობს ამას? თუ „ზოგი ცდილობს“, ჩააყენონ იგი პრივილეგიურ მდგომარეობაში, მაშინ სხვა გვარად იქნებოდა საქმე.
4. მთავარი მიზეზი: კრიტიკისა და თვითკრიტიკის უქონლობაა. ეს მართლაც ასეა.
5. კინკლაობა - არა ჯანსაღი ურთიერთობის შედეგიაო. ამდენადვე შეიძლება ითქვას, რომ არა ჯანსაღი ურთიერთობა - კინკლაობის შედეგია. შეიძლება თუ არა - არა ჯანსაღი კინკლაობა? ან ჯანსაღი კინკლაობა? რა თქმა უნდა, შეიძლება - ფუტურისტების აზრით - კინკლაობა ჯანსაღია.
6. შ. ძიძიგური - გამოჰყავს, როგორც ფიგურა. ოო!
7. ჩიქობავას „სწორ დებულებებში“ არაა აღნიშნული მისი (ჩიქობავას დამოკიდებულება - შეხედულება ვაჟასადმი. ჩიქობავა ვაჟას სთვლის ქართული სალიტერატურო ენის შემქმნელად აკაკისა და ილიასთან ერთად (იხ. მისი „სიტყვანი“).
8. „გამოდიოდენ“ სიმვოლისტები  და ფუტურისტები. ეხლა არ გამოდიან? რას ნიშნავს ასეთი ამნისტია? ამის ნებას არ იძლევა ამხ. კ. ჩარკვიანის გამოსვლა.
9. „პრიმიტივიზმის“ წარმომადგენლად ს. შანშიაშვილი არ გამოდგება.  როგორ ესმის პრიმიტივიზმი ავტორს? თუ ბუნებისადმი (პრიმიტივისადმი) დამოკიდებულება? ეს საშიში არაა. თუ პრიმიტივიზმი პრიმიტიულად წერას ნიშნავს (როგორც წერა-კითხვის არ მცოდნეთა შემოქმედება), მაშინ ეს შანშიაშვილს ვერ  მიეკუთვნება. პრიმიტივიზმი - ალბად, გლეხური მნიშვნელობის иცნებადაა აქ მოცემული. ცისქვილი (კაცმა ფრანგული იცის, გერმანული იცის).

1951. 17 ოკტომბერი.
რ. აგლაძის სიტყვიდან:
„საკითხი ისმის არა მარტო ორი-სამი ამხანაგის კოლეკტიურ მუშაობაზე, არამედ მთელი განყოფილების, მთელი დაწესებულებისა და ხშირად რამდენიმე სამეცნიერო და საწარმოო დაწესებულების ერთობლივი მუშაობის შესახებ.
...მე, ისევე, როგორც მეცნიერების დარგში მომუშავე სხვა ამხანაგებს, რომლებიც აქ ესწრებიან, განსაკუთრებით ღრმად ჩამწვდა გულში  მომხსენებლის სიტყვა ქართველ მეცნიერთა ურთიერთობაში არსებული ნაკლის შესახებ. ამ ნაკლის გამოსწორება უთუოდ დაგვეხმარება მუშაობის გაუმჯობესებაში.
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია ყველაფერს გააკეთებს თავისი მუშაობის გასაუმჯობესებლად, ნაკლის აღმოსაფხვრელად და ღირსეულად შეასრულებს პარტიისა და ხელისუფლების მიერ მის წინაშე დასახულ ამოცანებს“.
დასკვნა:
ასე გამოდის: მეცნიერების დარგში ყველა მომუშავე მეცნიერთა ([გამოდის, რომ] ყველა ქართველ მეცნიერთა) ურთიერთობაში არსებობს ნაკლი. ეს მეტის მეტად დიდი ბრალდებაა!! აგლაძე არ აკვირდება თავის სიტყვას.

*
Страбон (Ухимерион).

პირველი ქართული ბალლადები
ბალლადა ფრანგული
რეფრენი.
ბალლადის. ფორმა. იხ. წიგნ. ზარნიშიან  წიგნში (მირზა გელოვანის მიერ ნათქვამი სიტყვები).
1. ვაი, დრონი, დრონი!
2. შესავალში საუბარი ლირიკის შესახებ.
3. ადგილი ლექსში ლირიკის შესახებ: მიწის თხრაში სვანს ვერავინ სჯობნის.
4. ადგილი ლირიკიდან...
5. ადგილი „იმერის დაბრუნებიდან“.
6. ხომლის საიდუმლო (ექვსი ბალადისა).
მე მგონია საკმარისია. ამ ფორმის ბალლადა პირველად იწერება საქართველოში.
ბალლადა „ხომლის საიდუმლო“ შეიძლება დაიწეროს. მაშინ ბალლადა მიიღებდა სხვა ფორმას. მხოლოდ რეფრენი რჩება უცვლელი...
ო, რეფრენი. მთელი გამოკვლევა შეიძლება დაიწეროს ქართულ რეფრენზე. იგი უძველეს დროიდან მოდის ჩვენს ლირიულ პოეზიაში.
ლირიკაზე საუბარში ისე შედის ეს ბალადა, რომ ვერავინ ვერ შეამჩნევს. დაკვირვებულ მკვლევარს გარდა ვერავინ შეამჩნევს და სრულიადაც ძნელი შესამჩნევია, რომ პოემის დასაწყისში და შუაში ბალადების ფორმაა.
შესავალში იგი (ბალადა) იძლევა მეტისმეტად ლირიულ აჟღერებას. თითქოს ამზადებს მკითხველს...
ბალადა აქ მოცემულია დატეხილი სტრიქონების ფორმით.
მთელი პოემის ფორმის შესაბამისად (როგორც დასაწყისში, ისე შუაში).
ამნაირად ფრანგული ბალადის ფორმა უკვე სხვაა, ქართული ბალადისა კი სხვა. ფრანგული ბალადა შესდგება...  ვიიონი: XVI საუკუნის ფრანგი პოეტი იძლევა 28 სტრიქონს მაშინ, როდესაც ჩვენი ბალადა ყოველგვარი წესების დაურღვევლად ბალადის 56 სტრიქონშია მოცემული.
რაც მეტ თავისუფლებასა და სივრცეს იძლევა.
ხომლის საიდუმლოში დაცულია ფრანგული წესი - მაგრამ გაქანება აქვს სხვანაირი...
ბალლადას ქართული შესატყვისი [თანაბარი] სახელი არა აქვს.
ჩვეულებრივად ამბობენ: „არსენას ლექსი“, „ცხენის ლექსი“ და სხვ. და სხვ.
ლექსი კი სულ სხვა ცნებაა. რა თქმა უნდა, „არსენას ლექსი“ არ ნიშნავს „ლექსს“ იმ გაგებით, როგორც ეს მიღებულია საერთოდ. „არსენას ლექსი“ უკვე ფორმაა - განსაკუთრებული, განსხვავებული, უახლოვდება ბალადას (უკანასკნელს ხანებში მიღებულს: ცახელის ბალადა „ბუნების კარში“, მაგალითად, სხვაა).
ინგლისური ბალადა. „Баллада Рэдингской тюрьмы“ უაილდისა.
ეს უკვე ჩვეულებრივი ლექსია და სხვა არაფერი.

ქაჯანა
I. შალვა რადიანის ყირამალები.
II. შალვა რადიანის ოინები.
III. შალვა რადიანის წაჯექ-უკუჯექობა.
IV. შალვა რადიანის ცუღლუტობა.
V. შალვა რადიანის ხრიკები.
VI. შალვას „ხელთ არკალამი, უპყრია რიკე“, „ჩლიქთ“ უნდა იყოს.

„Khajunah“ - Кхаджана или Хаджана - (ჩვენებურად „ქაჯანა“, ა?).
დარდისტანის ერთ-ერთი მთიური დიალექტთაგანია.
ამ დიალექტით ლაპარაკობს ინდოეთის ჩრდილოეთ-დასავლეთის საზღვარის მოსახლეობა.
აი, ჩვენი მშვენიერი შავი ზღვა. გავყვეთ ბათუმიდან მიმავალ გემს. მივიდეთ კალკუტაში. შორს, ძლიერ შორს, [არსებობს] ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის საზღვარზე არსებობს საკვირველი მხარე, რომლის სახელია „დარდისტანი“. [სწორედ ამ დარდისტანის ერთ-ერთ მთიურ დიალექტს მოსახლეობა] დახედეთ, რა რელიეფურადაა იგი აღნიშნული ინდოეთის რუქაზე. დარდისტანის მოსახლეობის ერთერთ მთიურ დიალექტთაგანს კი [სახელად] ეწოდება „Khajunah“ - Хаджана - ე. ი. ქაჯანა. შენ კი გეგონა, ქაჯან, გაიქე მეზობელთან,  ერთი ჭიქა მარილი გვათხოვე-თქო, ქაჯან, სულ ქაჯანა...
- დარდისტანი ჰქვია სახელადა? მართლა? - [იკითხა] გახარებულმა ქაჯანამ, - რა მშვენიერი სახელია, მასწავლებელო, არა?
მასწავლებელი, რა თქმა უნდა, მიხვდა, რისი თქმაც უნდა [ამ უკანასკნელი სიტყვებით] ქაჯანასა [და არა უპასუხა რა].
სად გადაიყვანა ინდოეთის ერთერთი კუთხის ეგზოტიურმა სახელწოდებამ იდეათა ასოციაციით პატარა ქაჯანა?

დახმარება
ერთის შეხედვით თითქო მთელ ჩემს ცხოვრებაში არავინ არაფერს არ დამხმარებია, არც მიმიმართავს დახმარებისათვის, არ დამიმდაბლებია თავი. მერცხვინებოდა თითქო, რომ საქმეში, რომელსაც მე ვაკეთებდი, ვინმე დამხმარებოდა. „უნდა დაეხმარო კაცს“, „დამეხმარე ამ საქმეში“, „შენს დაუხმარებლად რას გავაკეთებ?“ ყოველივე ეს მეჯავრებოდა, ყოველივე ეს უცხო იყო ჩემთვის.
მაგრამ ასეა განა  სინამდვილეში? ეს ერთ-ერთი ჩემი უდიდესი შეცდომათაგანი იყო და აწყდებოდა ათას წინააღმდეგობებს: შეიძლება განა ადამიანმა უადამიანოდ იარსებოს ან ისე, რომ რაიმე დამოკიდებულება არ ჰქონდეს მასთან? არა, მაშ, ურთიერთობა, დამოკიდებულება - თავისთავად არ გულისხმობს განა ერთმანეთისადმი დახმარებას?
პირიქით! ეს შეუძლებელიცაა. რაგვარი წესწყობილება არ უნდა არსებობდეს, ადამიანის ადამიანისადმი დამოკიდებულება ყოველთვის არსებობს, რაიმე სახით.
სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა დედამიწაზე ცხოვრება! „რობინზონ კრუზო“ ან კინო-სურათებში გამოხატული ამბებიც საკმარისია იმის საილიუსტრაციოდ, თუ რა სიძნელეებთან გვექნებოდა საქმე - სრული განდეგილობის დროს.
და რა არის ბოლოს და ბოლოს ეს განდეგილობა? ვერავითარი განდეგილი ვერა სძლებს, თუ ერთხელ მაინც სოფლად არ ჩამოიარა!
ერთმა [იმერელმა] რაჭველმა მშვენივრად მორთო სახლი მაღალ მიუვალ მთაზე, ისე მოაწყო, რომ არა აკლდა რა... და არც დააკლდებოდა მთელ თავის ცხოვრებაში; მარტოდ-მარტო სცხოვრობდა ერთი მოსამსახურითა.
და რა მოუვიდა?
გარდაიცვალა სულ ახალგაზრდა რაღაც მოწყენილობის, დარდის, მარტოობის ნიადაგზე.
აი, აქ იყო საჭირო დახმარება!! მაგრამ ახალგაზრდა კაცი ამაყი იყო, თავს აგრე რიგად არავის უყადრებდა!
პირდაპირ საშინელებაა!

საღამო უნივერსიტეტში
როგორც ამბობენ, მოკლე ხანში აწყობენ ჩემთან შეხვედრას უნივერსიტეტში. კარგია, თუ ეს შეხვედრა რაიმე მკვიდრი საქმით დასრულდება, თორემ რაა ახლანდელი შეხვედრები, „Мы встретились, и разошлись как в море корабли“. ძირითადათ კი საღამომ უნდა მოგვცეს:
1. ერთი ნომერი კარგი სალიტერატურო გაზეთისა.
2. ნაყოფიერი სალიტერატურო წრის დაფუძნება (მწერალთა კავშირის დამოუკიდებლად).
3. განმტკიცება ლიტერატურული პოზიციების.
4. საღამო უნდა იყოს დასაწყისი შემდგომი ლიტერატურული მუშაობისა.

VII ტ. ნაწერების. კანტატა.

*
1/2 - დილ. 1 მთელი - შუად. 1/2 - საღ. დაწოლისას მთელი - 1 მეთინალი (ეს ჯერ არ უნდა).
2 веч. 3-4 ут. и веч... 5 ч. веч. сделать камфору <...>.
В понедельник машину, в четверть второго.
4 веч. - камф., 5, 6 - банк.
Капли - 3 раза в день не позже 7 ч. веч.
Микстура опять, также второй флакон - 4 раза взамен 6-ти.
Sol argendi nitr. 1/4% - 200,0. Для полоскания.
Ляпис - გამოივლეთ პაპიროსის მოწევის წინ ყოველთვის და ამით გამოწვეული სიმწარე გააბათილებს სურვილს პაპიროსის მოწევისას.
ყელში გამოსავლებათ: გვირილის ჩაისებრ ნაყენს ჩაურთავთ ორ ცალ თეთრ სტრეპტოციტს.
Шибкова делала банки по утрам а по вечерам Верба. 8-VI последний раз пришла Пешкова (Чилингаров).
თვითეულმან.