შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-266 - 1951 წელი


[1951 წ. 1 იანვარი].
35. 468. 89.

ბავშებო!
მოგილოცავთ ახალ წელს! მრავალს დასწრებოდეთ!
ახალწლის ამ ბედნიერ დღეს მინდა მოგმართოთ ლექსით „ახალი წელი“. ასეთი წინათქმა წავუმძღვარე საახალწლო გამოსვლას რადიოთი (ბავშებისადმი). უნდა წაეკითხათ დღის 12 საათზე.

შემწვარი წიწილა.
- Зубы починю так, что в новый год вы будете кушать цыпленка-табака, - ასე მეუბნებოდა გუშინ წინ ზაბელინი, კბილის ექიმი.
Забелин Владимир Антонович.
Забелин Владимир Владимирович.
მივეცი წიგნები წარწერებით.

ორმოცდაათი პოემა.
მქონია დაწერილი 50 პოემა. დღეს გადავათვალიერე - იმათგან 40 დაბეჭდილია.

„ანანიაშვილი“.
ძალიან მთხოვს ლექსები ვათარგმნინო!
(შემხვდა თბ. რ-ში ბესოსთან).

უნივერსიტეტში.
სესიები თავდება იანვრის ბოლოს.
შეხვედრა სჯობია მოეწყოს თებერვალში.
ა. ხორავა, ბ. ჟღენტი, ბაგრატიონი, ბ. ჩიქობავა, წიგნის გამყიდველი და სხვ. მეუბნებოდენ რადიო-გადაცემის შესახებ აღტაცებით. აგრეთვე მწერალთა კავშირში და სხვ.

[2 იანვარი].
„არაგვი არაგვისპირელის“.
შიო არაგვისპირელი (დაიბადა 1867 წ.) შევხვდი 1910 წ. იყო 43 წლ.

1. სახელგამში ტრაფარეტი...
2. მოლაპარაკება ბ. ჟღენტთან (ბესო).
3. გაზეთები „Ленинское Знамя“ და ქართული.
4. აკადემიაში (ქართვ. და სხვ.).
5. მწერალთა კავშირში (ვინ გაგზავნეს) სია მწ.
6. კედლის კალენდარი (ჩემი ლექსია).
7. მხატვრები.
8. ტელეფონი არ გამოგვითიშონ.
9. რუსული ანტოლოგია.
10. ქართული ანტოლოგია.
11. 25? 25? 25?

სასამართლოს ქ. №31. კიკაჩეიშვილი სოსო გიორგის ძე. 3-00-67? - ლაშქარაძე.
შაუმიანის ქ. №20. კვეზერელი-კოპაძე ნიკოლოზ ივანეს ძე. ავტ. მცხეთის ხიდის.
არჩილი, უფროსი ვაჟი - გეოლოგი.
სოსო კვეზერელი-კოპაძე. დ. კასრაძის ნაცნობებია.

1. კინოებში მიდის ქრონიკა „არჩევნები“. მე გადაღებული ვარ, თურმე, შესანიშნავად, ხმის მიცემის დროს, ყუთთან. ჯერ კადრი მიდის ჩვეულებრივად - ერთ ადგილას ჩემი სურათი დიდდება.

მოლაპარაკება ბ. ჟღენტთან არაფრით არ დამთავრდა. ჯერჯერობით დარჩა ისევ 3.500-4.000 სტრიქონი. რა იქნება? ბროშურა! ვნახოთ, ვინ ვის?

[3 იანვარი].
გადავწერე პოემები:
1. პირველი ენკენისთვე.
2. ძლეული სენი.

[4 იანვარი].
1. მოლაპარაკება სოხუმთან: წვიმები იყოო. მალე დავიწყებთო (ლეო გვათუა).
მივეცი გადასაბეჭდათ სამი პოემა. ამგვარად VIII ტომის საქმე წინ მიდის.
ყველა პოემები მზად მექნება დღეის სწორს (მემანქანეს გადაეცა დასაბეჭდათ). მანამდე დამზადდება ლექსებიც.

დაიწყეს თავდასხმებიც. ან მტრული გამოსვლები. შიგნიდან და გარედან.
1. Ленинское Знамя - არ დაბეჭდა ლექსი.
2. „З. В.“ - არ მიიღო სერებრ. ლექსი.
3. კარლო კალაძე იმუქრება.
4. ახვლედიანი იმუქრება, ეს საზიზღარი ტიპი!
5. სახლში არეულ-დარეულობაა: ვერ ვპოულობ თავის ადგილას უბრალო ქამარსაც კი.
6. ტატიანა სამართლიან საყვედურებს მეუბნება, რატომ არ გამოგვიარეთო. რა ჩემი ბრალია?
7. ზლატკინი ისე ჩაივლის. რაღაცაზე გულმოსულია ჩემზე. წიგნის საკითხია!
8. ბ. ჟღენტი - ცდილობს ჩაშალოს წიგნის საქმე. არ მიგვითითებს ცეკასკენ.
9. კნეინა თმებს იგლეჯს. სურს ახალი პალტო (პალტო აქვს, მაგრამ...). დამდევს ავტომობილში კვალდაკვალ, უცდის, როდის მივიღებ აკადემიისგან ფულს.
10. ეთერი ჭორიკანა ყოფილა (მე კი ეს არ მეგონა ასე). ნინას ეუბნება, რომ მე მას თითქო მეგრელი ვუწოდე. როდის? რა საზიზღარი ტიპი აღმოჩნდა! არავინ არ გიფასებს ამაგს. ახია ჩემზე.
11. შოფერი - ხომ შოფერია. დარაჯობს ყოველ წუთს, როდის შეიძლება მანქანის თავის ნებაზე პროწიალი.
12. თან გაცივება, გრიპი... მაგრამ ხომ არ ვაზვიადებ ყოველივე ამას?..
13. მთავარი მტერია უმოქმედობა, გუშინ, მაგალითად, არა გამიკეთებია რა!
14. მოგკლავს კაცს წვრილმანები! მაგრამ რომ ვერ ვშორდები მათ? აჰა, ესეც შენ! ხელი მეშლება.
15. წიგნის საქმე მაინც წინ მიდის! იგი კრეისერივით მიცურავს ზღვის ტალღებში!

[5 იანვარი].
I. მიიარე, მოიარე,
თუა მსგავსი თინიკოსი
სადმე ქვეყნად გეოლოგი,
ან გეოლოგ-ქიმიკოსი!

II. თავდასხმა ტელეფონით:
- Попросите Булата.
თავდასხმა საკდესის:
- სურათი უნდა გადავიღოთ მაინც და მაინც შენს კაბინეტშიო.
რამ გაამწარა ეს ხალხი? დეე, გამოვლინდენ!
- Квартира Ширван-Заде?
- Подождите! Сейчас подойдет Булат.
(ან სილვია, ან აშხენი). ორივე...
საბეჭდი ქაღალდი. კარდონები. მაკრატელი.
„Здесь живет Ширван-Заде“.

*
დარდი არის ნიკოსი -
გონორარის ფსიქოზი.
И так.

[6 იანვარი].
გარედ თოვს...

Манасею
Знай
такт.
Пой
и пей -
Дивился
чтоб всяк.
И
так
мой
Манасей:
То
так,
то
сяк!
В. Маяковский
1924

[10 იანვარი]].
ა. ნ. ტოლსტოი - გარდაიცვალა 1945 წ. 62 წლის. პარიზი (1935 წ.).

[11 იანვარი].
1. ჩარჩო კედლის გაზეთისათვის.
2. გადაიბეჭდა თუ არა პოემები: 1. ყრმობის დროინდელი ლექსები; 2. პირველი ენკენისთვე; 3. ძლეული სენი? (დიდი ხანია).

[12 იანვარი].
ჯეკ ლონდონი. ლენინს უყვარდა.

[13 იანვარი].
1901 - ი. ბ. სტალინის ხელმძღვანელობით ბათუმში ჩამოყალიბდა რსდმპ ორგანიზაცია (50 წლისთავი). პოემა „ძლეული სენი“.
1872 - დაიბადა ნინო ნაკაშიძე. 1952 წ. 80 წ.

[14 იანვარი].
ლადო კეცხოველი... მეფის ჯალათებმა მოკლეს 1903 წ. მეტეხის ციხეში.
მახსოვს მაშინდელი გაზ.

3-42-92 - ილია ხოშტარია.
მეზობელს შეუძლია გამოიძახოს ან გადასცეს.
Чернышевского №2. Промлес.  Г. Искоян. ჩარჩოთა საკითხი.

[15 იანვარი].
გადარჩევა ლექსების.

თექვსმეტს.
ავტოს დაემართა ხიფათი - ამხსნეს ნომრები. ახალი შინები უნდა შეიძინოთო.
საქმე მნათობში ჭანდრაკულათაა. შალვა რადიანი მოითხოვს ჩემი ნაწერების სარედაქციო კოლეგიაში წაკითხვას, და თავის აზრსაც იქ გამოთქვამსო.
გამოდის: ვერ ბედავს პირდაპირ თქმას, რომ არ მოსწონს, უნდა თავისი აზრი სარედაქციო კოლეგიას მოახვიოს (კოლეგია დაეთანხმება). ეს მისი ახალი ოინია. „ვერ გაბედავსო“, ტყუილია.
„მნათობის“ კოლეგია:
1. აგიაშვილი ნიკა, 2. ასათიანი ლევან, 3. აფხაიძე შალვა, 4. ლორთქიფ. კონსტ., 5. მოსაშვილი ილა, 6. რადიანი შალვა, 7. ქიაჩელი ლეო, 8. ჩიქოვანი სიმონ, 9. ჩხეიძე ოთარ, 10. ჭილაია სერგო, 11. აბაშიძე ირაკლი.

[16 იანვარი].
გადარჩევა და გადაღება.
სუხუმთან დეპეშა.
როგორაა საქმე „მნათობში“.
უჩა.
ჩარჩოები და გაზეთი.
აკადემიაში.

[17 იანვარი].
გადარჩევა და გასწორება.
დღეს შევიძინეთ ახალი ავტომანქანა „პობედას“ ტიპის. 57-51. ГН.

[19 იანვარი].
ჯაფარიძე - სახკინმრეწვის გარაჟის უფროსი.

[20 იავნარი.]
გადაეცეს რედაკტორს (ხა, ხა, ხა!).

„Заря“.
გასწორდა ლექსი - იგავ-არაკი „კუჩხა და საათი“. 1951. შეიძლება ჩაემატოს დიდედას ამბებს.

*
მტერი მას სძლევს, ვინაც ცოდნას არ ეკარება.
ციხე გასძლებს ცოდნის კარი თუ ეკარება.
უნდა ამ წლებს ცოდნის ზარით არეკარება.
ხვავს მოშორდეს უნდა მტვერი, ნარეკარება!
1951 წ.

*
21 იანვარი.
დეპეშას მიგზავნის გვათუა:
ერთი დღით ჩამოდით აფხაზეთს.
ო, საქმე საჩქარო რამ თუა,
აქ წიგნებს რა ვუყო ან გაზეთს?

აქ - ავტოს პრობლემა ჩიხს ხვდება.
კრებული „სამშობლო“ წელში მცრის,
რა ვუქნა მერვე ტომს, ფერხდება..
გაყინულ წერტილით არ იძვრის.

რუსულად წიგნსა სცემს „ზარია“,
არ იქნა, თავი ვერ მოება.
აქ მუდამ გლოვა და ზარია,
ანგრეულ-აყრილი დროება.

„მნათობი“ რა საქმეს მიპირებს?
ამასაც ხომ მალე გავიგებ.
მიხვდება ირაკლი, იტირებს,
რომ ვწვდები და ფეხქვეშ გავიგებ!

„იზვესტის“ რომ წერილს დავპირდი,
მაჩქარებს. რა ვუყო ამ გაზეთს.
და ახლა დეპეშაც: „რას იცდი,
საჩქაროდ ჩამოდი აფხაზეთს“.

აჰ, ღმერთო... ასე რომ მაწვალებ,
კანონის რომელი მუხლია?
დავტოვებ ამ თბილისს, სულ წავალ
და ყველას თავში ქვა უხლია!
მინაწერი: საქმე კარგად მიდის და შენ კი... დაიბენი? ეე!

[22 იანვარი].
უჩა ჯაფარიძის საკითხი ჯერჯერობით მოიხსნა. ეს არაა კარგი...

23. I. 51.
თბილისში ამოვარდა დიდი ქარიშხალი. მსგავსი რამ ბევრს არ ახსოვს.
„პრავდაში“ მოთავსებულია ჩემი ლექსი ლენინზე.
„Заря Востока“-ში მოთავსებულია ჩემი ლექსი ლენინზე.
გამოტანილია ჩარჩო კედლის გაზეთისთვის.
ცინკოგრაფიაში კეთდება სათაური გაზეთის!
„სამშობლო“-სათვის მიცემულია გადასაბეჭდავად ლექსები.
„იზვესტია“ არ მაჩქარებს.
ავტოს საკითხი.
გაურკვეველია „მნათობი“ ჯერჯერობით.
მერვე ტომი გაკეთდება!

[23 იანვარი].
საღამოთი გავემგზავრე აფხაზეთში.

[27 იანვარი].
„აფხაზეთი“ - სასტუმრო.
საქმე მგონია იწყება: ქვები ადგილზე ატანილია, სილაც და ხრეშიც.

[24 იანვარი].
1891 დაიბადა კ. გ. ტიჩინა. რატომაა: კ. გ.

[29 იანვარი].
დღეს დავბრუნდით აფხაზეთიდან.

[1 თებერვალი].
გარეუბანი (გლდანი). სასწავლო ნაწილის გამგე - გიორგი ცინცაძე. ტელ. გლდანის სასოფლო საბჭო. დირექტორი შკოლის - შუბლაძე. სა...
„სტალინის დროშა“ - ნამიჭეიშვილი.
ბიოგრაფია.

[24 თებერვალი].
შეხვედრა გლდანში.

[26 თებერვალი].
ექიმმა თუშურიანმა 10 დღე წოლის რეჟიმი დაუნიშნა.

[28 თებერვალი].
ადგა ლოგინიდან.

[5 მარტი].
[იყო ექიმი თუშურიანი. 10 დღე უნდა იწვეს].

[12 მარტი].
კატასტროფაა პირდაპირ: პირველი მარტიდან დღემდე - განიავდა 6.000 მანეთი. რასა ჰგავს ეს?

[15 მარტი].
Страшный день для моих врагов.

[31 მარტი].
ჩამომიყვანა.

[11 აპრილი].
3-33-53 - ექ. მაისურაძე.

[26 მაისი].
სალიტერატურო საღამო!!

[27 მაისი].
სალიტერატურო საღამო!!!

[3 ივნისი].
2 стакана, 1 л. сода, закеп. наст. в таз. зак.
2 чайных стак. 1 ложку соды закипятить, налить в таз, закрыть одеялом и дышать.

[10 ივნისი].
№61 მედწიგნაკი გ-ის.

[14 ივნისი].
დღეს პირველად გავიარე ქალაქში. 14 დღე ვიწექი გრიპით, ანგინით და საერთო დასუსტებით. ავადმყოფობა გადავიტანე ჭამით.

[21 ივნისი].
სოხუმისკენ!

[26 ოქტომბერი].
ბენზინი - 50 р. აკადემია, უნივერსიტეტი, ბინა.

[27 ოქტომბერი].
შოფერმა 9 საათზე უნ-ში მიიყვანა ნუნუ. მერე არა სჩანს. უკვე პირველი საათია. საითკენღაც უტია. შემდეგ შოფერმა ახსნა, რომ სახლში იყო, თავის დედასთან, ავადააო..
2 საათზე წაიყვანა ნინა! სადილისათვის. ჰმ. ჰმ. ჰმ. ჰმ.