შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-5 - 1950-იანი წლები


 [ვინაიდან დიდი მოთხოვნაა].

დაევალოს სახელგამს:
1. გამოსცეს სახალხო პოეტის გ. ტაბიძის ნაწარმოებთა ყველა შვიდი ტომი. ერთ ტომად ქართულ და რუსულ ენაზე.
2. დაერქვას გალაკტიონის სახელი თბილისის მეორე სანაპიროს.
3. აგებულ იქნას ამ ქუჩაზე სპეციალური შენობა მუდმივი გამოფენი­სათ­ვის სა­ხელწოდებით: „სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი გზა“. აქვე მო­ეწყოს წიგნთსაცავი და საბიბლიოგრაფიო კაბინეტი.
4. ამავე ქუჩაზე [სიცოცხლე] შესაფერ ადგილას სიცოცხლეშივე აეგოს ძეგ­­ლი სა­ხალხო პოეტს გალაკტიონ ტაბიძეს.
5. დაევალოს სახელგამს გამოიცეს წიგნი „გალაკტიონ ტაბიძის შემოქმე­დე­ბა“, რო­მელშიდაც შევა როგორც აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვ. ბარნოვის, გან­დეგილის, ზ. ჭიჭინაძის და სხვ. წერილები და ლექსები, ისე თა­ნამედროვე მწერ­ლე­ბის და კრიტიკოსების ნაწარმოებნი გ. ტაბიძის შესახებ.
6. განსაკუთრებული დამსახურების გამო სახალხო პოეტს გ. ტაბიძეს დაე­ნიშ­ნოს პერსონალური პენსია თვეში 1[5]0.000 მანეთის რაოდენობით.
7. დაერქვას ქ. სამტრედიას სახელწოდება „საგალაკტიონო“.
8. მოეწყოს თბილისის სახ. ოპერის თეატრში დიდი საიუბილეო საღამო. ასე­თივე სა­ღამოები მოეწყოს საქართველოს დანარჩენ დაბა-ქალაქებში.
9. მიეცეს გ. ტაბიძეს განსაკუთრებული დამსახურების გამო ერთდრო­ული დახ­მარება 100.000 მანეთის რაოდენობით.
10. დაევალოს ჯანმრთელობის სამინისტროს უზრუნველყოს ავადმყოფი პო­ე­ტი სპეციალური მკურნალობით.
11. მიეცეს შესაფერი ბინა.
12. [აღძრულ იქნას შუამდგომლობა, რათა საქართველოს სახალხო პოეტის - გ. ტა­ბიძის წიგნები გამოცემულ იქნას] წინადადება მიეცეს საბჭოთა კავში­რის ყველა 16 რესპუბლიკის გამომცემლობებს, გამოსცენ გ. ტაბიძის ნაწერე­ბი. მოსკოვში ყვე­ლა 7 ტომის გამოცემა.
13. დახმარება გაეწიოს გ. ტაბიძეს წყნეთში აგარაკის მოწყობაში.
14. დასაჩუქრებულ იქნას სახ. პოეტი - გ. ტაბიძე ავტომანქანით.
15. მოუწყოს სახ. ხარჯზე გ. ტაბიძეს პირადი სამდივნო და კანცელიარია.
16. სახლი ვანის რაიონში, სოფელ ჭყვიშში, სადაც დაიბადა გ. ტაბიძე, შე­­ნა­ხულ იქ­ნას და მოეწყოს იქ შესაფერი მუზეუმი.
17. ასეთივე მუზეუმები მოეწყოს ქ. ქუთაისში.
18. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას დაევალოს, გამოსცეს 7 ტომი გ. ტა­ბიძისა – აკადემიური გამოცემა.
19. დაერქვას ახალ ხიდს „გალაკტიონის ხიდი“-ს სახელწოდება.