შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-610-3 - 1950 წელი


5 მაისი.
აბანოში (2 ნომერი. კარგად დაზელენ ნინასაც და მეც. 18 საათზე).
სახელგამში წიგნი. ინჟინერის გაფრთხ.; „გოსლიტიზდატის“ მისამართი ზლატკინთან.
მწერალთა კავშირში (ლიტფონდში აგარაკის შესახებ).
რაიფინგანში დოკუმენტი - 2 საათამდე.
ტანისამოსის პრობლემა (ქუდი?).
კრეიტანის ნახვა სრულ 2 საათზე. ვკითხოთ: სრულია მისი ლექსი თუ აკლია რამ?
„Заря Востокa“-ში ზლატკინთან, ბ. ჟღენტთან ტექსტის შედგენა.
„Гокc“. წიგნი და შენიშვნები. რეცენზიები (რა ჰქვია გაფრინდაშვილის ცოლს).
აკადემიაში (წიგნის დაბრუნება. მეორე წიგნის წამოღება). კარგია აკადემიასთან დამოკიდებულება წიგნებით. ფოსტაში წერილის გაგზავნა მოსკოვში.