შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-610-1 - 1950 წელი


1 მაისი. 1950.
1. საჯარო ბიბლიოთეკაში - მონახვა ჟურნალ „განათლების“ იმ ნომრების, რომლებშიაც მოთავსებულია: „მასწავლებელო, განახლების ჩამოჰკარ ზარი“. „ყვითელი ფოთოლი“ (თუ შემოდგომა?), აგრეთვე პოემა „მწყემსი“ გაზ. „თემში“, ლექსი „ახალი წელი“ გაზ. „თემში“, „ახალი ტალღა“ ალმანახ „პირველ ტალღაში“ (შეიძლება ეს ლექსი აქვს ს. ჭილაიას?). სულ - 4 ლექსი და ერთი პოემა.
2. სახელგამში - 1. გადარიცხვების საქმე. 2. წიგნის (VII ტომი) გადაცემა დასაბეჭდათ „Заря Востока“-ს სტამბაში. სად უნდა შეიკრას და აიკინძოს წიგნი. კლიშეები.
3. „Заря Востока“ - 1. მოლაპარაკება სტამბის გამგესთან წიგნის (I ტ.) ვადასთან დაკავშირებით (მაისის განმავლობაში?).
4. „მაისი და მშვიდობიანობა“ - შეტანილ იქნას VII ტომში ([ვისი] რედაკტორისა და მთავლიტის თანხმობაა საჭირო).
5. მწერალთა კავშირში - სტენოგრამმა უკანასკნელი პლენუმის. ამოწერა ადგილების ს. ჩიქოვანის, სერგო ჭილაიას და დემნა შენგელაიას სიტყვებიდან.
6. უნივერსიტეტში - ზეინაბ მუშკუდიანის სიტყვა „მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით“. საღამო. დარაზმვა ახალგაზრდა მწერლების. ფართო ინფორმაცია. როდის იქნება? (მე მგონია, წელს).
7. „ზარია ვოსტოკას“ წიგნი - უსათუოდ წელს უნდა გამოვიდეს. ზლატკინი დამპირდა „პოდსტროჩნიკებს“ მეექვსე და მეშვიდე ტომიდან. რა ეშველება ბ. ბრიკის თარგმანებს? ელ. შერვაშიძის თარგმანებს? სხვა თარგმანებს? გამოდგება თუ არ კრეიტანის თარგმანები? ვინ არიან კიდევ სხვა მთარგმნელები? (VI და VII ტომებიდან მათ ლექსები).
8. ბენო ჩიქობავას წიგნი - რა მასშტაბი აქვს? რა იმედი ან ვისი? როდის გამოვა? რისთვისაა ყოველივე ეს ჯერ-ჯერობით საიდუმლოებით მოცული? „საშკოლო ბიბლიოთეკა“? თუ?.. სხვა!
9. ეთერი შუშანიას დისერტაცია უნდა დაჩქარდეს. ვნახოთ, რას იტყვის ეთერი! (ინფორმაცია). დაინტერესება - დიდია.
10. როგორია წიგნის გავრცელების საქმე? ამაზე დიდათაა დამოკიდებული შემდეგი ტომების ბედიღბალი (თევზაძე, მელიტონი, ქიზიყელი რედაკტორი! [რას აპირებ] (ვეფხო-ფშაველი). ბოლო დროს მეხსიერება მღალატობს. სულ უახლოესი ნაცნობების სახელი და გვარი მავიწყდება. ეს არ ვარგა. უნდა ჩავიწეროთ. ქრონიკა „ზარია Востока“-ში.
11. მომაწვნენ - უცნობი და ნაცნობი - მთხოვენ ფულს, მთხოვენ, არ ვიცი, კიდევ რას, ყოველივე ამას ბოლო უნდა მოეღოს: სულ ერთია, არ მომასვენებენ. სამშაბათს იმ ბანდიტს... 100-150.
12. სტალინის სახელობის რაიფინგანში - ცნობა ლენინის ორდენის შესახებ, მოსკოვის „გოსლიტიზდატში“ წარსადგენად.
13. სია... საღამო მუსიკალურ შკოლაში. მუსიკისათვის მასალები „რჩეულიდან“, IV, VI და VII ტომებიდან.
14.  პოემების პრობლემა... (აქ ბენო უნდა ჩავირიო საქმეში).

ხვალ, 2 მაისს.
1. ეგზემპლიარები „Заря Востока“-სი (ჩემი ლექსია შიგ) ან რედაქციაში, ან სადგურის კიოსკში, ან სხვა კიოსკებში.
2. კრეიტანს მოეთხოვოს სრული თარგმანი.. მზადება.
3. ვენის წიგნის ამბავი (გოქსი, ჭავჭავაძის ქალი).
„ფუძემდებელი ახალი პოემის“.

(2 მაისი).
1. ქალთა მონასტერი, სამთავრო. 2. სვეტი-ცხოველი. 3. აკადემიის ბაღი. 4. გავაჩერებთ ავტომობილს ძველ დიასახლისთან.
საგზურები.
1.000. 20 ш. Мцхета. Озеро Лиси. Худадовский лес. Комсомольская аллея.
Мибинав. ლიზი-ლიჩედი.