შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-590-14 - 1950-იანი წლები


13 ნოემბერი.
წყნეთიდან თბილისში გადმობარგება. ამიერიდან თბილისში დავფუძნდით. კარგია. სულიერი განწყობილება ყველასი მტკიცეა (თურმე ბევრი რამ ყოფილა დამოკიდებული ჩემზე. თუ ოჯახის ფუძე მთავარი ყოჩაღადაა, ოჯახიც ყოჩაღად იქნება).

14 ნოემბერი.
სახელგამში ვნახოთო... ხვალ გვეცოდინებაო... აააპ! „ზარია“-ში ილიას ლექსი! მაგრამ „კომუნისტში“ საქმემ იგრიალა... საქმემ კი არა ლექსმა. ჩემმა ლექსმა, დაწერილმა 40 წლის თავზე... იგი დაიბეჭდება 7 ნოემბერს!!! აკადემიაში... ხალხზე! ხალხზე! თუ ხალხმა შეგვიყვარა... მაშინ... მაშინ... მაშინ...