შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-590-5 - 1950 წელი


გეგმა V ტომისათვის
1. უნდა საფუძვლიანად გასწორდეს პოემა „1940 წ.“ გადაიწეროს ხელახლა, თუ აუცილებელი იქნა და დაიბეჭდოს მანქანაზე.
2. უნდა საფუძვლიანად გადაკეთდეს „სამი პალმა“. შესაძლებელია, მიეცეს თანამედროვე ხასიათი.
3. შედარებული იქნას „ზღვა ახმაურდა“ და IV ტომი. რაც ამ წიგნებში შეტანილი არაა - გადაირჩეს, მანქანაზე გადაიბეჭდოს V ტომში შესატანად.
4. მოძებნილ იქნას ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ლექსები („ლიტერ. და ხელოვნებაში“ პიონერი (ადამიანი), „ლენინი შვეიცარიაში“ და სხვ.).
5. გადაწერილ იქნას აფხაზეთის ხელნაწერები „ასწლიანები“ და სხვ.
6. მონახულ იქნას სია პოემებისა შედგენილი კოჯორში და დალაგდეს ცალკე. მონახულია.
7. გადახედულ იქნას პოემა „აკაკი წერეთელი“.
8. გადაწერილ იქნას მეორე ვარიანტი „იმერის დაბრუნებისა“.
9. ხელახლა გადაბეჭდილ იქნას მანქანაზე წიგნებში („ოქრო“ და „ზღვა ახმაურდა“) აღმოჩენილი და ტომებში შეუტანელი მასალები.
10. მონახულ იქნას რომელიღაც წიგნის ყდაზე წარწერილი „შესავალი“ სამი პალმისთვის.
11. შედგენილ იქნას ზუსტი სია დაგროვილი მასალების (როგორც გასწორებულების, ისე გასასწორებლების).
12. დაიყოს თავებად. მონახულ იქნას პირველი სია.