შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-584-8 - 1950 წლის შემდეგ


მოქმედნი პირნი:
1. მეგი - ახალგაზრდა [კოლმეურნე] ქალი, 2. 3. 4. 5. მეგის ტოლები.
2. თამსირ, 2. 3. 4. 5. ასწლიანები.
მოქმედება სწარმოებს შავი ზღვის სანაპიროზე [1950 წელს] 1948 წ.

- სწორია‚ არ სტყუის
არას დროს სიმართლე.
- სწორია სინათლე‚
სინათლე‚ სინათლე!

- აბა, რა საკადრისია‚
ჩვენ განა არ ვიცით?
სიმართლე ანათებს
ახალის სიმტკიცით.

- ო‚ რასა ბრძანებთ! განა ჩვენგან
საკადრისია,
რომ ვინმე თქვენზე ორაზროვნად
იღიმებოდეს?
თუ ტყუილია - ისიც იყოს,
ხალხს უთქვამს მცნებად‚
რომ ასი წლის კაცს ტყუილიც კი
დაეჯერება.

სინათლეს,
სინათლეს
უხვად გამოგვიწვდიდე.
იდიდე‚
ო‚ სტალინ‚
იდიდე!

საღამო გაიხსნება ჰიმნით: გმირულად იდიდე მარად, ჩემო...