შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-259 - 1950 წელი


1950 წ.
[ჩვენთა მევენახეთა,
კახეთს ვინცა გახედა.

ჩვენში ყურძნის მოსავალს,
ნახავს სხვა გამოსავალს?

ვინმე წყალ-წაღებული
არის გაჩაღებული.

აგზნებულა ტაროსი
ჩვენი წითელ-წყაროსი.

ხედავ ნათელ სახეებს
აქ ჩვენს მევენახეებს.

[შუქ ჩრდილებმა]
მათ^ სახეზე ეტყობა
დიდი გამოცდილება.

ბეჯით შრომას მოითხოვს,
ღვინოს არ ჩამოითხოვს.

რთველს ქება და დიდება
მოსავლის გადიდება].

მავნებელს და ობობას
ვაზის ავადმყოფობას.

რეგვენია თუ ბრძენი,
უყვარს სუფრის ყურძენი.

[ჩვეულება აქ დადის
ვანისა და ბაღდადის.

სახე რომ გაქვთ უკვდავის
თბილისსა და ქუთაისს].

საქმეში იქ ჩაები
ღვინის საქაჩავები.

[და მტევნებში მცურავი
დადის ყურძნის მწურავი].

[ზესტაფონია
იგი, ასე მგონია!!!

გაფრენაა არწივის
ვენახები ვარციხის,

როგორც ჩვენი ზუგდიდის,
ისე ჩოხატაურის.

[გასულ] რთველი წელს შედარებით,
ოც დღით ადრე დაიწყო.

ბახვია თუ ბომბორი.
რთველი, მერე როგორი].

გურჯაანმა ივარგა,
სიღნაღი კი ჩამორჩა.

მაგრამ ყველაზე გვიან
[თელავს დაიწყეს რთველი.]
თელავი და ცაგერი.

სამარკო და ხმოვანი,
მაღალხარისხოვანი.

ჩვენი ნაკლი ის არის,
ის რომ ტკბილის დუღილი

მაღალ ტემპერატურის
ხაზით მიმდინარეობს.

[ღვინო ამბროლაურის
და ცაგერის მაჭარი.

არ იგრძნო სასწაული,
არა დანაშაული,

ცოტა ქინძმარაული,
ცოტა გუნაშაური.

.................... ჩქარ-ჩქარა
ოჯალეში, ხვანჭკარა].

[ყურძნის მოვ.]
რთველი
1950
[ძველი] სუფთა, არ-არეული,
[ზამთრისათვის რჩეული]
გვქონდეს გადანახული
ცოტა ნაფარეული,
ცოტა კარდანახული.

შემოდგომ[ის]ამ ხაზებში
კახეთს მაღლით დახედა.
დაინახა ვაზებში
წყება მევენახეთა...

უქმად იდგეს, სად რთველი
არის გაჩაღებული,
რომელია ქართველი
ისე წყალ-წაღებული.

[უცქერ] ყურძნის [მდიდარ] მოსავალს
აგზნებული ტაროსი.
ეძებს გზას გამოსავალს
ღვინო წითელ-წყაროსი.

აქ ჩვენს მევენახეებს
ჩრდილი არ ეჩრდილება.
ზედ ემჩნევა სახეებს
დიდი გამოცდილება!

სხვისას არ ჩამოითხოვს,
რთველს ქება და დიდება,
ბეჯით [შრომას] გარჯას მოითხოვს
მოსავლის გადიდება!

ქება ამ პურ-მარილის,
არასდროს არ განქრება
და მარნეულ-ყვარელის
[ჩნდება] ელავს მომინანქრება.

[ქარი] ქარვა წინანდალისა,
ლალი წნორის წყალისა,
მუკუზანის, მანავის,
მოდის ამასთანავე!!!

[გაფრენაა] სილაღეა არწივის -
[სახე] ფრენა რომ აქვს უკვდავის.
[სწვდეს] ვენახის ფრთა ვარციხის
სწვდეს თბილისს და ქუთაისს.

ამბობს: შემოდგომაა.
[ვართ] ვაზს ფოთლებში ჩავები.
ჩქარა, ტევრში რომაა
ღვინის საქაჩავები!

ჩვეულება აქ დადის
ძველი, ასე მგონია
ვანისა და ბაღდადის,
[მერე] მხართა ზესტაფონია!

მგონი, თვით ფუკიდიდის,
დროის ხმა ჩქეფს ზნაურის.
როგორც ჩვენი ზუგდიდის,
ისე ჩოხატაურის.

და მტევნების მწურავი
დადის, მერე როგორი:
საწნახლებში მცურავი
ბახვია თუ ბომბორი!

სეტყვა იყო და მორჩა,
გაჰქრა, [ჩა] [გადმოიქარგა,] გადაიკარგა.
[ბუგიეთი] სიღნაღი [თუ] არ ჩამორჩა,
გურჯაანმაც ივარგა.

იყო ტკბილის დუღილი,
[საარაკოდ] დადგა ღვინო ხმოვანი,
[ღვინოდ დუღილი]
როგორც ჭექა-ქუხილი,
მაღალ ხარისხოვანი.

ნურავინ ნუ აურევს,
იცნონ შემონაჯარი,
ვაზი ამბროლაურის,
და ცაგერის მაჭარი.

არის დანაშაული,
არ იგრძნო სასწაული,
ჩვენი ქინძმარაული,
ჩვენი გუნაშაური.

მტევნებს, როგორც ხელეურს,
ქარი არხევს ჩქარ-ჩქარა,
მისდევს უსახელაურს,
ოჯალეში, ხვანჭკარა.

[კმარა] ეხლა გულხელდაკრეფა?!
მშვიდობა შინაურებს!
დროზე უნდა აკრეფა,
ზოგი - აჭიანურებს.

[ჩვენთა მევენახეთა] თასი უნდა დაჰქარგოთ,
მეღვინეთა ვალია -
[აღძრან] [მოგცენ] მომცენ უდანაკარგოდ,
რაც კი მოსავალია!

*
გამოყენებულია პოემისთვის „ქიტესა“.

[სულ] დღეს სახელმწიფოს ჩავაბარეთ არ არეული,
რაც მისთვის გვქონდა საგანგებოდ გადანახული,
ცოტა ახალი, ცოტა ძველი ნაფარეული,
ცოტა წიწმატი, ცოტა ყველი და დეკეული,
ცოტა ციცკა და ცოტა კიდევ კარდანახული.

უნდა გენახა შემოდგომა ყვითელ ხაზებში,
ვაზმა ჩვენს ქართლსაც კახეთიდან მაღლით დახედა
და დაინახა შაბიამნის მწვანე ვაზებში,
უბისში, ქსანში, მცხეთაში და ნადარბაზევში
თავდადებული წყება ახალ მევენახეთა.

კაცო, მითხარი,  რომელია ეხლა ქართველი.
იყოს ქართველი, არა ვინმე წყალწაღებული,
უქმად იდგეს და უცქეროდეს, როდესაც რთველი,
მით მთა და ველი, [ძველის ძველი] ახალია თუ ძველისძველი,
ცეცხლივითაა გაშლილი და გაჩაღებული.

გაიგონებდით, ალბად, ყურძნის დიად მოსავალს,
გვეხმარებოდა აღგზნებული ჩვენი ტაროსი -
როგორც შიშველი მიისწრაფვის შესამოსავათ,
გაცხარებული დაეძებდა გზას გამოსავალს
იქ მშვენიერი, [სუფთა] ლაღი ღვინო წითელ-წყაროსი.

თქვენ ყველას იცნობთ ახალს და ძველ მევენახეებს.
სანამ რთველია, იმათ ჩრდილი არ ეჩრდილება.
როცა შეხედავთ: ზედ ემჩნევა იმათ სახეებს,
მევენახეებს ისე, როგორც ჩვენს მებაღეებს -
[ისე საჭირო,] ზედვე ატყვიათ, დიდზე-დიდი გამოცდილება!

ჩვენი კაცი ხომ არსად სხვისას არ ჩამოითხოვს,
ამიტომ უნდა ვუთხრათ ჩვენს რთველს ქება-დიდება,
რომ ყველგან, ყოველ ცისმარე დღეს, და წლის ყოველ დროს
დიდ ყურადღებას და უფრო დიდ გარჯას მოითხოვს
გაძლიერება მოსავალის - და გადიდება.

ქართველები ვართ! ქებათ-ქება ამ პურმარილის
იყო, დარჩა და არასოდეს ის არ განქრება,
მარტო ის რად ღირს: მარნეული ჩვენი ყვარელის
                    (საქარელის)
ახალი სახის ელვარებით იმინანქრება.

თან, მოგახსენოთ,  სილაღეა თითქო არწივის,
გაფრენა რომ აქვს ჩვენებური ფრთების, უკვდავის
იმ ფრთებს მაგონებს ვენახები ჩვენი ვარციხის,
და ვენახები, მტარებელნი კახური რიხის
როგორ გადმოწვდა ამ თბილისსა და ამ ქუთაისს.

თითქო ამბობდეს: გაიგონეთ, შემოდგომაა,
ფრთებით ამ ვაზთა ფოთლებში ვარ, თითქო გავები.
რა დროს კრთომაა და ან რა დროს [უქმად] ჩრდილში  დგომაა,
მომეშველენით, მოიტანეთ ტევრში რომაა
უშველებელი, ა, ის ღვინოს საქაჩავები.

[და ჩვენი დროის] სიახლე თქვენის ეპოქისა ახლა აქ დადის,
აქ არაფერი დარჩა ძველის, ასე მგონია,
მამაპაპური სიმხნევისა და სიდიადის,
ცხუმის, თელავის, ვანისა და გინდა ბაღდადის
მხართან, [მე ვფიქრობ] მესტებით, კვლავ, სვირი და ზესტაფონია.

მე წაკითხული არ მაქვს [თქვენებრ] წიგნი ბრძენ ფუკიდიდის,
 [კაცის მართლაც რომ] [შვილი [ტოლი] არა ვარ თავადისა]
არა მჯერა-რა ინტლი-გენტლის ან აზნაურის,
ისე კი ვიცი ღვინო, როგორც ჩვენი ზუგდიდის,
[ისე განთქმული] ახალი, დიდი აღმავლობის გზებით რომ მიდის,
ისე მარნევის,  ხაკვნისა და ჩოხატაურის.

ვაჰ, უნდა ნახოთ საწნახელში მტევნის მწურავი
[იქ მიდი-მოდის] მიგორ-მოგორავს გოგორივით, მერე როგორი.
და, უნდა გითხრათ, საწნახელში არის მცურავი,
წლევანდელ დიდი მოსავალის არ მომდურავი
მთელი ზეგანი, მთელი ბახვი, მთელი ბომბორი.

აქა-იქ, თუმცა, სეტყვა იყო. იყო და მორჩა.
ის სეტყვაც გაჰქრა, ის ღრუბელიც გადაიკარგა.
სიღნაღმაც თავი ისახელა, განა ჩამორჩა,
თუმც სიღნაღს [წინ ასწრებს] მაინც, ჩემის აზრით, [ისევ] სჯობნის ბანოჯა,
როგორც ბოლნისმა, გურჯაანმაც, ვიტყვი, ივარგა.

რა საამური იყო ჩვენში ტკბილის დუღილი
თითქოს [რაღაც] ჯერ რაღაც [ხმოვ] ბუბუნებდა, [იყო] უცხოდ ხმოვანი.
მერე ავარდა ისე, როგორც ჭექა-ქუხილი,
სჩანდა: გველოდა ღვინო მაღალ-ხარისხოვანი.

მე დაცდილი მაქვს: დე, ნურავინ ნუღარ აურევს,
თავ-თავის ადგილს იცნონ ვაზი შემონაჯარი.
უკეთესია ვენახები ამბროლაურის,
მისი მაჭარი ამტეხია აურ-ზაურის,
ცაგერს - ვინ იტყვის, იმ ცაგერის სხვაა მაჭარი!

არის შეცდომა, არის დიდი დანაშაული,
არ იგრძნო ქვეყნად მიწიერმა ეს სასწაული:
ქინძმარაული, ვაჰ, რა არის ქინძმარაული.
რაა ოქროსთან, [მარგალიტი] მაგალითად, თითბრის შაური?
არ გიგემნიათ? მაშ, არ იცით გუნაშაური?

რაა ოქროსთან, მაგალითად, თითბრის შაური?

და ამოძრავებს მტევნებს ისე, როგორც ხელეურს,
შემოდგომების მძაფრი ქარი უფრო ჩქარ-ჩქარა.
ვერას დააკლებს [აცივება] ვერაფერი უსახელაურს -
თითქო მხედარი მიაჭენებს სწრაფად ბედაურს!
[მოსაშველებლად, მხარის დამჭერად]
მხარ-დასაჭერად ოჯალეში მოდის, ხვანჭკარა.

საიქიოშიც კი გვეყოფა გულხელდაკრეფა,
სუ ვეუბნები მეზობლებსა და შინაურებს,
ამ უხვ მოსავალს თავის დროზე უნდა აკრეფა,
სანთლითაც უნდა [ესარგებლათ] გვინათებდეს, სანამ ჩაჰქრება!
არ მიყვარს [სიტყვა] საქმე, ზოგ-ზოგი რომ აჭიანურებს.

*
 „ეს საქართველო იმ თასივით დავქარგოთ:
ისტორიაში რა ჰხატია.. ჩვენი ვალია.
[მეღვინეებმა მოგვცენ ღვინო უდანაკარგოთ.]
[ავავსო თასი, სუ პირსავსედ, [უდანაკარგოდ] საძმოდ, საკარგოთ].
[ჩვენვე მოგვხმარდეს, რაც კი ჩვენში მოსავალია!]
ავსწიოთ თასი სუ  პირსავსეთ, საძმოდ, საკარგოდ,
მეღვინეებმა მოგვცენ ღვინო უდანაკარგოდ.
ხალხსვე მოხმარდეს, ქვეყნად რაც კი მოსავალია!“

[ამასობაში, მგონი, [სახლსაც] სოფელს მივუახლოვდით]
[ბოდიშს მოვიხდი, რა მეგონა, თუ მე გახსოვდით!
[წინად [რომ იყო] ეს კუთხე]
აი, სოფელიც მივარდნილი, ყბად-აღებული.
ისე ბნელოდა, სულს გასცხებდით, ქვას რომ დახლოდით -
[აწ რამოტოლა სახლებია, ვშიშობ, გახსოვდეთ]
სახლი რომ მოსჩანს აი ცენტრში, მომიახლოვდით,
[მოსჩანს სოფელი] ჩემი სახლია, ელექტრონით გაჩაღებული.]
ბოდიშს მოვიხდი, არ მეგონა, თუ მე გახსოვდით,
აი სოფელიც, ძველად ასე ყბად აღებული,
ისე ბნელოდა, სულს გასცხებდით, ქვას რომ დახლოდით.
აჰანდე, ცენტრში, ვერა ხედავთ? - მომიახლოვდით -
ჩემი სახლია - ელექტრონით გაჩაღებული.
        
(დასასრული)

*
290. 280.
გეგენა. პოპინა. ილია. საბა. ირაკლი. პაშა. ნარიმან. შიუკა.
Dernier L’omnibus.

*
უსახელაურს?
[ბოლნისის!]
მამაცობა ის არის.
მუდამ გვახსოვდეს.
აღაფრთოვანა!

* * *
ნახავთ, როცა ევროპიდან
დაბრუნდება მარიჯანი,
ვეღარ იცნობთ, ქალია თუ
„ფარშიანი“ ბადრიჯანი.

[ჩემი ქმარი სად წავიდა?]
* * *
ჩონგურზე უკრავს ქალი. მე გატაცებით ვუგდებ მას ყურს. [საღამო ხანია.] სოფელს სძინავს. ყოველივე ღამის სიბნელეშია გახვეული. ამ ბნელს, მყუდრო, ჩუმ გარემოზე [ამ დროს] უეცრად ამოდის მთვარე და გააშუქებს ჩვენს აივანს. ქართულ რიკულებიან აივანს - და ქალს, [ხელში] მუხლებზე ჩონგურით. მთვარის ნათელზე შეგიძლიათ გაარჩიოთ ეს ქალი. ეს - დედაჩემია. „გატუნია, - მეუბნება იგი, - კარგად დამიგდე ყური. შენ გაგიგონია, რომ ჩონგური კი არ მღეროდეს, ლაპარაკობდეს? [არა, ხომ? ან] იმეორებდეს პირდაპირ, სწორედ იმას, რასაც შენ ამბობ, რასაც შენ მღერი? აი, მაგალითად: ჩე-მი ქმა-რი სად წა-ვი-და? დედა მღერის: ჩე-მი ქმარი სად წა-ვიდა? ჩამოჰკრა სიმს, ერთს, მეორეს. [და მეც ჩემს სმენას არ ვუჯერი:] ჩონგური ბგერა-ბგერით იმეორებს იმასვე, რასაც მღერის დედა. სიტყვებში ისმის [ძახილი,] შეკითხვა, ჩონგურიც იმეორებს ამ შეკითხვას: მართლაც, სად წავიდა? ისეთის ზედმიწევნითი განმეორებით, რომ მე ჩემს სმენას არ ვუჯერი. „რა არის ეს? გადასარევია დედა!“ - ვამბობ. დედა კა განაგრძობს: და-უ-უ-ძახეთ, სად წა-ვიდა! (ორჯერ). ხომ გაკვირვებითი ძახილია,  და ჩანგურიც თანაბარის [ძახილით] ბგერით გადმოცემს ამ ძახილს. ძახილის სიტყვები მეორდება, ჩონგურის ჟღერაც მეორდება და ეს მომენტი კიდევ უფრო აძლიერებს ჩემს გაოცებას. ჩონგური მღერის, ლაპარაკობს, იმეორებს პირდაპირ მას, რასაც დედა ამბობს. წარმოგიდგენიათ? "ჩემი ქმარი სად წავიდა? დაუძახეთ, სად წავიდა! [არა სჩანს ეს ქმარი] იძახის ქალი, იძახის ჩონგური, მაგრამ ამაოდ: არსადაც არა სჩანს ეს ქმარი. და აი, გამძაფრებული შეტევა, წყევლა-კრულვა, ქოქოლა: "[დედა მიწაშიც წასულა,] სად მის ქვესკნელში წასულა, სად ჯანდაბაში წასულა, დედამიწაშიც წასულა, წასულა, აღარ მოსულა, ჰო-ო-ოი!“ უკანასკნელი სიტყვები ერთის [განმეორებითი] ტონით ისმის, თითქო რეჩიტატივია ეს ერთი ტონი, ჰქმნის ილიუზიას, თითქო ჩონგური კი არ ჟღერს, არამედ საუბრობს, ლაპარაკობს ღრმა დრამატიზმით აღსავსე სიტყვებს, და სიმღერა თავდება ყველაფრის გადამწყვეტი წერტილით, დამამთავრებელი ხმით: „ჰო-ო-ოი!“
დედაჩემი გადადებს ჩონგურს. მე ისევ ბურუსში რომ  ვარ, დედა მარდად სდგება. და მესმის ეხლა პროზაული [სიტყვები]:
- ხვალ ადრე უნდა ავდგეთ. საქონელი გაღმა გავიყვანოთ, წისქვილზე ვინმე უნდა გავგზავნოთ [და სხვ. დავიძინოთ ეხლა, ჩემო გატუნია]. რა გვეშველება, რა გვეშველება. სიმინდი მოსატეხია, ჩალა ასაჩეხია; დავიძინოთ, დავიძინოთ, ჩემო გატუნია! რა გვემღერება, რა გვეჩონგურება!
მეც ვდგები, მაგრამ [გონება ისე] ისევ მესმის თითქო:
                    „ჩემი ქმარი სად წავიდა?
დაუძახეთ სად წავიდა!
სად მის ქვესკნელში წასულა,
სად ჯანდაბაში წასულა,
დედამიწაშიც წასულა... ჰოოი!“
ჩონგური მღერის, ლაპარაკობს, ბგერა-ბგერით იმეორებს მას, რასაც ამღერის ადამიანი!
გ. ტაბიძე
8 ოკტომბერი, 1950, სოხუმი

ოკტომბრისათვის
Товарищи! Предыдущий оратор здесь говорил
О чарующей, дивной силе и красоте Октябрьской Революции.
Она действительно изящна, целомудренна и светла.
В ней верно отражается всемогущий гений [народа] всего мира.

Товарищи! В это пламенное время личность выявляет себя
Во всей своей сокровенной силе, и делается героем,
Жаждущим общего блага всему миру, всему человечеству
[Как все художники]
И все вдохновлены как поэты, художники, творцы.

Товарищи! Октябрьская Революция - это красивая и святая правда,
Как говорили [здесь] тогда вдохновленные солдаты и рабочие.

[Горят] Горели перед нами здания, одни за другими,
[Рушатся] Рушились и [падают] падали незыблимые стены прошлого.
Героически и самоотверженно [падают] умирали люди на баррикадах за свободу
И гордо реяли над ними красные знамена.

Как величественно было вокруг - Октября,
Из огненного ландшафта и героического духовного выявления.

[Прошло с тех пор [сорок] тридцать четыре года].
[Тридцать с лишним лет прошло с тех пор].
Четверть века прошло с [тех пор] первых дней Октября.
[Прожито очень мало, но пережито очень много].
Нам слышны голоса мира друзей октября всего мира.
[Из] Природа и жизнь Европы, Азии, Америки, Африки, Австралии...
Особым, неповторимым голосом жаждут преобразования.
И взоры всего мира к стране, где произошел великий Октябрь,
Взоры всего мира обращены к тому человеку,
Чей гений светит миру в дороге ведущей в счастливое будущее.
23/X-51

*
ე. ი. „ოცდახუთსა ამა თვესა ღუმელები წესრიგში მოვიყვანეო“.
1. ამით ლიკვიდირებულია გათბობის საკითხი.
2. დღესვე ამუშავდა ტელეფონი.
3. დღეს: გადაეცა წიგნი (V ტ.) წარმოებას. დღეიდანვე შეუდგებიან აწყობას! აჰ, როგორც იქნა! გავწვალდი კი ეს წელიწად ნახევარია.
4. დღეს: გადახდილია ტელეფონის ფული [წლის დამლევამდე] მომავალ წლამდე მთლიანად.
5. აღმოჩენათა და გამოგონებათა იდეა.. „პირველი ნაბიჯი...“ იოკოპონე. აჰ!
6. იდეა საწოლ ოთახის კარებთან წიგნების კარადის მოწყობისა.
7. კაბინეტის მოწყობის იდეა! უამისოდ არა გამოვა-რა.
8. კონვერტები სახელგამში (შეკვეთა ხელნაწერებისათვის).
9. ზრუნვა რუსული წიგნებისათვის.
10. სოხუმი - მოსკოვი.
11. „Заря“ - საოკტომბრო.
12. აკადემიკოსები, მწერლები, მხატვრები.

როდის?