შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-264 - 1950 წელი


 გ. ტაბიძე. 1950.
უქიმერიონი
ქალაქიდან გზები და ბილიკები უქიმერიონისკენ
ასასვლელები მარჯვნიდან
1. პირველი ასასვლელი ბილიკი - გვირაბიდან (ფერმა, სამხრეთ-ოსეთის გზა).
2. მეორე - მიხვეულ-მოხვეული გზა, რომლითაც ადიოდა იმერეთის ეპისკოპოსის კარეტა.
3. ხორხი, იწყებოდა ფურნიდან - ადიოდა მაღლა. მიხვეულ-მოხვეული, ქვის ნატეხებით იყო დაფარული.
4. საცალფეხო გზა, რომელიც ადიოდა წმ. გიორგის ეკლესიამდე, სადაც დასაფლავებულია მამია გურიელი.
5a. შედარებით ფართო გზა წითელ ხიდიდან: მიტოვებულ სახლთან იყოფოდა სამ ნაწილად:
5b. ა) მარჯვნიდან მიდიოდა ცაცხვებამდე; ბ) მარცხნიდანაც მიდიოდა ცაცხვებამდე;
5c. გ) შუა ნაწილიდან (ნაცვალოვის სახლიდან - რაჟდენ ხუნდაძის სახლამდე) იყო საცალფეხო ბილიკი. ყველა ეს გზები ერთდებოდენ ცაცხვებთან. მარიამ გარიყულის მამის (ლუკა თათეიშვილის სახლის, სადაც დესპინე ცხოვრობდა) სახლიდან ზევიდან ქვეშ ეშვებოდა კიდევ გზა: აქ ცხრაას ხუთში ტყვიამ ტკაცანი მოადინა, აქვე ღამით მოკლული დედაბერი ნახეს.
6. შედარებით მოკლე ბილიკი გაბაშვილის მთის ძირიდან.
7. ბილიკი ქალაქის გვერდიდან, გაბაშვილის მთის მარცხენა მხრიდან (დაკარგული ძროხა).
8. ასასვლელი ბილიკი გვირაბის გვერდით. მიუდგომელი სამალავი.
9. კუხიანიძის შესახვევი.

უქიმერიონისკენ
ზევიდან მომავალი გზები და ბილიკები
1. გავაშელებისა და ხანთაძეების სახლების წინ გზა რომ ჩამოდიოდა... საიდან?
2. ლორთქიფანიძეების და ჩვენი გზა - მიდიოდა... სად?
3. მარჯანიშვილის შესახვევი (მხოლოდ ერთი დიდი სახლი იყო).
4. ანდრო წერეთლის სახლთან გზები ერთმანეთს შორდებოდენ: ერთი მათგანი მიდიოდა ზევით. სად? გოჭოურამ.
5. უსახელო ქუჩა ციხის გადაღმა.
6. ხმალაძის ჩიხი.

1. რას ნიშნავს სიტყვა „უქიმერიონი“.
2. ისტორია სამხრეთ-ოსეთის გზისა (ვინ გაიყვანა, როდის, რატომ ჰქვია სამხედრო?).
3. გვირაბის სიმვოლიკა (ე. ზოლა „მემაღაროენი“. გვ. თეატრის ქვეშ).
4. საიდან უნდა მოდიოდეს ეს წყარო? (ეჰ, წყაროს ვერა დააკლეს რა, იგი ეხლაც ისევ მოდის).
5. რა უნდა გაახსენდეს რაჭველს? „თებროლე, წყარო, კოკა მხარზე“.
6. რა უნდა გაახსენდეს სვანს? ლეჩხუმელს? (ფოლკლორი).
7. ბილიკი წყაროდან შევაკებამდე: ნანგრევების ქვებითაა მოფენილი, და რაც საინტერესოა, დამტვრეული თიხის ჭურჭლების ნაწილებით. ბილიკი ალაგ-ალაგ ცემენტისგანაა. ისე ძლიერ ვიწრო გვირაბია: ალბად, წინედ ძალიან დიდი იყო, ადიოდა შევაკებამდე, სადაც ჭურებია. ამ ჟამად დამტვრეულნი, მიწით ამოვსებულნი.
8. ვის აქვს ამ ციხის კარგი აღწერა. საზოგადოთ ციხეების ძველის?

I. ქიმერიონისკენ პირველი ასასვლელი ბილიკი გვირაბიდან
1. მანძილი სამხედრო გზიდან გვირაბამდე შეფენობაა.
2. თვით გვირაბის წყარო. მისი დანიშნულობა.
3. ამ წყაროსთან უნდა გაიარონ: რაჭველებმა, ლეჩხუმლებმა, სვანებმა, მგზავრებისთვის საამო წყალია.
4. წყაროდან შევაკებამდე მაღლა მეტად ფრთხილად უნდა იარო: შეფენობაა.
5. მე მივლია წყაროზე დედაჩემთან ერთად. ერთად ერთი წყაროა გორაზე.
6. გვირაბი დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე გასაოცარი ტექნიკური მიუდგომლობით.
7. როდის უნდა აშენებულიყო იგი?
8. გვირაბიდან შეფენობამდე უზარმაზარი ჭურები, მიწაში  ჩაფლული. დამტვრეული (ალბად, წყალის შესანახავად).
9. იქვე ციხის ერთი კედლის ძირია, გამონგრეული, ადამიანების ძვლებით სავსე (ჟრუანტელი დაგივლიდა კაცს).
10. ბილიკი ვიწროა. ქვევით გადასახედზე ქვასა სტეხენ. საინტერესო სანახავი იყო: ღაღუმს რომ ჩააწყობდენ - და შემდეგ სისწრაფით გარბოდენ მუშები, აფეთქებას რომ არ მოესწრო. „უუჰ!“ - იგრიალებდა და ქვები უზარმაზარნი ქვევით ეშვებოდენ. აფეთქების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა.
11. არ მახსოვს, რა მცენარეები იზრდებოდენ ბილიკს აქეთ და იქით.
12. საინტერესო იყო მთიულების, განსაკუთრებით სვანების ბიჯის დგმა („Походка“) ზევიდან.
13. შევაკებიდან იშვიათი გადმოსახედია (შემდეგში ამ ადგილას იდგა ბალმონტი და შეშინდა. Боязнь высоты).
14. რა სჩანდა ამ ადგილიდან? ჭობა, მდინარე, საბანაოდ.
15. ამ ადგილიდან ვეშვებოდით საბანაოდ, აგრეთვე ფერმაში მაგნოლიებისათვის.
16. მოვაკებიდან ერთადერთი სახლი იდგა მღვდლის აბრამიშვილისა (ერთხელ, ამ სახლში თავს იფარავდენ არალეგალურად მომუშავენი. თავს დაესხენ ღამით, ჟანდარმერია და პოლიცია. რევოლიუციონერი გადახტა მეორე სართულიდან და თავს უშველა).
17. მეორე სახლი - ჩვენი სასწავლებელი.
18. მის გვერდით არქიელის სახლი. და:
19. ბაგრატის ტაძრის ნანგრევი.
აი, მთელი სქემა გვირაბიდან ბაგრატის ტაძარზე მიმავალი ბილიკისა. ამ ბილიკით იშვიათად დადიან, თუ არა წყალის ამოსატანად. ბავშები კი... ჩვენ რა გაგვაჩერებდა, ან რა დაგვაკავებდა. ნანგრევების ხვლიკებივით ჩავრბოდით და ამოვრბოდით.
ბექობი! განა შეიძლება მისი სილამაზის აწერა?
ძველის-ძველი გვირაბია.

II. მეორე მიხვეულ-მოხვეული გზა
[კარგად არ მახსოვს].
1. ვისი სახლიდან იწყებოდა ეს გზა-აღმართი? არ მახსოვს.
2. კვიცარიძეების სახლიდან გზა უხვევდა
3. ვასასი ფარადოვას სახლისკენ (ო, ეს სახლი).
4. ეტლები დადიოდენ ამ გზით.
5. არქიელის ცხენები ძალიან მსუქნები იყვნენ, განებივრებულნი. მაგრამ კელენიკეს მეჯინიბეს (საჯინიბო ციხის ახლო ჰქონდა) სულ ბნელში ჰყავდა დამწყვდეული და ბნელს მიჩვეულნი, ერთხელ დაფრთხნენ, გადაირიენ ამ გზაზე. არქიელმა ისკუპა კარეტიდან. ცხენები გააფთრებით მიჰქროდენ. ხან ერთს კედელს მიაწყდებოდენ, ხან  მეორეს; მიკვირს, რად არ დაილეწა კარეტა. მეეტლემ ძლივს-ძლივობით მოახერხა მისი გაჩერება.
6. რამდენი ბროწეულის ხე იყო აქეთ-იქით, როდესაც ისინი აყვავდებოდენ, იმათ ნახვას არა სჯობდა რა: სწორედ ფარადაშვილის (გიმნაზიელი ქალის) სახლის პირდაპირ. მახსოვს, ერთხელ სტუმრად ვიყავით ამ გიმნაზიელ ქალთან მე და ელიკო.  ფარადოვას ჩუმ-ჩუმად, მგონი, მე ვუყვარდი (ყოველ შემთხვევაში, ასე გადმომცა ელიკომ).
7. შემდეგ: ყუბანეიშვილის სახლი, დარიას სახლი.
8. შემდეგ: არქიელის კანცელიარია.
9. შემდეგ: არქიელის საჯინიბო და
10. ბაგრატის ტაძრის ნანგრევი, სამრეკლო.
ასეთია სქემა მეორე მიხვეულ-მოხვეული  გზისა, რომლითაც ქალაქში ჩადიოდა და ქალაქიდან ამოდიოდა არქიელის კარეტა (შესანიშნავი კარეტა).
იყო 1900 წელი, ამ გზას რომ გავეცანი.
11. მეეტლე, ერთხელ რომ დაიქირავეს გოგოძემ და ყიფშიძემ. ამოდიოდენ სწორედ ამ გზით, იმ შესახვევში ზურგიდან გადაცოცდენ და მიატოვეს მეეტლე. აჰყვენ ბროწეულებს. „სად მიდიხართ, სად მიდიხართ“ - ყვიროდა მეეტლე და მოწაფეები კი გარბოდნენ.

III. ხორხი - ქალაქიდან ნანგრევებამდე
1. ხორხი, იწყებოდა ფურნიდან და მიხვეულ-მოხვეულად მიდიოდა ტაძრის ნანგრევებისკენ. იყო დაფარული [ნატეხებით] ნატეხი ქვებით. ძალიან  დაქანებული რამ იყო და ვიწრო. წვიმის დროს ნაკადულები სწრაფნი იყვნენ აქ.
2. სახლი ფხაკაძისა. ძალიან ციცაბოზე. ფხაკაძემ გულის მოსვლა იცოდა.
3. მარჯვნივ კიდევ სახლები, რომლებშიც ცხოვრობდენ სირბილაძეები.
4. რა საინტერესო რამ იყო: ერთხელ გაზაფხულის არდადეგებიდან რომ ვბრუნდებოდით და როგორ ამწვანებული იყო ხორხი, სულ მწვანეში ჩაფლული. რა იყო ისეთი, რომ დღესაც მახსოვს?
5. ავდიოდ-ჩამოვდიოდი პურისათვის. იკარგებოდა „დავესკა“.
6. ბეშქენაძის (??) სახლი რომ დაიწვა. მეორე  ააგეს.
7. საინტერესო ფონარი ბექობზე.
8. აქ ინციდენტი ჩემსა და ბისტოვს შორის (იუსება ყიფიანის სახლთან). აქვე ინციდენტი ლომიძესა და შარაბაძის შორის (თავლა).
9. ყუბანეიშვილის სახლი და დარიას სახლი პირისპირ.
10. ეზო დარიას სახლის (ფალიანის და ნაც. რომანი). საიდუმლოება ამა სახლისა.
11. „ხორხი“ რას ნიშნავს? გენადი.
12. ბექობის საიდუმლოება. სად? იუსებ. სახლთან თავდება ხორხი. ხორხის ერთი ბილიკი.
13. ძალიან გულკეთილი კაცი იყო იგი. „ოყა“. ოთხად გაყოფა. ჩვენ მაშინ მარჯანიშვილის სახლში ვცხოვრობდით.
14. „ტორგი“ არქიელის კანცელიარიის ეზოში. რა ნოხები, ფარდაგები, ქვაბები. ყიდდა არქიელი.
15. ხორხის ხეების სახელები? რამდენი ნაბიჯისა იყო ხორხი? კიდევ ვინ ცხოვრობდა?
16. ყველაზე ნათელი მოგონება - გაზაფხული ხორხზე: როდესაც სოფლიდან ჩამოვბრუნდი.

IV. საცალფეხო ბილიკი დიდი გზიდან მამიას საფლავამდე

1. ჩამოფენილი კლდე. ზუსტად მახსოვს, ქვევით ხრამი.
2. ბროწეულები.
3. მამიას საფლავი მაშინ (ედო თუ არა [გზა] ქვა?).
4. რომელ გზას უერთდებოდა ეს ბილიკი? ქვევით კამეჩები ეყარნენ.
5. ძალიან მიყრუებული გზები იყვენ საერთოდ.
6. ხომ არ უერთდებოდა ეს ბილიკი მარიამის ქუჩას?
7. ხეები ზევიდან (ფაკტიურად ეს გზა მიდის, მაინც სად? საიდან უერთდება იგი ნანგრევებს?).

V. გზა წითელი ხიდიდან
5-a
1. მიტოვებულ სახლამდე - სხვა სახლი არ იყო.
2. ადიოდა აღმართი მიტოვებულ სახლამდე... თანდათან ამაღლებული ქვის ჯებირით.
3. არაფერი არ მახსოვს უფრო ფანტასტიური, ვინემ ეს მიტოვებული ქვის ორსართულიანი შენობა. ვისი იყო? რატომ არ სარგებლობდენ? რატომ ერქვა საძრახი ადგილი? ორი მწარედ მოსაგონარი რომანი. ხეები ამ სახლს ზევით. ციცაბო. ირმის რქა?
4. ავყვეთ ზევით: მარცხნივ თათეიშვილის სახლი.
5. მარჯვნივ: ფხაკაძის (მღვდლის სახლი).
6. და ადიოდა ასე ცაცხვების მოედნამდე. ნუ თუ სხვა სახლები არ იყო? იყო, მაგრამ ვეღარ ვიგონებ.
7. მიტოვებული სახლიდან მარცხნივ გზის განრტოება, კედელი.
ისტორიული „ფონარი“.
8. ნაცვალოვის სახლი.
9. სახლი, სადაც ცხოვრობდენ ნადირაძეები.
10. ეზო გაბაშვილის სახლის (ჭა).
11. შარაბიძეების სახლი.
12. მარცხნივ სახლი - რომელზედაც ერთხელ კოხი იყო მიყრილი.
13. მარჯვნივ ჯაიანები. „შუშტურიკას“ რეზიდენცია.
14. მოსახვევთან სახლი (ქირავდებოდა).
15. სახლი, სადაც ცხოვრობდა ძიგრაშვილი (ხეხილიანი ეზო).
16. სახლი, რომელშიდაც ცხოვრობდა მღვდელი. სერაპიონის რომანი.
17. სახლი, რომელშიც ჩაესიძა კაპანაძე.
18. ნამჭეიშვილის სახლი.
19. შარაბიძის სახლი (რკინის ჩაქუჩიანი). ისტორ. კედელი.
20. გაბუნიების სახლი.
21. გაბუნიების სიძის სახლი.
22. კარაპაშვილების სახლი (ოფიცერი).
23. რაჟდენ ხუნდაძის სახლი.
24. ფუთურიძეების სახლი.
25. გოგოძეების, ყიფშიძეების (ეგვენა ავალიანის) სახლი.
26. ანდრო წერეთლის სახლი (ეზოთი).
27. სახლი, რომელშიდაც ცხოვრობდენ ძმები... (ვინ?) პროვიზორები.
28. ლორთქიფანიძის სახლი (ერთხელ აფეთქების სურათი). პოლიციელი.
29. ცაცხვების მოედანი.
30. ამ მოედანთან ერთდებოდა ორი გზა ქალაქიდან.
31. ცაცხვების მოედანზე კობახიძის (ლამაზი გიმნაზიელი ქალის) სახლი.
32. ორი დუქანი (პირისპირ) (მარჯვნივ და მარცხნივ) თუ სამი?
33. თორნე, სადაც რაჭველები ყიდდენ პურს.
34. რას წარმოადგენდა სამი ძველი ცაცხვი?
35. ჩარკვიანის (დათიკოს მამის) სახლი. (მოწაფე სურგულაძე) ეზო.
36. საღამოობით შეკრების ადგილი...
(საერთოდ გორაზე არ იყო არც ერთი უგზოო სახლი). ფოჩიანი  კამფეტები. (ერთხელ რომ ერთი ოყა პური ვიყიდე).
37. სახლი, რომელიც იწოდა?

VI. დიდი შარა გზა უქიმერიონისკენ - ცაცხვებიდან
1. მარცხნივ სახლი დიდი ეზოთი, მსახიობის დავით ჩარკვიანისა. მისი მამა. მისი მოსამსახურე ქალი. იქ ცხოვრობდა ჩემი ამხანაგი სურგულაძე. „ჭუჭული“, „გველის თავი“.
2. მარცხნივ სახლი (ალავიძესი?), რომელიც დაიწვა, საინტერესო სცენები.
3. ბეშკენაძის სახლი, აივნიანი (აკაკი დევდარიანი).
4. სახლი, რომელშიდაც ცხოვრობდენ ვაშჩენკო და იაშინი.
5. სახლი, რომელშიდაც ცხოვრობდენ კანდელაკები (და და ძმა). ეს იყო არქიელის მდივანი (აქ შესახვევია წმ. გიორგის ეკლესიისკენ. ვინ სცხოვრობდენ? ჩვენ ვუხვევდით აქ).
6. სახლი სვანი ნიჟარაძისა და სხვ. მოწაფეებისა (როგორ მეცადინეობდენ?).
7. სახლი - არნოს საცოლესი. ბაღი. იასამნები.
8. სახლი მსახიობის გრიგოლ ჩარკვიანისა, მისი ცოლი.
9. დიდი ფართობი, რომელშიდაც ეთესა სიმინდი (შემდეგში სამკითხველო გაიხსნა).
10. თუთბერიძეების სახლი (მე ძალიან მომწონდა ეს სახლი).
11. შემდეგში სახლი ბაღით, ვიქტორ შარაბიძე რომ გადმოვიდა თავისი ვირით.
12. ფურნე.
13. მის გვერდით დუქანი. აქ რეზიდენცია „სტრაჟნიკი“-სა და გოროდოვოის.
14. კაზარმის მსგავსი სახლი, აქ ცხოვრობდენ სემინარიელები (იასამანის).
15. სახლი „სტრაჟნიკის“ დულცინეასი.
16. ღამბაშიძეების სახლი.
17. დარიას სახლი, პირდაპირ ქუჩის პირად, ფანტასტიური ცხოვრება.
18. საჯინიბე არქიელის.
19. ყუბანეიშვილის სახლი და კანტორა არქიელის.
20. ტაძრის ნანგრევები.
21. ყველაზე საინტერესო „სახლი“ თვით ნანგრევში. „გიორგი“.

VII. ხევი, შედარებით მოკლე ბილიკი გაბაშვილის მთის ძირიდან
1. ეს ბილიკი იწყებოდა რიონის პირად მდებარე ქუჩიდან წითელი ხიდის ახლო.
2. უკეთ რომ ვთქვათ, ეს იყო ხევი. ამ ხევს თავს ადგა ერთის მხრით გაბაშვილის გორა, მეორე მხრით ნაცვალოვის გორა (შუაში მიდიოდა უკვე ცნობილი გზა - 5-a (მიტოვებული სახლიდან).
3. არასდროს არ დამავიწყდება დიდი ქვა-კლდე ბილიკის შუა. რატომღაც დამამახსოვნდა.
4. ყველაზე შესანიშნავი: ფანარი, ძველებური ფანარი (აქ ხშირად ვხვდებოდით მე და ო. დადიოდა კაცი კიბით და ანთებდა დიდი ჭრაქით, აწერილი მაქვს. ერთხელ რომ წამოგვისწრეს? აი, ეს იყო ოინი).
5. ეს იყო უწყლო-უმდინარო ხევი-ბილიკი.
6. ბილიკი ძალიან მიხვეულ-მოხვეული იყო (შედარებით სწორი გზა ეს ცაცხვებიდან ნანგრევებამდე მიმავალი გზა იყო. დანარჩენები სულ მიხვეულ-მოხვეულები იყვენ).
7. ეს ბილიკი-ხევი ძალზე ამოკლებდა გზას ქალაქიდან და ქალაქში (სხვა იყო ხორხი. სხვა იყო გვირაბი: ამ ბილიკით რა შეიძლებოდა? - სხვისთვის გზის გადაჭრა, მოულოდნელად დახვედრა ან გასწრება, დასწრება. მისწრება სივრცის, გზის შემოკლების ამბავია ყოველი  ბილიკი.
საცალფეხო გზა.

VIII
1. ერთი გზა-ბილიკიც, იგი გაბაშვილის გორის მარცხნიდან მიდიოდა.
2. მიდიოდა ეს გზა, მგონი, სააგუროებისაკენ... დიაღ, სააგუროებისაკენ
3. და შემდეგ, უნდა აევლო რა გვერდი ქუთაისისთვის, წასულიყო სოფლებში: უკანეთში, პატრიკეთში (საოცარი სახელებია აქ, ამ არემარეში).
4. რომ დაიკარგა ძროხა: მე და დედაჩემმა გავსწიეთ ამ გზით მის საძებრად. გვითხრეს, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა წასულიყოო. ვერ ვიპოვეთ, დავბრუნდით.
5. ძროხა შემდეგ მოიყვანა ეპიფანემ... საიდან? როგორ?.. ეს სხვა საკითხია!
6. მაგრამ აქ მოხდა, ამ ბილიკზე, ამ გზაზე (მაშინ ვცხოვრობდით ნაცვალოვის გორაზე).
7. წარუშლელი მოგონებაა. მაშასადამე, ეს იყო 1903 თუ 1904 წელში? 1903!
1900-1901 - ნადიას სკოლა.
1901-1902 - მეორე მოსამზადებელი კლასი.
1902-1903 - მესამე მოსამზადებელი.
1903-1904 - მესამე.
1904-1905 - პირველი კლასი.
1905-1906 - მეორე.
1906-1907 - მესამე.
1907-1908 - მეოთხე.
ნამიჭეიშვილის სახლები - 1900-1901.
ნამიჭეიშვილის სახლი - 1901-1902.
[ნაცვალოვებთან - 1902-1903].
მარჯანიშვილის სახლები - 1903-1904.
ნაცვლიშვილის სახლები - 1904-1905.
წერეთლის სახლები - 1905-1906.
თათეიშვილის სახლები - 1907-1908.
ისევ ნამიჭეიშვილები.
ნესტ. ყუბანეიშვილის.
ისევ მარჯანიშვილთან.
ვისი იყო სახლები ლორთქიფანიძეების ახლო?
როდის? აღარ მახსოვს. უნდა დაზუსტდეს ქრონოლოგიურად - თორე ისე რა?

IX. კუხიანიძის შესახვევი
1. საბაყალეო დუქანი თათრისა.
2. თვით კუხიანიძის სახლი. ორსართულიანი, აივნით.
3. მის იქით ჩემს დროს არა იყო-რა ნაგებობა
4. გარდა ნანგრევებისა, რომელიც გადადიოდა ციხეზე.
5. მივლია აქ ხშირად.
6. ქვევით ხევია ძალიან დაქანებული. ხევს გაღმა არა იყო რა.
7. მაგრამ... მგონია, იდგა ქოხები. ოჰ, ეს ქოხები, საცოდავები.
8. მგონი, კიდევ იყო რაღაცა სახლი!

X. ნესტორ ყუბანეიშვილის სახლიდან
გავაშელებისა და ხანთაძეების წინ რომ გზა ჩამოდიოდა - ეს გზა ყველაზე უფრო შესასწავლია (გახსოვს ერთი დიდი, არალეგალური კრება?).
უკეთესია დავიწყოთ ქვევიდან.
1. მარჯვნივ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლი. მის პირდაპირ არქიელის საჯინიბო. მის ზევით მინდორი (შემდეგში აქ შკოლა ჩაიდგა).
2. მინდელის სახლი. იქ იდგა ჩვენი ნათესავი: შერაშენიძე (ტუბერკულიოზით). წინ ეზო.
3. მის გვერდით სახლი - გასაქირავებელი. იდგენ მოწაფეები...
4. მის პირდაპირ ხანთაძის სახლი...
5. გვერდით დუქანი (რა იყიდებოდა შიგნით?)...
6. შემდეგ ხრამზე გავაშელების სახლი, გადამდგარი ხრამზე...
7. შემდეგ აღარ მახსოვს (უნდა გავიხსენო). გზა კი მიდიოდა შორს სადღაც განმარტოებულ ქოხისაკენ, სადაც არალეგალური შეკრება იყო...

XI. მარჯანიშვილის ჩიხი
1. ყუბანეიშვილის სახლიდან ჩიხი ერთად ერთი სახლისა.
2. მარჯანიშვილის სახლი. გასაქირავებელი.
3. თვით მარჯანიშვილის სახლი.
4. ზევით: წყალსაცავის დანადგარები... (აუსრულებელი, მიტოვებული იდეა...).

XII. ანდრო წერეთლის სახლიდან
1. რომელიღაც ლორთქიფანიძის სახლი (პოლიციელის).
2. შვანგირაძის სახლები...
3. შემდეგ კიდევ ვისი?..
4. დუქანი. საღამოობით ამბები (გოგოძე)...
5. დუქანს იქით სადღაც...

XIII
1. მარცხნივ მინდორი, ითესებოდა ყანა (მგონია, იდგა შიგ ქოხი, შემდეგ ბიბლიოთეკა გაიხსნა).
2. მარცხნივ შარაბიძის სახლი (წინ ვენახი. გვერდით ფურნე. რატომ გადმოვიდა?).
3. მარჯვნივ ლორთქიფანიძე (შვილები ეხლაც ცოცხალია, ერთი მსახიობია, მგონი).
4. კიდევ კუხიანიძე...
5. ჩვენი სახლი (რა გვარი იყო პატრონი ქალი? არ მახსოვს!).
6. წინ მეორე ლორთქიფანიძე (ჭურჭლეულობის მაღაზიის პატრონი ქალაქში).
7. ნიორაძის, ფეხსაცმლის მკერავის სახლი.
8. ჩიხი. ხმალაძის. ხმალაძის სახლი.
9. გვერდით სახლი, რომელშიდაც ცხოვრობდა ახალგაზრდა მკერავი ქალი.
10. მაღლა, მაღლა ადიოდა ქუჩა. სულ ზევით იყო სახლი, რომელშიც ვიყავით მე და ო.; მგონი, ნატალია, მსახიობი ქალი, ცხოვრობდა იქა (კაკაბაძე).

XIV
უსახელო ქუჩა ციხის გადაღმის... რა? რა? ვინ? საიდან? (მე და იროდ.).