შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-258 - 1950 წელი


8 ოკტომბერი. 1950 წ.
სასტუმრო „რიცა“. ქ. სოხუმი.
21 ოკტომბერს, შაბათს: გაიმართება სოხუმის პედინსტიტუტში.
სუხუმი. პედინსტიტუტი. შოთა ბასილაია (დირექტ. მოადგ.). შეხვედრა.
დავით თევზაძე (წერეთლის ქ. №50).
(უახლესი პერიოდის ქართული ლიტერატურა).
იოსებ ბოცვაძე (მომხსენებელია) - ლუარსაბის შვილი.
4 ლექტორი (სიტყვებით), სტუდენტები.
1908-1918. 1900-1910. 1950.
7 საათზე.

იოსებ ბოცვაძე შეასწორებს თავის მოხსენებასო, ჩამოსვლისას მოგეგებებითო. საღამოს ქალაქის ხაზით გავიმეორებთო (ტუსკაძე ეხლა აქ არ არისო, შვებულებაშიაო, მალე ჩამოვაო). გამოფენასაც მოვაწყობთო. ახალგაზრდა პოეტებსაც გამოვიყვანთო. წაიკითხავენო თქვენს ლექსებსა და საკუთარ ლექსებს თქვენდამი მოძღვნილსო (ერთ კაცსო, გვარად მაისურაძესო, ორმოცდაათი ათასი მანეთი თაგვებმა შეუჭამესო. ყუთში  ჰქონდაო და ჩენჩი დახვდაო. ის კაცი ფრონტზე იყოო და ფულიც ჰქონდაო). ეს ასე აჯობებსო.

*
1950 წ., 9 ოქტომბ.
წიგნები - თუ წიგნი არ იქნა - ფოტო-გად. VII.
ფოტოსურათები.
ლიტერატურა ჩემს შესახებ.

ინტელიგენცია
მე მიყვარს ამ ტაძრის (ტფილისის)
ბრწყინვალე კედლები,
კერაო ქვეყნისა -
აქ სიტყვა შენზეა!
მოგვეცით ([შენ] ხმას გაძლევს) არა ყრუ
ხნის ინტლი-გენტლები,
არამედ ნამდვილი
ინტელიგენცია!
9/X-50 წ. ქ. სოხუმი
„შარაბანი“

*
1. სტუდენტებისთვის საინტერესო იქნება „შუქი“, ჩემი სემინარიელობის ჟურნალი. ცალ-ცალკე ფურცლებზე - ეწერება „შუქი“ თავზე („კანტოვკა“. სხვათა შორის, საჭიროა ბევრი კარდონის ქაღალდები). ის საწყალი მხატვარი რომაა, ჩვენთან რომ დადის, ზეგვე უნდა ვნახოთ ან კომკავშირის ხეივანში რომაა - ბადრიაშვილი (თვითონაც გამოფინა მასალები) (ლეონ ივანიჩი).
2. ასევე ქართველი მწერლები (გალაქტიონი. ცალკე გვერდები ჟურნალების, გაზეთების).
3. ცალკე №№ გაზეთები (1933 და სხვ.).
4. ფოტოების ასლები.
5. დავხედოთ იმ გამოფენას, რომელიც მუშტაიდში მოეწყო.
6. მესხის, ნიკოლაძის, კაკაბაძის,  გველესიანის და სხვ. (უნდა ვთხოვო მხატვართა კავშირს).
7. სემინარია და სასულიერო სასწავლებელი (ქუთაისი და თბილისი) კარგად უნდა იქნას გამოფენილი (ტარხოვი. ყველაფერი სუხუმისათვის - ეს უნდა გვახსოვდეს როგორც მცნება).
8. კანდიდ ჩარკვიანის ციტატა. ციტატები მწერლებიდან (უვიცეს მოხსენებებიდან).
9. ციტატები მწერლების ცალკე.
10. მშობლები (დედა).
11. აბესალომის ფოტო (კინო) (კინო) (კინო).
12.    Как уродуют нас (ჭილაიას წერილები, ეთერის და სხვ. სურგულაძის და სხვ.).
13. კრიტიკოსების აბნეულობა (სიმბოლიზმი, შური).
14. შოვის გამოსვლა (დიდ ეფეკტს მოახდენსო, ამბობს ნინა).
15. შოვის კინო.
16. ცხრაას ჩვიდმეტი!
17. მშვიდობისათვის!
18. ბრძოლა ჩემს წინააღმდეგ (იწვევენ ყველა მწერლებს, გალაკტიონს კი არა). ს. ჩიქოვანმა განაცხადა: ომზე არაფერი უწერიაო.
19. ერთხმად არჩევა აკადემიაში (ასლი აკადემიიდან).
20. რეჟისსორობის ინსტიტუტი.
21. ადრესი ლენინგრადელების.
22. სიგელი დაჯილდოების.
23. ლენინის ორდენით დაჯილდოება.
24. სახალხო პოეტად გამოცხადება.
25. დადგენილებები მთავრობის.
26. პლაკატების რიგი (საღამოების. ჩიქოვანის განცხადება. 45 წ. გამარჯვების ლექსი).
27. გამარჯვების დღე (კინო, ფოტო და სხვ.).
28. ჩემი საღამოები პარტიისათვის წინად.
29. დათიკო წერეთელის სიტყვა და სურათი.
30. კროტკოვის ნახატი.
31. აფხაზეთის სურათები.