შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-257 - 1950 წელი


ტომი VIII.

1. არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წ. ბათუმში (რვეული მეშვიდე).
2. მადლობა მოწინავე ქართველ დედას (ცალკე ფურცელზე).
3. მანასეს (კაცმა  ამქვეყნად ბევრი იწვალა). (1949, 3 დეკემბერი).
4. სიმპატიური სახის, მარად უსაქმო კაცი!
5. გორის ატამია (დაუბეჭდავი ადგილები II ტ-დან).
6. არის არტისტში კრიზისი (დაუმთავრებელია).
7. რაზმი მედგარი, რაზმი ნაკრები (დაუმთავრებელია).
8. მაღლა-მაღლა (დაუმаავრებელია).
9. შენ რას იტყვი, ქიტესა? (დაუმთ.).
10. იარ, პარიზისაკენ (ნაწყვეტი).
11. ვისიც ენა ჭარტალია!
12. დიდი, სახალხო (გასასწორებელია).
13. გაუმარჯოს! (დასამუშავებელია).
14. ბალღო! (დასამუშავებელია).

ილო წირღვავა. ქ. ცხაკაია. ფოტოები.

უცნაური ტელეგრამა
Связи СССР. №14.
№12. 17. 08.
Прием. 26/9. Бланк принят - подпись.
Сухуми. Гостин. Рица. Табидзе (ხელით).
Москвы. 39/5. 13. 261555.
1669/1. 26/9.  Москва МГБ. ССР. Дом 2. Комната 779. А. Морозову (მანქანით).
Не доставлена. Учреждение принять отказалось в виду неуказан. управ. отдела уточните (ხელით).
ეს დეპეშა გადმომცა მსახურმა საღამოთი გვიან, როცა სეირნობიდან დავბრუნდით, გუშინ - 26 ენკენისთვეს.

*
1950. 27 სექტემბ. დილა.
მიბინავ-ლიზი-ლიჩედი
უნდა ჩავიდეთ სასტუმროს ...სთან და გავიგოთ, ვინ სცხოვრობდა ჩვენს ოთახში წინად, ცხოვრობდა თუ არა რომელიმე მოროზოვი. სად უნდა გამოირკვეს ამ დეპეშის ამბავი - უნდა ვიცოდეთ თუ არა? მერე ეს ფეხსაცმელებიც... გაწმენდა უნდა თუ არა? ჩაი და საუზმე საჭიროა თუ არა? იქედან პირდაპირ ფოსტაში უნდა წავიდეთ, გავიგოთ, ხომ არ შეეცვალათ ტელეგრამები? პირდაპირ გამგესთან მივიდეთ უნდა. იქიდან პირდაპირ ცინცაბაძესთან, ქალაქის მთავარ ინჟინერთან: გაგვატანოს ბარემ კაცი, რომ აიზომოს და დაიხატოს ყველაფერი, შემოწმდეს საძირკველი. იქაც თავზე უნდა ვადგეთ მუშებს, რადგან  საინტერესო სამუშაოა. შემდეგ... დაგვიწყია სვლა-წასვლა, გვიყიდნია დასტა ქაღალდი, გადაგვითვლია სამჯერ თექვსმეტი, ე. ი. ორმოცდა რვა ფურცელი ან მეტი, ეს მემანქანისათვის, რომ მან გადაგვიბეჭდოს ეთერის დისსერტაცია. მემანქანე რომ გადაბეჭდავს, შემდეგ ის შეგვიდარებია ორიგინალთან. შემდეგE გვინახავს ჩანჩურ-ეკონომისტი, გვითქვამს მისთვის ცოტა მეტი აქტიურობის გამოჩენის შესახებ. ამის შემდეგ გაგვინაღდებია ბანკში აკრედიტივი და გადაგვიხდია სასტუმროსი ათი დღით ადრე. შემდეგ გვისადილნია; დავბრუნებულვართ სასტუმროში. იქ კარგი პაპიროსები დაგვხვედრია, [და] ლაზათიანად გაგვიბოლებია, გავგორებულვართ რა დივნებში და პაპიროსები გაგვიბოლებია!