შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-263 - 1950 წელი


3-42-94. ილია ხოშტარია. მეზობელს შეუძლია გადასცეს.
3-41-14. ინჟ. ტაბატაძე.
Чернышевского №2. Промлес, Г. Искоян (ვორონცოვის ქუჩის ახლოს).
სემინარიელთა შეკრება. როდის? შანიძე. შანიძე.
შინების საქმეები. Тов. Русия, тов. Шихтан. 53-38.

*
Руст. 2. [Извес. Думбадзе.]
Закажите статью ведущему писателю в связи с выборами. Статья публицистическая, иллюстрированная живыми примерами жизни трудящихся республики, до 5 февраля. Баулик.

ინტრიგები
შევიკრიბეთ ვიცე-პრეზიდენტის კაბინეტში.
„ასარჩევია აკადემიის ორი წევრი და სამი წევრ-კორესპონდენტი“, - განაცხადა  თავმჯდომარემ.
- მაგრამ ჩვენ არ განგვიხილავს სიები, - შენიშნა გიორგი ახვლედიანმა.
- სიები წარმოდგენილია სხვადასხვა ორგანიზაციებისაგან, შემოწმებულია; ქაღალდები ყველა წეს-რიგზეა!
- მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ არა? საჭიროა, ხვალაც მოვიწვიოთ კრება.
მაგრამ, საერთოდ, ყველამ მოისურვა, რომ იმ დღესვე დამთავრებულიყო ყველაფერი (ყველამ არა, უკაცრავად, უმრავლესობამ).
დარიგდა სიები ასარჩევი კანდიდატების. არჩეულ იქნა დამთვლელი კომისია სამი კაცისაგან. არჩეულ იქნა სამი გიორგი. ამომრჩევლებმა სიები ყუთებში ჩაუშვეს და თავ-თავიანთ საქმეებზე გასწიეს.
მეორე დღეს რეკავს ტელეფონი. მატყობინებენ: დღეს 10 საათზე ხელახალი არჩევნებიაო. გუშინდელი უკანანოდ ჩატარდაო.
სამ საათზე მუსხელიშვილი მოვიდა.
- ასეთი ამბები ხდება [რუსეთის] საკავშირო აკადემიაშიც, მაგრამ იშვიათად, იქ ყველა ხანში შესული, დარბაისელი ხალხიაო.
- ჩვენ რაღანი ვართ? - შეეკითხა კორნელი  კეკელიძე.
დარბაზში სიცილი ატყდა.
- უკაცრავად, ბოდიში, - სთქვა მუსხელიშვილმა, - თქვენ თავზე არ მიიღოთ, ეს ისე ვთქვიო...
- რაშია საქმე? - ამბობდა ნუცუბიძე, - გამოუცდელნი აქ არავინა ვართ. ვიცით, როგორ უნდა ხმის მიცემა და შემდეგ მე ჩუმად გადმომილაპარაკა: ზოგიერთების გაყვანა უნდათ და ვერ ახერხებენო.
(ეს ის შალვაა, რომელმაც გუშინ გრიშაშვილი გააშავა: დამთვლელ კომისიაში გრიშაშვილი უნდა ავირჩიოთო და არ აირჩიეს).
მუსხელიშვილი წავიდა.
შანიძემა სთქვა, ჯერ ნამდვილ წევრებს უნდა ვუყაროთ კენჭი და შემდეგ კანდიდატებსო (გუშინ კი სხვაგვარად იყო, ყველას ერთად ვუყარეთ კენჭი).
ახლა დამთვლელი კომისია უნდა აგვერჩია. სთქვეს - თუ გუშინდელი კომისია იყოსო, მაგრამ ბევრმა სთქვა, რომ ასე არ ივარგებსო, ხელახალი კომისია უნდა ავირჩიოთო. ავირჩიეთ: ჩუბინაშვილი, ბერძენიშვილი, გამსახურდია. გამოცხადდა არჩევნების შედეგები.
გაშავდენ: ბარამიძე და ლომთათიძის ქალი. ერთხმად არჩეულ იქნა სიმონ ყაუხჩიშვილი.
რადიანი რას თავხედობდა?
ჩემთვის ნათელია აბზიანიძის ფიზიონომია.

*
 [მაგრამ] [ჩვენო] ავტო-ქარხანა,
ჩვენო ავტო ქარხანა,
აწი შენ უნდა ზიდო
ჩვენი ბარგი-ბარხანა.

*
წყნეთიდან და კოჯორით
[მიმოდიან ვირებით]
[დინჯი არის მათი სვლა]
ნიავთა სიამეა.
მიმოდიან ვირები,
წასვლას სად ეპირები?
[იგი ღონიერია -
დევიზად]
იცი! - ეტყვი - ის გეტყვის,
რა ვქნა ჩემო ძამია,
აჩქარებით სოფელი
არვის მოუჭამია!

საქმე №1
1. ვინ განაგებს არჩევნების განყოფილებას „ზარია ვოსტოკა“-ში.
2. თვითონ იყო ის გამგე თუ კორესპონდენტი?
3. რომელია ის კორესპონდენტი? (ესაა გასაგები, ესაა თავი და თავი).
4. ვისთან იყო კავშირში ის კორესპონდენტი.
5. თუ მან სთქვა, რომ საარჩევნო კომისიიდან მიიღო ცნობა, პირადათ ვისგან?
6. იცოდა თუ არა მან, რომ მე სახალხო პოეტი ვარ?
7. იცოდა თუ არა კორესპონდენტმა ეს?
8. იცოდა თუ არა „ზარია ვოსტოკას“ არჩევნების განყოფილების გამგემ ეს?
9. იცოდა თუ არა რედაქციის მდივანმა ეს?
10. იცოდა თუ არა რედაქტორმა ეს?
11. რა კავშირში არიან დემნა შენგელაია და ის კორესპონდენტი?
12. იყო თუ არა იმწუთს იქ დემნა შენგელაია ან სხვა, რომლის გავლენის ქვეშ იყო კორესპონდენტი?
13. პარტორგანიზაცია?
14. მოსალოდნელია, კინოშიც ასე გავიდეს. გაგება კინოოპერატორის სახელისა და გვარის. მისამართები.
15. დამნაშევეები უნდა დაისაჯონ!
16. გვაქვს თუ არა საქმე აქ ლიტერატურულ  „ჟულიკობასთან“?
17. აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი ს. ჩიქოვანისა და რ. გვეტაძის ჩვეულებრივ ამბებთან (ანტოლოგიები).
18. აქვს თუ არა ამ საქმეს კავშირი მომავალ ანტოლოგიებთან?
19. სანამ გვიან არ არის, ზომების მიღება!!! (აქ მთელ სისტემასთან გვაქვს საქმე).
20. საქმე უნდა მივიდეს ცეკამდე??!!
(კვლევა-ძიება მეტის სიფრთხილით).
21. რა ლექსებია რუსულ ანტოლოგიაში, ეხლა რომ გამოდის (კრეიტ. ლექსი ახალი).
22. რა ლექსებია ქართულ ანტოლოგიაში, ეხლა რომ გამოდის!
23. „Нивелировка?“ ბრძოლა ნიველიროვკასთან!
ყურადღება წვრილმანებს.
24. ყურადღება წინასიტყვაობებს!
25. მუშაობს, ალბად, იგივე ჯგუფი (ს. ჩიქოვანი, ჟღენტი, გვეტაძე, შენგელაია).
26. მტყუანს კარებამდე!
დაახლოვება „ზარია ვოსტოკა“-სთან, რომ იქ ადგილი არ ექნეს შემდეგში ასეთ გამოსვლებს.

*
ნაბადი. ნაბადი. ნაბადი.
რუსული წიგნი! ქართული წიგნი! საღამოები.
ნინა წინააღმდეგია, რომ მე ჩექმები ვიყიდო!!! (რათა?) ეს საახალწლო საქმეა. საახალწლო ვიზიტები!!
ჩექმები!
ჩოხისა და ახალოხის სახელურები!
ქუდი!

* * *
ცხენი - სულ სხვა საქმეა.

დიდი, დიდი - ასწიოს
სამი ვირის ოდენა.

*
შაუმიანის ქ. №20. ნიკოლოზ ივანეს ძე კვეზერელი-კოპაძე (ავტორი მცხეთის ხიდის).
არჩილი - უფროსი ვაჟი. გეოლოგი.
„სოსო“ კვეზერელი-კოპ.

*
1. გაზეთები. Ленинское знамя და... 2. „ტრაფარეტი“ ან... 3. აკადემიაში. 4. მწერალთა კავშირში. 5. მაღაზიებში (კალენდარი). 6. ტელეფონი. 7. რუსული ანტოლოგია. 8. ქართული ანტოლოგია.

ხალხი დაგროვდა. [ეს იყო სასახლის ქუჩაზე].

*
1951. იანვრის 16.
სამს ათი წუთი აკლდა, დიდის ზეიმით ჩამომსვეს ავტოდან - შინები შენს ავტოს დაძველებია.

იანვრის 17.
შევიძინეთ ახალი ავტო.

*
1. ხარს უღელი მოუტანეს, უნდა დაგადგათო.
- რას ამბობთ, მე ძროხა ვარო.
ცოტა ხნის მერე დიდი კასრი (ვედრო) მოიტანეს.
- უნდა მოგწველოთ, რაკი ძროხა ხარო.
- რას ამბობთ, მე ხარი ვარო.
2. - ჰაი, შე პენტერა - სიცილით უთხრა ქალმა ჩვენი სასახლის კომენდანტს, რომელიც ამ ამბავს ჰყვებოდა.

*
- ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი, გადამწყვეტი ბრძოლა - მღეროდენ მაშინ.
- ეს არის ჩვენი უკანასკნელი გადამწყვეტი ბრძოლა - მღეროდენ შემდეგ.
გადამწყვეტი დღეები.

[მახსოვს ბრძოლის] ის მზადების დღენი:
[სჭექდენ ბრძოლის] დადგნენ, როგორც კლდენი,
„ეს იქნება ჩვენი,
[უკანასკნელი და] გადამწყვეტი ბრძოლა“.

დადგა ის დღეც, ბჭენი
[ციხე-სიმაგრენი] მოსწყდენ, ცამდის მშვენნი.
[მღერდენ] ეს არისო ჩვენი,
გადამწყვეტი [დღე] ბრძოლა.

1917-ში - Это будет გადაკეთდა - Это есть наш последний и решительный бой.
მღეროდენ დიდ თეატრთან ლენინის გარდაცვალების დღეს, 21 იანვარს - გადმოგვცა რადიომ.

*
30. 27. ნიკოლაძე. ი. ნონეშვილის. 17 დეკემბერს.
ხოშტარია ილია. 3-42-94 (მეზობელს შეუძლია გადასცეს). მისამართი:

* * *
1. იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ.
2. სადღეგრძელო იყოს მისი, ვინც...
3. შენ ზღვის პირას იდექ, როგორც შუქი.
4. იშლებიან ყანები.
ა. ბუკია.
1. გუნდისათვის.

*
პარასკევს, 2 თებერვ., 2 საათზე ახალგაზრდა მწერლებთან მომუშავე კომისიის თავ-რესთან ამხ. ს. ჩიქოვანთან შესდგება თათბირი. დასწრება სავალდებულოა.
აბაშიძე ნინო, ბუაჩიძე ვერა, ბეჟანიშვილი რ., გოგიჩაიშვილი გ., გოგოლაძე თენგ., თორდუა ვლად., ლებანიძე მურმან, მუმლაძე კარპე, მაისურაძე ელიზბარ, მრევლიშვილი ლადო, უბილავა ელიზბარ, ჯაფარიძე რევაზ, ურჯუმელაშვილი  ლადო, ზედგენიძე გ., ბაკურაძე მ., ბარდაველიძე ბეჟან, გოგოჭური დ., ვადაჭკორია დ., თოდუა მ., ინანიშვილი რევაზ, კასრაძე ქართლოსი, კვაჭაძე მარიამ, ნაყოფია ზურაბ, ყიფიანი ედიშერ.
კომისია.

*
ბარნოვის №26. გრ. შანიძე (ეზოდან III სართული).
3-71-41. ალექსანდრე იონას ძე ბუკია. ლირიული ლექსები სიმღერებისათვის.

*
ჟურნალი „საბჭოთა საქართველო“, №38. რეჟისორი შ. ტ. ჩაგუნავა.
ჟურნალი მიძღვნილია ადგილობრივი საბჭოების არჩევნებისადმი. ვარ მეც. ვაძლევ ხმას.

*
ბავშებო! [მო]გილოცავთ ახალ წელს. მრავალს დასწრებოდეთ. [წაგიკითხავთ] ახალი წლის ამ ბედნიერ დღეს, მინდა მოგმართოთ ლექსით „ახალი წელი“.

*
Назарбеков - Воспитатель молодых рабочих паровозо-ремонтного завода им. Сталина.

*
- აკაკი წერეთლის ამბავი გაგიგონიათ: ძმისშვილი მიიყვანა კბილის ექიმთან, კბილი უნდა ამოეღოთ.
- ჰარიქა, ბიძია, მიშველეთ! კიდევ მიეცი ფული, აქედან გამიყვანე. როგორმე მომეშოსო, - ამბობს ქალი, რომელსაც კბილს უკეთებენ.
20. XII. 50

*
- გასაყიდია ე მანქანა?
- იყიდე, რა!
- მერე რა, დრო იქნება გლეხი კაციც ჩაჯდება მანქანაში.
- მერე რომ მოვიდეთ - პურმარილი არ იქნება? ასე დიდი ხალხია.
- ერთი სადილი გაიმეტეს.
- ვაБ, შენ რა გითხრა მე!

პლანშეტი. 37-39 თუ 27-29 - ცინკოგრაფიის ტელეფონი. პლეხანოვის 50.

*
27. XII. 50.
- Зубы починяются, так что в Новый год вы будете кушать цыпляту-табаки.

გვათუა 4-5-6 - საათზე. ფულის გადატანა.

*
ვეცადოთ გამომცხადებელი იყოს ქალი. არას გზით კაცი.

ყურადღება!
აპარატთან არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ქართველი ხალხის საყვარელი სახალხო მგოსანი გალაკტიონ ტაბიძე. იგი წაიკითხავს საახალწლო ლექსს.

*
მე-8 გვერდი სიახლე.  „სიახლე“.

Забелину Владимиру Антоновичу. 1951. От автора.