შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-262 - 1950 წელი


მასალების სარჩევი მე-VIII ტ-სთვის.
1950 წ., 17 ენკენისთვე.
წელს: ტიჩინა, ტიხონოვი,  ფადეევი, ერენბურგი.
გაისად: მე, კოლასი!

*
1950 წ., 24 დეკემბერი.
ლექსები VIII ტომისათვის
1. 19 ოკტომბერი 1950 წ. 2. მე დაგინახე... მხრები მოხრილი. 3. დოკებთან (ადამიანს ენა ჰქონდეს). 4. აღავსე,  მზეო, ეს შემოდგომა.  5. ის წისქვილის ქვა! 6. ეს ძველი მუზა! (ნაწყვეტი: რითმებს არ იმეტებს). 7. რკინას სჭედავდი თუ ლეწდი კალოს. 8. ქალს მთებიდან (1912 წ.). 9. ვინც უყურებდა ზეცას დაწრეტილს. ტოტმა, რომელიც სიბნელეს ერთვის. 10. მაგრამ მკვდრები იგრძნობენ! 11. იტალიიდან (1935). 12. იპატი (1935). 13. იაპონელს კი ჰგონია.  14. რას სწევ უბიდან, სთქვი, ქალო. 15. ძლეული სენი. 16. სიმღერა  გულით დავაგუგუნოთ. 17. ნამები ვაზზე (წითელ რვეულში). 18. არაჩვეულებრივი ზამთარი ბათუმში 1911 წ. 19. ყოველ გრიგალში თუ ქარიშხალში (ეს). 20. ყოველი დღე ათარიღებს! 21. მტერი კბილით ითხრის საფლავს. 22. გადმოლახა რა ველები შლილი. 23. ლენინის გარდაცვალება! (ეს). 24. მე და აკაკი წერეთელი. 25. ქალი კოლექტივში (დარი, დარებია). 1928. 26. აურია, დაურია, ხალხს ომებმა გზა და კვალი! 27. ველნი ჰყვავიან,  გულო, დაწყნარდი (1908). 28. ვთქვი თუ: აი, მოქანდაკე! 29. ჟორესის და პლეხანოვის ქუჩებს შუა! 30. როგორ მოაწყდა ოპერას ტალღა! 31. ბავშს ჩაეძინა. 32. ბავშვს ღიმილი არ უქრება (მიემატება  ზე წარწერა, ხელი ირიბი). (ეს). 33. ქარო, ჩემი ძმა იყო შენ თითქოს. 34. რა გვაქვს საერთო? (1915). 35. გადვიხადე ყოფნის სესხი! 36. რომელმა უხვმა გრძნობამ დაბადა. 37. ნახტომი ვის სჩვევია ვეფხვისთანა? (ეს). 38. საქართველოში დღეს ყოველ მგოსნის! 39. შენს მთაწმინდაზე მდგარი. 40. სად ოქროსებრ ნაღდი... 41. მთაწმინდიდან გაღმით. 42. დღეები დღეებს ასე ცვლის. 43. შემოდგომა თბილისში. 44. მედოლეს უხარია. 45. მე სიმღერა ვთქვი დაფნის. 46. სდუმს ძველისძველი ცხუმი. 47. ზღვა გლეჯს გალიას. 48. წიგნის დაბადება. 49. ზღვით ზეფირი მოჰქრის ჩქარი. 50. შავი ზღვის ნაპირს რომ ჩამოუვლის. 51. ზღვაზე ბავშების ბედნიერ სირბილს. 52. აზურმუხტდა ზღვა ლაღი. 53. ტუია. 54. ზღვისპირს ახალგაზრდა ქალი (მთიბავი ქალი). 55. მაღალ მთაზე მოსჩანს ფაცხა (ეს). 56. ბაღო, როგორ თრთის! (ეს). 57. გვარდიის დროშა! 58. ზღვის სიყვარული (არის წიგნში?). 59. რა ამაოდ ძლევას ფიქრობს. 60. ორი ძალა. 61. ჩემო სტუმრებო, მე ეხლა რა ვარ? (ეს). 62. ჩემი მეეტლე (დასაწყისია. დანარჩენი!). 63. მთავარია ის, რაზედაც ჩუმად არიან. 64. და, რამდენი მეგობარი მყოლია! 65. რას ნიშნავს იყო მგოსანი? 66. გარს მომეხვივნენ დღენი! 67. ხელში ფანდურის მპყრობელი (ხევსური). 68. მაისთა ერა! ეს. 69. რა არის ოქრო აჭარის? 70. შენ აღარ ხარ. 71. ძირს ინტერვენტი. 72. პარიზი, რომი და ლონდონი. 73. ოკეანეთა ჯერ უბოლოოდ. 74. ატომის ენერგია. 75. თბილისის თავნი კლდიანნი. 76. რას შვრება სასახლე, მოხუცდა? 77. რომ გავკაფოთ ბნელი მკვეთრად. 78. ჩემი პოეზიის ინტეგრალები (საათი). 79. ანდუყაფარ - სანადიროდ... 80. რად მინდა ქვეყნად ცხოვრება. 81. წინედ შენი სპეტაკი გზა. 82. ვაჟამ სთქვა: არ მოილია. 83. წყალდიდობებმა ჭალა მოსილა. 84. აგერ ძველის-ძველი მოჰქრის ცხენისწყალი. 85. მაღალ კოშკიდან ცისფერ მანდილის. 86. ეჰ, რად არა ვარ ცხრამეტი წლისა (VII რვ.). (ეს). 87. ძმებო, ამხანაგებო, აღარა გვყავს ილია (1907 წ., VII რ.). (ეს). 88. განჭვრეტა 30 წლის (VII). 89. ახალგაზრდებო, გვირგვინოსნები (VII რ., 206). 90. მგელმა ბატკანს ჰკითხა (VII. 200). 91. შემოსილს დროშის ორდენით (ორატორიაში). 92. შემოდგომაა. ბილიკზე (ორატორია). 93. ეჰ, ვაგორებთ და ვაგორებთ ამ წლებს! (ორატორია). 94. ქაღალდი სუფთა თეთრი ველივით.. (ორატორია). (ეს). 95. „მისი სახელი კაპიტალია“. 96. ცაო, ზღვაო, ბიჭვინთა. 97. ეგნ. ნინოშვილის ხსოვნას. 98. ჩვენ გვაწვალებდა ძველი მახათა. 99. მზის ჩასვლა ზღვაზე (სონ.). 100. დრო საახალწლოს უმატებს სრბოლას. 101. თევზი (აჰა, ესერა). დროებით ამოღებულია „დიდედა“. შესაერთებლად. 102. არა, არ დამავიწყდება რკინისგზა, პირველ ნახული. 103. რა ამაოდ მიუშვირა ტყვიას მკერდი. 104. მას სიარული სხვებთან ერთად არ ეხერხება. 105. აი, ამ ქვასთან (წარწერა). 106. საახალწლო ბუხართან. 193.... 107. იდგა მწვერვალზე ძელქვა. 108. ო, ჩემო ლექსო, როს წვეულება. 109. იყო, არა იყო-რა. 110. ქობულეთელი. 111. ავჭალიდან თბილისამდე (1946). 112. Ars longa, vita brevis (დასაწყისი). 113. მესამე ზარი. 114. წინად მივქროდით ლურჯა ცხენებით. 115. წიგნს დაეწაფეთ, მშრომელნო. 116. მაგრამ შეიქმნა ჯაჭვი ვარდების! 117. დიდ არს სამშობლო! (ეს). 118. 138. ოცი ლექსი  „პაციფიზმი“-დან (ესენი). 139. აკადემია.  140. აკაკის გარდაცვალების გამო.

[იოსელიანის პურმარილით ავალიანი შეიწყალეს]
გალაკტიონის პურმარილით [მაშაშვილი] შეიწყალეს!
[ალიო მაშაშვილს]
თუმცა [ნაცნობებს] მიკიტნებს ბევრს ვიგონებ ავალიანებს -
იგი ძველი დრო არავის არ გვავალიანებს,
ვშალოთ დავთრები, შემოსავალ-გასავლის წიგნი,
და გამოვუდგეთ უვალოებს და ვალიანებს.

ვით უჩინარი რამე ოქრო მიწად შთანთქმული,
ვით მუხის ფესვი, კლდის სიღრმეში მჭიდროდ განდგმული,
დაე, მარადის ხარკად [ემართებათ] ედოსთ ავალიანებს
იოსელიანთ პურმარილი სახელგანთქმული.

მიჰყე ანდაზას და ნუ გიკვირს, თუ გაწვალებენ,
შენს ნამოქმედარს აგერ ვისმეს დააძალებენ.
იოსელიანს არ ეწყინოს, თუ ავალიანს
[იმისი] როსმე მის უხვი პურმარილით შეიწყალებენ...

ელვარებს კაფე „ჭიდოსნური სალამურები“,
თუთუნის ბოლნი [ღრუბლებად სდგას] მიმოდიან, ვით ამურები,
რისი ამური, [უცებ] აქ ნესტორა ტაბიძის მკლავი,
გაიშლება და აიშლება ჭერს ღამურები!

ისე ვით თეფშებს, აქ [ისვრიან სკამებს] ნესტორა ისვრის მაგიდებს,
პიანინოებს ადგილიდან ჭერზე აჰკიდებს,
იოსელიანთ პურმარილი სახელგანთქმული
[ასე რომ შერცხვა,] რომ დაივიწყეს, ამას არვინ აღარ დაგიდევს!

როცა გათენდა [ნაომარი და ნახურვები] წინა ღამის განადგურებით,
ასპინძას ჰგავდა - ნასახლარი, ნასადგურები.
ჩამტვრეულ მინებს ფარდაგივით ჩამოფენოდა -
[სახლის წარწერა:] ჯადოსნურის წილ - „ჭიდოსნური სალამურები!“
1921

*
7 აგვისტო. 1958 წ.
პირველი ტომის დაკარგვა.
პირველი ტომის აღდგენა.
უსატრფოოთ, ტანჯვა ვპოოთ.
პირველი ტომის აღდგენა...
ასე და ამგვარად: სამი კალამია.
Нас вырастил Сталин, на верность.
ჩვენი ვარსკვლავი ისევ კარგია.

*
ჩემი წიგნი, გამოცემული 1914 წ., გადმომცა მხატვარმა ირაკლი ტოფაძემ, [ის] მაშინ - როდესაც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. წიგნში ჩადებული იყო მხატვრის ლექსი, მოძღვნილი ჩემდამი. წიგნი ყდაშია ჩასმული.
1. ყდაზე ქალის ხელით აწერია: „თამარ“. დანარჩენი წარწერები ან გაურკვეველია, ან გადაშლილი.

*
ხელოვნება - 20 სტრიქ. მიმღერე რამე - 20. შავი ყორანი - 16. რომ თაყვანი სცეს - 15. პოეტი - 24.შემოდგომა - 16. გზაზე - 14. 125. ტყეში - 18. კორდზე - 24. დუმილი - 28. სარკეში - 16. ახალ ცისკ. - 20. წუხელ ღამით - 20. ყვითელი ფოთ. - 16. 162.  სარკმელთან - 16. ხშირად ვოცნებობ - 10. ჭმუნვარება - 24. განწირულება - 28. ნიაღვარი - 16. უდაბნო - 24. დაკ. ედემი - 48. 286. მთაწმინდაზე - 44. 162. სოფელში - 24. ხომლი - 18. Ave Maria - 36. ჩემი ქნარი - 20. განახლდა გული - 20. უკანასკნ. დღე - 20. სასაფლაოზე - 12. დიდი ხანია - 12. მგზავრის სიმ. - 24. დარიალ. ვიწ. - 20. ძებნა - 20. ქარიშხ. შ. - 20. შორი გაზ. - 6. შორი ალ. - 10. შორით სიახ. - 6. მუხა - 16. Astre - 16. ვარდ. ფოთ. - 20. არ მინდა სიტ. - 16. ვარსკვლავიანი კამარა ბრწყინავს - 32. ტყის პირად - 24. რა მშვენიერი იყო ნამი - 12. ყვავილები - 16. სიმღერა - 16. მწუხარება - 24. სინანული - 12. სანამ შორს -   12. ქარი - 92. როგორც აჩრდ. - 20. უკანასკნელ დღეს - 16. მდინარის პირზე - 16.
755.