შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-255 - 1950 წელი


თბილისიდან ქუთაისამდე
1950, 27 ივლისი
Только не сжатая полоса. „ჯეჯილი“ (რ. ერისთავი, ან. ერისთავი, სოფრომ მგალობლიშვილი, ფალავანდიშვილი).
ქალები, ქალები, ქალები!
ძნები, ძნები, ძნები!
ქალები ხელებით ჰკრეფენ თივას (არა აქვთ ფარცხი).
სიმინდი აქ საიდან გაჩნდა?
დაჰკრა გრილმა ნიავმა.

1950. 27 ივლისი.
ათის ოცდა ხუთი წუთია. ვსხდებით მანქანაში. აი, დიღომიც. დიღომი წინად გაბაშვილების იყო. ქარი გვაცილებს (ქარი მომღერალია). ერთი გარემოება: ეს სვანური ქუდი ჩემი ვერასგზით ვერ დავტიეთ მანქანაში.
ლიუდოვიკოო! „რად დამარქვესო, დათიკო დამიძახეთო“.
„ეს რა სოფელია, ნეტა?“
მცხეთაში, ეხლა დაუკლო მცხეთამდე. ეგრე იარე მცხეთამდის. მცხეთას კი... გამოჩნდა მწირი (ათს ხუთი წუთი უკლია). ქვევით ლენინის ძეგლია...
- შეხედე!
- დიდებულია!
სვეტიცხოველი (ნინა პირჯვარს იწერს).
ჩვენი სამოსახლო.
მრევლიშვილების ბაღი.
მცხეთა. სწორედ 10 საათია.

მცხეთიდან.
აი, ჩვენი სახლის ბაღის კარებიც. გავაჩერეთ მანქანა. გადავიდა ნინა!
ოძელაშვილის ძეგლი.
ძველი ციხე.
აგე, წიწამური!
გზები საგურამოსკენ. იმ... მოსახვევთან... გზები კეთდება... თუ რა? აქ ყაჩაღები იყვენ მეტად.
არაგვი. რამდენი ტოტი აქვს. ვენახში რაღაც ძველი ნიშია. ასე? რატომღაც კარგად არა სჩანს ილიას სახლი.
ძაუჯიკაუსკენ (აქ გზა ჯვარედინია). მანქანა მიდის გორისკენ.
„გორში მეგობარს მივსწერე“.
მინდვრებში საინტერესო მარტოხელა ხეებია. „აი, ქართლის ნიშნები“. „პური შემოსულა“. მკიან, მკათათვეა...
უცენზურო სახელწოდების გ... ქარ...
„საზამთროდაც მოუხნავთ პური“. მკათათვეა.
„Согнувшись как хлыст
Несется циклист“ -
თანამედროვე ცხენი.
სიმინდი ჯერ მწვანეა და ჩია.
მზესუმზირების ველებია.
კიდევ ძალიან ძველი ნანგრევი.
ძნები მინდვრებზე.
11-ის 25 წ. რაღაცა  სოფელია მწვანეში.
გარეშემო სულ ტიალი მინდვრებია.
კიდევ
 ძველი ეკლესია.
სტანდარტული  ქოხები. აი, ნეკერჩხლები, ორი.
მთაზე დიდებული ციხეა! მარჯვნივ მეორე პატარა ბაზილიკა.
შევედით რომელიღაც სოფელში.
მდინარე ქსანზე ხიდი.
ქსანი ძლიერ პატარაა.
ვენახებიცაა განა! (ქართლში) შაბიამანით. ზვარი მშვენიერი, ქსანთან მარჯვნივ და მარცხნივ შეწამლულია.
ღობეები გამხმარი ეკლების შეკვრებისგანაა. ქსნის ნაპირებზე ნაყოფიერი მიწებია, ბაღები. მეურმე მიდის არა შუა-გზაზე, არამედ მინდვრებში. ხათაბალაა. მამულები. ვაშლები.
ექვსნი ყანას მკიან.
ორი ახალგაზრდა ჭიდაობს შუა მინდორში (არენაც ასეთი უნდა, ცირკი არაა შესად.). ლიახვის ვიწრო გზები, ასფალტი. კიდევ პატარა ნანგრევი (ასე მიტოვებული).
ნინას შესცივდა, მე კი მცხელა!
რაღაც სოფელია, საჩხერესა ჰგავს.
რას ჰგავან სიმინდები.  მხოლოდ გზის პირასაა ნათესები, დანარჩენი ჩირგვნარია. გზის მოსახვევი. სოფელი ხევშია ჩავარდნილი ტფილისივით.  ისლით დახურული ნალია.
ძროხები ავტომობილით მიყავთ, რატომ არაა ცხენები?
რაღაც ძველი ეკლესიაა მარჯვნივ!
11-ს უკლია 10 წუთი.
საარაკო სანახავია მთიბველები მთაზე. მეცხვარე კვირიკობისთვეში ცხვრის ქურქშია.
ძნები, ძნები, ძნები.
„რა მიჭირდა, რომ ახალი მყავდა მანქანა“ - ყანყალებს ახლა!
ახალი ხსნულები.
კვირიკობისთვე. გზები მთებში მხოლოდ თეთრად.
ქალები მიდიან ფიწალებით. ძნის ასაკრეფად?
ყველგან არაა მოჭრილი პური! ტრიალი?
უკვე გაუშვიათ საქონელი ნაპირზე.
თერთმეტი საათია (45).
- გორის გზა ესე მიდის?
- ეგ არის, ეგა!
ისევ სტანდარტული სახლები, ხეები არ სჩანან.

შავშვეთი  -  წარწერა.
ნინა: წუხელი წვეთი არ მიძინია, არა მიჭამია რა, მცივაო თან.
სილუეტი ქალისა გზაზე, ბოხჩით. რუსის ქალები ამ სიცხეში მარგვლავენ კომბოსტოს.
ქალები მიდიან ფოცხებით.
მინდვრებში ოთხი ქალი მიდის.
მეურმეები გზასთან.
ქალები მიდიან ქოლგით.
შეგვხვდა ახალი ავტო.
გლეხი მიდის ცხენით - კვიცი.
ექვსი დიდი ურემი პურის ტომრებით (11 საათია).
- გორი, გორი!
- გორის ციხე.
- გორის თეატრი.
მეისრემ გაგვიხერგა გზა.
- ჩქარა, ჩქარა! მატარებელი მოდისო.
40-მდე ქალს სძინავს ძნასთან. მზეში. კიდევ 30-მდე ქალს <ქ...სთან>. თორმეტის ნახევარია.
გორის იქით აკეთებენ ახალ გზას. სამოცამდე მუშა ისვენებს თხრილებზე.
- ხაშურის გზა ეს არის?
თორმეტის 20 წუთია.
მშვენიერი ხევი. მიდის ლიახვი (?).
ურბნისი.
რუისი.
ვისაუზმეთ რუისელ კოლმეურნე ქალის ყანაში.
- სუ თქვენია ე ყანა?
- სუ ჩვენია! კოლექტივის. ვმუშაობთ. არა გამოდის რა, ეს თავმჯდომარესო, ეს მოლარესო, ჩვენ კი არაფერი.

ძველი ურბნისი და რუისი!
რუის-ურბნისის კრება (XII). მცდელობა გაეთანაბრებია თავადობა და გლეხობა. იყო დადგენილება.
ძველი ციხეები (დანგრეული).
სასტუმრო.
რაღაც სოფელია პატარა ხიდით. თეთრი ბატები გზაზე.
ორი ხელოვნური გორაკი.
იწყება ტელეგრაფის ბოძები. კიდევ ძველი ციხე მთაზე. მის იქით სოფელია.
ქალები ნიჩბებით.
როგორ მოგზაურობდა ჩიჩიკოვი? და ხლესტაკოვი. მე მგონია, ჩიჩიკოვიც და ხლესტაკოვიც გენიალური პირები იყვნენ. მათ შეёქმნეს ისეთი პარტია, რომელიც უჯერიდა ჩიჩიკოვს.
ფიწალი, ფიწალი!
სიცხეა.  მოწყურებული ბავშები არ ეშვებიან კრანებს.
ქალი ამბობდა: ლობიოი, გშია?

გომი.
ძნები. კარგი სოფელია.
კოლექტივია.

რა მუხნარია აგпრებს იქით! ოსიაურთან.

ოსიაური.
იქით მთის ძირას მიშენებული სოფლები. ჭერეხივით არ აყრია სახლები. რა უქნია აქ ერთ კლდეს. გასაოცარი ქიმია, რომელზედაც მგონია, ადამიანი ვერ ავა.
ამისი მსგავსია ოსიაურის ქიმი.

ხაშური.
პირველს უკლია ხუთი წუთი.
- სურამის გზა საითკენ არი?
- ესრე წახვალ.
ხაშურიდან სჩანს ის სახლები მთაზე.
ეს რა ციხეა?
ნუთუ სურამის ციხეა?
სწორედ ისაა!

სურამი.
აქ რომ წყალი დავლიე, ისეთი არსად არ დამილევია, რაღა! (ბავში იგონებს მამას, ინჟინერს, აქ ჩამოვიდაო).
აქ ერთხელ საღამო გვქონდა. ქვარიანი. ჰმ!
- Победа! - გაჰყვირის ბავში.
აქ ახლა „ზინდისი“-ც.
ბავში ასულა ღობეზე და ჯოხით ცდილობს ჩამოაგდოს ტოტიდან <...>.

სურამი - ქუთაისი.
იწყება ხეობა.
ძროხები და ხარები მიჰყრილან ხევისწყალში.
შეფენილზე თხებსა და ცხვრებს უდგას ბავში.
„Человек проходит как хозяин, по необъятной родине своей“.
საირმის გზასაცა ჰგავს. რაჭის გზასაც. საჩხერის გზასაც.
Подъем.
მიხვეულ-მოხვეული გზა.
დაბლა ღრმა ხევია.
ძლიერ მიხურს შუბლი.
„Сурамский перекат“.
ერთად ერთი მოხუცი შეგვხვდა.
ურმით ნაკელი თუ შეშა მიჰქონდა.
გრანდიოზული რაღაცაა.
აქებდენ.
მარა საშიში ადგილებია.
თითქმის მწერვალამდის მივედით.
იწყება დაქანება.
ტყე, ტყე, ტყე.
მე-14 კილომეტრზე სურამიდან ვეშვებით.
სუ მუხნარი, წაბლები და სხვ.
ნინა თაიგულებით.
„ჯორიფალა“.
მშვიდობით, მხარევ პოეზიისა, სალამი, პროზა!
ფერების სიმფონია.
თბილისის სიცხეს არ მოვსულიერდით!
მერე - მდინარე ტყეში.
კარავი რტოებისაგან.
ტყისთანა სილამაზე არავითარ ბაღებს არ ექნებათ.
ღმერთო, რა ტყეებია!
გამოჩნდა კაკლის ხეები.

ხუნევი.
პირველი სოფელი სურამიდან. იწყება ზემოიმერეთი. ტყეების ნაცვლად მთებზე შეფენილია ვაზები, შაბიამანის ფერით. ქალები მუშაობენ შიგ (ერთად ერთი კაცი ვნახე მომუშავე. გზას ასწორებდა. ნიაღვარი).
გარს შემოგევლე, სურამისა ციხეო.
ნინა რომანტიულ ხასიათზეა და სასიყვარულო ლექსებს მღერის.
გარს შემოგევლეო და ისევ შემოვუარეთ ამ მთას.
ზვარი, ზვარი, ზვარი!
სულ ეს მთაა.
იცით თქვენ მთაზე სიარული?
ჩხერიმელააო?
ჩხერიმელაл!
აი, ბონდის ხიდიც.
- ყოჩაღ, ბიჭო, ყოჩაღ, ბარაქალა! - იღიმება ცხენზე მჯდომი იმერელი.
- რა სოფელია, გოგონა?
- ხუნევი.

მოლითი.
წყალშიც გავცურეთ! ესეც შენი „Победа“.
ეს „ჭურებია“ დიდებული შაბიამანის. ყოველი მამულის.  
ხუთი წუთი უკლია სამს.
წვიმა წამოვიდა.
- აბა, რავა გინდა, ვენახს არ უნდა გაგრილება, მცენარეს არ უნდა, ყანას?
წვიმა ძლიერდება.
როდიდან შემოიღეს ეს მეგრული ქუდები იმერეთში. წინად არ იყო.
- არა, იცოდენ წინადაც!
მოლითის ერთ მთაზე ძველი ნანგრევია. მთაზე კიდე ერთი ძველისძველი ეკლესია და დიდი კოშკი მდინარის პირას.
წინ გრუზოვიკი მიდიოდა ფუტკრებისთვის დამზადებული სკებით დატვირთული. დიდ ხანს წინ ნელა მიდიოდა. მერე როგორც იქნა გაგვატარა.
- და გადაიქცა ეს იმერეთი...
ამერ-იმერი.
თბილისი - ქუთაისი.
ორი ძველი სატახტო ქალაქი ამ მშვენიერ გზით ერთდებიან.
„Через те скалы“...
მთის მდინარე რომ ქვებზე გადადის - აი, ისაა, რაცაა!
"ჩატეხილი ხიდი" რომ ვნახე, მსგავსი არა მინახავს რა!
პირველად გავიგონეთ ჭიჭინობელა.
Все люди, люди, люди!
გზისა და მზისაგან გალანძული იმერეთი.
- ქუთაისი შორს არის?
- კაი შორს არის!
ურემი. ხარები.
ძირულა, ძირულა! (მდინარე).
(რისი ჩხеრიиელა).
გავიარეთ ытоудп.
ოო-ო.
ეხლა კი მივედით და, პირველად, უნდა გადავჭრათ რკინის გზის ხაზი!!
მეისრემ გაგვიშვა.

- ქალიშვილო, ქუთაისში აქეთ მიდის გზა?
- დიაღ, ბატონო, აქეთ მიდის (იღიმება).
აქ, ერთდება ორი მდინარე.
ძირულის ხეობა.
აი, აკაკი.
ძველი ციხე.
შარაპანი.
ცხენი საოცარი „ბარით“.
ესეც.

ზესტაფონი (4 საათია).
პატარა რუი ხიდით.
მოგვატყუეს - ხიდზე გაგვიყვანეს.
- აუუ! აქეთ სად წამოსულხართო, - გზაში გვითხრეს და დავბრუნდით.
- რა იქნებოდა, წამაგეყვანა. ერთ ორ გროშს აიღებდიო.
ამ სიტყვებით დაყირავდა პოზიციები. დაიწყო ახალი [პროვოკაცია] პპ. პრ.
ვაზი, ვაზი.
რა სიმინდებია! (სულაც არა ჰგავს რუისის სიმინდსა).
- შორსაა ქუთაისი?
- აგერაა. ათი კილომეტრია.
სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ცოცხალი ბავშები. ვაზები.  სიმინდი. ყვირილა.
- ათ კილომეტრზე მეტი რავა по იქნება, გვატყუებს იმერელი?
კიდევ რომ გავიარეთ, შემხვედრ შოფერსა ვკითხეთ:
- შორსაა ქუთაისი?
- არაა შორს. თორმეტი კილომეტრია.
- აჰა, ქუთაისიც.