შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-261 - 1950 წელი


[ომი] მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
პოემა - ორატორია.
დავამთავრე პოემისა ამის თეთრად გადაწერა 1950 წ. 2 დეკემბერს საავადმყოფოში.

მეოთხე სტრიქონის გამოწევა სჯობია თუ არა?

შენ ეი! პოეტი ხარ თუ პროეტი...

ქარელი
ქარელში ექვსი წელიწადი ვიმსახურე ჯერ ისევ ომამდე. იქ ქარი იცის - ისე, როგორც გორში, ჰაერი კარგია. ჯანმრთელი, საუცხოვო წყაროებია. ერთ წყაროს ციხისძირის წყაროს ეძახიან. მტკვარი იქვე, გვერდით ჩაუდის.
მცხოვრებნი ნაირ-ნაირია: ქართველები, ოსები (უმეტესად), ახლო არიან და ჩამოდიან სომხები (ძლიერ ცოტა), თათრები (ეხლა გაასახლეს), რუსებიც არიან.
ასტვაცატუროვს სოფლური დუქანი ჰქონდა და ორსართულიანი სახლი. სამი ვაჟი ჰყავდა. სამივემ უმაღლესი დაამთავრა, ისე, როგორც ერემომ. ოსები ძალიან ბევრია, პატარა ყანწები იციან: „სირცა ბანამ“ - ამბობენ, დადგმა არ შეიძლება, როდესაც გადასცემენ (ყანწი ხომ ისედაც არ დაიდგმება).

Они обожают наглость!

[საქულას დუქანი]
[იოსებას] [ოსეფას დარდები]
* * *
ეს [იმას] ფულსა მთხოვს, ის [ამას] ფულსა მთხოვს,
[ზოგი მპარავს, ან მართმევს]
ნეტავ [მათი] ვისი რა მმართებს?
[ზოგი კიდევ სულ უბრალოდ]
ზოგი მპარავს, ზოგი კიდევ
არ მივსცემ და წამართმევს.

მათხოვრები მძულს, მარამა
[ფულს არ ვზოგავ] რას დავზოგავ მათთვინა.
[მაგრამ] [რადგან] ჰაზირ, ყველა რომ მე მომდგა,
ამან გამომატვინა!

[სიმთვრალეში ნათხოვარი]
[მან პერანგი] იმან ჩოხა გამხადა
გამატყავა და [მთელ ქვეყნის] [თბილისის] ავლაბრის
სასაცილოდ გამხადა.

გეტყვი: ამას ისე ამბობ,
ჩემო იერემია,
თითქო დრამა ამეღოს ან
[სტალინური] რომელიმე პრემია.

[შენ] რომ იცოდე [ჯოჯოხეთი] მდგომარება
უბედურის, ეულის,
შინაურმა და გარეშე[მ]
[კაცი] [მტრებმა] მგლებმა დამასნეულეს.

მებნებიან: „[საქულაჯან] იოსებჯან,
[რა გადარდებს,] ფულს სად მალავ, აგვიხსენ“.
[ვაჰ!] შენ მიშველე, ზეციერო,
ამ ტანჯვიდან დამიხსენ.
28 ნოემბერი, 1950
საავადმყოფო

*
I. Мне в Москве говорили, что некоторые льстецы и подхалимы пользуются Маяковским, как дубиной, т. е. оружием против других поэтов, выдвигая чисто технические приемы его (Маяков.), как что-то совершеннейшее, не подлежащее критике достижение. Так не годится. Это нечестно. Сам Маяковский часто говорил о „книжках, многих, но разных“. Ни один из теперешних поэтов, русских поэтов, не придерживается поэтических методов Маяковского. Но из этого нельзя заключить, что они не талантливы; Ведь каждый поэт домогается иметь свое собственное лицо. Это его священное право. Навязывать им Маяковского совсем не надо и никому это пользу не  принесет. Эта идея уже потерпела катастрофу, т. е.  идея навязывания. Маяковский талантливейший поэт, и делу конец. Теперь пусть отстанут. Так говорили мне в Москве.

*
ბერია არ არის, მარა მის კუდების
ქნევითა - ქართველებს - სული გვეხუთების.

*
И рак рыба.

იგი ჩაეშვა დაწნულ, ფართო და გადაფერდებულ ზურგიან სავარძელში...
Опустился в плетенное кресло с широкой, покатой спинкой.

გალაკტიონ ტაბიძე.  ლექსები და პოემები სხვადასხვა გამოცემებიდან ამოკრებილი ბ. ჩიქობავას მიერ. 1951 წ.

*
„На вкус и цвет
Согласия нет“.

*
1. „კომუნისტი“. 2. „Заря“. 3. „Советская Абхазия“. 4. „საბჭოთა აფხაზეთი“.

მუსიკა
1. დროშები ჩქარა! 2. ლურჯა ცხენები (სულ არ ვივლი). 3. მთაწმინდის მთვარე. 4. სულ არ ვივლი (ლურჯა ცხენები). 5. მაღლა მთაზედა ავაგე. 6. პოეზიის ჰიმნი. 7. მხარი - მხარს! 8. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი. 9. იდიდე, იდიდე! 10. ბელორუსია და უკრაინა.
3.000.

ნონიკაშვილი (იქ არ ყოფილა).
პროგრამები სამხატვრო თეატრის.
„ბორბა“.

ფაკულტეტები
1. ფოლოლოგიური (რუსული და ქართული): ილ. აბულაძე, ბარამიძე, ბ. ჟღენტი.
2. დასავლეთ ევროპის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული): ვენ. ურუშაძე (ინგლ.),  ხავთასი (დეკანი).
3. ისტორიული ფაკულტეტი (მათე ალექსიშვილი).
4. იურიდიული.
5. ეკონომიკის (ქოიავა. პროფ. დეკანი. [მასთან]).
6. ბიოლოგიის (დეკ. ნ. კეცხოველი).
7. ქიმიის (ფაკ.).
8. ფიზიკო-მატემატიკის.
9. ფიზიკა-ტექნიკის.
10. გეოგრაფ-გეოლოგიური (დეკ.).
11. აღმოსავლეთ-მცოდნეობის (კავკასიური ენები, სპარსული, თურქული და სხვ.).

*
სტენოგრაფისტი. უნივერსიტეტს ჰყავს სტენოგრაფისტები.
ორკესტრი. სტუდენტებისაგან შემდგარი.
ხორო. საკუთარი ხორო. უნივერსიტეტის.
რადიო. არის რუპორი.
ფიზკულტურელები. არიან: გიმნასტიკა და სხვ., მძლეოსნობა (მსუბუქი და მძიმე). ზაუტაშვილი განაგებს.
ფოტო. არის თუ არა ფოტო ლაბორატორია. პლასტინკები (სანდრიკა. ტელეფონიც აქვს).

*
ლენა ყიფშიძე (ნუნუს კარგი მეგობარი). ჭრიჭინას პრემიერა. პროფ. ყიფშიძის ქალიშვილი.
სოხუმელი მხატვრები (ჩამოვიდნენ თუ არა, გაიგებს სეხნიაშვილი ოთარი). (გრაფიკა - ნუნუ).

* * *
ამირია, დამირია
მე ცხოვრებამ [ყველა გზები] ყვავილები.
თმაში თეთრი გამირია,
[არ მივარგა არც კბილები]
დამცინიან ყმაწვილები.

ამირია, დამირია
მე ცხოვრებამ ყველა გზები,
თვალში ცეცხლი დამილია,
[ახლოც] ბრმა ვარ, ვეღარ ვიხედები.

ამირია, დამირია
მე ცხოვრებამ ღვინო ჩემი,
თასში შხამი გამირია
და უკუღმა დასძრა გემი.

ამირია, დამირია
მე ცხოვრებამ...

*
მუხიგულაშვილი, ციცაგი, პეტრემღვდლიშვილი - გვარებია ასეთი.

* * *
შენს ძვირფას სურათს ჩამოვხსნი კედლით.
[დე, ნუ მიცქერენ ყოველ წუთს ისე,]
დეე, ნუ მიცქერს ყვედრებით, კმარა!
[მართლაც] [კმარა] თითქო „ბედნიერ“ ცხოვრების ეტლით -
მე [მივდიოდი,] ვსეირნობდი [ისინი -] და შენ კი არა...

[საზიზღარ]
[მხოლოდ [იმიტომ] მისთვის, რომ არ არის ასე
კმარა დაცინვა!]

400 გვერდისთვის საჭირო 400 ლექსი.

* * *
შემოსილს დროშის ორდენით, მედლით,
შენს ძვირფას სურათს არ [ჩა]მოვხსნი კედლით.
დაე, მე ფეხით ვიარო გზაზე -
შენ კი ბედნიერ ცხოვრების ეტლით!!

*
მაგალითად....
არა სმენია ეშმაკსა
გაბულბულება ვირების.

[„დინამო“-სთან ღამით, თითქმის ცარიელ ტრამვაის ვაგონში].
მახსოვს, ეს იყო 1942 წ.

ლექსი ს. აბაშელს
ჩვენში ბევრი პოეტია,
დიდი ხნიდან შაბაშელი.
მაგალითად, გინდ ავიღოთ,
აგერ ჩვენი აბაშელი.
„კოლმეურნის სიმღერას“ სწერს
(მასთან რაა, აბა, შელი).

შემდეგ აბაშელის ტექსტი...

ამისთანა არ [მინახავს] მსმენია
[კაცი ენა-ბლუკიოდეს] [ჩირგვში,]
რომ ბულბული ზმუკიოდეს.
კოლმეურნე [სად ნახულა] კომუნიზმის
[ღობე-ყორეს ფხუკიოდეს]
შენების დროს ცმუკიოდეს.
[ქვეყნის] კომუნიზმსა აშენებდეს,
და "სიყვარულს" [ცმუკიოდეს,] ფხუკიოდეს,
აქ, მგონია, [აბაშელი] აბაშიძე
ცოტა ენა-ბლუკიოდეს!
გალაკტიონი
შელლი.

*
ელისავეტა ერემეევნა.
პოემები.
О. Шлинг.

დარეჯანი
„ბრწყინვალედ ასრულებდა პროფესორ ზანდუკელის ცოლის როლს თ. ჭავჭავაძე. მისი დარეჯანი სრულყოფილი მხატვრული სახეა. დარეჯანი გონებაშეზღუდულ მეშჩანთა უკანასკნელი წარმომადგენელია. ასეთი ქალები ჩვენში იშვიათად მოიპოებიან, მაგრამ იგი ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო ზანდუკელის ოჯახში. სუსტი ნებისყოფის ქმრის ხელში დარეჯანი იმდენად განებივრებული და გათამამებულია, რომ „მეცნიერულ“ საკითხებშიც ერევა და ცდილობს პროფესორზე გავლენა მოახდინოს. ამავე დროს დარეჯანი ამაყი და ბოროტია. იგი ვერ იტანს უბრალო ადამიანებს, სცდილობს ყოველთვის მათგან თავი შორს და მაღლა დაიჭიროს. თ. ჭავჭავაძემ დარეჯანის ეს არისტოკრატიული ბუნება მშვენიერად გადმოგვცა და სამუდამოდ დამამახსოვრებელი სახე შეჰქმნა“.
ერ. ქარელიშვილი
(„კომ.“, 19 ნოემბერი, 1950, №259)

*
1950. 1 დეკემბერი - დილა.
- დიაღ! - განაგრძობდა ის, - ხელოვნების დარგზე ვლაპარაკობთ, მის წარმომადგენლებზე. განა ცხადი არ არის, რომ არტისტები ოთხ კატეგორიებად განიყოფებიან: პირველი - ეს არის ხელოსანი... კარგი ხელოსანი თუ ცუდი ხელოსანი, მაინც მხოლოდ და მხოლოდ ხელოსანი. ეს კატეგორია ძალიან ძლიერია, იმიტომ რომ უმრავლესობას შეადგენს. მეორე კატეგორია -  ეს არის ხელოსანზე მაღლა მდგარი - ოდნავი არტისტიული ნიჭითაც, მოხერხებითაც და შეადგენს ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას სცენისას, ლიტერატურისას. ეს კატეგორია შუაა - ხელოსანსა და ხელოვანს შორის და წარმოადგენს უმთავრეს ძალას თანამედროვე ხელოვნებისას... მესამე კატეგორია - ეს არის ნიჭით აღსავსე, ბუნებით ხელოვნებისთვის დაბადებული, გულწრფელი, რომელსაც ეზიზღება ხელოსნობა, როგორცა ვთქვით, ნიჭითაა აღსავსე, მაგრამ განსაზღვრული ნიჭით. იგი არაა ხელოსანი, არაა ხელოსან-ხელოვანი, იგი არის ჩვეულებრივი ხელოვანი, როგორც, მაგალითად, გუნია, შალიკაშვილი, ნატო გაბუნია-ცაგარლისა, დავით კლდიაშვილი, ბარნოვი, შალვა დადიანი.  მეოთხე კატეგორია - ეს არის გენია. რუსთაველი, ტოლსტოი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ლადო მესხიშვილი - ასე ამბობდა აღსაბაძე გუშინ! მე, სწორედ გითხრათ, არ ვიცი, რომელ კატეგორიას ვეკუთვნიო. ავად კი გამხადეს ძალიან. დავდგი ოპერაში „აბესალომ და ეთერი“ - კონსერვატორიის მოწაფეთა ძალებით. დადგმას დიდძალი ხალხი დაესწრო: იყვენ მათ შორის ესენიც - „სახალხოებიც“ და წარმატებით ჩატარდა. რამდენჯერმე გამომიძახეს. უკანასკნელად რომ იდგმებოდა „აბესალომ და ეთერი“, ჯერ არ დაწყებულიყო, მივედი, ვნახე სცენა, დეკორაციები, მონაწილენი, ამსრულებლები. ყველაფერი რიგზე იყო. მეც - რა კი დავრწმუნდი, რომ ფარდის ახდის მეტი აღარაფერი იყო საჭირო, დავიხურე ქუდი და წამოვედი. გამომყვნენ. შევედით. და დაიწყო იმ დღიდან... და მიყვა და მიყვა.
- აჰ, რომ გითხარ, ავად რომ არ იყო, ავად გაგხდიან-მეთქი. აი, აქ რაღაც შიგნითა მტკივა. ნერვები აქ არაფერ შუაშია. აი, ის ექიმი,  ჩვენთან რომ დადის - წვერებიანი, თხასა რომ ჰგავს... რა გვარია,  დამავიწყდა...
- პონდოევი?
- ჰო, პონდოევი... ვინა ჰკითხავს, ბალი ათშაურათააო. ვეუბნები, რომ შიგნით, სწორედ შიგნით მტკივა რაღაც... შეიძლება ჭაჭებია, შეიძლება ღვიძლი, შეიძლება კიდევ სხვა რამ... შინაგან სნეულებათა ექიმია საჭირო.
- ავად რომ არ იყო, ავად გაგხდიანო, თქვენა სთქვით.
- ჰო, ბატონო... აი, ჩვენი ხელოვნების მდგომარეობა, დადგება ეს ანდღულაძე და მღერის აბესალომს - გენერალი გეგონება. ნამდვილი აბესალომი მე აღმოვაჩინე კონსერვატორიაში, კეკელიაა გვარად.  ძალიან ნიჭიერია, შესანიშნავი ხმაც აქვს. ბერიაც წყალობს.
ეჰ, რასა ჰგვანან ჩვენი არტისტები: სულ ყველანი ერთი მეორესა გვანან, სტანდარტია რაღაც, როგორ შეიძლება ასე? სულ ერთი მეორესა რომ გვანან, როგორც აი, მთაში, ცხვრის ფარა თუ გინახავს, მიჯრილი მხარით ერთმანეთს, ერთის ხმა მეორისაგან არ განირჩევა.
ეს ჩემი აზრია და არსადაც არ ვფარავ... როგორ, დამდგმელი? ცხრა წელიწადი არ ვიმუშავე მარჯანიშვილის თეატრში? „ინ ტირანოს“ მე დავარქვი, „ყაჩაღები“ ერქვა. „ინ ტირანო“-ს უფრო ხმოვანია, ტირანების წინააღმდეგ მიმართული ხმაა! და რამდენი კიდევ სხვა. ინტრიგები მომიწყვეს სცენაზე. სადაც მე უნდა გამევლო, კულისებში იატაკი აეხადათ. სიბნელე იყო. მივდივარ, უცებ გადავეშვი ხუთი საჟენის სიმაღლიდან დაბლა. როგორ გადავრჩი ცოცხალი, არ ვიცი, ხელფეხი კი ორივე მომემტვრა და ეხლაცა მტკივა. ეჰ, ხომ  გეუბნებით, ავად რომ არ იყო, ავად გაგხდიან-მეთქი. ეს მაგალითისთვის ვთქვი, - ამოიოხრა მან! საუბარი ხდება ჩემს ოთახში (გვერდით [იმყოფება] არის მისი ოთახიც).
ცხადია ყველაფერი, - გავიფიქრე, - მუშაობს მის წინააღმდეგ მთელი ჯგუფი მოწინააღმდეგეების, შურიანების, „ხელოსნების“ და „არა-ხელოსნების“. მათ სახეზე სწერია ერთი დაუვიწყარი ტიპის, პატარა კვერცხის მსგავსი თავის მქონე სერგო კლდიაშვილის მსგავსი ტიპის, ჩუმი, ხან ხმამაღალი წრიპინი: „მოგვაშორეთ ეს კაცი“.
და როგორ ეხმარება ასეთ მდგომარეობაში მყოფ არტისტს საკუთარი ოჯახი, ვთქვათ, მაგალითად, ცოლი? მას ხომ შეუძლია დიდად შეუმსუბუქოს კაცს მდგომარეობა? იგი ეხლაც მას თავს ადგას. მიუჩინეს „მომვლელად“.
მეორე დღეს კორიდორში რაღაც ჩურჩულია: ერთმანეთს საიდუმლო ხმით ჩუმად ესაუბრებიან ჩემი კნეინა და აღსაბაძის ცოლი. შემდეგ ორივენი ჩემს ოთახში შემოვიდნენ...
- გაიცანით...
- ოო, ვიცნობთ, ვიცნობთ...
- დაბრძანდით, ქალბატონო.
- თავს უნდა გაუფრთხილდეთ, ბატონო გალაკტიონ, თავს უნდა მოუაროთ. ხომ იცით, რამდენი მტრები გყავთ თქვენცა და ჩემს ქმარსაც...
- რაც შეგვიძლია - ვუვლით თავს, - ცოტა არ იყოს მეწყინა უცნობ ქალისაგან პირველ შეხვედრისთანავე ბაასი თავის მოვლის შესახებ და გადაკრული სიტყვა, ან საიდან უნდა იცოდეს მან, ვუვლი მე თავს თუ არა, ან ვინ ეკითხება, ან რა შუაშია ყოველივე ეს?..
- როგორ არის შოთა? - ვეკითხები.
- თქვენი მტერი, ის მდგომარეობაში იყოს... მთელი ღამე არ ეძინა. სულ გაიძახდა, „მომეცით საწამლავი, მომეცით საწამლავიო“. ეხლა რამ გამოიწვია ეს, არ იკითხავთ? რადიოს უდგებდა ყურს. რადიო აცხადებდა „აბესალომ და ეთერი“-ს ახალ დადგმას. და, წარმოიდგინეთ, ერთის სიტყვითაც არ უხსენებიათ დამდგმელი - შოთა ასხაბაძე. ახსენებდენ კილაძეს და სხვებს. ამან ძალიან, ძალიან იმოქმედა მასზე, არ უძინია მთელი ღამის განმავლობაში.
მე, მართლაც, გამაოცა დამდგმელისადმი ასეთმა უსულგულო და ხეპრე მიდგომამ.
- ეხლა სძინავს, დასაძინებელი წამალი მივეცით, - განაგრძობდა ქალი.
- საინტერესოა ამ ამბის გახსნა, გაგება. ხომ არ შეკითხებიხართ ტელეფონით რადიო-კომიტეტს? იქ თავმჯდომარედ კარგი კაცია, გვარად... წინად ცეკაში მუშაობდა.
- როგორ არა, კვაჭაძეს ამბობთ, მგონი. შევეკითხე. მიპასუხა, რომ „მე მგონიაო, დიდი დანაშაულობა არ ჩაუდენიათო, სთქვა, უმთავრესი ოპერა და შესრულებაა... დადგმა ეს მეორეხარისხოვანი საქმეაო“ და სხვ.
- ეს, სწორედ გითხრათ, ძალიან უსინდისო პასუხია, მეტი რომ არა ვთქვათ.
- ასე მიპასუხა... კაცი კი გაწამდა... ვუვლი, რაც შემიძლია.
- მოვლა, ქალბატონო, - სხვა მხრიდაცაა საჭირო, - ცოტა ნერვიულად ვუპასუხე მე, - უნდა გაიგოთ, უნდა იცოდეთ, საიდან მოდის ეს სისტემატიური ინტრიგა. ვინ არის მომწყობი, ვინ არიან მათი დამხმარენი, და როდესაც ყოველივე ეს გეცოდინებათ, თქვენც უნდა დარაზმოთ ხალხი მათ წინააღმდეგ პასუხის გასაცემად.. ყოველ დარტყმას, - დარტყმითვე უნდა უპასუხოთ, რაც შეიძლება უფრო ძლიერით, უფრო საგრძნობით, რომ გადააჩვიოთ არამზადები ასე დაუსჯელად ფარფაშს.
ქალმა არაფერი არ მიპასუხა.

1950. 1 დეკემბერი. შუადღე.
სოლიუქსი, მასსაჟი, მინისტრის მოადგილის ჩამოვლა (ნოე ნიკოლოზის ძე ბარკალაია, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეა, გამოჭიმულია დღეს გაზეთებში,  როგორც რეგისტრაციაში გატარებული თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატობის კანდიდატი სტალინის რაიონიდან). - ტაბიძე მუშაობს, - ეუბნება ის შოთა აღსაბაძეს, - იმუშავეთ თქვენც... - შემდეგ მიიხედ-მოიხედავს (თან ახლავან ექიმები, მათ შორის წივწივაძე, საავადმყოფოს სხვა თანამშრომლებიც), მიიხედ-მოიხედავს და თავისთვის ჩაილაპარაკებს: „ტუტ უ ვას პლახოი პარიადკა“. წივწივაძე აიმრიზება. შემოდიან ჩემს ოთახში. ნინას ჩუმად ეცინება „პლახოი პარიადკა“-ზე. ეს დალოცვილები მინისტრებად ხდებიან და ორ ღერ რუსულს ერთმანეთს ვერ გადააბამენ უშეცდომოდ. ასეთი იყო აფხაზეთის ჯანმრთელობის მინისტრიც. შემდეგ გადააყენეს.
- როგორა ხართ?
- უკეთესად. მიშველა ამ უკანასკნელმა 15 დღემ, აქ ექიმობამ, მოვლამ. ხელები აღარ მიკანკალებს, ფეხებიც აღარ მტკივა. გვერდის ტკივილიც სცხრება. მშველის სოლიუქსი, მასაჟი, ვიღებ  წამლებს, დასაძინებელს, ნერვების დასამშვიდებელს და სხვ.
- კარგი, კარგი. ოჩენ ხოროშო...
და გავიდა თავის მხლებლებით.

- 3-00-40? მომეცით ამხანაგი ჯიბლაძის კაბინეტი. გოგი ბრძანდებით? გამარჯობათ, გალაკტიონ ტაბიძე გახლავართ. გოგი, როგორაა ის საქმე?
- მე ყველაფერი გადავეცი მჭედლიშვილს. დაუკავშირდით მჭედლიშვილს და ის ყველაფერს გეტყვისთ.
- გმადლობთ.
ტელეფონით ახლა მჭედლიშვილს ვესაუბრები:
- გადმოგცათ თუ არა ამხ. ჯიბლაძემ ჩემი წინადადება.
- დიაღ, ამხ. გალაკტიონ! მაგრამ საქმე ეხლა ასეა: თებერვლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი, ფაქტია, რომ დიდი წიგნის დაბეჭდვა ვერ მოესწრება. თან თებერვლის გამოსაცემი ნახევარი წლის წინადაა სტამბაში გადაცემული, მთავრობის მიერ დამტკიცებული. ასე რომ, პირველ კვარტალში ვერ მოესწრება, მეორე კვარტალში კი უსათუოდ გამოვსცემთ.
- უსათუოდ?
- უსათუოდ! თქვენი წიგნები ყველას მიერ სიამოვნებით იკითხება. ყველამ იცის ეს.
- გმადლობთ, ამხ. მჭედლიშვილო! დიდი მადლობა.
(მჭედლიშვილს სახელად, მგონი, დათიკო ჰქვიან).
არ-რა უშავს, გამოვიდეს მეორე კვარტალში!


1950. 1 დეკემბერი. საღამო.
- და აი, - განაგრძობდა შოთა, - ოპერა მე დავდგი, ავასრულე დავალება: გამომეყვანა ახალი ძალები. დიაღ, ახალი ძალები! სამჯერ დაიდგა, სამჯერვე ფურორი მოახდინა. მეორე მოქმედების შემდეგ მე გამომიძახეს სცენაზე: მე ვეხვეოდი ახალგაზრდა მომღერლებს, ვულოცავდი გამარჯვებას, მიხაროდა, როგორც დამდგმელს, როგორც რეჟისსორს. წუხელი კი... წაუშლიათ „პლიონკაზე“ ჩემი სახელი და გვარი. და გადასცემდა რადიო ასე: ცოტა აკლდა, არ შევიშალე. მივვარდი ტელეფონს. გამოვიძახე კილაძე, შინ არ იყო. მელაპარაკებოდა მისი ცოლი; - ნინა, - ვეუბნები, - ეს საქმეა? ჩემმიერ გაკეთებულ საქმეს ვინ უნდა ითვისებდეს, ეს პატიოსნებაა, ეს სინდისია? - არ ვიციო, - მეუბნებოდა ქალი - მე რადიო-გადაცემა არ მომისმენიაო, მოვაო გრიშა (კომპ. კილაძე) და ყველაფერს გამოვკითხავო. - გადაეცი-მეთქი, - ვუთხარი, - მე იმ ოპერის დადგმაში კაპიკი ფული არ ამიღია, უფასოდა ვდგამდი, საზოგადოებრივ დავალებას ვასრულებდი. აკი, მეუბნებოდენ, კონსერვატორიის პროფესორის ჯამაგირი გეყოფაო. არა, მე ფულზე არ ვლაპარაკობ-მეთქი. მე დავდგი ოპერა, ჩემი გვარი და სახელი გამოცხადებული იყო აფიშებზე, ყველა გაზეთებში, იცოდა ეს მთელმა თბილისმა-მეთქი. გადაეცი-მეთქი, ნინა, შენს ქმარს, რომ ის ღორია და მეტი არაფერი-მეთქი. ეხლა დავრეკე რადიოკომიტეტში. გამოვიძახე რადიოკომიტეტის თავმჯდომარე - კვაჭაძე. „რაშია საქმეო“ - მეკითხება. საქმე აი რაშია-მეთქი: თქვენ გადაეცით რამდენიმე საათის წინ ჩემ მიერ დადგმული - „აბესალომ და ეთერი“, აღნიშნეთ ყველანი, ისინიც კი, რომელთაც თითქმის არაფერი გაუკეთებიათ, და არ აღნიშნეთ დამდგმელი, ხელმძღვანელი, ნიჭთა აღმომჩენელი და განმანაწილებელი-მეთქი. ეხლა მე თვითონ გეკითხებით, რაშია აქ საქმე-მეთქი. კვაჭაძემ დაიწყო მიკიბულ-მოკიბული ლათაია, რაზედაც მე ვუპასუხე ძალიან ნერვიულად. მანაც აიღო და უცებ დადო მილი, ჩვენ შორის ლაპარაკი შესწყდა!
ძალიან არეულ-დარეულია, ბატონო ჩემო, ჩვენი საქმეები. რა მიქნეს, მაგალითად, მოსკოვში. აფიშები გაკრულია, ორი კვირით ადრე (ეს იყო 1937 წ.), ჩემის სახელითა და გვარით, როგორც დამდგმელის. ჩამოვიდა ვასაძე და აფიშებს ზედ გადააკრა: დამდგმელები აკაკი ვასაძე და შოთა ასხაბაძე. მეწყინა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. ქართველმა ქართველს მოსკოვში არ უნდა აგინოს-მეთქი, გავიფიქრე. კარგი. დაიდგა წარმოდგენა. კარგად ჩატარდა. დამიბარა უფროსმა იქაური თეატრებისამ. შევატყვე, რომ სურდა, მეთქვა რაიმე წინააღმდეგი. მე კიდევ გავიფიქრე: ქართველმა ქართველს რუსეთში არ უნდა აგინოს! ვისაუბრეთ საერთოდ ხელოვნებაზე, ვუთხარი, რომ მე აქ, მოსკოვში დავამთავრე ინსტიტუტი, აქ დიდხანს ვმუშაობდი მცირე თეატრში-მეთქი და სხვ. შემდეგ იმ უფროსს ეთქვა: აღსაბაძე დიდი მცოდნეა ხელოვნების, და დიდი გემოვნების კაციაო... მართალი უნდა ითქვას, რუსეთში ჩვენთაგანს ბევრს არ უმუშავნია: მარჯანიშვილი იყო, მესხიშვილი ცოტა ხანს და მე... ეს ისე სიტყვას მოჰყვა...
- აი, მაგალითად, - მიმართა აღსაბაძემ იქვე მყოფ მესამე პირს, - აი მაგალითად, გალაკტიონი: ერთ მაგის ნეკადაც არა ჰღირან ყველა ერთად აღებული სხვები, მაგრამ ისინი ცხოვრობენ, ჩნდებიან, იმიტომ რომ ინტრიგანები არიან.
ყაზბეგი, მაგალითად, კაცი შიმშილით მოჰკვდა, ეხლა იმისი ნაწერებით ვინ გინდა თავი არ გამოიჩინა, გამდიდრდენ მისი რომანების პიესებად გადაკეთებით. წიგნებიც გამოდის, მარა რა? ის უკვე ცოცხალი არაა! ყაზბეგი, ის, გენიალური რომანისტი! უყვარდა იმ კაცს თავისი საქმე, ფულს რომ გამოდგომოდა, შეიძლება ვერაფერიც ვერ შეექმნა? ვინ იცის!
- შოთა, წამოდი ეხლა, ნუ შეაწუხე ეგ კაცი! - დერეფნიდან გაისმა ცოლის ხმა.
- ახლავე, მოვდივარ, აბა, ასე მიშვრებიან, მაპატივეთ, მგონი, შეგაწყინეთ თავი, დიდი ბოდიში.

1950. 1 დეკემბერი. ღამე.
მოსკოვის რადიოს ვუსმენდით. იგი გადმოსცემდა სპეციალურ  ციკლს „ქართული ხელოვნება“. მართლაც რომ, იშვიათი დახვეწილი მუსიკალური ნომერი იყო გადმოცემული. ალბად, „პლიონკით“, მშვენიერ ქართულ მოტივებს მღეროდენ გუნდები. უცებ გაისმა: Галактион Табидзе; Народный поэт Грузии - [стихотв.] „Октябрь и Мир“. დიდებულად კითხულობდა რუსი მსახიობი ჩემს ლექსს. გამახსენდა კაჩალოვი, ორმოცდა ოთხში ჩემს ლექსებს სცენიდან რომ კითხულობდა - რადიოთი, აფიცერთა სახლში და სხვ. მისი წაკითხვით ჩემი ლექსები ჟღერდენ დიდი ხელოვნებით. ეხლაც რადიოთი კარგად იყო გადმოცემული მშვიდობისადმი სულის კვეთება. განსაკუთრებით - „Артист, ученный“.
- ორი დღე დამაცადეთ და ჩიტივით ვიქნებიო, - ამბობს ასხაბაძე... ცოლი კარგად უვლის.
- გალაკტიონის ნეკად არა ჰღირან.... დაიკავებენ, ბატონო, სტეკს, დაიხურავენ ცილინდრს, დაიწყობენ წინ ძველ ისტორიულ წიგნებს და ღეჭავენ. აი, თანამედროვეობაზე კი ვერ ახერხებენ წერასა, საქმე თანამედროვეობაა, - ამბობს იგი.
- Артист, ученный - დიდებულად ისმოდა!
ეს პოლიტიკური საქმეა, პოლიტიკური გამარჯვებაა! ხშირხშირად რომ იქნებოდეს, უფრო კარგი იქნება. თუმცა... ვის ხელშია ქართული რადიო. დამყარებული უნდა იქნას კონტაკტი. გეგმიანად ვიმუშაოთ... და ყველაფერი უკეთესად მოეწყობაო - ამბობს ნინა.

2 დეკ.
მომიტანეს „ზარია ვოსტოკა“ - რომელშიაც მოთავსებულია ფელეტონი „აბესალომ და ეთერი“-ს დადგმის შესახებ, იქ უკვე ნათქვამია, რომ თანაბრად კილაძისა, ოპერის კარგად ჩატარების საქმეში სდგას დამდგმელი-რეჟისსორი შოთა ასხაბაძე. ნინამ ეს გაზეთი ცოლს წაუკითხა, ცოლმა შოთას გაუტანა. იგი კმაყოფილია. ამბობს: გუშინ არტისტები მისულან სადაც ჯერ არს და პროტესტი განუცხადებიათო და სხვ. და სხვ. ტელეფონით ჩემთან ბოდიში მოიხადესო და სხვ და სხვ.
ასე დასრულდა ესე ამბავი.

1950. 2 დეკემბერი.
დავამთავრე პოემის „ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოების“ გადაწერა.
დიდებული, მწყობრი რამ გამოვიდა!

1950. 3 დეკემბერი.
იყო ალდადანოვი. ვუთხარი გადანერგვის შესახებ (ნინა შალვას ასული ერისთავის რჩევა). ალდადანოვმა სთქვა, რომ ხუნდაძე თხუთმეტი დღით წასულია შვებულებაში თუ სადღაც. უკვე ხუთი დღეა წავიდა, ჩამოვა ათი დღის შემდეგ, ე. ი. 10 დეკემბერს. მაშინ გავაკეთოთო. დიდებული  კაცია ალდადანოვი. დავპირდი VII ტომს.
აჰ, დამავიწყდა: დღეს დილით აღმოვაჩინე რაღაც ისეთი ჩემს ორგანიზმში, რაც დროით უნდა აღმოიფხვრას! დავიცდი კიდევ, შევამოწმებ კარგად, ეს შინაგანი რაღაცაა, რომელიც არ უნდა განვითარდეს.
ჩემს გვერდით აღმოჩნდა... პარატიფით ავად გამხდარი კაცი. სულავა - კახეთის რაიკომის მდივანი. ამის გამო ერთი საპირფარეშო მხოლოდ მას მიაკუთვნეს, დარჩა მეორე ყველასთვის: ქალებისათვის და კაცებისთვისაც.
ალდადანოვმა გვირჩია: აქედან წასვლის შემდეგ არ შეწყვიტოთ კავშირი პონდოევთან და ხარაძესთან. ყოველ კვირაში უნდა ინახულოთო. ეს ძალიან კარგია: მუდმივი კონსულტაცია.
დავამზადე საახალწლო ლექსი „ზარია ვასტოკასთვის“.
მოსკოვში გაიხსნა აზერბაიჯანის ლიტერატურის დეკადა (ალბად, ჩვენი დეკადაც იქნება მომავალ წელს!).
ვარია (აღსაბაძის ცოლი) ჰყვება: თქვენ ძალიან უყვარხართო ბელადს. როდესაც მას უთხრეს: გალაკტიონს შრომის დროშის ორდენი უნდა მისცეთო, ბელადმა სთქვაო... „Нет. Надо дать ему орден Ленина“.
- ახალი ძალების ლიტერატურაში გამოყვანის შესახებ: გამოვიდნენ, განა თქვენ ეს გეწყინებათ? განა თქვენც ამისკენ არ მიისწრაფვით? მაგრამ თუ ისე უნდათ გამოაჩინონ, რომ თქვენ ვინმეს ხელს უშლიდეთ... ეს არ იქნება მართალი.
ნიველირების შესახებ: ჩვენს შორის დარჩეს, ეს ცოტათი მართალიაო. ძალიან ბევრი არტისტი, პოეტი, მხატვარი - სულ ერთმანეთსა ჰგვანანო (მე შევნიშნე, რომ ნიველირებას ხელს უწყობს კრიტიკა, რეცენზიები, მაგალითად, „მნათობში“. რეცენზიებიც სულ ერთმანეთსა ჰგვანან, მწერლებიც, რომელთაც ისინი არჩევენ, სულ ერთმანეთსა ჰგვანან! მე გამახსენდა „Новое Время“-ში (ა. წ. 7 ნოემბერი, 1950 წ.) მოთავსებული წერილი: აი, ადგილები:
„Наибольшее место в книге Джека Линдсея „Мир будущего“ уделено культурной жизни Советской страны, „ибо в этих вопросах в Англии проявляется особое невежество“. Действительно, пытаясь ввести в заблуждение широкие круги английской интеллигенции, все рупоры буржуазной пропаганды в Англии, начиная от „Литературного приложения к „Таимс“ и кончая леибористскими „Дейли Геральд“ и „Трибюн“, лгут и клевещут на советскую литературу  и искусство.
Линдсей, как писатель, естественно проявляет особый интерес к тем основам, на которых строется советская культура, к новым отношениям между художником и обществом. Реакционные английские идеологи пытаясь дискредитировать культурное строительство в Советском Союзе и вбить клин между деятелями культуры и трудящимися массами у себя в стране, проповедуют тлетворные идеи о „чистом искусстве“, о том, что у художника нет никаких обязанностей перед народом, предсказывает „гибель культуры“, если она не замыкается в „башне из слоновой кости“, призывают художников „стать над действительностью“, над „толпой“.
Линдсей говорит, что в Советском Союзе происходит изумительное открытие новых областей духа, „новых свобод“, что именно в условиях советского строя отношения между художником и обществом поднимаются на новую, несравненно более высокую ступень, ведущую к подлинному расцвету культуры.
На конкретных примерах Линдсей доказывает: все новые творческие задачи, выдвигаемые народом перед деятелями советской культуры, вовсе не ограничивают индивидуальную свободу художника, как утверждают клеветники из буржуазной прессы, а напротив, делают культуру все более богатой, разносторонней и многогранной. „Советская культура ведет за собою весь мир. Только советскую культуру можно назвать подлинно гуманистической“.
„На западе гуманистические термины опошлены и с ее помощью умирающее общество старается освятить все самое постыдное и бесчестное“.
„Советская культура, подлинно свободная, строится на глубоко демократической основе“.
„Ибо впервые в истории художественно-творческой деятельности вовлечены массы. Это постоянное вмешательство простого человека в вопросы искусства вызывает негодование защитников абстрактной свободы. Но для художника, убежденного в правдивости и честности своего труда, нет оснований тревожится“.
Рассказывая о достижениях советской литературы, живописи, архитектуры Линдсей подчеркивает, что впервые в истории создана надежная база для эстетического развития великого народа. Он отмечает глубоко народный, подлинно демократический характер советского искусства.
Разоблачая клеветнические упражнения всяких „Знатоков“, подвизающихся в „Таимс“ и „Трибюн“, Линдсей указывает, что для советского художника не существует противоречия между „свободным вдохновением“ и творческой задачей, которую ставит перед ним народ, ибо одно неразрывно связано с другим. В условиях советского общества духовные потребности художника совпадают с запросами народа! Целеустремленность, самоотверженность его труда!
С большим волнением пишет Линдсей о чувстве солидарности с простыми людьми всего мира. Дружеское сочувствие ко всем угнетенным и эксплоатируемым вошло в плоть и кровь каждого советского человека. Негр становится символом человеческого страдания того невероятного мира, где человека могут преследовать за цвет его кожи.
С большим волнением Линдсей пишет обо всем этом.
Опровергая нелепые вымыслы реакционной прессы о будто-бы происходящей в Советском союзе нивелировке человеческих индивидуальностей и растворения  личности в безликой массе, Линдсей показывает подлинный расцвет человеческой личности в условиях советского общества, неограниченные  возможности творческого роста и развития, предоставляемые каждому члену социалистического общества. Именно в советских условиях стало возможным гармоничное и всестороннее развитие человеческой личности - противостоящее стандартизации буржуазной „культуры“.
აი, რა არის ნიველირება!
„Военная истерия“.

*
1. თბილისში ჩამოსულა ცნობილი გერმანელი პოეტი ჰუპერტი. იგი  თარგმნის ვეფხისტყაოსანს (თარგმანი აქვს არტურ ლაისტსაც, მაგრამ ძალიან სუსტი). ამ გერმანელ პოეტს მას შემდეგ, რაც თავისი  თარგმანი წაუკითხავს მწერალთა კავშირში, უთქვამს: „საქართველოში არის პოეტი, რომლის ბადალი ევროპაში არ მოიპოებაო - ეს პოეტი არის გალაკტიონ ტაბიძეო“. სწორედ ასე უთქვამს, „მსგავსი პოეტი ევროპაში არ მოიპოებაო“.
ეს ამბავი [მიამბო] გვიამბო ბენო ჩიქობავამ, რომელმაც დღეს საავადმყოფოში მინახულა.
2. ანალოგიურია: როდესაც თურმე ბალმონტმა ვეფხის ტყაოსანი დაასრულა და დაბეჭდა, უთქვამს: „რუსთაველის შემდეგ მე არავის სათარგმნელად ხელს არ მოვკიდებ, გარდა გალაკტიონ ტაბიძისაო“. გადათარგმნა კიდეც  ოცამდე ლექსი და გამოუგზავნა მოსკოვის სამხატვრო თეატრის ერთ-ერთ მსახიობ ქალს. ამ თარგმანის არსებობის შესახებ მეუბნებოდა იგორ პოსტუპალსკი, ჩემი რუსული წიგნის რედაქტორი, იგი შეუდგა თარგმანების ძებნას. ვერ იპოვა. დაკარგულიყო.

იყვნენ დღეს ჩემთან ტატიანა, ვასიკო, ნოდარი.
მოვიდა მკერავიც, მომიტანა ახლად შეკერილი პალტო. კარგია.
აღსაბაძესთან დიდხანს ვისაუბრეთ სარაჯიშვილზე. კოზლოვსკიმ თურმე ათი ათასი მანეთი შესწირა სარაჯიშვილისთვის ძეგლის ასაგებად, ვიღაცამ „შესჭამა“.
კარგია ვეფხისტყაოსნის ის თავი, სადაც აწერილია ბედნიერი, მშვიდობიანობაში მყოფი სახელმწიფო, როსტევანის მხიარული ნადირობა, რომელიც ირღვევა... უცნობის მდუღარე ცრემლით. როსტევანს და მის გარშემო მყოფთ აკვირვებთ, ვინ უნდა იყოს უბედური მათ სახელმწიფოში? სხვისი უბედურება მეფეს [უკარგავს] თავის უბედურებად მიაჩნია, მოითხოვს: იპოვონ ის უცნობი (ტარიელი).
ოთხი, ხუთი, ექვსი შავქლიავი (Чернослив) ადუღებულ წყალში უნდა ჩაიყაროს და ისე იდგეს დილამდე. დილით დალევ და... მორჩებიო... ამბობს ექთანი! უებარი წამალიაო.

*
Что мне делать с душой?
Иметь душу - это обходится
Слишком дорого - дороже,
Чем иметь автомобиль.
Б. Шоу

Жестокий, равнодушный мир.

სამაგიერო
1955 წ. კვირაა, ვინაიდან შუაღამის - ორის ოცდათხუთმეტი წუთია. მაშასადამე, კვირაა, დეკემბრის 25 რიცხვი... მაგრამ შეიძლება ვცდები, შეიძლება დღეს შაბათია, დეკემბრის 24? შემოწმება, სინამდვილის გაგება შეიძლება მხოლოდ განთიადისას, ეხლა კი შუაღამეა. მიუხედავად ამისა, ჩემს ოთახს აყრუებს ავტობუსების განუწყვეტელი გრიალი - ვერის ხიდიდან დაწყებული მარჯანიშვილის თეატრამდის. თან ერთი სინა, ჩემს ოთახის კედელზე მიბმული სახელგამის კედლიდან, ისეთნაირად გაიწკრიალებს, როცა ავტობუსი გაივლის, რომ არ შეიძლება - ჟრუანტელმა არ დაგიაროს. ვერის ხიდიდან მარჯანიშვილის საზიზღარ მოედნამდე, ამ უსაზიზღრეს მოედნამდე - ასე, ყოველღამ, ღამის სამ საათამდის, ქუჩიდან მესმის მთვრალების ღრიალი, მთვრალების, რომლებიც ასე თავისუფლად გრძნობენ თავს ამ მიდამოებში, ამ ნაშუაღამევს... კიდევ ის ერთი მავთული. ჩემს ოთახს ზევით ცხოვრობს ოჯახი, რომლის დიასახლისი კარგა ხანია შეშლილია. ის გათენებამდე დადის თავის ჭრიალა ფეხსაცმელებით, თითქო არა თავის ოთახში, არამედ პირდაპირ ჩემს თავზე, ატრიალებს სკამებს ამ ნაშუაღამევს. თან ვიღაცას დაუგდია ჩემს მაგიდაზე ვიღაც ჩხიკვაძის უსაცოდავესი წიგნი „Композиторы Грузинской ССР“. სამი დღე საწოლში ვიწექი ავადმყოფი, მჩხვლეტდენ ნემსებით, მიკეთებდნენ - ბანკებს, მასმევდნენ წამლებს და დღეს უკეთ ვგრძნობდი თავს... ახლა ისევ თავის ტკივილი, უძილობა, მოუწყობლობა, მდგომარეობიდან გამოუსვლელობის გრძნობა. მაგრამ არაფერია ყოველივე ეს. ეს არის სამაგიერო, დიაღ, სამაგიეროს გადახდა იმ თავდადებისათვის... მაგრამ კმარა ბოდვა... ეხლა ღამის სამის ნახევარია... სამაგიერო! სამაგიერო! ხა, ხა, ხა, ხა!

*
ასეთია, ამნაირი
ამ ცხოვრების ხლართები.
თუ მოგღუნა, მერე წელში
ვეღარ გაიმართები.

ისევ ვეფხისტყაოსანზე
ღელავს -
ქაღალდი.
თეთრი.
ველივით.

ქაღალდი, სუფთა თეთრი ველივით,
შრიალებს ღამით თუ ღელავს დღისით,
მარადის ფიქრობს, რომ ყოველივე
იწყება მისით, თავდება მისით!
[რა თავგადაკვლით] ქაღალდი მრავალს იჩენს მარიფათს -
ქაღალდი მოდის რაგინდრაფერი.
[მაგრამ] იყო, არის და რჩება ღარიბად:
[ნიჭს მოკლებული]
[ის] სწერთ? ქაღალდია, სხვა არაფერი!
მაგრამ [აიღო იგი მგოსანმა] მოვიდა ერთხელ მგოსანი -
ნამდვილი, [ჰპოვა] ნახა ქაღალდი სუფთა -
ვეფხის დაარქვა მას ტყაოსანი
და საუკუნე გააუკვდავა!
გალაკტიონი
1950, 17 აგვისტო, სუხუმი

დელისი
რომ აქ [ნამდვილზე - უნამდვილესი] [გულწრფელზე] უგულწრფელესი
[დედა-ქალაქი] [მალე] აქ იპოდრომი გაიმართება,
რომ სიამაყე ჩვენი, [თბილისი] დელისი
[სწრაფად] სდგება, შენდება და ვითარდება.
[რომ ემატება აგური აგურს,]
[თქვენ არ უსმენდით [ვიცი] რიტმს ამხანაგურს].

*
ლობიო - 3 ფუთი. წითელი. ამოლესილი (გორული კახურს სჯობია).
ლობიო - 1 ფუთი (თეთრი - კირკაჟისთვის).
კართოფილი - 10 ფუთი... ახალციხის (Рассыпчатый) ზოგი ილესება. ან მანგლისის, ან მცხეთის.
ხახვი - 2 ფუთი (სომხეთის ან ხაშურის).
ნიორი - 5 კილო.
ნიგოზი - 5-8 კილო (25 მანეთი).

*
1. მთავლიტმა დაამზადა თუ არა - ე. ი. ნება დართო თუ არა? რატომ აგვიანებს? სტამბა გაჩერებულია, უცდის. როდის იქნებაო მაინც... დავაჩქაროთ. მე მაინც მინდა ხელი მოვაწერო (3-53-80).
გორდეზიანი გულმოსულად დებს ტელეფონს. მეორეჯერ - „არ მოსულა ჯერ“ (წნევამ მიმატა).
2. „Заря Востока“ (3-22-85): 1. საღამოობით არის თუ არა მუშაობა? საღამოობით მუშაობა არ არის. მუშაობა სწყდება 5-6 საათზე; 2. ზლატკინთან - ნება დაგვრთოს სადმე ვიმუშაოთ.
3. მწერალთა კავშირი - 3-55-25: 1. სად არის ტატიშვილი; 2. სად შეიძლება დაერეკოს; 3. როდის იქნება მწერალთა კავშირში.
„ლიტ. და ხელ.“ ლაპარაკობს გორგანელი, არაა ტატიშვილი.
ტატიშვილი ყოველთვის მოდის, მაგრამ მოგვიანებით, ასე სამზე, ოთხზე. ვლადიმერ ტატიშვილი.
4. ტატიშვილი. მოვალეა იქონიოს „პოდსტროჩნიკები“ და გადათარგმნოს იგი.
ვინ ხელმძღვანელობს უკრაინულ ანტოლოგიას?
ვისი იქნება წინასიტყვაობა?
როდის გამოვა?
5. რიფსიმეს. ვინ მუშაობს იმ ოთახში, წინედ რომ „მნათობი“ იყო.
მიპასუხა ანიჩკამ: არავინ არ მუშაობს. ახლა მეორე ოთახიც თავისუფალია. შეიძლება მუშაობაო (კარგი ქალია ანიჩკა). ნინამ გაიგონა და სთქვა: „იქ მიგიწვევენ (მწ. კ-ში) და იცი რას გიზამენ?“ რა უნდა მიქნან?
6. აკადემიაში - ნომერი ტელეფონისა რუსთაველის ინსტიტუტში. მოსახერხებელია თუ არა იქ, ერთი მაგიდა დაიდგას - სადმე? მოლაპარაკება რადიანთან ან შანიძესთან (როდის იქნება შანიძე).

*
1950. 16 სეკტ.
ტ. VII.
ნინასგან - 7,709. „დღე“ - 590. „იმერი“ - 370. „ამირანი“ - 1584. „მშობლ.“ - 204. „აფეთქ.“ - 696. „1950“ - 169.
პოემები - 3619.
ლექსები - 553. 364. 932. 1098 - 6.566.
По 18 р. - 6.566 X 18 = 128,188
По 20 р. - 65.660 = 131.120. 131.320.
განსხვ. 131.320 - 128,188 =  3.232.
გამოაკლდება ყოველ ათასს - ასი მ.
128 ათასს. 10 ათასს - 1.000. 100 ათასს - 10.000. 28 ათასს - 2800. 12.800
28.000 - 12.800 = 15.200.
რჩება: 115.200.

* * *
დაფნის ნაცვლად გვილოცავენ ანწლებს.
ეჰ, ვაგორებთ და ვაგორებთ ამ წლებს.
ქებათ-ქება მინდა ვუძღვნა გამძლებს:
....................................................................
თუ მაღლიდან ვინმე ძალას აძლევს -
[ფუტურისტიც] აბაშიძე თვით რუსთაველს დასძლევს!

*
ვადამდე. გადამდე. განთიადამდე.
ეცნობა (შეატყობინეს). ეცნობა (Знакомиться). [შეცნობა] (ქვეყნის). შეგრძნება (მრავალი).
დააქცია (ქვეყანა). გადააქცია (წყალი). ვერ დააღწია.
იბრძვის. სიბრძნის.  სიგრძის.  სივრცის. სირცხვილს.
ჩაგვრამ. მახრამ. მაგრამ.

*
ნიჭს მარადის
უნიჭობა
დასძლევს.
[თუ მაღლიდან] ის ხანაა
თუ ვინმე ძალს აძლევს,
[ჭიანჭველაც] [უნიჭობა] ფუტურისტი
[დევ-გოლიათს] თვით [გენიას] რუსთაველს
დასძლევს!

დიდუბეში. სუხუმის ქ. №17. გოგისაშვილი.
„ჯანმრთელობის სამჭედლო“. კედლის გაზეთი სამკურნ. კომისიაში.
[ანწლებს.] საბძლებს. წყალტუბოში.
„მილოცვების“ [პასუხად]. 17 ნოემბერი. 194. X.

* * *
მავნე კაცი
    ისე როგორ
გასძლებს.
    ეჰ, ვაგორებთ
და ვაგორებთ
    ამ წლებს!

* * *
ქებათ-ქება,
მინდა ვუძღვნა
გამძლებს!
[დაფნავენ მას,
ვინაც ჰკრებდა]
[ზოგი] დაფნის ნაცვლად
[ზოგი კიდევ] გვილოცავენ
ანწლებს!
ეჰ, ვაგორებთ
და ვაგორებთ
ამ წლებს.

1908.

*
1951.
დეკემბერი. VIII ტომის დამზადება.
იანვარი. სტამბაში გადაცემა, ხელშეკრულება, სწრაფი აწყობა და დაბეჭდვა. ბენოს წიგნის გადახედვა. მთარგმნელების მონახვა, დაჩქარება!!!!!
თებერვალი. IX ტომის დაწყება. თანაბრად V ტომისა.
მარტი. წყალტუბო 20 დღე, მაგრამ უსათუოდ თვით წყალტუბოში ყოფნა!
აპრილი. უსათუოდ გამოსულ უნდა იქნეს VIII ტომი ამ თვეში. პარალელურად სახლის საკითხი სოხუმში.
მაისი. მოსკოვში ჩატანა წიგნის მშვიდობის შესახებ. ამ თვეში უნდა გამოვიდეს რუსული წიგნი (З. B.).

საღამოები:
1. მხატვართა კლუბში - უმთავრესად. 2. მხატვართა აკადემიაში - უმთავრესად. 3. კონსერვატორიაში - უმთავრესად. 4. უნივერსიტეტში. 5. აკადემიაში. 6. რადიოში.

*
ქებათაქება მინდა ვუძღვნა გამგებს;

*
1917.
1. ლექსის „განჭვრეტა 30 წლის“ ილიუსტრაცია (ხელით აყვანა).
2. ლექსის „დროშები ჩქარა“ წაკითხვა ქალაქის თვითმმართველობაში.
3. გამგზავრება: სადგურის ბაქანი.

*
 (ბარიტონი).
1. მშობლიურო ჩემი მიწავ.        „ზემოთიდან წამოვედით“.
(Широка страна моя родная).

2. ზოგს ჩაის ვარდი,        მორბის არაგვი არაგვიანი.
      ზოგს კონოვარი.

3. ჩემმა ახალგაზრდობამ,        რა ლამაზად გიხდება
     ჟამმა პირმომცინარემ.        ეგ ჟუჟუნა თვალები.
     და
     „საიდუმლო ალები“.

4.                     აღმოსავლეთით შენა ხარ,
                    დასავლეთით მე საწყალი.
                    ჩვენში საზღვარი დიდია,
                    შვაში მიდის ხანის წყალი.

5.                    ყაყაჩო აყვავებულა,
                    ვარდი გაშლილა, იაო!
                    ჭირიმე, შენი ჭირიმე,
                    ლამაზო, შენი ჭირიმე.
                    შენ ჩემი თავი მოგიკვდეს,
                    სალამი დამიგვიანდა.

6.                    რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს,
                ეგ ვერაფერი სიყვარულია,
                საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,
                ვინც ბედისაგან დაჩაგრულია.

7. ჩვენ მეოცე საუკუნის    კავკასიის კლდეზე იყო
    შემოვაღეთ დიდი კარი.    ამირანი მიჯაჭვული,
                ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
                დაფლეთილი ჰქონდა გული.

8.                 მაგზავნიან ბრძოლის ველზე,
                ოხრად მრჩება ყველაფერი.
                მაშ, მშვიდობით, ჩემო კარგო,
                დაბრუნებულს ნუღარ მელი.
                ....................................................
                ჩემგან თავისუფალი ხარ,
                სადაც გინდა, გადაფრინდი!

9.                 „ორბელიანის სამხატვრო ნიჭი
                არ მოუცია ჩემთვის განგებას,
                ვერ ავწერ მისებრ მე საქართველოს
                სიდიადეს და მშვენიერებას.

10. ძმებო, ამხანაგებო,    ტყეს ესხმება ფოთოლი,
       აღარა გვყავს ილია,    აგერ მერცხალიც ჭყივის,
       მისი შუბლი მზიური    ბაღში ვაზი ობოლი
       ტყვიით განკვეთილია!     მეტის ლხენითა სტირის.

11.                 მითხარი, გენაცვა,
                გიყვარვარ თუ არა,
                მეტს ვეღარ იტანს ეს გული,
                სიცოცხლეს მიმწარებს,
                სიკვდილს მიახლოვებს
                ეგ შენი... სიყვარული.

12.                 ქალო, შენი სურათი
                სასთუმალს მისვენია,
                მითი ვცოცხლობ, ვიხარი,
                ქვეყანას მირჩევნია.
                (ნეტავ).

13.                მაღლიდან გადმომდგარიყო
                თვალჟუჟუნა თეთრი ქალი,
                ხელს მიქნევს, აქეთ ჩამოდი,
                შინ არაა ჩემი ქმარი.

14.                 თებროლე მიდის წყალზედა,
                კოკა უდგია მხარზედა,
                თებრო, კოკა ძირს ჩამოდგი,
                აქ დამიგორდი მკლავზედა.

15.                 ნურავინ მცვლის სხვაზედა,
                ნურც თავს იცვლის ჩემზედა
                და თუ გამცვლის სხვაზედა,
                დანას დავსცემ გულზედა!

16.                ოდელია, ოდელია -
                ოდელია რანუნი.
                ბორკილების ჟღარუნი.

17.                ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ,
                ვისთვის რას იტყვი?

18.                ერთხელ ვიხილე
                ბაღში ყვავილი,
                მჭკნარი, უსულო,
                ავსილი სილით.

მრავალჟამიერები:
19.                მრა-ა-ვალჟამიერ,
                მრა-ა-ვალჟამიერ,
                მრა-ა-ავალჟამიერ,
                კიდევ მრავალჟამიერ.

20.                გაანა ჩვენგნითა,
                გა-ა-ანა ჩვენგნითა,
                გა-ა-ნააა ჩვენგნითა,
                ღვთის შე...
                ღვთის შეწევნითა!

21.                ვაჰაჰაიაა მრავალჟამიეეეერ.
                ვაჰაჰაიაა მრავალჟამიერ...
                სიძემ რა მოგიტანა?
                ზაბროჟკა მომიტანა!

22.                მრავალჟამიერს ვეძებდი,
                ვერ ვნახე დაკარგულიყო,
                სამიკიტნოში შევედი,
                ბოთლებში მიმალულიყო.

23.                ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა,
                ჰეი, ჰეი, ჭრელქუდა.

24.                გასწი, გასწი, ჩემო ლურ.
                გასწი გენაცვალე.
                (ნუკა подземная).

25.            გამაგონე ეგ ხმა ტკბილი,
            დაჰკა ჰგრძნობით დაირასა,
            თუ ხარ საქართველოს შვილი,
            ნუ მომაკლებ მაგ ტკბილ ხმასა.

26.            ღვინოს დავლევ,
            წყალს არა,
            შენ გაკოცებ,
            სხვას არა.

27.            სანამ სუფრად დავჯდები,
            ღვინოს დამაძალებდე,
            შენის ეშხით დავთვრები,
            ღვინოს დააბრალებდენ!

28.            დანამა, დანამა, დანამა,
            ჟუჟუნა წვიმამ დანამა.

29.            სულ არ ვივლი ამ ქვეყანას
            შენ რომ არ მეგულებოდე,
            რერო.

30.            სანთელივით დავდნები...
            .................................................
            ყველა სნეულებაზე
            სიყვარული ძნელია!

31.            დედის მოტივები.

32.            „დამრჩენია მხოლოდ ერთი
            ერთად-ერთი იმედი“.

33.            შეყვარებული ვის არ ჰყოლია,
            მაგრამ საფლავში არ ჩაჰყოლია.

34.            და-რა-რა,
            დარარა,
            დარა, რა, რა, რა, რა, რა, რა.
                                   (მხარი მხარს).

35.            ო, მარგარიტავ (მერი).
            (დები იშხნელები) გიტარა.

36.            მიცოცავს.

            ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად!    
            შემოვსძახოთ მეგობრულად!    
            გახსოვს, ტურფავ, ჩვენს დიდ ბაღში!
            მე და შენ რომ ერთად ვრბოდით!

37.            ქართული ორნამენტი.

38.            სურამისა ციხეო,
            სურვილითა გნახეო.

39.             ლილეო (ქართული ტექსტი).

40.            ჩემო ციცინათელა.

41.            სულიკო.

42.            მინდვრად ეგდო თეთრი ქვა.

ყველა ამ მოტივებზე შერჩეულ იქნას ლექსები. მოინახოს ხორო (მისი ხელმძღვანელი).
ლექსები ცალკე ამოწერილი იქნას და დაიბეჭდოს მანქანაზე.  მოტივების შესატყვისი სიტყვით (ე. ი. ოთხ-ოთხი მარცვალი) პირადათ აეხსნას ხელმძღვანელს ყველაფერი და შესრულებულ იქნას ყოველივე თებერვლის დღესასწაულებისათვის ან პირველი მაისისათვის!!!

*
I. არის 1950 წლის დამდეგი. რეკავს საათი, აგონებს ყველას ომის წინააღმდეგ მშვიდობისათვის.
აი, ახალი წლის მეორე დღეც. სტალინის სახელობის სანაპირო ქუჩა „სწორი, როგორც მიზანი“. ამ ქუჩაზე მტკვრის პირას მიდიან იმ ოცდაათი წლის[ანი] თბილისელები, ისინი მღერიან სიმღერას სამშობლოზე:

მშვიდობის წიგნით
ო, მამულო! აფოთლდება ცვარით მსხმოიარე ზვარი,
ო, მთაწმინდა! როგორა ჟღერს შენი მშვენიერი ქნარი,
დღეს თავისთავს მთლად ეკუთვნის საქართველოს მთა და ბარი,
ჩვენ მეოცე საუკუნის შემოვაღეთ დიდი კარი.

ო, მამულო საყვარელო! ეხლა გარეთა თუ შიგნით
ხმალის, გუთნის, გრდემლის, ჩანგის, სულის გულთან გადაწიგნვით,
ჩვენ მოვედით მშვიდობით და შრომის დიდებული წიგნით,
ჩვენ მეოცე საუკუნის შემოვაღეთ დიდი კარი!

სანაპიროდან [შორს] სულ ახლოს მოსჩანან კავკასიონის მუდმივი თოვლით დაფარული კავკასიონის მთები!

*
1950 წ. 7 დეკემბერი.
საავადმყოფოში (მარის ქ. №5) მოვედით მე და ნინა - 15 ნოემბერს და დავრჩით 7 დეკემბრამდის, ე. ი. 22 დღე (სამი კვირა, რაღა!). ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. გადავწერე პოემა „ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, აგრეთვე ლექსები, მათ შორის „ქიტესა“ და სხვ. ნაყოფიერი იყო ეს სამი  კვირა! ყოველ მხრით.
უნდა დავუახლოვდე შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურისა და ენის ინსტიტუტს. აქ უნდა ჩამოყალიბდეს წრე, როგორც ეს სოხუმშია (ინიციატორი იქ იყო დირექტორი ინსტიტუტისა).

* * *
შემოდგომაა. ბილიკზე
ბაღის ეცემა ფურცელი.
[ისე, ვით საავადმყოფოს]
ეს არის გიორგობისთვის
ტემპერატურის ფურცელი,

სულ [მ]ჰქონდა ოცდაჩვიდმეტი,
რაც კი [მოვედი] მოვიდა, თავიდან;
დღეს კი ეს ტემპერატურა
ოცდათექვსმეტზე დავიდა!

[და] ო, გ[ვ]იცდის ხვალინდელი დღე
აჟღერებული ფერებით.
დღეს [მე] შენ და ნინა, ორივე
აქედან გა[ვ]ეწერებით!!!
გ. ტაბიძე
1950, 7 დეკემბერი

*
წარმოსთქვა რა სიტყვა თვისი
გრძელი და საპატიო,
ერთხელ კიდევ აღრიალდა
და გაჩუმდა რადიო.

ვიფიქრე თუ, ეხლა მაინც
მოვისვენებ ტანჯული,
მაგრამ აგერ მოქალაქე
მოდის გადაპრანჭული.

ცა[ს] ქუდად არ მიაჩნია
და გაჰკივის შიქასტებს,
მთელ თვის გრძნობას უსინდისო[ს]
[უნამუსოდ] თავდადებით შიგა სდებს.

„Список благодеяний“
1. „ქართული ჰიმნი“ - უნდა დაგეწერა შენ - და არასგზით არავის სხვასო - მითხრა ქუთაისში დომენტი თომაშვილმა. ეს განა მართლაც ასე არ უნდა ყოფილიყო? მაგრამ მე არც კი შემატყობინეს! ერთხელ, უფრო ადრე, შეიკრიბენ პოეტები, ჰიმნი უნდა დაეწერათ. ამ მარიფათიან კაცის როლს ასრულებდა ირაკლი აბაშიძე. ის უფრო რევდა საქმეს, ვინემ აკეთებდა. ეტყობოდა, მხოლოდ თვითონ მას სურდა დაეწერა ჰიმნი. საერთოდ, არც ამ კრებიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, არა გამოვიდა რა. და დიდი ხნის შემდეგ გამოცხადდა, რომ დაიწერა ქართული ჰიმნი. სიტყვების ავტორებია აბაშელი და გრ. აბაშიძე. რატომ მიეცათ უპირატესობა ამ ორს სხვების წინაშე, დღემდის გაუგებარია. თაქთაქიშვილის ჰიმნი კი უფრო ელეგიაა, ვინემ ჰიმნი. წინ წამოწეულია უფრო ძლიერ დისკანტი და ალტი, ვიდრე ტენორი და ბანი (ცოდვა არაა „მუმლი მუხასა“ და „ლილეო“-ს შემდეგ ასეთი რაფინირებული მუსიკალური „ჰიმნის“ მიჩეჩება ხალხისათვის?). რუსეთში კი სულ უბრალოდ მოხდა, ძველი სიმღერა გადააკეთეს: „Партия - великая“ გადაკეთდა „Отечество - великое“-დ. წინა ლექსის ავტორი სხვა იყო, ახალი ჰიმნის - მიხალკოვია. ალბად, სხვა ქვეყნებშიაც ასე მოხდა. ყოველივე ეს დიდი ხნის ამბავია, არც ღირს გახსენებათ.
2. „მნათობში“ ირაკლი აბაშიძემ დაიახლოვა მთელი რიგი რეცენზენტების: 1. ნოდარ კუპრავა, 2. გრიგოლ ნიჟარაძე, 3. ვლ. არტემიძე, 4. გრ. ჩიქოვანი, 5. ელიზბარ უბილავა, 6. ზურაბ ჭუმბურიძე და სხვ. ესენი ხშირად წყვილ-წყვილად გამოდიან: ერთ პატარა წერილს ორი კაცი აწერს ხელს, ვითომ და მეტი ავტორიტეტისთვის, მეტი ობიექტურობის გამოსაჩენად, მაგ., ბონდო კეშელავას წიგნს არჩევს ორი ავტორი ერთად: სიმ. არველაძე და ნოდარ კუპრავა. ოთარ ჩხეიძის წიგნს ასევე არჩევენ - ნოდარ კუპრავა და გრიგოლ ჩიქოვანი (რა შიში აქვთ ამ ორი ავტორის - ჩემთვის გაუგებარია, თუმცა არც ისე. ბონდო კეშელავა ფიცხი კაცია და შეიძლება ისევე მიბეგვოს ირაკლი აბაშიძე, როგორც ეს მოხდა ორი-სამი წლის წინად მწერალთა კავშირში), ხოლო ყოვლად უსინიდისო წიგნი ოთარა ჩხეიძის, რომელიც თავის  ხულიგნური იერით პირდაპირ გასაოცარია, რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას მოითხოვს.  რეცენზიები ნიველირების უხამს ნიშანს წარმოადგენს. უკანასკნელ ორ ნომერში გარჩეული: ბონდო კეშელავა, გრ. აბაშიძე, ალიო მირცხულავა, არნო ონელი და მაყვალა მრევლიშვილის წიგნები ისეა გარჩეული, რომ არსად მე არა ვარ ნახსენები, როდესაც ყველა ამ ავტორს უეჭველი დამოკიდებულება აქვს ჩემს წიგნებთან, ჩემს ლექსებთან. ისინი გავლენას განიცდიან ჩემსას! და ეს სრულიადაც არ არის ცუდი, და არ რიცხავს მათ დამოუკიდებლობის ნიშნებს, რომელთა გამოვლინებაში რეცენზენტები და ჟურნალის რედაკტორი სრულ უვიცობას იჩენენ!
და თუ ეს შემდეგშიაც ასე გაგრძელდა, აუტანელია. შეიქმნა ჯგუფი, ერთმანეთში კონტაქტი აქვთ: ირაკლი აბაშიძეს, ნოდარ კუპრავას, გრიგოლ ნიჟარაძეს, ვლ. არტემიძეს, არნო ონელს, მაყვალა მრევლიშვილს, ოთარ ჩხეიძეს, ელიზბარ უბილავას, ალიო მაშაშვილს, გრ. აბაშიძეს, სიმ. არველაძეს, ბონდო კეშელავას და ზურაბ  ჭუმბურიძეს.
3. საინტერესოა ვინმე ზურაბ ჭუმბურიძის რეცენზია „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ შესახებ „მნათობის“ მე-9 ნომერში. ის სწერს: „განმარტებით ლექსიკონში კლასიკოსებთან ერთად დოკუმენტირებისათვის ხშირადაა გამოყენებული თანამედროვე ქართველი მწერლების: გ. ლეონიძის, ლ. ქიაჩელის, ი. გრიშაშვილის, ს. შანშიაშვილის, ა. მირცხულავას, ი. აბაშიძის, შ. დადიანის, ა. ბელიაშვილის, ა. მირცხულავას, რ. გვეტაძის, კ. ლორთქიფანიძის, ს. კლდიაშვილის, დ. შენგელაიას, ა. ქუთათელის, ლ. ასათიანის და სხვათა ნაწერები. ლექსიკონის ამგვარი დოკუმენტაციაო, [სწერს ჭუმბურიძე,] კიდევ უფრო ნათელს ხდისო სიტყვის მნიშვნელობას“. ასკვნის რა ასე,  ნახსენები არა ჰყავს გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც ამათზე არანაკლებ არის წარმოდგენილი ლექსიკონში. მაგრამ, რაც გასაოცარია, აქ ყრუდ არის ნახსენები კლასიკოსები, რომლებზედაც უმთავრესად ეყრდნობა ხსენებული განმარტებითი ლექსიკონი: აკაკი, ილია, ვაჟა, ყაზბეგი და, რაც მთავარია, რუსთაველი! სჩანს რეცენზენტი დიდი ყალთაბანდი ვინმეა, ჟურნალის რედაკტორის მიმატებით! შეგნებულად რევს ფაქტებს. აქ ადგილი აქვს პოლიტიკური ხასიათის პროვოკაციულ [ხასიათის] გამოსვლებსაც, თითქო დიდი დანაშაულია ამხ. ბერიას წიგნის სათაურში კორეკტურული შეცდომა. უნდა იყოსო: „ამიერ-კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის“ (რეცენზენტს არა აქვს ნაჩვენები, როგორაა წიგნში).
ან რა დიდი შეცდომაა გრიშაშვილის ლექსის სტრიქონების ასე დაბეჭდვა: „რად ავიხირე არხივი, სულის და გულის მდაღველი“. წიგნშია: „რად ავიკიდე არხივი...“ (რა კი ასე ჩააცივდა, რეკლამის აზრით, ამ  სტრიქონს, უნდა შეენიშნა, რომ უნდა არა „არხივი“, არამედ „არქივი“? თუ არა?). კიდევ ისა, რომ ი. გრიშაშვილი თვითონ ასწორებდა თავის ლექსებს, ბლომად მოყვანილს დოკუმენტების სახით ა. ჩიქობავას რედაქტორობით გამოცემულ წიგნში!
ასეთია ზურაბ ჭუმბურიძისა და ირაკლი აბაშიძის „საქმენი საგმირონი“.
4. „მნათობის“ მეცხრე ნომერში მოთავსებულია მეორე წერილი მამია დუდუჩავასი, „ახალი ქართული ხელოვნება“. არჩევს რა იაკობ ნიკოლაძის, გიგო ზაზიაშვილის, გრიგოლ მესხის, სიდამონ-ერისთავის, დავით კაკაბაძის და სხვ. ნამუშევრებს, ის სრულიად არ ახსენებს მათ მიერ დახატულ ჩემს პორტრეტებს, ესკიზებს და სხვ. ვითომ რაშია აქ საქმე? ხომ არ არის აქაც საერთო ბლოკირების ტენდენცია? ან ირაკლი აბაშიძის ოინები? მე ამ წერილს ბოლოში ლექსი წავაწერე:
დაშინებით გაქცეული
მიწის ხვრელში მუდუ ჩავა.
ამოვა და... არა მუდუ,
არამეთ თვით მელა-კუდუ
სდგას მამია დუდუჩავა.
5. „Светлый Путь“- ასეთია „ზარია ვოსტოკას“ 3 დეკემბრის (1950) ნომერში მოთავსებული მეტად უშნო წერილის მშვენიერი სათაური. წერილს ხელს აწერს ვინმე ტ. ჯიბუტი (ან მოგონილია, ან კლაკიორი). იგი სწერს, რომ ამ დღეებში (შესამოწმებელია) კონსერვატორიის მცირე დარბაზში [შესდგა] გამოვიდა მხატვრული სიტყვის ოსტატი - მსახიობი ქალი ნინო ზედგინიძე (პირველად მესმის), მან წაიკითხა ლიტერატურული კომპოზიცია „ნათელი გზა“, რომელიც ლიტერატურულად გაკეთებულია - კ. ჭანტურიშვილი და ი. გვინჩიძე (ორივე, ეჭვს გარეშეა, ფიქტიურად აწერენ ხელს „კომპოზიციას“, ნამდვილად კი, ის სხვისი გაკეთებულია). და მიდის, და მიდის გამაყრუებელი ქება დიდება: „Серьезной творческой удачей авторов композиции стала форма сделанного ими литературного монтажа, последовательность, жизненная логика в развитии событий, чувство художественной правды. Композиция представляет собой цельное художественное произведение, которое слушается с неослабевающим вниманием и интересом“. ეს ეხება კ. ჭანტურიშვილსა (ცნობილ ჟულიკს) და ი. გვინჩიძეს (არა ნაკლებ ცნობილ ინტრიგანს).
ეხლა რა ამბავში არის წერილის ავტორი, ტ. ჯიბუტი "მხატვრული სიტყვის ოსტატი"-ს ნინო ზედგინიძის შესახებ: „Творческую изобретательность проявила и исполнительница композиции артистка Н. Зедгинидзе. Глубоко вникая в содержание каждого произведения, отрывки из которых входят в литературный монтаж, она с большим мастерством передает эпизоды, показывающие великих вождей революции Ленина и Сталина в борьбе с царским самодержавием, в борьбе за создание и укрепление первого в мире социалистического государства, Сталина - строителя социализма в нашей стране, творца победы советского народа в Великой Отечественной войне, эпизоды, показывающие простых советских людей“ და განაგრძობს: „Произведениeм, посвященным мирному созидательному труду, борьбе за мир, заканчивается эта интересная, хорошо [задуманная] смонтированная композиция. Нино Зедгинидзе читает ее на грузинском и русском языках (კიდეც უკრავს და კიდეც ცეკვავს). Артистка с успехом выступает с композицией во дворцах культуры, в рабочих и сельских клубах“.
ყოვლად დაუჯერებელი ამბავია: მთელი ნახევარი საუკუნის ისტორია ერთმა ქალმა გადმოსცეს ერთი-ორი საათის კითხვით! მაგრამ „ძაღლის თავი სად მარხია?“ აი, სად: „Для своей композиции авторы К. Чантуришвили и Гвинчидзе дали отрывки произведений... М. Горького, И. Эренбурга, М. Чиаурели, Маяковского, Гришашвили, Г. Леонидзе, С. Чиковани, И. Нонешвили“ (გალაკტიონ ტაბიძე აქ რა გამოსაჩენია! ვნახოთ!).
6. მნათობს მთელი ნახევარი წელია მივეცი პოემა "მშვიდობისათვის". ირაკლი არა ბეჭდავს. გათავხედდა.

ქიტესა
ბუგიეთიდან,
სადაც ვიწრო
    გზაა ასმუხის,
გზაზე ურმებით
მიდიოდენ
    ჩვენებურები.
გმირის კითხვაზე:
როგორა ხართ?
    მათ უპასუხეს:
„სუ კარგადა ვართ.
გზაც კარგია,
    მზეც არ გვაწუხებს.
დიდის ჭრიალით,
მაგრამ მაინც
    მიდის ურემი...

ან ჩვენს ნიკორას
ტვირთი რაზედ
    უნდა ემძიმოს?
გორავს ყურძენი,
ირყევიან
აპეურები.
იხაროს ყანამ.
ბუდეშურიც
ვაზს შეემწიფოს.
ვაჰ, რა მოსავალს
ჩავაბარებთ
დღეს სახელმწიფოს!
დიდის ჭრიალით,
მაგრამ მაინც
მიდის ურემი!“

ამბობს თუ - „რა სჯობს
მშვიდობიან
მოგზაურობას.
ვარ კოლმეურნე, [და მე]
ჩემს [ბედს] სამშობლოს
[არ ვემდურები] ვემსახურები.
მოშორებულნი
ყოველ შფოთსა
და ხმაურობას,
კომუნიზმშიაც
[დავინახავთ] მალე ვნახავთ
აქაურობას. -
სიმძიმისაგან
თუმცა ჭრიალა [მაინც ძველი],
მქვია ურემი“.

ავტომობილნი მოეგებნენ.
მათ გადიტვირთეს
კაკალი, თხილი, ბროწეული,
თაფლი, პურები...
მაგრამ  ამ ურმის ჩაცივება
ვით არ მიკვირდეს!
ხე - შენჯღრეული, მაგრამ მაინც
იჩენს სიკვირტეს.
[ცარიელია, მაგრამ მაინც]
აწ უკვე მკვირცხლად
მიდის ურემი!

სად? ქალაქისკენ. უნდა მომკოს,
რაც დაითესა.
ჩითეულებით, სათფურებით
იძრას, ვით გემმა.
და კვლავ ამღერდ[ა]ეს ჩვენებიანთ
გლეხი, ქიტესა,
სამხედრო გზაზე, ივლისშია,
ერთსა მას დღესა,
ოცდაათ წლის წინ რომ გაიცნო
მკითხველმა ჩემმა!

„- ქიტესა, შენა?“ - ვაჰ! - გაჩერდა,
- ჭირიმე შენი.
მოდი ურემზე, ე რა ფეხით
მიეშურები...
კაცო, თუ რამეს სწერ ჩემზედა,
ეს ამიხსენი...
კაცო, შეხედე ჩემს ორდენებს,
ა? [არა] ხომა ვარ ბრძენი!
აბა, რა კარგად აქე მაშინ
ჩემი ურემი!

[სხვანაირია აწ მეურნის]
დეპუტატიც ვარ. გამიზნული
[ყოველი] მექნება ბიჯი,
სახელის შეცვლაც გადავწყვიტე
მე უმტკიცესად.
რა კი [დავბერდი] ხანს შეველ და ოცი წლის
არა ვარ ბიჭი,
[მინდა დავირქვა] ერთხმად დამარქვეს ქრისტეფორე
ქრისტეფორიჩი...
[თუ, როგორ მირჩევ] თუმცა [ჩვენ შორის] ქართულად ისევ ისე
დავრჩ[ე]ი ქიტესად[?]!

ასაღამოვდა.  სანამ ისრეთს,
გადავარღვევდით,
ვარსკვლავნი დასხდენ შორი მთების
კიდით კიდესა.
თავისუფლების [მძლე] [ძლიერ] სუფთა ჰაერ[ით]ს
ვსუნთქავდით მკერდით.
მაშინ, ჩვენ სამნი, სუ ძველები,
ისევ ავმღერდით.
ერთად ვმღეროდით: თვით ურემი,
მე და ქიტესა!
გ. ტაბიძე
1950 წ., 6 დეკემბერი

სულ ბოლოს:
[მაგრამ სულ მალე, ვით ნამდვილად] ქიტესა ჰქვია ჩემს ბიჭსაცა, მე შემიტყვია.
[გამაგზავნიან] შვილს მიგზავნიან, რომ ისწავლოს ჰაეროპლანი.
ქიტესა მართავს ჰაეროპლანს, ასე იტყვიან.
ქიტესა მიჰქრის სივრცეებში ისე, ვით ტყვია.
„ქიტესა ეშვას აეროდრომს, ბიჭებო, განი“.

შესულია თუ  არა ეს ლექსი მეხუთე ტომში?