შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-254 - 1950 წელი


3-53-80.
ოთხი ლექსია.

იყო თუ არა სტენოგრაფი ქალი?
მიამბეს, რომ მწერალთა კავშირის ერთ-ერთ წრეში (რომელ წრეში, სახელდობრ?) ირჩეოდა სტუდენტების კრებული „ახალი სხივი“. ვიღაცას (მგონი ჩიქოვანს) უთქვამს: რა არის, რა გახდა ეს „ახალი სხივი“. იქ ერთად ერთი შესამჩნევი ფიგურა არის არჩილ სულაკაური, და ისიც აქედან (საიდან „აქედან“?) ჩვენგან გაგზავნილიაო. გამოდის, რომ დანარჩენებისათვის მას ყველასთვის ხაზი გადაუსვამს და მერე სწორია საქმისადმი ასეთი მიდგომა? არჩილ სულაკაური მშვენიერი ფიგურაა ამ კრებულში, იგი გამოდის აქ დიდი ტილოთი. მაგრამ აქ არიან არა ნაკლებ, თუ მეტად არა, დახვეწილი ლექსების ავტორები, მაგალითად, ბასილაიშვილი და სხვ. „Словесная кляюза“ ჰყვავის მწერალთა კავშირში. ან რამ შეაშფოთათ, ნეტავი, ისინი? იმ გარემოებამ ხომ არა, რომ იმარჯვებს გალაკტიონის ხაზი?
მაგრამ „ახალ სხივს“ ჰყავს ბევრი მომხრეები: სტუდენტობა, მოწინავე ინტელიგენცია, პრესა („Заря Вост.“, „კომუნისტი“).

                            *
1950. ივნისი.
დროს. ოსნის. დოსნის.

* * *
Словесной
               не место -
                             кляюзе.

[ერთხელ აკაკიმ მკითხა:]
ჩემმა მკითხველმა მკითხა:
[რაა სიახლე მგოსნის?]
- [რა არის] რაა მომავალს რომ ხსნის?
მე ვუპასუხე: „[სწორი] [წრფელი] მგოსნის,
[დროზე ნათქვამი] წინასწართქმული სიტყვა!..“

[ისევე [კვლავ] მკითხა: [რა არის] ამიხსენ]
მან სთქვა: „კვლავ ერთი კითხვა:
[რაა სიახლეს რომ]
სახეთ სიახლის მოსვლის
რაა?“ - მე [ვუპასუხე] ვუთხარ: მგოსნის
დროზე ნათქვამი სიტყვა!

[დროზე ნათქვამი] წინასწართქმული სიტყვა,
დროზე ნათქვამი სიტყვა!
უკვდავი არის მგოსნის
[დროზე ნათქვამი] ყოველი წრფელი სიტყვა!

*

3-69-97. Леон Иванович Набатов. ლევანი.
1. ვორონცოვის ძეგლი.
2. გრიბოედოვის აკლდამა.
3. ქალაქის თვითმმართველობა.
4. მთაწმინდა.
1/VI-50.

* * *
           მდიდარ გიგოს -
ხელს არ უშლის კუზი.
          „[ფული] თაფლი იყოს -
ბაღდათიდან მოფრინდება ბუზი“.
          ზის ყეენად...

* * *
ჩვენებიანთ ყაყიტას ბიჭს ერთი რამ ისეთი უნარი ჰქონდა გამოჯავრებისა, რომ სულ სიცილითა გვხოცავდა გარსშემოკრებილ ჯარსა და ჯამაათს - ქათმის კაკანსაც ბაძავდა, ბაყაყის ყიყინსაც, ცხენის ხვიხვინსაც და კიდევ რა ვიცი, რას არა?
გუშინაც ასეთი რამ მოხდა:
„ძალიან მომშივდაო“ -  გაიძახოდა.
მაშინ დედამ თეფშზე დაუწყო ერთი კეცი ცხელი მჭადი და ნახევარი წველა ყველი.
ყაყიტას ბიჭმა თეფშით იქავე თუთის ჩრდილისაკენ გასწია, რომ გემრიელად ესაუზმნა.
მაგრამ უეცრად ხეზე ჩიტის ბუდე დაინახა, თეფში მიწაზე დასდო და წუთის უმალ ხეზე აცოცდა, ბუდე ცარიელი დახვდა, შარშანდელი.
ძირს ჩამოიხედა და რასა ჰხედავს: მეზობლის დიდი, მშიერი კატა გადმოსულა ღობიდანა, და საცაა, აჰა, ყველი უნდა გაიტაცოს თეფშიდანა.
აი, სწორედ აქ გამოადგა ყაყიტოს ბიჭს მისი გამოჯავრების უნარი: თუთის ფოთლებში გახვეულმა ძაღლის ხმით გააბა:
- ამუ, ამუ, ამუ!
კატას რომ ძაღლის ხმა მოესმა, თავქუდმოგლეჯით გადავარდა ისევ ღობეზედა.
სახლიდან ამ ამბავს უცქერდენ და სიცილით იხოცებოდენ.
სულ შვიდი წლისა კი არის ყაყიტაანთ ბიჭი.
ამბობენ, დიდი არტისტი ვინმე გამოვაო. გრიგოლ ჩარკვიანსაც კი აჯობებსო!
გ. ტაბიძე
3/VII-50

*
როგორ არ მომაგონდეს
უნებური ოხვრითა -
ეგ [ტანი] ბაგე, ჯიოკონდას -
ნინოს მიხვრა-მოხვრითა?

*
ტ. 8-9.
მე ტაბიძის შოფერი ვარ.

3 ივლისს, 1950 წ. მოვაწერე ხელი სტოკჰოლმის მოწოდებას.

*
- ბავშობიდანვე ეტყობოდა, ბატონო, რაც შვილი გამოვიდოდა. პატარაობისას ვერას გზით დედამისმა პირჯვრის დაწერა ვერ ასწავლა. ასე: აიღებდა დედამისი ბავშის მარჯვენა ხელს და დააწერინებდა პირჯვარს. როცა ეტყოდა, „გაიმეორე, აბაო“ - ბავში მარცხენა ხელით იწერდა პირჯვარს, რაც საყოველთაო სიცილს იწვევდა. ვერ გადააჩვიეს და ვერა... ბავშმა არ იცის, რაა მარჯვენა და რაა მარცხენა. მით უმეტეს, თუ ბუნებითაც „მარცხენაა“.
7/VI-50

*
7. VI. 50 წ.
მოვიხსენი თაბაშირი.
1. პირველი სატრანსპორტო თაბაშირი გამიკეთეს ბოლნისში 20 მაისს.
2. მეორე - საავადმყოფოში თბილისში 24 -28 მაისს.
3. მესამე თაბაშირი (დასრულების გამო) 7 ივნისს.
4. მეოთხე (ისევე დასრულების გამო) 25 ივნისს - რომელსაც ვატარებდი დღემდე, ე. ი. შვიდ ივლისამდე.
საერთოდ თაბაშირში მქონდა ფეხი 44 დღეს.
ეხლა დანიშნული მაქვს ვანები და მასსაჟი.

7. VI. 50.
შოფერი გავაგზავნე ბენოსთან დავალებითა - დაახლოებით 1 საათზე (პირველის ნახევარზე).
სულ 15-20 წუთის გზაა.
ეხლა სამი საათია - და შოფერი კი არა სჩანს. ორი საათი - 20 წუთს მაგიერ? (ავარია? ბენოს იქ არ დახვდომა? სხვა რაიმე შემთხვევა? თუ...).
და ისიც ამნაირ დროს.
ფეხს ჯერ ვერსად ვადგამ: საჭიროა ვანები, მასაჟი და სხვ.
საიდან გამომდინარეობს ეს აშკარა უპატივცემულობა? ოთხი ელემენტისაგან: N, 76, 93, იონ. (ხედავს, რომ...). ელემენტი N - ყველაზე აკტიურია.
შოფერი დაბრუნდა ოთხის ნახევარზე (ბენოსთვის იმ წუთშივე ჩაუბარებია წიგნი და მერე წავიდა და წავიდა!).

2-ой Бл. Варвара Ивановна Шкабич.

8. VI. 50.
შოფერი მოვიდა დღის 1 საათზე და მთხოვა: „ავტომობილი მჭირდება მხოლოდ ერთი  საათითო“. ვათხოვე (ჭკუა ვერ ვისწავლე). ჰო, დეიდაშვილი თხოვდებაო, მივიყვან ერთს საათშიო, მერე მე დავბრუნდებიო, ტანისამოსს ჩავუტანო და სხვ.
...იგი დაბრუნდა ღამის 4 საათზე, მთვრალი.
მე არ გავსულვარ ზარის რეკაზე. ნინამ მიიღო გარაჟის გასაღები და (მისი სიტყვით) ასე უთხრა:
- არ შეიძლება ავტომობილი წაიყვანო 1 საათით და ატარო 8 საათის განმავლობაში.
- მაპატივეთ, დეიდა ნინო, - და იმართლებდა თავს იმით, რომ მინდორში იდგენ სადღაცა და ქეიფობდენ...
- ყოველ შემთხვევაში, არასდროს აწი გალაკტიონი მანქანას არ გათხოვებსო, - უთხრა ნინამ.
4 საათამდე უძილობამ თავისი ჰქმნა, ნერვები ძალზე ამეშალა: სახის ქვედა ნაწილმა, ნიკაპმა კანკალი დამიწყო.

სოლომონი გამოვიდა ბოლო სულელური ლექსებით.
დღეს გადაცემაა <საზოგად. ჩემს>...
ჩამოვიდენ კიევიდან. ნუნუ და ვატა დახვდათ...

*
შენ იღებ ხელში ისევე შოთას,
              გეყო სიმშვიდე.
შენ ჩვენთა დღეთა ალაგებ ოდას,
              რიცხვით მეშვიდეს.
(ლექსიდან „თენდება, გათენდა“)

209 გვ. „დემბლინს არ სძინავს“.

*
ზევსი - ზესთა-ზესი.

               [ვით როსმე მესხი]
               [უბრწყინვალესი]
შემდგომ თაობათ ბედიღბლისთვის
               უმახვილესი
რომ დარჩეს ლექსი, გულო ჩემო,
               აი, მიზეზი!

*
შემდგომ თაობათ ბედიღბლისთვის,
                 უმახვილესი
რომ [დარჩა] შექმნა ლექსი, გულო ჩემო,
                 აი მიზეზი.

იშლება თვალწინ ოციან და
                 ოცდაათიან
წლების ეპოქა უმძლავრესი
                 და უმკვიდრესი.

*
10. VI. 50.
მოვიდა ნუნუ დელეტაგად: ავტომობილს  გთხოვს მიშა და უსათუოდ უნდა ათხოვო ორი საათითო. შოფერმა  კი ავტომობილი მოიყვანა ღამის 4 საათზე.

12. VI. 50.
მოვიდა შოფერი დილით. მოიყვანა ქირურგი მესხი, ისევ წაიყვანა და მერე აღარ გამოჩენილა შუადღემდის.

14. VI. 50.
მოვიდა შოფერი დილით. განაცხადა, რომ ავტომობილი უნდა წაიყვანოს მან  საბურთალოზე, ნაწილების გასაკეთებლად და გასარეცხად. დაბრუნდა მხოლოდ საღამოთი.

16. VI. 50.
მოვიდა შოფერი დილით. მოითხოვა გასაღები გარაჟის, ავტომობილის დასათვალიერებლად. აივნიდან დავინახე, რომ რაღაცას უფუსფუსებდენ - სხვებთან ერთად. შემდეგ ამოვიდა, და ამოიტანა... მომიტანა გატეხილი „შარიკო პოდშიბნიკი“.
ასე დაიწყო:
ესაა შედეგი ავტომობილის წარა-მარა აქეთ-იქით თრევის. ელემენტები ამართლებენ: ეგ არაფერიაო, მთავარია მოტორიო და სხვ...
რა ენაღვლებათ!

*
ამხ. შალვა!

კოოპერაციის ქ. №6. ბენო ჩიქობავა.
თხინვალის ქ. №22. ბაბილინა ქაშაკაშვილი.