შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-252 - 1950 წელი


მიბინავ ლიზი-ლიჩედი!

1. სიები - 90 ახალგაზრდა პოეტის (არასრული).
2. სხვა სიები არასრული.

*
1. სულაქველიძე ვიქტორ - „გალაკტიონს“. 2. ქისტაური ვანო - „გალაკტიონ ტაბიძეს“. 3. დოც. ნიკო ტყეშელაშვილი - „გალაკტიონ ტაბიძეს“. 4. მიხ.  გერმანიშვილი - „ქართველთ საამაყო პოეტს“. 5. მიხ. ზანგურაშვილი - „ძველი მოტივებიდან“ (თითქო ის  მართლა მისი ლანდია). 6. მიხ. ზანგურაშვილი - „მოჩვენება მთაწმინდაზე“. 7. კოჩობა აროსია: ორი ლექსი - მთაწმინდაზე პოეტებთან შალვა მჭედლიშვილთან და მიხ. ზანგურაშვილთან. 8. გრ. აროსია - „პოეტი წარმოებაში“. 9. გერონტი ტუღუში - „ორდენოსან სახალხო პოეტს“. 10. შალვა ბაკიძე - „გალაკტიონს, საქართველოს სიამაყეს“. 11. ს. ამაშუკელი - გ. ტაბიძეს. 12. გიორგი ლეჟავა - „ოთხი სტრიქონი“. 13. მ. სტურუა - „გალაკტიონ ტაბიძეს“. 14. ცაცა ნატროშვილი - გ. ტაბიძეს. 15. კორნელი სანაძე - გალაკტიონს. 16. კორნელი სანაძე - ისევ გალაკტიონს. 17. სტადიონელი - „აკაკის ჰკითხეს ქართველმა მწერლებმა“. 18. ნაზი კვირიკაძე. 19. მ. ქვლივიძე - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“. 20. გივი ორჯონიკიძე - „ორდენოსან პოეტს“. 21. ქ. ქუჩუკაშვილი - „მოგონება“. 22. რაჟდენ გოგოძე - „პატივცემულ გალაკტიონს“. 23. N.N. - მჭიდროთ! 24. N.N. - მწადია გრძნობით გიმღერო. 25. ლინა ჭოჭუა. 26. N.N. 27. იოსებ ნადაშვილი. 28. ნოდარ დუმბაძე. 29. ალექსანდრე ერქომაიშვილი. 30. დავით და სპარტაკ მხეიძეები. 31. გ. ბესოშვილი - „ხმა ტრიბუნიდან“. 32. გ. გაგუა. 33. ნიკოლოზ ფხაკაძე. 34. ფირუზ ჯანაშვილი - „გალაკტიონის შემოსვლა გორში“. 35. ლევთერ რიგვავა (სოხ. ს. სკ. XI კლასი). 36. სილოვან ახვლედიანი. ქუთაისი. 37. თინა ზიბზიბაძე. 38. შოთა ნიჟარაძე. 39. ვახტანგ გოგოლაშვილი. 40. ვასო გვეტაძე. 41. შ. გაგუნაშვილი. 42. სანი. 43. ლევან ფარცვანია (ბელორუსიიდან). 44. დავით კვირკვაია. 45. მერი ჩიქვინიძე. 46. ვახტანგ ძნელაძე. 47. გიორგი ლეჟავა (მეორე ლექსი). 48. ს. ამაშუკელი. 49. ვ. ბესოშვილი. 50. გრ. ტაბატაძე. 51. გერონტი ლეკვიშვილი. 52. გუგული ნასარიძე. 53. იოსებ ნადაშვილი. 54. გიორგი ლეჟავა - „დედა“. წიგნზე მინაწერი. 55. შალვა ბაკიძე. 56. ნინელი ჭეიშვილი. 57. დანიელ ლაკადელი. 58. გრ. არაქელოვი - „რომელი საათია?“ 59. ბორის ჩაჩანიძე. 60. ლილი ნუცუბიძე - ქუთაისი. 61. რუთა ბეროძე - ქუთაისი. 62. დავით აგიაშვილი - ქუთაისი. 63. გიორგი ფანცხავა - ქუთაისი. 64. ლადო ხავთასი - ქუთაისი. 65. სისო კინწურაშვილი. 66. კ. მახარაძე. 67. ნ.  მგალობლიშვილი. 68. ედუარდ ყიფიანი. 69. ვალერიან მამუკელაშვილი. 70. გრ. ცანავა. 71. ს. ჯა... 72. დ. ნავროზაშვილი. 73. ვლადიმერ სულაბერიძე (ქუთაისი). 74. გრ. აკოფოვი - „სტალინელი“. 75. გიგლა ფირცხალავა (სამხ. აკადემიაში). 76. ხუტა ბერულავა.  77. ნატა ბ. 78. დავით კანდელაკი. 79. ვ. კუპრაძე. 80. რაა ცხოვრება უშთაგონებო? 81. ა. ლაითაძე. 82. ნ. ჭილაშვილი. 83. მერი გულიაშვილი (რამდენიმე). 84. შოთა ამირანაშვილი. 85. ნუნუსა შინდისელი. 86. N.N. - „მისწყდა ზეცის თაღებში“. 87. სევერიანე ისიანი. 88. მირზა გელოვანი. 89. ლილი ლაზარიშვილი (ს. ზანდისი). 90. ტაბიძე ივერი.

გამოფენა
1. აკოფოვი (გორელი). 2. ნ. ჭილაშვილი. 3. ა. ლაითაძე. 4. ტაბიძე ივერი. 5. ცხოვრება არის ზეშთაგონება (უცნობი). 6. ლილი ნუცუბიძე. 7. ედიშერ ყიფიანი. 8. ბორისი. 9. ნინელი ჭეიშვილი. 10. არაქელოვი. 11. დანიელ კუჭავა. 12. გიორგი ლეჟავა (2 ლექსი). 13. გერონტი ლეკიშვილი. 14. გრ. ტაბატაძე. 15. ვახტანგ ძნელაძე. 16. მერი ჩიქვინიძე (ბაღდათი). 17. გოგოლაშვილი ვახტანგ. 18. სილოვან ახვლედიანი. 19. შოთა ნიჟარაძე. 20. ვასო გვეტაძე. 21. დათიკო კვირკვაია. 22. ლევ. ფარცვანია. 23. ანდრია სანი. 24. შ. გაგუნაშვილი. 25. ლევთერ რიგვავა. 26. თინა ზიბზიბაძე. 27. ფირუზ ჯანაშვილი. 28. გ. გაგუა. 29. ნიკოლოზ ფხაკაძე. 30. გ. ბესოშვილი. 31. დავით და სპარტაკ მხეიძეები. 32. ნიკო ტყეშელაშვილი. 33. მიხ. გერმანიშვილი. 34. ვანო ქისტაური. 35. გ. ფანცხავა. 36. რუთა ბეროძე. 37. დავით აგიაშვილი. 38. ალექსანდრე ერქომაიშვილი. 39. ნოდარ დუმბაძე. 40. იოსებ ნადაშვილი. 41. ლინა ჭოჭუა. 42. მ. სტურუა. 43. ცაცო ნატროშვილი. 44. ვლ. სულაბერიძე. 45. ხუტა ბერულავა. 46. შალვა ტაბიძე. 47. ოთარ კუპრავა. 48. გ. ლომთათიძე. 49. ვარდენ კურტანიძე.
Тов. Магакоян - кино оператор. ლექსი სტალინზე.

*
24 მარტი. 1950.
დაგვიწყია სვლა-წასვლა (მიბინავ  ლიზი-ლიჩედი).
ვერის ხიდთან რომ სადალაქოა, იქ გავიპარსე: იშვიათი ოსტატია - ჩემი პარიკმახერი. კარგ ხასიათზე დამდგარი გავყევი სანაპიროს ჩელიუსკინელების ხიდისკენ რომ მიდის. იქ დიდი მშენებლობა იწყება - აფართოებენ ჩელიუსკინელების (წინედ სადგურის) ქუჩას.
ახალი ამბავი იწყება თვით ხიდიდან, რომლის მარჯვენა ნაპირზე აუგიათ დიდი ჯებირი, ელექტრონებით გაუჩირაღდნებიათ, და ავსებენ მიწით (აქ წინად საინტერესო სახერხი ქარხანა იდგა, როდესაც ჩელიუსკინელების ხიდს აგებდენ, მახსოვს ჩავედით დაბლა მე და ო. ი-ნა, დიდხანს ვესაუბრებოდით ინჟინერებს. ყველაფერი მაინტერესებდა მაშინ: თითქოს ჩემთვის შენდებოდა რაიმე - ისე მიხაროდა. ეჰ, გაჰქრა იგი დრო), დადიან მიწითა და სხვა რაიმეთი დატვირთული საბარგო ავტო-მანქანები, ერთის სიტყვით, დიდი მოძრაობაა.
გაივლით ცოტას, მიხვალთ სახკინმრეწვის დიდ შენობასთან...
აი, აქედან იწყება.
მარჯვენა მხარეს ბაღიანი სახლი დგას, მაგრამ რაღაი ასეთ დგომას. ნახევარი მისი უკვე ჩამოუნგრევიათ.. აქედან უფრო იგრძნობა გაფართოების მასშტაბი.
პატარ-პატარა სახლები, ეზო-ბაღები რომ იდგნენ, სულ ნგრევის არეშია მოქცეული (ეს სახლები აწერილი აქვს მ. ჯავახიშვილს ერთ-ერთ თავის რომანში: ემიგრანტი რომ ჩუმად სამშობლოში ბრუნდება, აოცებს მშენებლობის გრანდიოზულობა ტფილისში, მაგრამ არ მოსწონს სადგურის ქუჩაზე ახლად აგებული პატარა სახლები).
გამახსენდა ერთი სასაცილო ამბავი:
ერთხელ მივდიოდი სადგურის ქუჩაზე: ვხედავ სოფლელ ქალს კალათში ჩამწყვდეული ქათამი მოჰყავს. ქათამს, ალბად, შეკონილი ჰქონდა ფეხები, მაგრამ გაუნთავისუფლებია როგორღაც. აფრინდა კალათიდან და იქვე რკინის  მოაჯირზე, მაღალ ღობეზე შეხტა. იქიდან გადახტა ბაღში და არხეინად დაიწყო სიარული. ეს ისე უეცრად მოხდა, რომ სოფლელი ქალი სახტად დარჩა.. დადგა და უყურა თავის ქათამს. რკინის მოაჯირი - კარგა მაღალი იყო. სახლიც, რომელიც ამ ბაღისა იყო და წინამოთი ქუჩაში გამოდიოდა, დაკეტილი იყო: სჩანდა, არავინ სახლში არ იყო და რაღა გაეწყობოდა; სოფლელი ქალი მეტად დაღონდა. მეტის მეტად საცოდავი შესახედაობა მიეცა მის სახეს, საცაა ცრემლები გადმოსკდებაო, გეგონებოდათ.
შემოეხვივნენ ქალს ჯერ გულშემატკივარი ქალები (ბაზრიდან მომავალი ან ბაზრისკენ მიმავალი დიასახლისები). შეიქნა ერთი ბჭობა, მასლაათი, უთავბოლო რაღაც.
- ქალო,  როგორი გადახტომა სცოდნია ა იმ შენ ქათამსა. ცირკის ჯამბაზივით კი ისკუპა და... - ამბობდა ერთი.
- ვა, რამოტოლაზე გადახტა... ფუტურისტების ჯიშის ქათამი უნდა იყოს აი, - დასძენდა მეორე.
- შეხედეთ, დეკადენტივით არ დადის?!
საქმეში ჩაერთვნენ ქუჩის ავარებიც, დაცინვა დაუწყეს დედაკაცს, რომელმაც პასუხად უთხრა: „ჰაი, მეხი კი დაგაყარეთ“. შემდეგ ჩაიქნია ხელი და ცარიელი კალათით გაუდგა გზასა. ან რაღას გახდებოდა ის საწყალი დედაკაცი: ხედავდა, მისი ქათამი სადღაცა სახლის სარდაფის ჭუჭრუტანაში შეძვრა და იქიდან ვინ გამოიყვანდა? ეეჰ, ესეა. ყველაფერი ცუდი ასეთ ღარიბს უნდა დაემართოს! სხვისთვის რაა ერთი ქათამი? და აი, ამ სახლის მტვერი, კირისა და ქვისაგან სულ ბდღვირი ადის. ანგრევენ. ეჰენდე, შენა!
ეხლა თითქმის ათი წლის შემდეგ ვხედავ, სწორედ იმნაირივე ქათამი დადის ამ ნანგრევებში, იმნაირივე ქალმა  გამოიარა, იმნაირივე დიასახლისები მიდიან და მოდიან, არ შეცვლილან ადამიანები, არც ქათმები. რა შესცვლის მათ? [ინდუსტრია? კოლექტივი?]
ერთი საინტერესო რამ - აუღიათ რა ერთსართულიანი  მაღაზიები, უცებ თვალწინ აღიმართა დიდი ოთხსართულიანი, სავსებით თანამედროვე არქიტექტურული მოთხოვნილების დიდი სახლი. თურმე სანამ პატარა სახლებს აიღებდენ, მათ უკან დიდი სახლი შენდებოდა, მაგრამ არა სჩანდა (ასეა, წვრილმანი, უმნიშვნელო რამეები ხშირად ჩრდილავენ ბუმბერაზებს, მაგრამ საბოლოოდ, ბუმბერაზი იმარჯვებს).
რუსთაველის ძეგლთანაც სდგას ნახევრად დანგრეული სახლი, მის უკან შენდება დიდი რაღაც შენობა. მალე ის შენობაც დამთავრდება და იმ საცოდავ სახლს კი, რომელიც მის წინ სდგას, მალე სულ მოაშორებენ, აღგვიან პირისაგან მიწისა...
ლიტერატურაშიც ასეა: დიდი ნაწარმოები ხელშეუხებლად დევს, მაგრამ მისი მნიშვნელობა იზრდება თანდათან, უმნიშვნელო ნაწერები დავიწყებას მიეცემიან, გაჰქრებიან და ის დიადი ნაწარმოები კი, უფრო ნათლად გამოჩნდება შემდეგში.
თუმცა ესეც კი: კაცმა არ იცის, არც ერთმა მწერალმა, რა მოელის მას ხვალ? სახელი ზოგიერთი მწერლისა ხშირად იმ ქათამსა ჰგავს, რომელიც კალათიდან ამოუფრინდა პატრონს და სხვის ეზოში გადაბარგდა. სწორედ ასეთ მდგომარეობაზე იტყვიან იმერეთში: "მერე მიდი და უყარე კაკალიო".
მიბინავ, ლიზი ლიჩედი!

რედაკტორები
1. ნატროშვილი ი. ა. - გაზ. „კომუნისტი“-ს. სახლის ტელეფონი - 3-66-34.  
2. ნატროშვილი გ. კ. - „ლიტერ. და ხელ.“ - 3-98-19.
3. პავჩინსკი - „Заря Вост.“ - 3-92-52.
4. ტიხონოვი ფ. კ. - „Заря В.“ - 3-87-28.
5. აბაშიძე გრ.
6. აბაშიძე ირ.
7. კალაძე კარლო.
8. კაჭახიძე გიორგი.

*
[ბრწყინავდეს მთის კიდე,
ზღვის კიდე,
[ნათლით] [ბრწყინავს] კვლავ, კიდევ
და კიდევ
იდიდე,
სინათლევ,
იდიდე!

კვლავ, კიდევ
და კიდევ
[ჩამოხსენ] ავხადოთ
ბნელს რიდე,
იდიდე,
იდიდე,
იდიდე!

[იბრძოდე] გრდემლს სცემდე,
[თუ] ველს მკიდე,
მუხანათს [მტერს] შიშს ჰგვრიდე,
იდიდე,
მშვიდობავ,
იდიდე!

[სიხარულს
[გულთ] თვალთ ჰგვრიდე,
ჩამოხსენ
ბნელს რიდე].

[სამშობლოს]
[მიწაო ქართლისავ]
მთის კიდედ,
ზღვის კიდედ
სახალხო
გმირთ ზრდიდე,
[მრავალს კიდევ და კიდევ]
იდიდე,
სამშობლოვ,
იდიდე!

*
Сухумстрой.
თუ შესაძლოა, до м... или заместителя Сухумстроя.
2-ის ათ წუთზე ან ორის ნახევარზე სუხუმთან.

ვერის ხიდი. სანაპირო.

*
სად არის მოთავსებული თქვენი შემსალარო. ბანკის ქვეშ არა? კიროვის ქუჩაზე.
- შეიძლება თუ არა მინდობილობა მიეცეს ვინმეს, ჩემის წიგნაკით აიღოს ფული?

23 მარტი. 1952 წ.
შოფერი - ალავერდოვი კოტე.
ჭონქაძის ქ. №9. ტელ. №77-16. ლომინაძე ა. ზ.