შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-243 - 1949 წელი


1949 წელი

ბიბლიოგრაფიისათვის:
„ნორჩი ლენინელი“, 1948, №12, ხუთშ., 8 მარტი.
მრავალი თაობის აღმზრდელი ილია ფერაძე: მისი და ჩემი სურათი. მასწავლებ.

*
19/VIII.
ხვალ პირველ საათზე ექიმ ძიძიგურთან. I კაბინეტი.

- 60 წლისა ხარ, არა?
უკვე გადასული ხარ, ჩვენი წრისა აღარა ხარ. აწი პეტრე-პავლესი ხარ.
- ჭიანჭველები დამსეოდენ: ჩამოვიფერთხე. ერთი მაინც გულამდე მოცოცებულიყო. ავიყვანე და ქვევით დავსვი. არ მომიკლავს.

*
ფილტვების დისიმინირებელი ტუბერკულიოზი ქვემწვავე. Streptomicin; 30-40 000.

ხელიძე, ჩხატარაშვილი, ბარამია.

*
11 აგვისტო.
ვიყავი ზ. ნ. კეცხოველთან.  არ იყო. დავუტოვე განცხადება Streptomicin-ს შესახებ.

მე და გრიშაშვილი.

1. წიგნის ამბავი.
2. კეცხოველი.
3. Путевка (ცემი, კეჩხობი, გაგრა).

*
მედიცინის მუშაკთა ვოროშილოვის სახ. კლუბი.
13 აგვისტოს ლიტერატურული საღამოა.
პროგრამაშია:
მოხსენება: „საბჭოთა ლიტერატურის მსოფლიო მნიშვნელობა“ - ბ. ჟღენტი.
საკუთარ ნაწარმოებებს წაიკითხავენ: შ. ამისულაშვილი, ვ. გაბესკირია, შ. დადიანი, კ. კალაძე, გ. ლეონიძე, ი. ნონეშვილი.
დას. 9 საათზე.

*
ჩემი გავლენა მთარგმნელებზე.
„ოქრო - ტალახშიაც ოქროა“.
ლევ ტოლსტოიმ, უდიდესმა პროზაიკოსმა, გულწრფელად აღიარა, რომ ეს უზარმაზარი რომანი დააწერინა ლერმონტოვის ერთმა ლექსმა.

ხელიძესთან
ის დღე რატომ არ დაიქცა -
სიცოცხლე რომ დამაძალა,
სიყვარულმა ღმერთი მომცა,
ცოლმა ღმერთი გამაცალა.
1949 წ., 15 აგვისტო

ციკლი
ციკლი - იგივე სერია, იგივე წყება. მთელი რიგი ლექსების ერთ ტემაზე, სხვა და სხვა კუთხით გაშუქებული სხვადასხვა  ასპეკტში. ერთ ლექსთან შედარებით, უფრო [ყოველმხრივი] მრავალმხრივი, მრავალფეროვანი, მრავალსახოვანი, მრავალწახნაგოვანი.
იმ დღეებს ძეგლი უნდა აუგო,
უნდა აღმართო წყებათა-წყება,
ვით აღიმართა შენთან, ძაუგო,
გამარჯვებათა ჩვენთა დაწყება.
ეს არის საუკეთესო დაზუსტება. და ეს არის ერთი იმ დიდ საიდუმლოებათაგანი, რომლითაც იმარჯვებდა ქართული პოეზია XX საუკუნისა, ერთი იმ ნოვატორული ხერხთაგანი, რომელიც შემოტანილია ჩემმიერ და რომელიც ასეთ დიდ გამოხმაურებას ჰპოულობდა და ჰპოულობს მკითხველებში.
1. 1927 წელს გამოქვეყნდა ჩემი დიდი წიგნი (ე. წ. „ზარნიშიანი“ წიგნი), რომელმაც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა მთელ ქართველ საზოგადოებაში. დიდი ისტორია აქვს ამ წიგნს. ერთი ახალთვისებათაგანი, რომელიც ამ წიგნით დაფუძნდა, [იყო] სრულიად ახალი სტილი, წყებათა სტილი, ერთ თემაზე (შემოდგომები). მას მოჰყვა შემდეგში „ერთი იდეით შთაგონებული და ერთ თემატიურ ღერძზე აგებული“ წიგნები: „ეპოქა“ (1930), „რევოლიუციური საქართველო“ (1931), „პაციფიზმი“ (1931). „ყველა ეს წიგნები, ე. ი. ლექსების ციკლი შთაგონებულ იყვენ საბჭოთა პატრიოტიზმის დიდი იდეიით“, „ადამიანები და მოვლენები დანახული იყვნენ საბჭოთა პატრიოტის თვალით, სწორედ საბჭოთა სახელმწიფოს იდეურ-პოლიტიკური ამოცანების სიმაღლიდან, ახალი სოფელი, ახალი ქალაქი, ახალი ადამიანი.
ადამიანის სიახლე, მისი იდეურ-მორალური გარდაქმნა შრომისადმი,  სოციალისტური საკუთრებისადმი, მეგობრებისადმი. განახლებული ყოფა“.
დიახ, ეს არის:
1. 1927 წლის წიგნი.
2. ეპოქა.
3. პაციფიზმი.
4. რევ. საქართველო.
5. პრესა.
6. საზღვარ-გარეთის ლექსები (მთელი III ტ.).
7. ზღვა ახმაურდა.
8. ოქრო აჭარის ლაჟვარდში.
9. ელეკტროფიკაცია (ციკლი ლექსების).
10. ახალი სოფელი (ციკლი ლექსების).
11. ინდუსტრია (ახალი ციკლი).
12. ქართული ორნამენტები (ციკლი ლექსების).
ამგვარად, მე გახლავართ ამ ჟანრის ფუძემდებელი. მიჩქმალვა ამ გარემოებისა შეუძლებელია, რამდენადაც საქმე გვაქვს აშკარა ფაკტებთან. ამ ხაზით სვლა იქნება გაგრძელება გალაკტიონის მიერ დაწყებული საქმისა. მეტიც, ეს იქნებოდა ლიტერატურული ხულიგნობა.
დიდად გასახარელია, რომ ამ გზით მიდიოდა და მიდის მთელი ჩვენი თანამედროვე პოეზია.
[ეს იძლევა] გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების ღრმა შესწავლა, მისი საფუძვლიანად ათვისება - გზას გაუკვლევს მწერლების მომავალ თაობას. და თუ ჩვენი კრიტიკა აშორდა ამ გზას, ეს კრიტიკა იქნება ყალბი, მიუღებელი, გზასამცდენი.
თუ კრიტიკამ ვერ შესძლო გალაკტიონის დაფასება, [ისე,] როგორც ფუძემდებელის, კრიტიკა დაადგება მოლიპულ გზას, მისცურდება ჩიხამდე.
ფაკტი ჯიუტი რამ არის. ფაკტი სხვაა.
პირველი პარაგრაფი კრიტიკისა არის მიუდგომლობა, სიმართლე.

*
ორი ავლაბრელი ქალი.
მწერალმა ჩაიარა:
- ვინ უნდა იყოს ეს კაცი.
- ამბობენ, მკითხავიაო.

„განთიადი“.
Желудочно-кишечные заболевания.

*
18 авг., 1949.
Сухум. Гостиница „Абхазия“. Директору.
Буду с женой, двадцать первого. [Остановлюсь у Вас] Прошу, сохраните комнату.