შუალედი - დან - მდე
 
 


დრიური-239 - 1949 წელი


გიგო ხეჩუაშვილი. განათლების ქ. №5.

ლიხი
ახალი სადგური, ლიხი. მზე ამოდის. ამოსულია. ცვარნამითაა დაფარული ლიხი, აქ მთები სხვანაირია. ჰგვანან მერანის საფრენებს.

1949 წელი

*
1. ელეკტროფიკაციის შესახებ ნუ თუ ორახელაშვილმა უკეთესი ლექსი ვერ მონახა?
2. საიდან იცის, რომ მე მონაწილეობას ვიღებდი  ზაჰესის არხის გაყვანაში?
3. რა შუაშია აქ „პაციფიზმი“-დან მოყვანილი ტაეპები. მართალია აქ მიწის თხრაზე (ბარით სამარის თხრა „პაციფიზმისთვის“) არის საუბარი, მაგრამ არსებითად სხვაზეა აქ ლაპარაკი.

1. საგანი.
60 - გვერდებზე.

*
1949. 25 ივნისი.
მწერალთა კავშირში - დარბაზები სულ ცარიელია.
1. არაა მდივანი (გაბაშვილი).
2. არავინაა სრულიად ოთახში.
3. არავინაა უორდროპების...
4. არავინაა „ლიტ. და ხ.“ რედაქციაში.
5. არაა თავმჯდომარე.
6. არაა საქმეთა მმართველი.
7. არაა მოლარე.
8. ქალები აივანზე სხედან და ლაყბობენ.

*
25 ივნისი. 1949.
სახელგამში აკაკი შანიძეს შევჩივლე:
- აი, ლიტერატურის სახელმძღვანელო VIII კლასისთვის. პოეტების ათ-ათი ლექსია შიგ და ჩემი კი მხოლოდ ერთი-მეთქი!
- ეგ სრულებით არაფერია, - მიპასუხა აკაკიმ, - ერთხელ ირაკლი მეფე გლეხის ოჯახში იყო. ამ გლეხს ათი ვაჟი ჰყავდა. ირაკლიმ უთხრა მასპინძელს, რა ბედნიერი ხარ, რომ ათი შვილი გყავსო. მასპინძელმა უპასუხა ამოოხვრით: ეჰ, დიდო ბატონოო, ნეტავი ერთი შვილი მყავდეს და თქვენისთანაო.
ყველამ გადიხარხარა!

*
წიგნები „აკადემ-წიგნიდან“.
სარგის კაკაბაძე. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. I, II.
"Кавказский календарь". 1907.

*
2 ივლისი. 1949.
კაფე „რაჭუნიკა“, ლენინის ქუჩაზე. Метро!
ძირს ქაღალდი! - გაუმარჯოს ძველს პერგამენტს! - ძველს მარმარილოს!
ძირს ქაღალდი! გაუმარჯოს მარმარილოს!
ქაღალდი იხევა, იფლითება, იხრწნება, და ჰქრება - ისე, როგორც ხის ფოთოლი, უბრალო ჩითი რაა, ისიც უფრო გამძლეა, ვინემ გაზეთის ქაღალდი, მარმარილო კი არ იხევა, არ იფლითება, არ იხრწნება და არა ჰქრება. მარმარილო მკვრივია [როგორც ფოლადი]. მარმარილო არასდროს არ იხრწნება, მარმარილო უკვდავია.
როგორია ქართული მარმარილო?
*
დიდებულო მგოსანო
ჩვენი სულის მმოსავო,
შენ ხარ დიდი მგოსანი,
ასახელებ სტალინსა,
მით გვახარებ ყველასა.
მე გთხოვ მხოლოდ ერთსა,
შემისრულე ესა,
დაწერე ლექსი მშვიდობაზე,
როგორც უელსი ამბობს მასზე.
ელენე ტყეშელაშვილი

*
მშვიდი, წყნარი, მორიდებული ადამიანია. პოეტ-მწერალთა არც ერთ დაჯგუფებაში არ ურევია. ცხოვრობს და მუშაობს განმარტოებულად.
ის არ არის კომბინაციის ადამიანი. „კვაჭობას“ მისი ზნეობრივი ბუნება არ ითმენს.
[მხოლოდ სიყრმიდანვე ბახუსის თაყვანისმცემელია].
ყოველგვარი ინტრიგა სამარცხვინოდ მიაჩნია.
„ოქროს მთების“ შექმნას არ მისდევს.
გალაკტიონი მაინც დიდი პოეტია. შთამომავლობას დარჩება მისი პოეზიის ხელისხელ საგოგმანები მარგალიტები.
დრო და ჟამი წაშლის და დავიწყებას მისცემს მის ფ...
მისი „ფხიზელი“, მაგრამ უნიჭო მოქიშპეების ხსენებაც აღიგვება „პირისაგან მიწისა“.
იპ. ვართაგავა

* * *
Из Москвы такое письмо с таким адресом: „Тбилиси. Издательство (Литература и Искусство) „Литература да Хеловнеба“. Отдел жалоб“.
ჰმ! „ჟალობოტტელი“ კი არა, კაცი არ ჭაჭანობს რედაქციაში. ერთი ვიღაც გორგანელია.
25/VI-49

*
ამხ. გ. ქიქოძეს.
ხუთშაბათს, 7 ივლისს დღის 2 საათზე დანიშნულია საქართველოს თეატრალური საზოგადოების საბჭოთა თეატრის, დრამატურგიის და კრიტიკის კაბინეტის აკტივის სხდომა (მახ. №81). ა. ღვ.
დღის წესრიგშია.

საქართველოს თეატრალ. საზოგადოების თეატრის, დრამატურგიისა და კრიტიკის კაბინეტის გამგე რ. ქორქია.