შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-490-12 - 1948 წელი


ეს ოთხი წელი.
ზღვა ახმაურდა.
ბათუმი. 1947.
წელი. ძველი. ხელი.
„ზღვა ახმაურდა“. მოსკოვი. 1948.
„პირველად ოცდაათი წლის შემდეგ“.
1. ლექსი ომის დასრულების ხანისათვის.
მოგონება 1940 წლის.
წიგნების გამოცემა. გამოფენის მოწყობა. საღამო.
„ეპოქა“ - ერთად წიგნად. გამოცემა მეორე. V ტ.
ლექსი მოსკოვზე.
ეს ოთხი წელი. ასეთი წლები.
სუხუმჰესი. ქუთაისი. რუსთავი.

[Галактион Табидзе в 1944 г. Одногласно был избран действительным членом Академии наук  Груз. ССР].
[10 экземпляров].

*
მოსკოვი. 1948. ივნისი.
ყიფიანი (გიორგი). პატარიძე (ვალერიანი).
[მოვიარე სვანეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი].
ცხენით თუ ფეხით მთიდან მთაზე გადავდიოდი.
ხან საკუთარი ხმით ვმღეროდი, ხან რადიოთი.
და ამნაირად...
ეს ოთხი წელი.
[მთა შევაჯერე, მოვვლე].
[ხმა შევაჯერე].
სამოთხის. ოთხის. ოთხია.
1.     ოთხთავიანი სახარება - თავსართები.
2.    ოთხი წელი უდრის ოთხ საუკუნეს.
კრემლის საათი. [გრდემლის].
შუაღამეა. ოთხჯერ რეკავს კრემლის [საათი].
მსოფლიო გრდემლის.
კედლის საათმა. ოთხჯერ რეკავს.
თენდება კიდეც, ოთხჯერ რეკავს საათი კრემლის.
[ვით უეცარი მსოფლიო გრდემლის].
თენდება [კიდეც].
თენდება. [როგორც უეცარი] [მსოფლიო] უეცარ კიდემდის.
[ღამით, ვით დაკვრა უეცარი] როგორც მსოფლიო გრდემლის,
ზედიზედ.
და აჰაა...
აადებს. დაადებს. გვირგვინს. ბეჭედს დაადებს.
ოთხჯერ რეკავს საათი კრემლის.
საათი ჩემი ქართულ საათებს.
ჩემი საათი უსწორდება ყველა საათებს.
საათი ჩემი [საქართველოს გზით].
თენდება...
აი, იმათი გზა.
ეს ოთხი წელი.