შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-223 - 1948 წელი


1948 წელი

Д 21400 - Союз Писат., Фад., II Кузнецкий мост.

*
1948. 19-20 ნოემბ.
Рябинина Александра Петровна.
აი, პირველი გვარი და სახელი, რომელიც მე ჩავიწერე - მოსკოვში ჩამოსვლისთანავე.
გეგმაში შეტანილი ვარ. რაც ავჩქარდები - უფრო არ წახდეს საქმე. მთავარია ხელშეკრულება.
კლარა გენრიხოვნა, პრასკოვია ივანოვნა აქ არიან.
Улица Горького 49. Дом приезжающих ученных.
Д-3-10-10. До 106. ეს ჩემი ოთახია მსწავლულთა სახლში.
ოთახი 106. ჩვენია.

*
სულაქველიძე ერთ ღამეს დარჩა მოსკოვში. იგი ვეკუას თანამშრომელია. გაემგზავრა ლენინგრადში წიგნების შესაძენად. იქ გაჩერდება მსწავლულთა სახლში. კარგი... ადამიანია.

მაქსიმილიან ვოლოშინს ერთ მშვენიერ ლექსში „Осень“ აქვს:
Это осень,
Далей просинь,
Звуки сосен,
Ветра свист...
ძალიან მიყვარდა ეს სტრიქონი. არ ვიცი, შემდეგში რატომ გადამავიწყდა. ამავე ლექსშია სიტყვა „Перекатиполе“. ისე მოხერხებულადაა გადატანილი:

Перекати
И на скати
Перекати-
Поле мчит.
„პერეკატი პოლე“ ვიცოდი, მაგრამ არ მენახა.  შემდეგ სულ გადამავიწყდა. კრასნოდარის აეროდრომზე რომ ქარი იყო, ის უნდა გენახათ. ცუდი ამიდი იდგა საზოგადოთ. „შეხედეთ, წამოიძახა პილოტმა, რა ტალახიანი აეროდრომია! ასე მდიდარია, მოსავლიანია, და რა საცოდავი აეროდრომი აქვს კრასნოდარს“. მე გეოგრაფს ვუთხარი: ნეტავ, რა სულიერია ის, აი მინდორზე რომ მირბის, მირბის, მირბის, მიგორავს, რგვალია, სასაცილო მოძრაობა კი აქვს, არასდროს ამის მსგავსი არაფერი მინახავს, ნეტა, რა ცხოველია.
- არავითარი ცხოველი არ არის, არც არავითარი სულიერია - ეს არის „Перекатиполе“. Да это перекати поле, трава такая. ბალახი ყოფილა. კრასნოდარი?

*
1. რაშიდ ნარულაევი ცხოვრობს ჩვენს ოთახში. მუშაობს აკადემიაში ბაქოში. ფილოსოფიის დარგში. ძლიერ დამეხმარა ჩემოდანის გაღებაში.
2. პავლოვიჩი (უტიშინის საკოლმეურნეო ბაზ.) დამეხმარა ჩემოდანის საქმეში. შვილი ყოფილა აფხაზეთში, სოჩაში, სოხუმში. კარგი ადამიანია.
3. ლარისა ალექსანდროვნა ჩვენი სასტუმროს მორიგე ქალია, მისი და ტფილისში ცხოვრობს ივ. ჯავახიშვილის ოჯახში.. კარგი ქალია, ეტყობა.
რაშიდ ნარულაევი ამბობს, რომ კაცს ორი ცოლი უნდა ჰყავდეს - ერთი ჭკვიანი, მეორე ლამაზი (ასე ამბობდენო ძველი მდიდრები აზერბეიჯანში). საქმე ჩემს გასაღებს ეხებოდა.

*
მთავარი არისო ეკონომიკა. ბაქოში აკადემიაში ეკონომიკაში მომუშავეები პირველნი არიან.. ჯერ ეკონომიკაო, ამბობენ ისინი, მერე ფილოსოფია და ლექსებიო. მთავარი მატერიააო.
მუსა ნაგიევი, ტაგიევი - ბაქოელი მილიონერები.

„ნიზამი“ დიდებული წიგნია, სადოქტორო დისერტაცია რაშიდის.

*
Киачели. К 22604. Комн. 604.
25-45. Надежда Михайловна.
Верховский Юрий Никандрович. Москва, 51, Б. Каретный пер., дом 8., кв. 6 .

*
რომ არ დამავიწყდეს:
პუშკინის ძეგლის პირდაპირ, 1918 წ., სადაც ტვერის ქუჩა იწყება „პრავდას“ რედაქცია იყო მოთავსებული.
შევედით.
მეორე სართული.
რედაქციის ფანჯრები ტვერის ქუჩაში იცქირება.
მოსჩანს პუშკინის ძეგლი.
რედაქციაში დიდს უბრალო მაგიდაზე აწყვია „პრავდას“ ნომრები.
ღარიბი მორთულობაა. არავითარი დგამი, გარდა ორი უბრალო სკამისა.  გაგახსენდება ძველი, არალეგალური დროის რედაქციები, როდესაც კაცმა არ იცის, თუ როდის შემოაღებს კარებს ჟანდარმი, ყოველკვირაში რომ იხურებოდა გაზეთი და სხვა სახელით გამოდიოდა. რედაქციაში - თანამშრომლები არ იყვენ, თანამშრომლები სხვაგან მუშაობდენ. აქ კი ოფიციალური მუშა, რა თქმა უნდა, პარტიული, და განწირული, დარწმუნებული, რომ ხვალ ან ზეგ დააპატიმრებენ. სხვა არავინ.
„პრავდაში“ თანამშრომლობდა მეგრული გვარის კაცი. რევოლიუციონერი... გვარი არ მახსოვს, ფიფია? თუ ვინ?
მან მომცა რეკომენდაცია პარტიაში მისაღებად.
- ორივე ხელით ხელს ვაწერო, ე. ი. სრულებით ვენდობი გალაკტიონ ტაბიძესო.
პუშკინის ძეგლის პირდაპირ.
„პრავდის“ რედაქციის გვერდით, ქვევით იყო კინო. აქ ერთი შემთხვევა მქონდა - ჩემს გვერდით დაჯდა ქალი, ძალიან ლამაზი. როდესაც დაბნელდა, ქალმა „არშიყელობა“ დამიწყო. რა თქმა უნდა, ჩუმი. ხელი მომკიდა ხელში და მაგრად მომიჭირა. აღარ მიშვებდა დიდხანს. ამ გარემოებამ რომანტიული ელფერი მიიღო ჩემს წარმოდგენაში. ღამე. კინო. უცნობი ლამაზი ქალი. ალბად, ძალიან მოვეწონე-მეთქი.
როდესაც ტიციანს ვუამბე, მან [ირონიულად] გაიღიმა და გულგამგმირავი ირონიით დაატანა:
- ბოზი იქნებოდაო!
მე ეს ძალიან მეწყინა ტიციანისაგან: რატომ ასე დასცინის ჩემს რომანტიულ ამბებს-მეთქი, - ვფიქრობდი. ბოზი როგორ იქნებოდა -  უცნობი ქალი, იგი უსათუოდ ... მადლენ დე მოპე, ევა, ბლოკის „ნეზნაკომკა“ იქნებოდა-მეთქი.
- უსათუოდ ბოზი იქნებოდაო. -  ამბობდა ტიციანი.

აქვეა ოლეონი მალაია დმიტროვკა.

*
მოსკოვი ყოველ დღე იცვლის სახეს.
ძირითადი მცხოვრები, ერთი თვით რომ დასტოვებს მოსკოვს, ჩამოსვლისას უსათუოდ რაიმე ახალ ცვლილებას ნახავს, ბევრს რამეს კი სრულიად ვეღარ ცნობილობს.

*
ჩვენ [ვატ] მხრებით აგვაქვს სიმძიმე ისეთი დიდი, უზარმაზარი შენობის, რომელსაც სახელად ჰქვია კომუნიზმი. კომუნა.

*
გასწი, გასწი,
    ჩემო ლურჯავ,
გასწი, გამაქანე.

*
1. წიგნი დამთავრებულია (მე უკანასკნელად გადავფურცლე ხელნაწერები).
2. ნ. კიკნაძე ხელს აწერს ხელშეკრულებას.
3. წიგნი გადადის სტამბაში.
4. რედაკტორები ათვალიერებენ წიგნებს.

[Я здесь].
Эжели Вас хотите сказать что-то о гонораре, я...

შინაარსი პოემისა „ომი და ხელოვნება“
I. არის ცხრაას ორმოცი წლის დამლევი, თბილისში დიდი წვიმა მოვიდა. მოსახლეობა დაზარალდა. მოსახლეობის დასახმარებლად გამოვიდა ყველა, მაგრამ ყველაზე აკტიურად მუშაობდენ ქართველი ქალები, რომლებშიდაც ერია ემმა. მე ის დავინახე იქ, სადაც აგებდენ ახალ სახლს, რათა შიგ ჩაესახლებიათ დაზარალებული. ნიაღვრით ავსებული სარდაფიდან მან ამოიყვანა [უცნობი] მეგობარი ქალი.
- სადაა ძველი ხელნაწერი, ხომ არ შთაუნთქავს ნიაღვარს?
- არა, ის აქა მაქვს, თან დამაქვს უბით. „ნიაღვარი წარმავალია, ხელოვნება კი მარადი“, - ამბობს ის.
მე დავაკვირდი, დიდხანს ვაკვირდებოდი ამ ქალს. იგი მაგონებდა, ძლიერ მაგონებდა რომელიღაც ქალს... რომელიც მენახა... მაგრამ სად, როდის?
II. მუდამ ასე, რაღაცნაირად „სისხლიანი ნაღვერდალი მოდებია დასავლეთს...“
III. აჰა, გამახსენდა... ეს იყო ხუთი წლის წინად... მე ვიყავი უცხოეთის დიდ ქალაქში. იქაც ჰაერი გაჟღენთილი იყო ომის წინათგრძნობით. იქ კაფეში...
მახსოვს... აჰა, თვალწინ მიდგას ის კაფე... მბორგავი კაფე... ქალიშვილი მოდის ჩვენთან, ვზივართ მაგიდასთან მე და ჩემი მეგობარი. მას ხელთ უჭირავს რაღაც წიგნი. მან გაუღიმა ჩემს მეგობარს (ეს - ვეფხის ტყაოსნის ინგლისური თარგმანია).
- საიდან იცნობ შენ ამ ქალს? - ვეკითხები მეგობარს.
- ო, რომ იცოდე შენ ამ ქალის წარსული, - და მეგობარი მიყვება ამ ქალის თავგადასავალს.

*
Поступальский Игорь Степанович. Москва, ул. Сапожечная, д. 1/15, кв. 14.
8.400. Справка от финотдела района. В этом году. Прасковья Никоноровна Макарова.
Ново-Басманная д. №19. Гослитиздат.
Разница 600 р.

*
1. წაჯექ-უკუჯექა, 2. გამოჩეკა, 3. რეკა, 4. დრეკა, 5. გადარეკა, 6. გადალეკა, 7. ეგა, 8. დეკა, 9. ლეგა, 10. ზეგა, 11. მოიქექა, 12. თექა, 13. ჩხრეკა, 14. სენეკა, 15. აღბუღა და ბექა.
ტეკა. დეკა.

Поступальский. Эльснер. გ. ლომიძე. 20 დეკემბერი.

*
Тбилиси. Секретарю ЦК КПГ товарищу Чарквиани Кандиду Несторовичу.
[1948 году исполняется 40 лет моей литературной работы. Прошу разрешить Союзу писателей [устроить] литературный вечер в Оперном театре 20 декабря. [от материальной] [Весь] доход [же] пусть [поступит но.. в ваше распоряжение] пойдет на...
Деньги мне не нужны.
[Писал Шадури, но он] [Прошу].
Укажите товарищу Шадури.
С приветом Галактион Табидзе

На культурные цели. Прошу [ответить], чтобы товарищ Шадури ответил.

[Шлю сердечный привет]. С искренным комунистическим приветом.

*
Тбилиси. ЦК КПГ. Товарищу Шадури.
Мачабели 13. Союз Писателей.
Вечер должен состоятся в Опере 20 ноября.. Буду в Тбилиси послезавтра.
Привет.
Галактион Табидзе

Виделся с Фадеевым.

*
Антокольский, Пастернак, Цагарели, Тихонов, Рождественский, Эльснер, Гаприндашвили, Ушаков Никол., Турганов.

*
ამ კაცს აქვს ძლიერ ცუდი ჩვეულება, საზოგადო ადგილას, რესტორანში, ქუჩაში, ტრამვაიში, ავტობუსში დაჯდეს და ვისმეს მიაშტეროს თვალები განუწყვეტლად. გავა ათი წუთი, ოცი, ოცდაათი. იგი ზის და გიყურებს. აკვირდება შენს სახის გამომეტყველებას, შენს ყოველ მოძრაობას, გამომეტყველებას.
მოგჩერებია, მოგჩერებია, მოგჩერებია და გრძნობ, რომ ეს უტიფრობაა, უზრდელობაა, უკულტურობაა.
ეს ცდაა, მოთმონებიდან გამოგიყვანოს, ცდაა იმისი, რომ მკაცრი სიტყვა წამოგაცდევინოს, სილაც გამოგტყუოს და ეს იქნება მისთვის უდიდესი სიამოვნება: ხომ გამოგიყვანა მოთმინებიდან, ხომ გამოგტყუა სილა და მას არც უნდოდა.

*
- Тише.
ევგენიევმა მითხრა: - თქვენ იყავით პარიზს 1935 წ. გაქვთ ევროპის შესახებ ლექსები. ეხლა დიდი მოთხოვნილებაა ამ ტემაზე. ეს ძვირფასი მასალა იქნება, განსაკუთრებით „Литератур. газета“-სთვისო.