შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-221 - 1948 წელი


1948 წელი
პოემები
1. მჭედლის ნაამბობი. Рассказ кузнеца. 2. ტრანშეებში.  Траншеи. 3. ჯონ რიდ. Джон Рид. 4. ქალი ბარიკადებზე. Женщина на  баррикадах. 5. „ეპოქა“. Эпоха. 6. „რევოლიუციური საქართველო“. Ревлюционная Грузия. 7. „პაციფიზმი“. Пафицизм.  8. ორმოცი წლის წინად. 40 лет назад. 9. ძლეული სენი. Минувший недуг. 10. ჟუგა და ასინდა. Жуга и Асинда. 11. მხარი მხარს. Плечом в плечо. 12. რიონჰესი. Роингес. 13. ზაჰესი. Загес. 14. 1940 წელი.  1940 год. 15. მოხევის ქალი. Девушка из Мохевии. 16. გორი. Гори. 17. კაფე „სამი პალმა“. Кафэ „Три Пальмы“. 18. ელგუჯას დაბრუნება. Возвращение Елгуджи. 19. წიგნები (მოსანახავია). Книги. 20. საუბარი ლირიკაზე. Беседа о лирике. 21. აკაკი წერეთელი. Акакий Церетели. 22. ასწლიანები. Столетние. 23. ხალხი ამირანი. Народ - Прометей. 24. იმერის დაბრუნება. Возвращение Имера. 25. აფხაზის დაბრუნება. Возвращение Абхазца. 26. სვანის დაბრუნება. Возвращение Свана. 27. რიდ-ფარმი. Рид-Фарм. 28. ჩვენ გავიმარჯვებთ. Мы победим. 29. მშობლიურო ჩემო მ. Страна моя, Родная. 30. კოსმიური ორკესტრი. Космический оркестр. 31. ოკტომბრის სიმფონია. Октябрьская симфония. 32. ვინ იყო ის? 33. მეგრელი (გაკეთებულია და სად არის?). 34. წიგნები.

მაისი და მშვიდობა. პირველი  ენკენისთვე. ქიტესა. სინათლის ყვავილი. ამბავი ერთი ღამისა. ძლეული სენი.  ჰეი, ჰეი, ჭრელთვალავ!

საღამო მარჯანიშვილის სახ. თეატრში
26 ოკტომბერი (ოთხშაბათი).
მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი მიმართვა მარჯანიშვილის თეატრის დირექციისადმი: „გთხოვთ, დაგვითმოთ თეატრი სახ. პოეტ გალაკტიონ ტაბიძის საღამოსათვის 9 ნოემბერს“. დირექცია დათანხმდა. თეატრის შენობა აღებულია სამშაბათისათვის.
გამოსარკვევია: 1. რა პირობებში გვეთმობა თეატრი.
დღესვე აფიშა უნდა.

30 ოკტ.
(ხა, ხა, ხა!).
მე ხშირად  ვსწერ „დღესვე“ და არასოდეს კი არა ხდება რა იმ დღეს. ის „ხელმოწერილი მიმართვა“ - განიცდის... ვინ იცის, რას არა... გვინჩიძე, მიუხედავად იმისა, რომ მოითხოვდა მხოლოდ ერთ მიმართვას კავშირის თავმჯდომარისგან... და თითქო ეს საკმარისი იყო... მაგრამ შემდეგში აღმოჩნდა, რომ "ეს საკმარისი არ ჰყოფილა. იგი დაუკავშირდა „ცეკას“ - დაუკავშირდა ჯიბლაძეს... ამან გამოიწვია დაგვიანება აფიშისა..  ასე დაიკარგა, ჯერჯერობით, სამი დღე.

*
სიტყვები და მუსიკა გალაკტიონ ტაბიძისა.
მშობლიურო ჩემი მიწავ! (ჰიმნი).
[მუსიკა] მოტივი - ხალხური.

*
ჩემო [ძვირფასო] მზიურო მიწავ!
ჩემო მზიურო მიწავ!

ჩემო მზიურო მიწავ,
ო, მშობლიურო მიწავ!

ო, მშობლიურო მიწავ,
ჩემო მზიურო მიწავ!

ჰიმნი
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს [დიდებას] უფლებას,
[შენს დიდებას სისხლი...]
[და ნია...]
შენ დიდებულ გზებს დავიცავ.

[ორ ზღვას შუა - ძველის ძველად,
საომარი [იყო] გქონდა ლელო,
შენ გადარჩი და სახელად
გეწოდება საქართველო...]

მიყვარს კავკასიის ქედის
ეს ამერი და იმერი,
[მისი] შენი "ხელი ხმალს იკარ" და
[მისი] შენი მრავალჟამიერი.

[ოცდაექვსი საუკუნის
ადრე ჰქმნიდენ ქართულ ანბანს.]
[მიყვარს ძველი წიგნების შლა,]
შეგინახავს [სასოებით] ძალა ხმისა,
მშვენიერი ძველი ენა,
სული ქართლის ცხოვრებისა,
რუსთაველის აღმაფრენა.

[უსაზღვროა [აწ] [რა ფართოა]  დროთა სივრცე]
რა ლაღია შენი სივრცე
და მდიდარი ფეროვნება,
შენი შრომა, შენი სიბრძნე,
შენი დიდი ხელოვნება.

[იმ წარსულთან] ამ აწმყოსთან რა ძლიერი
ანათებს აქ დროის კვალი,
რარიგად სჩანს მშვენიერი
საქართველოს მომავალი.

[და ხმალივით ბასრ იდეას
საქართველოვ, ახალ ხანის,
[ჰგავდეს] არის რკინის ნებისყოფა
თვითეული ჩვენთაგანის].

[და ამგვარად მოგუგუნე
რაც ამბავი აწყობილა,
სხვა მეოცე საუკუნე
არასოდეს არ ჰყოფილა].

ლენინისა და სტალინის
აზრი სიმაგრეებს აგებს
.............................................
ერთა ძმობას უქადაგებს.

*
30 ოკტომბერი. 1948.
გრ. ორახელაშვილმა ტელეფონით შემატყობინა: ს. ჭილაია ჩემი ამხანაგიაო, და ისე, სხვათა შორის, ვკითხე თქვენი იუბილეის შესახებო. ჭილაიამ სთქვაო, რომა ს. შანშიაშვილის იუბილეის შემდეგ გ. ტაბიძეს ვეღარ გავუმართავთ იუბილესო. ისე მწერალთა კავშირს დაევალა, მოაწყოს პატარა საღამოო. მთავრობისა და პარტიის აზრია ასეთიო.
1. გუშინ ჯიბლაძე რაღაც სხვანაირად იქცეოდა. მას უთქვამს გვინჩიძისთვის, გალაკტიონს მწერალთა კავშირი პატარა საღამოს უმართავსო. რაა ეს პატარა საღამო?
2. არაღელვება, წონასწორობის არ დაკარგვა - განა შესაძლებელია? მაგრამ...
3. პატარა საღამო... მაგრამ როდის? უნდა ვიბრძოლოთ დიდი საღამოსთვის...

(საღამო გაიმართა, მაგრამ ჩაჩავამ... შეასრულა რაღაც დავალება, ვინაა ეს ჩაჩავა?).
21 იანვარი. [1948] 1951 წ.
ეხლა ჭილაია ს. შანშიაშვილს პრიმიტივისტად აცხადებს, და ამბობს ამ პრიმიტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა ვაწარმოოთო.
„ასე ა, ჩემო მანასეო“. „И так, мой Манасий, то так, то сяк...“
„ჩაჩავას“ ეხება თუ არა ის ამბავი, რომელიც დასვა საკითხად კანდიდ ჩარკვიანმა? რასა ჰგავს „ჩაჩავას“ წიგნი? „პენტერა“... „პენტერა“.

*
 [აქ] ლენინისა და სტალინის
[ურყევ] აზრი სიმაგრეებს აგებს,
ეგ იმისთვის, რომ [ჩვენ] სტალინი
ერთა ძმობას [გვიქადაგებს] აქ განაგებს.

*
შვენებავ ძველი ისნისა,
ბარათაშვილის აღმართო,
დროშა იმ გულთა მისნისა,
დრო არის, მაღლა აღმართო.

კოშმარები.