შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-220 - 1948 წელი


1948 წელი

შ. რადიანის წიგნი იესე ვლ. აბზიანიძის თხოვნით. დავითაშვილის №8.
Тархов, Берекашвили - фотографы газ. „Заря Востока“.
4-6. 18-0-7 - Владимир Павлович.

ჟურნალ „ფასკუნჯი“-ს [თანამშრო.]. იბეჭდებიან ქართველი მწერლები.

*
„Заря Востока“, 18 сентября 1948 г., №187.
Новый дом на Плехановском проспекте.
„Подходят к концу работы по строительству второго большого жилого дома на углу Плехановского проспекта и улицы Марджанишвили.
Каменщиков на стройке сменили штукатуры и маляры, приступившие к внешней и внутренней отделке здания.
На строительстве нового дома успешно применяется поточный метод. Строители взяли на себя обязательство сдать дом в эксплоатацию к концу года“.

* * *
[როცა] თითქო მთიდან ნიაღვარი
გაზაფხულმა გამოდენა -
ქანდაკება, წიგნი, წიგნი
და მნახველი ამოდენა.
არ მინახავს მე ამგვარი
დიდებული გემოფენა.

*
მუშტ.
პროგრამა. ბავშვები.
„ფასკუნჯი“. 300 рублей.
[ქრონიკა "კომუნისტში"].

გამოფენა
არ მინახავს მე ამგვარი
დიდებული გამოფენა.

*
 [არ მინახავს - გულო,]
ქანდაკება, წიგნი, წიგნი
[სურათებიც, პრე] [რამ წიგნი]
და [ან ხალხი] მნახველი ამოდენა!
არ [მინახავს] მქონია სხვა ასეთი -
დიდებული გამოფენა.
1948

*
გამოფენის ნაკლი.
არაა მასალები. არა ორგანიზებული.
მოაწყდა ხალხი.
გამოფენა კარგია. ხალხი აწყდება.
ასე და ამგვარად.
ნაღიტინები ჭკუისა.
ამხსნელი.
12 სეკტემბერი.
მთაწმინდის მთვარეები. მთვარეები მთაწმინდის.

*
„ომის შემდეგო, - ამბობდა ჭაღაროსანი ინტელიგენტი, - მე ამ ბაღში ამოდენა ხალხის მნახველი არა ვარო“.
მშვენიერი ამინდი. ჩემი გამოსვლა ბავშების წინაშე მშვენიერი იყო.
გადამიღო „ზარია ვოსტოკა“-ს თანამშრომელმა ბავშებთან. აგრეთვე გადაღებულ იქნა ჩემი გამოფენა - ეს იქნება დიდებული, რანაირიც არ უნდა იყოს.

*
ყოველი სიტყვა შესაძლებელია თავისთავად არაფერს წარმოადგენდეს.
იგი უნდა წარმოიდგინო ოდესმე თქმულ იმავე სიტყვასთან დაკავშირებით. მაშინ იგი იღებს თავისებურ სიახლეს.

*
ო, მარი! კაბა რათა შვილივით
იყოს მოვლილი.

*
დამახ.
შალვა დადიანი, კალე ბობოხიძე, იონა ვაკელი, თავაძე სოლომონ, ნონეშვილი იოსებ, პიერ კობახიძე, გ. ტაბიძე, ილია ხოშტარია.
3. 500. Вечер.

*
ბალი და კომში...
ლექსს ვწერ ალბომში.
ხუთი და ექვსი,
აი სულ ლექსი.

* * *
ამხ. ვადბოლსკის მე ვიცნობ, როგორც [გულდადებულ] ენერგიულ მკვლევარს და შესანიშნავი მონოგრაფიების ავტორს [მისი წამოწყება ჩემზე მონოგრაფიის, მე საიმედო საქმედ], [მისი წამოწყება და] სასურველად მიმაჩნია, მიენდოს მას [ხსენებ.] მისმიერ წარმოდგენილი საორიენტაციო მასალების დამუშავება. და [მას]  ყოველმხრით [უნდა] შეეწყოს ხელი ამ საქმის დროზე წარმოდგენისათვის.
გ. ტაბიძე
1948, 12 ოკტომბერი

*
№1. „Здесь любил сезон“ Б. В. [Ф. В. Ш. Я].
№2. Кларнет II. На память.
№3. Ми, фа, соль, ля, си, до. Альт.
№4. Вольторна. Сезон 1947 г.

*
1. სია და აღწერა გვირგვინების.
2. ფოტოები გვირგვინების (ცალ-ცალკე და ერთად).
3. მიაქვთ გვირგვინები.

სია დამსწრეების:
1. მწერალთა კავშირიდან ბესო ჟღენტი ან შალვა დადიანი.
ფოტოგრაფია:
1. კომუნისტი. 2. ლიტფონდი. 3. ხაჩიძესთან (მომყიდეთ რამდენიმე პლიონკა).

ვერის ხიდზე.
მთელი ტფილისის მასწავლებლობა.

*
მადლობა, დიდი მადლობა,
მადლობა ახალგაზრდობას.

* * *
[უწიგნოდ] [დღეს უწიგნობა]
კაცს [უწიგნობა] უგულობა დაჩაგრავს, როგორც დღეს უსინათლობა.
გულწრფელი [მოგონებისთვის] ყვავილებისთვის, მადლობა, დიდი მადლობა!

მადლობა ახალგაზრდობას, [ვაჟკაცებს, დიდებს, ხნიერებს] ვაჟკაცებსა და მხცოვანებს.
მე თქვენი გული მარადის აღმაგზნებს, აღმაფრთოვანებს.

[მადლობა] დღეს ჩემი ჩანგი - თქვენი ხმა - საქართველოა მზიანი,
იმისი [წარსული] წინსვლა მედგარი, იმისი ადამიანი.

ჩემი ჩანგი და თქვენი ხმა, [ერთიანია იმისთვის] აქ მტკიცედ ერთიანდება...

*
1. მოიტანეს თუ არა პორტრ.
2. მოიტანებენ ბიუსტს კაკაბაძისას.
3. აფიშები.
რადიო? პრესა? ბილეთები?
1. ჩვენი ახალგაზრდობა.

*
36-25 - შალვა კონსერ.; 72-49 - შესტოვი. Николай Николаевич.
გაზეთები?
3-06-34. ვალოდ.
დროშები. დიდება...