შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-627-6 - 1948 წელი


„შარმადინა“
23/VI-48.
12 საათზე დღით - ჩამეძინა (ალბად, იმიტომ რომ ადრე ავდექი, ვმუშაობდი, დავიღალე).
მესიზმრა დედაჩემი. ის ჩემთან ერთად იჯდა მატარებელში. გაფაციცებით ეძებდა რაღაცას.
- შენთვის მინდოდა.
- რა, დედა?
- ფული, სადღაც გამებნა, ან, შეიძლება, მომპარა ვინმემ.
- აი, იქ საწოლზე არა დევს განა საფულე? ეს ხომ არ არის?
- ოო, სწორედ ესაა.
და მან სამჯერ გაიმეორა ჩემთვის უცნობი სიტყვა!
- შარმანდინა.
- შარმანდინა.
- შარმანდინა.
და... გამომეღვიძა; პირველის ნახევარი იყო.