შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-483-7 - 1948 წელი


ცინკოგრაფია
1. ყდა წიგნისა 1914 წ. (ქალი ქნარით) - მხატვ. გრიგოლ მესხი.
2. სემინარიელების ჯგუფი (1908-9) - ფოტო.
3. ყდა წიგნისა „აკაკის საიუბილეო კრებული“ - სოსიკო მერკვილაძის წარწერით (1908 წ.).
4. ფაქსიმილე დარია ახვლედიანისა (მოგონება აკაკი წერეთლის შესახებ).
5. ორი [ფაქსიმილე] კლიშე მე-IV ტომისა. უფიცროდ.
6. მთელი ყდა „გალაკტიონ ტაბიძე“. ტომი IV. 1947.
7. სსრ საქართველოს სახალხო მგოსანი. ლირა. ორნამენტი.
8. შეიძლება შეკეთება.
9. პორტრეტი მცირე №1 - ნახ. დ. გველესიანისა.
10. ყდა IV ტომისა. ორი კლიშე.
11. ყდა და პირველი გვერდი (გარდიგარდმო). 1940. ტ. III.
12. „გალაკტიონი“ - ხელის მოწერა. 2 კლიშე. ერთი ფერადი სურათისთვის მეორეც კი...
13. Tabidze, Tunon, Tikhonoff... (პარიზი).
14. კლიშე დიდი წიგნისა (გაცვეთილი) - დ. კუთათელაძე.
15. Галактион. მხატვ. გრიგოლია.
16. პარიზის კონგრესის ბილეთი. ხელს აწერს ჟან-რიშარ-ბლოკი.
17. ყდა ოთხი წიგნისა - I, II, III, IV.
18. ყდა IV ტომისა. 1947.
19. დიდი პორტრეტი კარანდაშით დ. გველესიანისა.
20. „გალაკტიონი“ - დიდი კლიშე გ. გორდელაძისა.
21. პრავდა. 1936, 4 сент.
22. „გალაკტიონი“-ს წიგნები - კლიშე ყველა წიგნებისა. 1936 წ. (?).
23. პორტრეტი ფოტოდან „ლიტ. გაზეთის“ მასალებიდან.
24. კლიშეები საბლიტგამის წიგნისა.

*
იყო ერთი ასოთამწყობი სახელად ვლასა, გვარად მგელაძე, გურული კაცი. გარეგნობა ჰქონდა დევის. ამ კარებში ვერ შემოეტეოდა... ისეთი განიერი მხარბეჭი ჰქონდა და ისეთი ენამახვილი იყო, რომ სულ სიცილით ჰხოცავდა ასოთამწყობებს სტამბაში. გურულები ხომ ენამახვილი ხალხია. გურული სერიოზულადაც რომ ლაპარაკობდეს, მაინც გამეცინება, ისეთ რამეს გაურევს, არ გამეცინოს, არ შეიძლება. ასოთამწყობები, მახსოვს, თან ჩემი ჟურნალის მეთაურებს აწყობდნენ, თან მხიარული სახეებით უსმენდენ ვლასას. სტამბაში...