შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-426 - 1948 წლამდე


1. გაზეთები, ჟურნალები, რომლებიც ჩემს შესახებაა.
2. ჟურნალები, რომლებშიც მონაწილეობას ვიღებდი.
3. წიგნები და ჟურნალები.
4. მხატვრების ნახატები, პორტრეტები, ილიუსტრაციები და სხვ.
5. ფოტოგრაფიები.
6. ქანდაკებები.
7. მსოფლიო კონგრესი.
8. 1933 წ.
9. სტენოგრაფიული ანგარიშები საღამოების.
10. ბიოგრაფიული ხასიათის მასალები, ფოტო და სხვ.
11. ლიტერატურული გარემოცვა.
 
*
გრიბოედოვის ქ. 18. ნიტა ანდრ.

მთარგმნელები. აკაკი წერეთელი. შოთა რუსთაველი.
1917 წელი.

როგორი წესით სჯობია:
1. ქრონოლოგიური? 2. თემატიური?
მარჯორი პოლიტის საკითხი!!!

*
იმედაშვილს - „თეატრი და ცხოვრების“ №.
ქუჩიშვილს - ფოტოსურათები.
გრ. მაჭავარიანს - ფოტო სურათი.
კეკელიძეს - ფოტო სურათი.

*
შევჩენკო[მ], ვინც გაიხადა
თვისად ხალხის ჭირი -
ხალხის გულშივ ჩაიხატა -
ვით სიცხადის გმირი.

ეს სიცხადე დაალაგებს
მიმონგრეულ ბინას,
სოფლებს, დაბებს და ქალაქებს
და მთელ უკრაინას!

*
 [დიდხანს სდუმდა ტყე - მტრით დალეწილი,
გუშინ კი სდუმდნენ შქერნი ტყისანი.
მტერი ახშობდა მის სიშორეებს].
გუშინ სდუმდა ტყე. აქ მტრის მიზანი
იყო დანთება ცეცხლთა წრეების.
მაგრამ [პარტიზანს] დუმილსაც გრძნობს პარტიზანი:
ეს სიმღერაა ჩვენი ტყეების.

*
[ბასეინო დონის - წინად ასე წყნარო,
ბასეინო დონის - ეხლა ბობოქარო].
ბასეინო დონის - ჩვენი წრფელი ვაშა!
ბასეინო დონის - [კარგად] ხედავ, ირაჟრაჟა.
ბასეინო დონის - ყრია ეს რა ქვები?
ბასეინო დონის - დასცხე წერაქვები.
[უკვდავია გმირთა - გამოჩენა ღონის,
[უკვდავია გმირი] შენ ბევრი გყავს გმირი, ბასეინო დონის!]
[ბასეინო დონის] -

[ბასეინო დონის - წინად ასე წყნარო,
ბასეინო დონის - ეხლა ბობოქარო]
იბრძვის სამშობლოსთვის.

[დონის ბასეინს - ჩვენი წრფელი, მხურვალე ვაშა.
დონის ბასეინს - ].

*
სამშობლოს დიდების მომტანელს
დიდ მოძმეს, დიდ ბელადს, დიდ სტალინს.

*
„ეპოქა“, 1930 წ.
წიგნის გადათვალიერების დროს აღმოჩნდა, რომ ამ წიგნიდან - სახელგამის მიერ გამოცემულ მეორე ტომში (1935) შეტანილი არ არის 83 ლექსამდე - ჩემ მიერ ეს ლექსები შეტანილი იქნება ეხლანდელ სრულ გამოცემაში.
„ეპოქა“ პირველად იბეჭდებოდა ჟურნალ „მნათობში“ 1929 წ. ამ ჟურნალიდანაც 1930 წ. გამოსულ წიგნში ბევრი ლექსი არაა შეტანილი.
სანამდე „მნათობში“ დაიბეჭდებოდა - ხელნაწერიდან რედაქციის მიერ ამოღებულ იქნა ბევრი ლექსი - რომელთა აღდგენა შეუძლებლად მიმაჩნია ამჟამად. მრავალი ლექსი დაიკარგა აგრეთვე სტამბაში, სადაც „მნათობი“ იბეჭდებოდა.
ამგვარად: 1. „ეპოქა“ დამახინჯებულ იქნა რედაქციის მიერ (შეკვეცილ იქნა). 2. ნაწილი მასალებისა დაიკარგა სტამბაში. 3. წიგნად დაბეჭდვის დროსაც გამოაკლდა „მნათობში“ მოთავსებული მასალები. 4. წიგნი 1930 წ. სავსეა კორეკტურული შეცდომებით და სხვა ტეხნიკური დეფეკტებით. 5. თვით ხელნაწერი „ეპოქი“-სა დაკარგულია და მისი აღდგენა ყოვლად შეუძლებლად მიმაჩნია.. დაახლოებით ხელნაწერი წარმოადგენდა ორჯერ მეტი მოცულობის ნაწარმოებს.
ეხლანდელ სრულ გამოცემაში აღდგენილი იქნება მხოლოდ 1930 წ. წიგნში მოთავსებული და 1935 წ. ტომში გამოტოვებული მასალა.

„პაციფიზმი“.
1935 წ. სახელგამის მიერ გამოცემულ წიგნში - შეტანილია მხოლოდ 19 ლექსი - ნაცვლად 50-სა, რომელიც დაიბეჭდა „მნათობში“ და ცალკე წიგნად გამოვიდა 1930 წ.
აკლია:  (იხ. ცალკე ფურცელი).
ეხლანდელ გამოცემაში სავსებით აღდგენილი იქნება ამ ნაწარმოების პირვანდელი სახე.
აკლია აგრეთვე ლენინის ციტატა.
აკლია აგრეთვე ციტატა კომინტერნის მე-IV კონგრესის მოწოდებიდან.

„რევოლიუციური საქართველო“.
იბეჭდებოდა „მნათობში“ (წელი?). ცალკე წიგნად გამოვიდა სახელგამის გამოცემაში 1931. მე-II ტომში გამოკლებულია ამ გამოცემიდან 20 ლექსი.
ამ წიგნზე ითქმის ისევე, როგორც [პაციფიზ.] „ეპოქაზე“ - რედაქციაში, შემდეგ სტამბაში დაკარგული დიდძალი მასალა, რომლის აღდგენა შეუძლებელია.

1914 წლის წიგნიდან.
1. „პოეტი“ - დაიბეჭდება ვარსკვლავებით (***) - გვ. 5.
2. „დაკარგული ედემი“ - დაიბეჭდება ვარსკვლავ. (***) - გვ. 22.
3. „მთაწმინდაზე“ - დაიბეჭდება ვარსკვ. (***) - გვ. 24.
შეიცვლება სიტყვა: „ბედკრული“ სხვა სიტყვით ან ასე: „მახსოვს, იმ შემშლელ მწუხარების ჟამს“ - 24.
4. „Ave Maria“ - ამავე სათაურით შეიცვლება.
„ძლიერო სულო“ სიტყვით „ნუგეშთ მწყურვალეთ“ - 28.
5. „ჩემი ქნარი“ - დაიბეჭდება ვარსკვლავ. (***) - 30.
6. „ძებნა“ - დაიბეჭდება  ვარსკვლ. (***). შეიცვლება ასე: მე-3-4 სტრ. [და] ის კი, ოცნება, სამარადისოდ თვალს მიეფარა“.
მე-9 და მე-10 სტრიქონი შეიცვლება ასე:
„იგი სამუდმოდ საფლავს მიეცა,
იგი დაშორდა მშობლიურ ბაღებს“.
მე-11 და 12 სტრიქონს განუშორებლად უნდა მიჰყვეს შემდეგი.
მე-15 სტრ. შეიცვლება ასე: „ვერ დავივიწყო იგი ვერასდროს!..“
მე-17 სტრ. ასე: „დეე, ზვირთებმა მთლად დაამსხვრიოს“.
მე-19: „რაა უმისოდ სიცოცხლე ჩემი!“ - 38.
7. „შორი ალერსი“ - დაიბეჭდება უცვლ. ამავე სათაურ. - 41.
[8. „ვარდის ფოთოლი“ - დროებით. წიგნში არ შეიტანება - 45].
9. „არ მინდა სიტყვა“ - უცვლელად - 46.
10. „ტყის პირად“ - დაიბ. ვარსკვ. (***). პირველი სტრიქონი შეიცვლება: „ტყის პირად შორსა გზას მიმავალი“.
მე-10 სტრ. შეიცვ. „სიმდიდრე დიდი, ქება დიდება“.
მე-19 სტრ.
„ვთქვი ვისთვის მინდა მე ამის გარდა
აწ სხვა სიმდიდრე დაულეველი?“
მე-29 სტრიქ. - „ზეგ ისევ ცისქვეშ“ - 49.
11. „სიმღერა“ დაიბეჭდება უსათაუროდ, უცვლელად - გვ. 52.
12. „მწუხარება“ შეიცვლება სათაურით „თასი“, სხვა უცვ. - 53.
13. „როგორც აჩდილნი“ - უცვლელად - 58.
14. „მდინარის პირზე“ უსათაუროდ, სხვა უცვ. - 60.
15. „მომაკვდავი“ - უსათაუროდ. მე-2 სტრ. "ეხლა გროვდება" - 64.
16. „შორეულს“ - უცვლ., მხ. უსათაუროდ - 74.
17. „გახსოვს?“ - უსათაუროდ. მე-7 სტრიქონი შეიცვლება ასე: „როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი“.
მე-19 სტრ. „იგივ ღამეა, იგივ ნათელი“ - 80.
18. „იმ ნეტარ ღამეს“ - უცვლელად - 83.
19. „სიზმარი“ უსათაუროდ. მე-2 სტრიქონი ასე: „რაღაც უცნობი მესმის ვედრება“.
მე-3: „თვალთგან ჩვენებას ცრემლები სცვივა“.
მე-4 - „განთიადისას ის მიდის, ჰქრება“.
მე-8 - „უბედურება, ბედნიერება“.
შემდეგი ოთხი სტრიქონი გამოტოვებულ იქნას.
მე-15 სტრ. „შუქი ეცემა ჩემს სარეცელზე“.
მე-16 „გათენდა: სულში კი არ ინთება“ - 84.
20. „ლაურა“ უსათ. არ უნდა „სონეტი“ სხვებრ. უცვლ. - 86.
21. „გული სწუხს“ [და სხ.] პირველი სტრიქონი ასე:
„კოკისპირულად, გადუღებლად გარედ წვიმს და წვიმს“ ან
მე-7 სტრ. „და მის ქვითინში შემოდგომათა“.
მე-11 სტრ. „მე ყვავილები მესიზმრებოდა, შენც ყვავილებში მესიზმრებოდი“ - 90.
22. „ახალი წელი“ - არ უნდა სათ., არც ეპიგრ. უცვ. - 93.
23. „თვალები“ - უცვლ. უსათაუროდ - 98 გვ.
[24. ბედნიერება - პირვ. არ ვარგა, სუსტია - 99].
25. „სთვლემს ტყის ნაპირი“ - გადავერცხლილი. უცვ. - 102.
26. „პოეტი“ უსათაუროდ - 106.
27. „რომანსი“ უცვლელად - 110.
[28. „ო, როგორ მსურდა“ - არ ვარგა - 115].
29. „ის ჩამომშორდა“ მე-4 სტრ. „უსაჭო“ - 117.
30. „ჩვენება“ - უსათ. (***) - 120.
31. „როგორც სიზმარი“ - „მე მივდიოდი, მე მოვდიოდი“.
მე-15 სტრ. „მე, ახალგაზრდას, მომესმის მხოლოდ“ - 122.
32. „მე ცის ვარსკვლავს“ - უნდა: „დღეს ცის ვარსკ.“
„მე ზღვის ნელ ზვირთს არ შევნატრი“ - 123.
33. „კვნესა“ - გამოიტოვოს 7, 8, 9 სტრ. - 124.
[34. „არვინ არის“ უსათაუროდ.
მე-6 ტაეპში: მარად მღელვარ გულის ნადებს.
მე-7 უკანასკნელი: „არვინ არის, რომ ვუამბო შეშფოთებულ სულზე, გულზე“ - 126.
35. „და გაფითრდა“... (გამოტოვებულ იქნას) - 132].
36. „ქალის ლანდი“ - დაბეჭდილ იქნას 1927 წ. წიგნ. - 133.
37. „მაისის ღამეს“ - ვნახოთ... - 138.
38. „ესკიზი“ - დაიბეჭდოს 1927 წ. წიგნ. - 139.
39. „რა წამებაა“ დაიბეჭდ. უცვლელად - 146.
40. „ალბომში“ დაიბეჭდოს უსათაუროდ - 151.
41. „პოეტს“ დაიბეჭდოს უსათაუროდ - 52.
42. „ჩემს ირგვლივ“ უცვლელად - 154.
[43. „თვით მიმოზა“ უნდა დიდი შესწორება - 167.]
44. „იდეალი“ უცვლელად - 170.
45. „მე მესიზმრება“ უცვლელად („რაღაც“ კოცნის მაგ.) - 173.
46. „სიყვარული და ხელოვნება“ ( გასწორებით) - 174.
47. ქალწულის ოცნება (შესწორებით) - 176.

სიცხადე
1. პლაკატათ გამოვიდა 1943 წ. 24 აგვ.
2. წაკითხულ იქნა რადიოში, ამავე დღეს საღ. 5 სათ. დრამის დამსხ. მსახიობის დავითაშვილის მიერ ასეთი დასკვნით: ასე ესალმება რესპუბლიკის სახალხო პოეტი გ. ტაბიძე განთავისუფლებულ ხარკოვს.
3.    წაკითხულ იქნა ჩემმიერ მწერალთა კავშირის საღამოზე - ამავე დღეს საღამოს 5 საათზე.
4.    დაბეჭდილია ამ ლექსის რუსული თარგმანი „Боец РККА“-ში, თარგმანი სერებრიაკოვის.
5.    ეს ლექსი მთლიანად გადათარგმნილია ბ. სერებრიაკოვის მიერ.
6.    საზოგადოებაში პოულობს ფართო გამოხმაურებას. ამბობენ, რომ ეს არ არის ერთი ადგილის ტკეპნა, არის სიახლე და ორიგინალობა.
7.    წაკითხულ იქნა N-ს სატანკო შენაერთის საზეიმო მიტინგზე 30 აგვ. რუსული თარგმანი.

*
1. სელსკი. 2. გლუხოვი. 3. რილსკი. 4. ელნია.  4 ტაეპი.
გზის-გზისა, სელსკი.
ააგიზგიზა. კისკისა. რილსკისა.
ელნია. მოუცელნია. ხელნია. ბნელნია. ველნია. მთელნია.
სელსკივით. ველს ჰკივით.
გლუხოვით.

*
Вадбольский. Гурро.
1. სადაა გაბუნიას ქალის ნახატი?
2. რადიანმა ცალკე უნდა დაიბაროს სამი მხატვარი, სამი კომპოზიტორი, სამი კაცი კინოდან, რათა მათ შეადგინონ დამკვრელი ბრიგადები. აგრეთვე რადიოდან, აგრეთვე საჯარო ბიბლიოთეკიდან.
3. ტელეფონით საქმ. მმართვ. კომისიის წევრების შესახებ.
4. ავტობიოგრაფიის შესახებ „კომუნისტ“-ში.
5. შეკრების ადგილის შესახებ.
6. მე და რადიანი უნდა შევუთანხმდეთ პავლე კანდელაკს.
7. შუამდგომლობა კლუბის განთავისუფლების შესახებ სასწრაფოდ.