შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-216 - 1948 წელი


1948 წელი

„უჩა“ და „ბიკი“.
1. შავ ღრუბელივით დაგვადგა თავზე (ლექსი).
2. სამოცდაათი ავტორის (ჩემს შესახებ) სია (არასრული).
3. მოგონება №111 (ბაზარი). ნაწყვეტია.
4. „გეეშვია, გეეშვია“ (პოემა - 300 სტრ. დამთავრებულია).
5. იონა მეუნარგია (კაფეში).

*
გომიაშვილი. გეგმა. საღამო.
„გახელებული ინტრიგანი“.
1. ოპერის თეატრი 11 ლ. 2. გამოფენა 400. 300.

გახელებული ინტრიგანით
[ბნელ დემონივით]
შავ ღრუბელივით
დაგვადგა თავზე,
ცილისწამება -
[შ]ავი ზმანებით,
ავად ტრიალებს
ტფილისი, სავსე -
გახელებული
ინტრიგანებით.

ვეფარები.
ბაო. „ჭარხალი“. ზული.
„Бешенные интриганы“.
გამოფენა. გომიაშვილი. საღამოები.
ვ. ჭიაურელი. ვალოდია. ვ. ჭიაურელი.
მთვარე. ზამბახი.

*
1948 წ., 24 აგვისტო.
1. „ზღვაში გადვისვრი ბედითი ბადეს“ - აჯობებს სული და არა გული.
2. ბაო - ლექსში „ბაო“.
რაა ეს გრძნობა? „Мука“?
„Плеяды“ - ხომლი. ექვსი  ვარსკვლავი (ენციკლოპედია).
ძველი. К. ლეჩაქი.
ზამბახები. „Касатик“.
ლომფერი. ყვავილს.
ხავერდოვან მინდვრის ბალახს.

ქრონიკა
დავიმახსოვნოთ!
ა. წ. 11 ოკტომბერს სრულდება საქართველოს სახალხო პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის ორმოცი წელი.
საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირმა დაადგინა აღნიშნულ იქნეს ეს თარიღი.
საიუბილეო საღამო [მოეწყობა სახელმწიფო თეატრში] შესდგება ლენინის ორდენოსანი ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ა. წ. 11 ოკტომბერს.
[გალაკტიონ ტაბიძის იუბილესთან დაკავშირებით] სამხატვრო გალერეაში მოეწყობა გამოფენა, მიძღვნილი გალაკტიონ ტაბიძის XXXX წლის მოღვაწეობისადმი.
საღამოები მოეწყობა საქართველოს დანარჩენ ქალაქებსა  და რაიონებში.

*
მოეწყოს უნდა საუბილეო კომიტეტი. საიუბილეო კომიტეტი.
ჭილაია უარს ამბობს, მგონი? სადაა? რასა ჰგავს მისი მუშაობა?
რა მდგომარეობაში ვვარდები!!!!
ქართველი მწერლები - გალაკტიონ ტაბიძეს (ვარგა ასე?).
კლუბის დირეკტორი? (ახალგაზრდობა).
ს. აბაშელი. ხა-ხა-ხა!
გამოფენა - 100 ქართველი მწერალი. ფოტო.

სალიტერატურო წრე
1. ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ [კლუბში] პარკში უნდა ჩამოყალიბდეს ლიტერატურული წრე..

*
1. ეთიმ გურჯი; 2. ქნარი (3 ლექსი); 3. ი. ხინველი; 4. ვასო კირვალიძე (ორი ლექსი); 5. მირზა გელოვანი: 1. ფრონტი. 2. ჯერ კიდევ ბავშმა; 6. ვერა შუბლაძე; 7. სავლე აბულაძე: 1, 2, 3, 4, 5, 6; 8. ლეონ გაბუნია (ახალგ.); 9. შიო მღვიმელი; 10. პ. რურუა (ბათუმი): 2 ლექსი; 11. ალ. ერქომაიშვილი; 12. ალექსანდრე საჯაია; 13. კალე ბობოხიძე (სამი ლექსი); 14. შალვა კაშმაძე: 1. ლექსის მდინარე. 2. ლიხის მთას რომ. 3. ჰგავს 7 ათას ლექსის დაწერას. 4. მარად ჟღერდეს შენი ჩანგი; 15. ბათუ პატარაია: ანთებული სინაზე; 16. სოლომონ თავაძე; 17. სევ. მ-ძე (სხვა ფსევ.); 18. ბეროშვილი; 19. გალინა ქოჩიაშვილი; 20. ბონდო კეშელავა; 21. აკაკი სირაძე; 22. დ. თომაშვილი (გადაწერა უნდა); 23. ლადო მაჭავარიანი; 24. ა. შანიძე: ავჭალის ბანაკი; 25. დ. გაბრუაშვილი; 26. ირაკლი ტოფაძე; 27. მარიკა ბარათაშვილი; 28. მარიკა მიქელაძე; 29. საფო მგელაძე; 30. მაყვალა მრევლიშვილი; 31. ბაბილინა; 32. ვიქტორ გაბესკირია; 33. შალვა დადიანი (გადაწერა უნდა); 34. გრიგოლ ცეცხლაძე; 35. პარმენ ჭანიშვილი; 36. იეთიმ გურჯის ნათქვამი; 37. [მარიკა ბარათაშვილი] სიო ხიდისთაველი; 38. ალექსანდრე აბაშელი; 39. სევ. ისიანი; 40. ევ. სიდოშვილი; 41. თუში; 42. გ. მაისურაძე (დავ...); 43. ვერა კუპრაშვილი; 44. ია ეკალაძე: ტრიბუნა 22 (უნდა მოინახოს „სამშობლო“-ში მისი ჩემზე წერილები); 45. ილია ხოშტარია: 1. ის დაბრუნდება. 2. პოეზიაში დამკვიდრდა; 46. ნინელი ჭეიშვილი; 47. ელო ანდრონიკაშვილი; 48. ერ. არაქელოვი: რომელი საათია? 49. ალექსანდრე აბაშელი; 50. იოსებ გრიშაშვილი; 51. ირაკლი აბაშიძე; 52. გიორგი ლეონიძე; 53. სიმონ ჩიქოვანი; 54. გრიგოლ აბაშიძე; 55. ივანე ნაზარბეგოვი (დამკვრელი მუშა); 56. გიორგი ნატროშვილი (ნატროშვილი); 57. შალვა რადიანი; 58. ნ. ტყეშელაშვილისაგან; 59. გ. ობოლაშვილი; 60. ვასო გორგაძე (მიწა და ფოლადი); 61. შაქრო ნავთლუღელი; 62. დარია ახვლედიანისა აკაკიზე; 63. ანდრო თევზაძე "ოცნება და სინამდვილე" (მეორე); 64. ვ. ციურელი; 65. ნ. მალაზონია: ტაბიძეს უთქვამს ლექსი ერთხელო; 66. გრ. ტაბატაძე; 67. ცვარნამი; 68. [გ. აგარ.] დ. მეტეხელი; 69. სხირტლაძე; 70. ბორის ჩაჩანიძეო; 71. ბურნაძე სულიკო (ოსეთი); 72. ლილი ლაზარიშვილი (სურამი. შინდისი); 73. გ. შარეზადაშვილი; 74. ვ. სულაკაური.

*
პოემები:
1. ა. წერეთელი - 3870 სტრიქონი. 2. კაფე სამი პალმა - 676 სტრ. 3. ჟუგა და ასიდა - 448 სტ. 4. ორმოცი წლის წინ - 204 სტ. 5. ძლეული სენი - 352 სტ. 6. ამირანი - 1046 სტ. 7. მოხევის ქალი - 368 სტ. 8. მჭედლის მოგონება - 240 სტ. 9. იმერის დაბრუნება - 342 სტ. 10. ვინ იყო ის? - 200 სტ. 11. ახალი სანაპირო - 648 (ორათ). 1296 სტ. 12. იწყო დახევა - 1512 სტ. 13. საქართველოს მდინარეებს - 348 სტ. 14. ასწლიანები.
1948-20-XII.

ასწლიანები. ბიკი.
1948.
კავკასიონზე.
განგებ ტყვედ ჩავარდ.
[გეშვია, გეშვია, ახალი დო ძვეშია.]

სოფლის საღამო
„პოემა“
„გეეშვია, გეეშვია,
ახალი დო ჯვეშია,
უჩარდია უჩა კოჩი,
ვაშუნდი და უშა მორთი“.
            ხალხური

გადაჰკარი, გადაჰკარი
ღვინო ახალი თუ ძველი.
[უჩარდია, უჩა კოჩი,]
[გამოცდილი ვარ მაყარი -]
[მეც ხომ ძველი ვარ მაყარი -]
მსმელი არ ვარ თუმც მაგარი,
უჩას [კი ვერ] მაინც გავუძელი.

წინ დაუწყვეთ ბღუჯა ბღუჯა,
მწნილი, არ დამემშეს უჩა!
„უჩარდია, უჩა კოჩი,
ვაშუნდი და უშამორთი“.
ზის აქ ვით წითელი კოჭი,
[წყნარად, როგორც მიკიოტი].
[ან ცხვირდიდა მიკიოტი.]
არ ეყოფა ღომი - კოდი.
[უჩარდია] სწორი თქმაა: „უჩა კოჩი,
თუ არ სვამდი, რაზედ მოდი?“

„გეეშვია, გეეშვია,
ახალი დო ძვეეშია“.

[მაგრამ] კარგი! როგორც შენ გენებოს,
აგიხირდე - [რა საქმეა] რას გავიტან?!
[ეჰ, იმ] [მაგრამ,] კი, მარა [კარგ] ერთ გახსენებას
ვერ ვივიწყებ იმ თავიდან.

არ თმობს აზრი და გონება,
ასეთია მოგონება.

[იგი მოვყვე, ვხედავ, დროა]
[რომ მოგიყვეთ განა დროა?]
მაგრამ განა თხრობის დროა?
[მაგრამ] ამ სუფრას რაც ასხივოსნებს,
თუ რამ საუკეთესოა -
მიართვით ჯერ მანდილოსნებს.

[უკეთესზე] [ცუდია თუ] ცუდი არა, უკეთესი -
ასეთია ჩვენი წესი.

[მერე შენც აივსე ჭიქა]
მსურს, ქებაც ვთქვა მე გომერის.
- [აგრე იყოს,] აბა, გისმენთ, - ამბობს [სუფრა] ყველა, -
ის რა გახსენება არის,
არ იქნება [გვესაუბრო] მის გამხელა?

ასე არ იქნება, ბაბა,
მოგვიყევი გისმენთ, აბა!

[და] ქალებმაც ხმა აღიმაღლეს
მარმარილოს ყელთა რხევით:
- [შენი სიტყვა] გახსენება ჩვენ არ დაგვღლის,
[მოგვიყევით,] აბა, გისმენთ, მოგვიყევით.

სწორედ შენზე მიდგა რიგი,
დალაგებით მოჰყევ, ბიკი!

შენაერთში ძაღლი გვყავდა,
მას სახელად ერქვა მურა,
წავიდოდი, თან დამყავდა,
მართლაც კარგად გვემსახურა.

ზოგ კაცს ძაღლი თუ არ სჯობდეს
დასაზვერად, დასაცავად.

[ყველგან ირჩეოდა - მეტად]
ის ცხოვრობდა ჩვენთან ერთად
შენაერთში [და რატომღაც], რაღაცგვარად
მე ვუყვარდი სხვებზე მეტად.

ქალებმა სთქვეს: [კარგი] მოიგონე,
გული გულს სცნობს, ღონეს ღონე.
თანაც დაუმატეს: უი,
მაგიდის ქვეშ [არის ძაღლი] მურა დადის,
[შენ ძაღლი ხარ კარგი]
ის ძაღლია კარგი ჭკუის,
გადი, მურა, იქით გადი!

გააგდეს რა გარედ მურა
იერიშით, რისხვით, ტევით,
შეუტიეს მამაცურად -
აბა, გისმენთ მოგვიყევი.

[მასპინძელმა]  ამბის მთქმელმა ქალთა ღია
თვალებს [უპასუხა ნელად] განუცხადა მწველად:
„მოშაირე არა ჰქვია,
ვერას იტყვის ვინცა გრძელად“.

[არ გეგონოსთ [საგულისხმო] ჩემი სიტყვა]
სანუკვარი ესე სიტყვა
რუსთაველის მიერ ითქვა.

ამიტომაც მომიტევეთ,
თუ ამბავი [გამიგრძელდეს] [მექნეს] იქნეს გრძელი.
- მაშინ, - სთქვეს ქალებმა რხევით, -
სულ არ გვინდა სიტყვა თქვენი.
[სად გოგია ჭკუა ბნელი]
და სად შოთა რუსთაველი?

[- ერთხელ - იღებს ყანწს მეგრელი -]
- კარგი! - იწყებს [მასპინძელი] ამბის მთქმელი,
მარჯვე და ომ-გადახდილი, -
დამავალეს საქმე ძნელი,
მითხრეს: კაცი ხარო ფრთხილი.
[ეს] მაშ! მე მითხრეს, შენ კი არა,
ჩემო, ჩემო, ძმავ, კოდარა!

მართლაც, გონიერი კაცის
გამივარდა რა სახელი,
იუარო როგორ აწი?
[ეჰ, არაა] ეს ვითაა გასამხელი.
ქება - მეგობრების მიერ
გამიხარდა კიდეც ძლიერ.

სამწუხაროდ, ამ ამბავში
ერთისა მაქვს ეხლაც დარდი:
რომ სულ მოვწყდი ძმათა კავშირს
[რას იზამდი: -] დაზვერვის დროს ტყვედ ჩავვარდი.

არა უზრუნველად, მართლა,
[მარა ეს კი] მე კი ჩემი დამემართა.

ჩამსვეს - ფაშისტებმა. ღამეს -
სარკმლით მწარედ გავხედავდი.
[დამხვრეტავდენ, საქმეს] ვიცი, რაც მელოდა, რამეს
თუ სწრაფად არ გავბედავდი.

[რას? იმ ოთხის [კედლის] გარდა,]
გარს კი ოთხი კედელია,
ვაჰ! [ტყვეობა] რა ძნელია.

[ციხის] სახლის კართან კი დარაჯი
ორი, [როგორც ქვა] ჩუმი  და გრძნეული,
ვიდოდა რუხ მაზარაში,
ჩრდილებივით გახვეული.

ერთის სახის, ერთის ბედის
ვერმცნობელნი ერთმანეთის -

ერთს რამ ადგილს რომ სწვდებოდენ,
წამს პირისპირ შესდგებოდენ,
უცებ განიყრებოდნენ და
კვლავ ერთმანეთს შეხვდებოდენ.

[და მანძილი, იმათ შორის]
და [დავფიქრდი] გავოცდი მეც სწორებით,
ამ შეხვედრა-განშორებით.

აი, ეს დრო განშორების
მათის.. ჩემთვის იყო გეზი.
ან სიკვდილის, ან ცხოვრების -
ამოცანა უმთავრესი.

ხსნისთვის თავი ვით დაზოგო?
მარა როგორ? როგორ? როგორ?

[იმ წამისაც ჩნდა დამდეგი,]
წამი მძაფრი და ბედითი,
არრად არ გამოსადეგი,
ბაწრებიდან [ზონარს] ბაწარს ვსკვნიდი.
ამ ფიქრში ვარ. ბნელა. [უცებ] ხვეულს
[რაღაც ხვეულს წავკარ ფეხი.]
[რასმეს] წავკარ უცებ ფეხი რასმეს,
[როს გავსინჯე:] ხელთ ავიღე: მიმოხვეულს
და დახვანჯულს ვხედავ თასმებს.
აი, ბედი! [ამ დიდ-დიდი] აი, ბედი,
ჩამესახა გულს იმედი.

ან სად გაჩნდა იმ საკანში
ეს ბაწრები ძველისძველი?
ალბად, [დარჩა] მათგან იყო ვალში
სახრჩობელა და ქვესკნელი.

[ამ] მე კი, მალე, ამ დიდ-დიდი
თასმებისგან ბაწარს ვსკვნიდი.

დიდ სიძნელეს იმ წამს, ძმებო,
სწორედ ასეთ ადგილიდან
[სახრესავით] სარკმელიდან ძირს დაშვება
და [სიფრთხილე] გაქცევა შეადგენდა.

ჩემდა ბედათ [მოძვრა] ასხლტა რკინაც,
[ამას იქით] გულმაც ვეღარ მოითმინა.

გადავწყვიტე ჩასვლა ბაწრით,
ვთქვი: ერთია აქ მუქარა,
[გავეშვები კედლის] გავეკვრები კედელს გასწრივ
[და მინდვრისკენ] შემდეგ მინდვრით გავსწევ ჩქარა.

დარაჯმა კი იდარაჯოს.
თოკი მივამაგრე ჩარჩოს.
[ვთქვი: გაქცევას] [მოხერხებას გაუმარჯოს!]

[შემდეგ] ღამეც დადგა, თვალთან თითი
[რომ ვერ სწევდა გასწორებას]
არა სჩანდა, ჰგავდა გრძნებას.
მხოლოდ იმ ერთს წამს ვუცდიდი:
დარაჯების განშორებას.

[დადგა ღამეც:] [ის დროც დადგა, ძირს ვეშვები,
[ვთქვი: ისეა ახლა საქმე]
[ამ] [ვთქვი: ბაწარს  არ მოვეშვები,]
[თუნდ რომ მიწაც გასკდეს] თუნდაც რომ გავთავდე აქვე].

ის დროც დადგა, ძირს ვეშვები.
ვთქვი: ბაწარს არ მოვეშვები.

ნუ იტყვით, ის საფიცარი,
წვიმისაგან მთლად დამბალი,
ბაწრის დამჭერი ფიცარი
[იყო ძველი და] ყოფილიყო მთლად დამპალი.

ვთქვი: ისეა ეხლა საქმე -
რომ გავთავდე უნდა აქვე!

სიმძიმეს ვერ უძლო ხემა,
და თავზარი აქ დამეცა.
ნასკვიც გაწყდა. ძირს ვეცემი,
ეხლა კი გამიწყრა ზეცა!

რომ წამოველ, ვთქვი, რომ ვკვდები.
[ვთქვი რომ] აქ კი, აბა, რას გახდები!

[იმ სიმაღლით ყირამალა
[წამოვედი] რომ წამოველ: ვთქვი, [ გათავდა] რომ ვკვდები,
მტერთან მიხვალ ხმალდახმალა,
[ახლა] აქ კი, აბა, რას გახდები?]

გამახსენდა დედა, ცოლი,
[და] შვილები და [ნათესავი] ჭალადიდი.
ციდან [ყირამალად] გამალებით მქროლი,
იმ წუთს რას არ განვიცდიდი.

იმ  სიმაღლით ყირამალა,
მტერთან მიხვალ ხმალდახმალა?

[დაიძახეს] შეიცხადეს აქ ქალებმა:
„ვაი, შენი ცოდვა, ბიკი,
დაგიფარეს რა ძალებმა?
რად არ გასკდი, როგორც ტიკი?“

- სუს, ქალებო... [მე] იქ დავეცი
[მაგრამ სად?] [სულ არ] სად არ ჩნდა ის ორი მხეცი.
ეხლა არ მწამს:
მაშინ კი [ვიწამე] ვირწმუნე ღმერთი!

[სუს, ქალებო!] ასე მოხდა: მე დავეცი
ფხვიერ მიწას, სასიამოს.
ხმა რაა, არ გადაეცა
იმ არეს და იმ მიდამოს!

[თან წინადღით] ალბად წინდღით [აქ] ორმოს რამეს
თხრიდენ [და შიგ] აქ და ნაწვიმარი
[ამიდს შემდეგ] იდგა და შიგ მოვხვდი ლამის,
საწყალი ტყვე-პატიმარი.

ჩამიჩუმი არ ისმოდა.

[და ყელამდე მიწა რბილი,
იყო თხელი და ფხვიერი.
კვლავ სიჩუმე, კვლავ დუმილი
ყრუ, მშვიდი და ლმობიერი].

მიწა თხელი და ფხვიერი
იყო [მშვიდი] გრილი, ლმობიერი.

გუშაგებმაც, თითქო რაღაც
კი შეიგრძნეს [ხმა] ძვრა რამ მკრთალი,
მაგრამა რას დაინახავს
ამ წყვდიადში კაცის თვალი?

ყელამდე მწვდა მიწა რბილი
კვლავ სიჩუმე, კვლავ დუმილი.

მოტრიალდნენ, გზას დანადგენს,
დაჩვეულნი ისევ შეხვდენ,
ადგილიდან [ნაზომ] ადგილს
გაუთანაბრდენ და შესდგენ.

[- გაიგონე შენ რაიმე?
თითქო რაღაც უხერხულად
აქ დაეცა რაღაც მძიმე,
თუ ეს მხოლოდ მოგვეყურა?]

- გაიგონე შენ რაიმე?
აქ დაეცა რაღაც  მძიმე.

„სიბნელეა. [ძებნა] ეჰ, არა ღირს!
ან რად გვინდა ძებნა ბევრი -
ჩამოვარდა, ალბად, აქ ძირს
აგური, სხვა არაფერი.

თითქო რაღაც უხერხულად
ჩამოვარდა. მოგვეყურა.

სულიერად რამ ფიცარი
მოგეჩვენა, ალბად, შენცა.
წადი [იარე] შენთვის, დაიძარი...
იარე, რამ გაგაცეცა!

ამას წინად [ხე] ქვა დაეცა,
შენ [კი] მაშინაც ელდა გეცა“.

კვლავ გაშორდნენ ერთურთს სვლაში,
და განაგრძეს სვლა ჩვეული,
[დარაჯები] მიმოდიან მაზარაში
[იდუმალად] უზრუნველად გახვეული.

[მე კი თხრილში ვარ ჩაფლული,
ო, წყეული იგი თხრილი,
ვისმენ [კაცი] იმ ხმას განაბული,
მკვდარივით ხმა გაკმენდილი].

მე კი თხრილში ვარ ჩაფლული
და ვუსმენ [ხმებს] სულგანაბული.

[შეიცხადეს [აქ] კვლავ ქალებმა]
ქალები კვლავ სჯიან ფრთხილად:
- ვაი, შენი ცოდვა, ბიკი.
რამ [გისროლა] გაგტვრინა იმ ადგილას,
სულ რომ გიყვარს ხვანცარიკი.

მკვდარივით სულგაკმენდილი
[ო, წყეული  იგი თხრილი]
რომ იყავ. ვაჰ, იგი თხრილი!

- სუს, ქალებო! ნუ მოყვებით.
ყური მიგდეთ, სუნთქვას გუბავს -
ფიქრი: ერთ ხმის გამოღებით -
წუთი, წუთიც კი დამღუპავს.

თავდაღწევა მიზნად მიჩნდეს,
რათაც უნდა არ დამიჯდეს.

[გავეკარი [კედლებს] როგორც ჩრდილი,
სხვა რა მიჩნდეს დასახსნელად].
უნდა მივატოვო თხრილი,
[რათაც უნდა არ დამიჯდეს!]
ფრთხილად, ფრთხილად, შეუმჩნევლად!
[გავეკარი როგორც ჩრდილი,]
[კედლებს ისე, როგორც ჩრდილი,]
ამოსული თხრილით ჩრდილი
გავეკარი კედლებს ხელად!

თავდაღწევა მიზნად მიჩნდეს,
რათაც უნდა არ დამიჯდეს!

ფრთხილად. წამი მიჩანს წლებად.
ბნელა: კოშკია თუ სახლი?
ვნახოთ, მხიარული ყეფით
უცებ [ქვე] მუხლთ მომვარდა ძაღლი.

[გავშრი. აქ რამ მოაშურა?
თხრილიდან ძლივს ამოველი:
აქ რამ მოიყვანა მურა?
რად მინდოდა ეს ცხოველი?]

გავშრი. აქ რამ მოაშურა,
აქ რამ მოიყვანა მურა.

მართლა ძაღლი! რა დროს მოჰყვა!
ან და რისთვის გაისარჯა,
ალბად, ის ჩემს კვალს გამოჰყვა
[ქარხნიდან] მინდვრიდან და აქვე დარჩა.

თხრილიდან ძლივს ამოველი,
[რად მინდოდა] სად გამოტყვრა ეგ ცხოველი?

დრო არ იყო მასზე ფიქრის,
იქვე ხესთან ვნახე ცხენი -
ზე-მოვახტი... მიჰქრის, მიჰქრის
ჩემი უფრთო შევარდენი.

(წყვდიადია. სად შეიკვრის,
მდინარება ღელვა-ფიცის?
შევარდენი ჩემი მიჰქრის...
სად? არც მე და არც მან იცის!).

წყვდიადი[ა] [გზა] კი შუბლს შეიკვრის.
შევარდენი ჩემი მიჰქრის!

ვერ გაარკვევ ღამის სახეს,
ვინ [გაიგოს] მოაწყოს აქ წეს-რიგი?
(ქალებმა კვლავ დაიძახეს:
- ვაი, შენი ცოდვა, ბიკი!).

მიჰქრის [ცხენი] შევარდენი სივრცის,
სად? არც მე და არც მან იცის.

- ახლა[ვ] გითხრათ. ატყდა სროლა.
ის დარაჯიც მომდევს ორი.
სხვაა ჩემი მერნის ქროლა,
[ვერ გაასწრებს თვითონ ქორი]
მიჰქრის როგორც მეტეორი.

ცა შორეულს იხსნის რიდეს,
მივაღწიე, ვფიქრობ, კიდეც!

[ვერ შემიპყრეს. ცამ] მე მივქრივარ! ჰა, ილანდა.
[ცა შორეულს ისხნის კიდეს,]
[შორს არაა, გათენება]
მიწა - გაეხვია ქარში.
[და, ჰა] რა რკინიგზის ლიანდაგსაც
მივაღწიე, [ვფიქრობ კიდეც] ვთქვი: გადავრჩი!

[სიმართლემ აქ არ გამიჭრა,
[გზის გარდავლას ვფიქრობ ხელად]
მატარებელს ვხედავ მკვლელად,
ორთქლმავალმა გადამიჭრა
გზა [სრულიად ულოდნელად] ასეთ დროს ულმობლად].

[სიმართლემ აქ] მაგრამ ბედმა არ გამიჭრა,
გზა ორთქლმავლით გადამიჭრა.

აუტანლად მიდის ნელი
მატარებლის ძვრა-ზოზინი,
მიგორებით უდარდელით
და კვამლების [მთები] ცამდე ზვინით.

მატარებელს ვხედავ მკვლელად!
მას, ასეთ დროს, ულმობლად.

ჩამოვხტი, [ცხენს] რაც უნდა გახდეს,
მთავარია აქ სისწორე -
მატარებელს მსურს შევახტე..
ო, ეხლავე... თორემ... თორემ...

[მე მოდევენ, მე მომდევენ..]
საცაა მკვდარს გადმომდებენ,
მე მომდევენ, მე მომდევენ!

[მე] აქ სიჩქარით მეტის-მეტით,
უცებ წამოვედე [რაღაც] სინას,
მთელის ტანით, მთლად, მოსხლეტით,
[და დავეცი იქვე] გადავეგე ეკლის რკინას.

წამოდგომას ვცდილობ, [მიმძიმს] ვცდი ძალს,
[ვეღარ ვდგები] ვგრძნობ, რომ ძალი ვეღარ მწვდება,
[ორთქლმავალის ვხედავ ციმციმს]
ორთქლმავალიც [სად შორს მოდის] მიფარდა თვალს,
[და ის უფრო მენანება]
ვთქვი: გათავდა! ყოფნა სწყდება!

წამოდგომას ვცდილობ, მიმძიმს,
ორთქლმავლისას ვხედავ ციმციმს.

უცებ ძაღლიც აწკმუტუნდა!
მე მკლავს ჩემი სატკივარი -
მურა! მას აქ რაღა უნდა?
თურმე თან მომდევდა ძაღლი.

უცებ ძაღლი აწკმუტუნდა.
მურა! მას აქ რაღა უნდა?

დაცემისას ვგრძნობდი ტკივილს,
ვერ ვატანდი მკლავებს ძალას,
[ვისმენ] ვცნობდი მატარებლის კივილს,
[ვხედავ] [და] ვგრძნობდი მის უაზროდ [გავლას] ჩავლას.

მკლავს ტკივილი, და მკლავს დაღლა,
ამ ძაღლს რაღა უნდა ახლა?

[ჩაიარა ბორბლის] ბორბლებმა გზა მოირიბე
გაიარეს არა მცირე,
ცოტა ღონეც მოვიკრიბე
და გაქცევა დავაპირე.

დავაპირე, როს უეცრად
საქმე შეიცვალა მკვეთრად.

როს უეცრად მსწვდა [მწევართა] მდევართა
მაგარი და მტკიცე ხელი.
[მზად ვიყავი] მოვემზადე გამემართა
ბრძოლა მკაცრი და ფიცხელი.

უნდა გითხრათ: ამ ჭიდილში
მე არ მქონდა ორის შიში.

ხერხითა და ღონით სავსეს
[მეგობრებო, ამ ჭიდილში]
[მქონდა] მწევდა მეტი სითამამე,
ორის? ათის, [და] გინდა ასის
არ მქონია [შიში] რიდი რამე.

მაგრამ.. ეს დაჭრილი მუხლი..
აი, დარდი და წუხილი.

[მაგრამ ეს დაჭრილი მუხლი!
თუმც ჯერ კიდევ არ ვტყდებოდი,
მაგრამ მკლავდა ის წუხილი,
რომ თანდათან ვსუსტდებოდი].

უცებ, მურა [იგრძნო რა] (თვის მეგობრის
ეგრძნო წამი [უნდო და] ეს წყეული)
ხან ერთსა სწევს, ხან მეორეს
გააფთრებად [მოქცეული] მორღვეული.

მაგიერად მასაც ქუსლებს
სცემდენ. ვთქვი თუ: როგორ უძლებს?..

[სამაგიეროდ მას ქუსლებს]
ძაღლი აგლეჯს ფეხებს, მუცლებს,
სცემენ, იგი იჟეჟება
და ყველაფერს იგი უძლებს
და არასგზით არ ეშვება.

[და] [მეც კი გულს არ ვუტყდებოდი,
რომ თანდათან ვსუსტდებოდი].
მოდი, მურა, მოდი, მოდი,
ხომ ჰგრძნობდი, რომ ვსუსტდებოდი!

იარაღს არ სცდიდენ ჯერა,
გზა იმგვარად დაებურდათ,
[ხელთ ჩაგდება] გაქცეულის მათ დაჭერა
[მათ დაჭერა] ხელჩაგდება ცოცხლად სურდათ.

ორთავესი, [ორთავესი] ანაგებად,
შევძელ განიარაღება.

და გაგრძელდა ხელჩართული
ბრძოლა იმ რკინისგზის კიდეს,
[იმხანს] ის გამწვავდა და გართულდა,
და [მზე ამოვიდა] გათენდა შორით კიდეც.

აჰა, მთლად წამერთვა [ძალა] ღონე,
[ღონე, რაიც კი] რაც მებადა, რაც მშთენოდა,
[ვთქვი: სიცოცხლეც დაიცხრილა]
[და] კვლავ ვთქვი: მტერს რომ არ ვემონე,
[და სხვა რაღა დამრჩენოდა -]
[სიკვდილს გარდა რა მელოდა]
სიკვდილი რომ ამცდენოდა!

მაგრამ [აჰა,] მთლად წამერთვა ძალა,
ვთქვი: სიცოცხლე დაიცალა.

[არ დანებებისა გარდა,
გარდა იმავ  სიკვდილისა]
და, რა მოხდა: [როგორც] [სხივად] უცებ ჩქართა
განათებათ ლივლივისა,
[ამ დროს] თითქო თვალწინ აღიმართა
მზე სიცოცხლის და დილისა.

[ვთქვი: სიცოცხლე] თანამოძმე დამიბრუნდა,
ვთქვი: [ამის] გულს მეტი გულს რა უნდა?

გაჩნდა [ჩვენი შენაერთის] ერთი ჯარისკაცი,
[ჯარისკაციც] არმიელი ამ ჭიდილში.
ორის კი არ, [ას თერთმეტის] [თუნდაც ასის] თუნდ ათასის,
რომ არ ჰქონდა გულში შიში.

მსწრაფლ გავბაწრეთ, [მტერი ჩვენი] ვინაც სამტრო
[წავიმძღვარეთ.. და რა ვქმენით?]
საქმეს სდევდა, მაგრამ ამ დროს...

[წუთს ორთავემ ის მდევრები,
გავბაწრეთ და გულში შფოთით
სადგურამდე ვაპირებდით
მშვიდობით გზას გავდგომოდით].

[რომ] ფაშისტების სხვა ახალი
მეომრები დადგენ ბექით,
ყოველმხრიდან [იყო] შეჰკრეს ალყა,
და მოგვესმა ხმა: შესდექით!

ჩვენა ვთქვით თუ: აი, ზვავი,
უამრავი, უთვალავი.

[მეორე] კვლავ სწრაფი ხმა, ზარდაცემა
მშობლიური იყო: დადექ,
შევხედეთ ჩვენს ჯარისკაცებს
მოსულთ მტერთა წინააღმდეგ.

ჩვენ შევსძახეთ მოძმეთ: ვაშა!
რა დიდებამ ირაჟრაჟა!

და გულთა იმ შენაერთმა
ჰპოვა გეზი და მიზანი -
„დადექით“, როს სჭექა ერთმა
მე ვიცანი ის, ვიცანი...

და თქვენც იცნობთ, [მეგობრებო] მას მრავალგზის,
მისი სახელია უჩა!
იგი აქ ზის,  ჩვენთანა ზის,
ის ბევრ ბრძოლებს გადაურჩა.

და თქვენც იცნობთ, მას მრავალგზის
იგი აქ ზის, ჩვენთანა ზის!

იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

გაიმარჯვე, გაიტანე
ჩვენი სასახელო ლელო,
[გვყავს მებრძოლი ამისთანა...]
გვყავდეს ბევრი შენისთანა...
შევსვათ [მისი] უჩას სადღეგრძელო!

იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

მოდი, [ერთი] მოგეხვიო, ძმაო,
ჩემო ძმაო, ჩემო ტოლო,
მაპატივე თქმა ამაო,
[უსაქმო და] ჩვენებური, უთავბოლო.

იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

გადაჰკარი, გადაჰკარი
ღვინო ახალი თუ ძველი,
მეც ხომ ძველი ვარ მაყარი,
უჩას კი ვერ გავუძელი.

იდღეგრძელე, ჩვენო უჩა,
ჩვენო სასახელო უჩა!

ვუთხარ: მე ვერ შემაფერხებს
[ვერრა გვარი] გზად წმინდა და არა წმიდა,
სახლში შესვლას მოვახერხებ,
[მაგრამ გამოსვლა არ გინდა?]
გამოსვლასაც, როგორც მინდა?

[თუმცა მიხვალ, [იქ] ქვეშ გიცდიან,
რაც  კი ქვეყნად ფაშისტია].

ნებისყოფა, სიმაღლეა,
საქმე შენი - სათუთია,
მითხრეს - აი, იქ სახლია
და იმ სახლში საბუთია.

უნდა [მონახო] გადასინჯო [ის] ყუთი,
[მოგვინახო] მოგვიტანო ის საბუთი!

[თუმც გულში ვთქვი] თან ვიფიქრე, [იქ] მე მიცდიან,
[რაც კი მხეცი] იმ სახლში ხომ - ფაშისტია.

[და სწორედ] მაშინ მე მას გადავეც ის
საბუთები, თან რომ მქონდა...
იგი აქ ზის, ჩვენთანა ზის...
[გაეხარდა, არ დაღონდა.]
ალბად, მასაც მოაგონდა.

[მითხრა:] ასე მოხდა, გითხრათ თქვენა,
ჩემი იმ დღის გადარჩენა!

უარი რა პასუხია,
ქართველ კაცს ეს არ [სჩვევია].

სახლში შეველ, ძმათა კავშირს
მოვწყდი. ვაი, თუ ჩავვარდი.

მხოლოდ იმის ფიქრს ვუნდები:
ძველ გზით ვეღარ დავბრუნდები!

ბევრი [გვიცინია] გვაცინებდა ჩვენა
ჩემი იმ დღის გადარჩენა.

* * *
იონა მეუნარგიამ (1915 წ., ქუთაისი, კაფე) სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა:
„გრიგოლ ორბელიანი უფრო დიდი გაქანების პოეტი იყო, ვიდრე სხვა რომელიმე მისი თანამედროვეთაგანი ([ხომ არ] ჰყავდა მხედველობაში ნ. ბარათაშვილი). ამაში მალე, სულ მალე დარწმუნდება ყველაო“.
მე მაშინ ამაში არ დავეთანხმე.

*
1. შეკრება მასალებისა ჩემს შესახებ - ყველა ერთად...
შაფაქიძე.
ასე და  ამნაირადო.

*
- დედა, ჰა, დედა, ძალიან კი დამიბერდი, აი...
- „დამიბერდი, [არა] აი“.. ვაი და უი ჩემს მტერს, რა მიგავს, ბიჭო, ბებერს?
- თმები გიჭაღარავდება, [სიბერეა ეს, მა რა] ბებერი ხარ, მა რა?
- ბებერი ძაღლი ჩაგაკვდა [შენს] მაგ კისერში.
- ცოტა თვალშიაც ისე ვეღარ იხედები.. [სათვალები გჭირდება.]
- „თვალი, თვალი“... გზა და კვალი აგირიოს მამამ, ძემ და სულმა წმიდამ.
- ყურსაც.. დაგაკლდა..
- ჩაგაკვდა ის შავი ძაღლი...
[ასე] აბრაზებდა ცელქი რატი დედამისს, რომელსაც არასგზით არ სურდა წარმოედგინა სიბერის მოახლოება. რატი კი არ ეშვებოდა. ეხლა მან იაკობ  გოგებაშვილის "რუსკოე სლოვო" მონახა და თითქო გაკვეთილს სწავლობდა, მონახა და ხელახლა გადაიკითხა ის გვერდი, სადაც [ნათქვამია] აწერილია ამბავი, თუ როგორ რეცხავდა დედაბერი მდინარეზე თიხის ქოთანსა და თუჯის ქვაბს. დედამისს ბევრი არა გაეგებოდა-რა რუსულისა, მაგრამ ცხადად ჰგრძნობდა, რომ მის ცელქს შვილს მისი გაღიზიანება სურდა, სხვა არაფერი. მაინც დიდ ვარცლში პურის ზელა შესწყვიტა და განსაკუთრებული ყურადღებით მიაჩერდა შვილს.
- Старушка мыла на реке... - დაიწყო კიდევ შვილმა.
- „ნარეკე“ კი დაგეყაროს მაგ თავს..
- Глиняный горшок и...
- „გარშოკში“ რაცაა, იგიც შენს ცხვირსა და პირს...

*
Москва. Дирекции Большого театра ССР.
Приношу искренное соболезнование по поводу кончины всеми нами горячо любимой Антонины Васильевны Неждановой. Вечная слава!
Галактион Табидзе - Народный поэт Грузии

[Наше искусство понесло большую утрату] Вершина нашего искусства всегда будет озарена вечной славою ее великого искусства.

ამხ. ანიკო!