შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-209 - 1948 წელი


1948 წელი

3-60-70 - телефон чертежной.
Чертежная Министерства Сельского хозяйства (Верховный суд). Трибунальная д. №32. Кикнадзе Николай Фарнаозович. 9 до 1 часу. 3 - 51/2.
ნინოშვილის ქ. 3 (ყოფ. ალექსანდრეს ქ.), ქარხანა „მკერავის“ პირდაპირ.

*
ვეზუვი - იდგა მთა იგი... ყველაფერი შეიცვალა იტალიაში, მხოლოდ მთა არ შეიცვალა. და მთა იგი...
ხოლო მთა იგი დემონის ხელით იყო ნახატი.
(უნდა რაიმესი დამატება).
ლენორმანი - Александр I посетил ее, она предсказала Наполеону падение.
მიუსახე (მდინარე?).
გადაწიგნვითა?
Пушкин в Париже. Пушкин всю жизнь мечтал попасть в Париж.

*
1948 წ. 1 აგვისტოს რადიოთი.
თითქო რკინისგზელების დაკვეთით რადიომ საზიზღრად შეასრულა „ღამეა ბნელი“, „ისევ შენ და ისევ შენ“ (დები იშხნელები) და „სულიკო“.
რაღაცა პროვოკაციასა ჰგავდა ეს შესრულება. ხომ არ არის ეს „ფორმალისტების“ მორიგი ხრიკი? რადიოში ხომ ხელშეუშლელად მოღვაწეობს ფუტურისტი (გვარი აღარ მახსოვს). იქ ის მიმალულია და ისე ატრიალებს ჭახრაკს. უნდა გამომჟღავნდეს.

*
ნოვატორი.
1. საერთოდ დამკვიდრებული აზრია.
2. ამ მხრითაც უნდა გაძლიერდეს კვლევა-ძიება.
3. პარალელების საშუალებით (გრიშაშვილი, აბაშელი, შანშიაშვილი, ქუჩიშვილი).
4. გავლენები.
5. (ფრანგული ბალადა იქ, სადაც არ ელი).
6. აკაკი წერეთლის აზრი - „ბევრი სიახლე მოაქვსო“.
7. მოწოდება (სადაც ნოვატორობაა აღნიშნული).
8. კითხვის საშუალება (აკაკი წერეთლის შენიშვნა).
9. მახვილის საკითხის უფრო მკაფიოდ დასმა (ნიკორწმინდა, საქართველოს მდინარეები).
10.    ის მოტივები არ იყო საქართველოში.
11.    დიდი მნიშვნელობა აქვს ციტირებას: ციტატები მოყვანილ იქნება როგორც ძველი, ისე ახალი წიგნებიდან.

<...> Цикл. შპარგალკა... გრაფინია... მშობ.

*
5 ივლისი. 1948. ხუთშაბათი.
რეკავს ზარს ვიღაცა..
- დღეს „დიდებაზე“ ვარ. აღთქმაზე. შემეწიეთ. აღთქმა მაქვს ღვთის წინაშე, მოვიარო ყველა. ფული იქნება, სანთელი იქნება, რაც იქნება, რასაც მოვაგროვებ, ღმერთს შევსწირავ.

*
მარიამ ალექსიძე. მარიამ ტყემალაძე! - სჯობია „მარიჯანს“.
„სახელად ერქვა მარიჯან,
ვთქვი, თუ რა არის ესა-თქო,
ძველი დრო რომ ჰყოფილიყო,
მარიამ ერქმეოდა-თქო“.
ავტორს უფლება აქვს მოაწეროს თავისი სახელი და გვარი ისე, როგორცა სურს.

*
ახლა-ხან გამ. „საბჭოთა მწერლის“ მიერ გამოცემულ „ქართული პოეზიის ანტოლოგიაში“ (რედაკტორები: კ. ჭიჭინაძე, რ. გვეტაძე, ა. გომიაშვილი) ჩვენი სახალხო მგოსნის გალაკტიონ ტაბიძის ლექსებს ზევით [ერთ-ერთ [სახელმძღვანელოში] რაიონულ გაზეთში ჩვენ წავიკითხეთ ასეთი ცნობა]: გალაქტიონ ტაბიძე... და აქ [შევჩერდით] დავფიქრდით: გალაქტიონი [უნდა] თუ გალაკტიონი?
ჩვენ დაგვაინტერესა [ამ გარემოებამ;] და [მივმართეთ] შევუდექით კვლევას, თუ როგორ აწერს სახელსა და გვარს თვითონ პოეტი. აი, ლექსები, 1914 წელს გამოცემული. ბიოგრაფია იწყება ასე: გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა და სხვ. მეორე წიგნი 1919 წლისა. აწერია: გალაკტიონ ტაბიძე. მესამე წიგნი 1923 წ.: გალაკტიონ ტაბიძე, ჯონ რიდი. მეოთხე წიგნი 1927 წ. (დიდი კრებული, რომელსაც ჩვენ ზარნიშიან წიგნს ვუწოდებთ): გალაკტიონ ტაბიძე - ლექსები. მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე წიგნებს (ტომებს), რომელიც გამოცემულია სახელგამის მიერ 1933 - 1948 წწ. - ყველგან [არის გალაკტიონი] აწერია გალაკტიონ ტაბიძე. „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“ - გალაკტიონ ტაბიძე. „ზღვა ახმაურდა“ - გალაკტიონ ტაბიძე. „ეპოქა“ - გალაკტიონ ტაბიძე. „რევოლიუციური საქართველო“ - გალაკტიონ ტაბიძე. „პაციფიზმი“ -  გალაკტიონ ტაბიძე და ასე სხვა მრავალი წიგნები. ჩვენ გადავათვალიერეთ აგრეთვე ორმოცი წლის განმავლობაში გამოცემული დიდძალი ჟურნალ-გაზეთები, სადაც ყველგან „გალაკტიონ ტაბიძეა“. ასე, მაგალითად, ჟურნალი „მნათობი“ მთელი ოცდახუთი წლის განმავლობაში იხსნება ლექსებით, რომელსაც ხელს აწერს გალაკტიონ ტაბიძე, ან უბრალოდ - გალაკტიონი. გაზეთი „ლიტერატურა და ხელოვნება“ ყოველთვის სწერს - გალაკტიონს, ასევე [სხვა გაზეთები] „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „პიონერი“, „დილა“, „ნორჩი ლენინელი“ და სხვ.
[ხელთ გვაქვს აგრეთვე პოეტის დედის წერილები, რომელიც ყოველთვის ასე იწყება: „ჩემო ძვირფასო და ყოველ წუთში მოსაგონარო გალაკტიონ...“
ცნობილია, რომ როდესაც პოეტი დაიბადა, მამამისი ცოცხალი აღარ იყო. სახელი მას დაარქვა დედამ და ჩვენ გვგონია, დედის მიერ დარქმეული სახელის შეცვლის უფლება [არავის არა აქვს, თვითონ შვილის მეტს] ჩვენ არა გვაქვს. პირიქით, როდესაც [საინტერესოა, რა მოტივებით ხელმძღვანელობენ სახელმძღვანელოების შემდგენელნი. თუ მათ ჰგონიათ...] ერთადა ვართ დიდის სიყვარულით ვმღერით, ერთ-ერთი ჩვენი ამხანაგის ლექსს:
„აჰ, სულო, გულო, [შენაც] შენ არ შეცვლილხარ;
თუმცა იცვალნენ, იცვალნენ დრონი,
გვყავდა ილია, გვყავდა ყაზბეგი -
და გვყავს ძვირფასი გალაკტიონი“.
[ნუნუ ებრალიძე]
N. B. ეს დაიწყო მაშაშვილმა, ც. კ.-ში რომ საკითხი დასვა.

„ორმოცი ფარი“
ორმოცი ფარი, ანუ ორმოცი ნომერი გაზეთის.
სია მწერლების? სია მხატვრების?
გაზეთიც გამოიფინება, გაზეთი უკეთესია.
აიღებს თუ არა შეფობას გაზ. „კომუნისტი“?
თვითო ფარი - არანაკლებ 50 ფოტო-სურათისა. დაგვჭირდება 2.000 ფურცელი ფოტო-ქაღალდი.
ფოტო-ქაღალდები - შეძენილი იქნება სახელმწიფო ფასებში (როგორ, საიდან, რა მხრით?). შეიძლება მოგვეშველოს მიქავა.
ორმოცი ფარი - შეკვეთა თვითღირებულების ფასებში რომელიმე სამეურნეო ორგანიზაციას.
ორმოცი ფოტოგრაფი - „ფოტო-სოიუზის“ საშუალებით.
ორმოცი მხატვარი - დალაგებისათვის.
ორმოცი მწერალი - წარწერებისათვის.
ან თუ იქნება მაღაზიის წინ, ან ცალკე ფარად ერთი - ან ორი!!! ფარი.
თუ პირველი სეკტემბრიდან დავიწყებთ გამოფენას - სწორედ კვირას, 10 ოკტომბერს, დამთავრდება იგი.
მეტი გზა არაა - სახელგამმა უნდა დაგვითმოს ვიტრინა.
საერთო წარწერა: სახალხო მგოსნის გზა. Путь народного  поэта.
მოინახოს სია მხატვრების, ან საერთოდ დაევალოს მხატვართა კავშირს, გამოჰყოს ბრიგადა.

ორმოცი ფარი.
თვითეულ ფარზე საჭიროა წარწერები. მაგალითად 1908 წლის ფარზე:
სქელი ღრუბელი
შავი და ბნელი,
სამშობლო მხარეს
გადაეფარა!
ვინიეტკები.
იგივეა, რაც ორმოცი აფიშა.
ქაღალდი მაქვს - ასი ეგზემპლიარისათვის.
500-500.
[თვითეულ ნომრისთვის რომ გადიღო] №1 მან.
ათასი მანეთი ნომერი.

*
- О Маяковском трудно говорить, трудно писать. Уж сам о себе говорит он много, сам себя защищает здорово, сам себе выставки устраивает, самому себе хвалу поет, сам себе памятник ставит. Так что почти нечего добавлять. Книги Маяковского - уже его биография, критика о нем. Вот почему, когда кто пожелает что нибудь писать о Маяковском, выходит елейно, не в такт поэту. Уж не все привыкли кричать, орать, горланить.

*
ეგ არის და გორის ციხე - წამოძახებაა ყოველი საქმის წაღმართად დასრულების შემდეგ.
მიჰყე.
4 ივლისი, 1948.

„ეგ არის და გორის ციხე!“
[ამბობდენ, რომ [კოლეკტივი] საქართველო -
[დაინგრევა] დაიფშვნება, როგორც რიყე,
[კოლექტივი] საქართველო გაძლიერდა,
ეგ არის და  გორის ციხე!]

ომში ვიყავ, [ცხრა მაისით] მტერს ბერლინიც
მივუგრიხე, მოვუგრიხე,
ცხრა მაისით შემოვსძახე:
ეს არის და გორის ციხე.

შინ დავბრუნდი...

[ყოველ საქმის დამთავრების]
ახალ-ახალ გამარჯვების
შემდგომ წესად შემოვიღე,
აღტაცებით [დავიძახო] შემოვძახო:
ეგ არის და გორის ციხე.

ამბობდენ, რომ აქ [სახლები] ბჭეები
ინგრეოდნენ, როგორც რიყე -
დღეს [ახალი აგებულა] რომ სახლი აგვიგია,
ეგ არის და გორის ციხე.

ამბობენ [რომ] თუ: რის სინათლე,
[ვერ მოატანს] ყურთა სმენა ნუ წაიღე!
მაგრამ [გარს] აქ რომ სინათლეა!
ეგ არის და გორის ციხე!

მაშ, წინ გასწი, მშენებელო,
[ცის შეხედე] გზას გახედე, სტალინს მიჰყე.
ეგ არის და ჩვენი ძმობა,
ეგ არის და გორის ციხე!
გალაკტიონ ტაბიძე
საქართველოს სახ. პოეტი
4 აპრილი, 1948

გორი
გორი (პოემა) ამ ლექსით გაიხსნა.
[როცა მიწისძვრით დაჰქანდა გორი.]
გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები? - 50 (ზარნიშიანი წიგნი).
ზარნიშიანი წიგნი:
აგერა! აჰანდე! - 57 (1909). დაგვიფარავენ! - 64. გახსოვს? რა დრო იყო - 64. მცხეთამდე - 66. ავჭალის იქით - 66. ზაჰესთან - 67. მცხეთიდან - 67. გორიდან - 68. რა მშვენიერი მინდვრებია - 70. გავსცდით ხანდაკს - 71. თითქო არა აქ - 71. უცებ მიწისძვრით დაჰქანდა გორი - 72. "მხარი მხარს" (პოემა).
15 ლექსია. გორი. 1929.
უნდა: კახელი კი არა, ქართლელი ბიჭი (ტრაქტორზე).

*
[ომს აქეთაც - [თავდადებით] დიდი შრომის
დღე - დღეებზე ვათარიღე.
გადახედეთ ქართლის ბაღებს,
ეგ არის და გორის ციხე].

*
1. უკანასკნელი მიწისძვრის დროს გავრცელდა ხმა, თითქო მტკვარში ჩაეშვა სვეტი ცხოველი.
2. მიწის ძვრის დროსვე რომელიღაც ტრაგიული მსახიობი ამბობდა მონოლოგს: ო, შენ მიღალატე, რად არ ჩამოიქცევი, ზეცავ, რად არ შეინძრევი, მიწავ! - და ამ დროს მართლაც მოხდა მიწისძვრა (ეს მომენტია აღებული ლექსში „მხარი მხარს“). პირველი ლექსი კოლეკტივზე.

*
1948. 4 ივლისი.
ვ. ხატიაშვილთან ტელეფონით:
- ამხ. ვალერიანი მინდა.
- ვინ ჰკითხულობს?
- გალაკტიონ ტაბიძე გახლავარ, მწერალი.
- ეხლავე გავიგებ...
მიდის, ცოტა ხნის შემდეგ ბრუნდება.
- მისმენთ?
- დიაღ.
- არ გახლავთ, ბატონო.
დიდკაცობს! მედიდურობს!
იცის, რომ ბევრი რამ ჩემი საქმის მის ხელშია!
ყოფას ვუტირებ.

გ. ნატროშვილთან:
- ამხანაგი გიორგი მინდა.
- ვინ ჰკითხულობს?
- გალაკტიონ ტაბიძე.
- აჰა, ეხლავე.
ტელეფონთან გიორგია.
- გამარჯობათ.
- გაგიმარჯოს.
- გიორგი, გუშინდელი დადგენილება ხომ არ მიდის გაზეთში?
- აჰა, გავუშვებ..
- შაბათის ნომერში?
- შაბათის ნომერში.. მაგრამ დაიცა. სიმონი წავა ცეკაში, იქ შეათანხმებს და მერე გამოვაცხადებთ.
- კარგი. გთხოვთ, უჩემოდ ნუ გამოაცხადებთ, გამაგებინეთ.
- ძალიან კარგი, დაგირეკავთ!
N. B. მე გორში უნდა გამიტყუონ. აქ თავიანთი საქმეები აკეთონ ც. კ.-ში (ვინ იცის, როგორ!). უნდათ ინიციატივა მთლად იგდონ ხელში - და მერე...

ნიკოლოზ ჩაჩავასთან:
- ვინ არის ტელეფონთან?
- ჩაჩავა ვარ. გამარჯობათ, ბ. გალაკტიონ, გორში უნდა წამობრძანდეთ. იქ საღამო გვაქვს.
- როდისთვის?
- ხვალ საღამოსთვის!
- ძალიან კარგი. წამოვალ. ვიქნები.
- ძალიან კარგი, ნახვამდის!

გიორგი ჯიბლაძესთან:
- გუშინ გადაწყდა 11 ოკტომბრის საკითხი. დიდი მადლობელი ვარ თქვენი.
- ჰო, მე ველაპარაკე გუშინ.
- ეხლა არ ვიცი, გამოცხადების შესახებ... თქვენთან მოვლიან, ალბად, მოსალაპარაკებლად... ძალიან მადლობელი ვარ ყურადღებისათვის.

სიმონ ჩიქოვანთან:
მივდივართ პარასკევს - გორში.  კულტურის სახლის შეფობისათვის (და არა ხუთშაბათს, როგორც ჩაჩავამ დამირეკა).

თინა ნაკაშიძესთან:
- გორში გამოდის გაზ. „სტალინელი“, აკაკი წერეთლის ქ. №18. რედაქტორი შ. ჩუბინიძე. ტელეფონი რედაკტორის: 584, საერთო - 645, სტამბის - 545.
- ელის ჩემგან მასალებს ბიბლიოგრაფიისათვის.

გორისკენ. 1948 წ., 5/VIII.

* * *
5 საათია.
- ყველა - ყველა. ამ ალექსას რა მოუვიდა, ვა! სად არი?
- რა უნდა ჰქნას ეხლა კაცმა! აბა! ა? ოო!
- ახლა გაიხდიან ფეხებზე და აყროლდება ვაგონი! იი!
- თევზსა სჭამ? ეხლა კი აქოთდა აქაურობა - წაიღე იქით.
- არის ადგილიო? - არის, მა!
- რობელტის დაუძახე, რობელტისა.
- ცხინვალის მატარებელი სუ აგრეა!
-  მოიტა ერთიცა!
- ესა ფრთხილადაი, აი, შიგ პურია..
- უი მე, ეგ როგორი კარზინკაა.
- წამოიღებ მაგეებსა??
- წყალი მაინც იშოვებოდეს. როგორი სიცხეა.

- ხო გავგიჟდი სიცხითა.
- ფანჯარას მიადგებიან და ჰაერს არ უშვებენ.
- ცხინვალის მატარებელს I და II კლასი არა აქვს!
- და შენც ქართველო!
- დიდმა პატარას გაარტყა, უფრო დიდი გამოესარჩლა, „ერთს ისეთ პრისტაულსა გაჭმევს, რომა...“

- ვაშლი, ვაშლი (გამყიდველი).
- წამო, შვილო, ხიდისთავში,  ისეთი ვაშლი გამოგატანო.