შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-204 - 1948 წელი


1948 წ.
Большая. Б. Калужская №14. Академия. პატარაია.

* * *
გომიაშვილი გაჩერდა განგებ შუა სიტყვის დროს...
№1. „წიგნის პალატა“ სცემს ბიბლიოგრაფიას. თინა ნაკაშიძე - გამოყოფილია სამუშაოდ.
№2. „დინამოში“ შესაძლებელია ჩარჩოების შეკვეთა გამოფენისათვის კერძოდ, ან სახელგამის მაღაზიის №2-ს მეშვეობით.
№3. თინა ნაკაშიძე - სახელგამის მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებში ჩემი მასალების შესახებ ბიბლიოგრაფიას აგროვებს. აქ ჰონორარის საკითხიცაა.
№4. ავიღეთ ლეჩკომისიის წიგნაკები, რომელთაც დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
№5. სტეკლოგრაფიაში შესაძლებელია წიგნების გამოცემა მცირე ტირაჟით: ფურცელი ღირს 21 კაპ.
№6. წიგნის გადაბეჭდვა შეიძლება ანგარიშით: 30 სტრიქონი - ფ. 3 მანეთი.
№7. „ხუდფონდი“ იაფად აკეთებს ჩარჩოებს (შ. ჩიტაძის ქ. №8). ანდრო ლევანის ძე ჯავახიშვილი.
№8. იპ. ვართაგავას: დამთავრებული ჰქონია ჩემზე მოგონებები.
№9. ექ. გასვიანს გამოუცია წიგნი „შოვი“. შიგ ჩემი ლექსია. საჭიროა ბიბლიოგრაფიისათვის (ასე არ გამოდგა).
№10. 100 ცალი ფოტო - ღია ბარათი ღირს 24 მანეთი. შევიძინე. 100 ცალი დიდი ფოტო-ქაღალდი ღირს 120 მან. (მაღაზია კულტსაქონელი რუსთველის პრ.).
№11. გამოვიტანეთ „ჩვენი კვალის“ ფოტოები (3 ც.). წინანდელი ფოტოების ნეგატივები შენახულია (ფოტოგრაფი - დიდებულიძე, ბიბლიოგრაფი - თამარა მაჭავარიანი).

* * *
თევზმა თევზს უთხრა,
    რა გითხრა, იცი,
დაიძარ ცოტა,
    იქით მიიწი.
მან უპასუხა:
    სად წავალ, აბა,
ვიხრაკებითო
    ორივ ერთ ტაფას.
30 აპრილი, 1948 წ.

*
ორთავეს გვხრაკავს
ეს ერთი ტაფა?

*
ვ. ანჯაფარიძე - 3-49-46, თ. ჭავჭავაძე - 3-48-48, პ. კობახიძე - 3-08-83, ნ. ხარაძე - 3-49-68, მ. ყვარელაშვილი, პ. ამირანაშვილი, ს. ზაქარიაძე, ფილარმონია - 3-18-50, რადიო - 3-83-27.

*
„მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის კოლექტივს“ ქართველი მწერლები („მარჯანიშვილის თეატრი“, ერთდროული გაზეთი, 1928-29 - 15 იანვარი, 1939 წელი. ქ. თბილისი - 1938-39. გვ. 1).

*
12440/160. აკ. წერეთელი, დავით კლდიაშვილი, ვარლამ რუხაძე და სხვები. ჯგუფი გადაღებულია სოფელ მუხიანში ყოფნისას. 1913 წ., 17/I.
გ. ქუჩიშვილის ლექსები. 1908-9 წ.
გ. ქუჩიშვილი, ლექსები. ტ. I.
„Имэл“, დ. არონიშიძე.
„დიდებული საქმე ქართველი ერისა“. 1908 წ. (ქ. გიმნაზიის აგება).

*
„ამირანი“. 1908. ყოველდღიური საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი. თბილისი. რედ.-გამომცემელი ქაიხოსრო ქავთარაძე („წიგნის გამომც. ქართ. ამხანაგობისა“, სტამბა „იდეალი“). №1-198. დაიხურა თბილისის გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.
საქ. წიგნის პალატა. გ. ი. ბაქრაძე.
„ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია“ (1819-1945). თბილისი. 1947.

„განათლება“. 1908-1918.
„დროება“. 1908-1919.
„მოწაფე“. 1908-1909 ალმანახი. ანნა კაპანაძე. თვიური ჟურნალი პატრიოტული შინაარსისა.
თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული მიმართულების ჟურნალი „პირველი ნაბიჯი“. 1909 წ.
„მნათობი“. ალმ. ქუთაისში. ლ. მაჭავარიანის რედაქტორობით.

„ჩვენი კვალი“. 1908. ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და სალიტერატურო გაზეთი. თბილისი. რედაკტორ-გამომცემელნი: ანთ. გ. გიორგობიანი - №16, იოსებ ბარამიშვილი - №17-დან (სტამბა „შორაპანი“).
ორგანო  ერთ-ერთი სოც. დემოკრ. ჯგუფისა - ლ. დარჩიაშვილის [ხელმძღვანელობით] მეთაურობით, რომელიც არ იზიარებდა ს.-დ. პარტიის ოფიციალურ შეხედულებას ავტონომიაზე; გაზეთი იცემოდა დახურული „ალიონი“-ს ნაცვლად. სულ გამოვიდა 1908 წ. №1 (25/V) - №24 (21/XI). თით. გვ. 16. სი.  4O.
უახლოესი თანამშრომლები: ლ. დარჩიაშვილი, ივ. გომართელი, არიფი (?), ს. პართენაშვილი, ვ. ობჩელი (ვარლ. ბურჯანაძე).

რაღაცა იყო, მგონია, ჩემი გაზ. „დროება“-ში, არ ვიცი 1908 - 1910, თუ...

„ცისფერი ყანწები“. 1916 წ. სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი (ქუთაისი). გამოვიდა თარიღებისა და ნუმერაციის აღუნიშნავად.
1916 წ. №10 (თებერვ.), №2 (?).
თითო 24 გვ. 4O.
ქართველი სიმბოლისტების ორგანო. თანამშრ.: კ. ნადირაძე, გ. ტაბიძე, ს. ცირეკიძე, ვ. გაფრინდაშვილი და სხვ.
(ასეთია უკანასკნელი ბიბლიოგრაფიული კრებულის „განმარტება“...).
იდიოტიზმი ამაზე შორს ვერ წავა. „ც. ყ.“-ის უმთავრეს თანამშრომლად გამოვყავართ!

*
რადიო.
„დარეკეთ ელსმენი 3-59-83, გამოიძახეთ რწმუნებული შეკვეთის ჩასაბარებლად.
საქართველოს რადიოკომიტეტის ინფორმაციებისა და განცხადებების მიღება. ბიურო ღებულობს დავალებებს ინფორმაციებისა და ტექსტის შედგენაზე და ლიტერატურულად აფორმებს შემკვეთის მასალებს!“

*
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის
პრეზიდენტს, აკადემიკოსს ნ. ი. მუსხელიშვილს
სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის,
საქართველოს სახალხო მწერლის გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბა
გთხოვთ, [ერთი თვით] მომცეთ მივლინება ერთის თვით ქ. მოსკოვს, სადაც მსურს ჩავატარო კვლევითი მუშაობა ლიტერატურის დარგში..
[ამასთანავე გთხოვთ, დამეხმაროთ] [გაიღოთ სამივლინებო ხარჯებისათვის აუცილებელი თანხა და ამ მიზნისთვის] [რისთვისაც ჩემთვის საჭიროა [აგრეთვე] აუცილებელი ხარჯებისთვის სათანადო თანხა, რაითაც გთხოვთ დამეხმაროთ].
[ამ მიზნისთვის გთხოვთ უზრუნველყოთ...]

მივეცი განცხადება მუსხელიშვილს 6 მაისს. 2000 მანეთი.

*
Колокол к вечерне
Христиан зовет,
Завтра воскресенье -
Отдых от работ.

*
გეგმა მოსკოვის წიგნისა:
1. 1908-1917. 2. 1917-1930. 3. 1930-1941. 4. 1941-1945. 5. 1945-1948.
გეგმა წიგნისა - თვითეულ განყოფილებაში 3.100 სტრიქონი. 1908.

გ. ლომიძე - ძმა ანდროსი. სასტუმრო „ტფილისი“, 6 საათზე, გიორგი.

ბესო ჟღენტის ოინები
1. ვის ხელშია ჩემმიერ 1944 წ. გადაცემული მასალები მოსკოვში. მე გამოვითვალე 10.000 სტრიქონის რაოდენობით (მგონი, თვალთვაძეს ქალს გადასცეს. რა უყო მან იმ ლექსებს?).
2. აქვს თუ არა ბესოს ის მასალები, რომლებიც მე გადავეცი?
ეს მასალებია:
1. სია ნათარგმნი ლექსებისა.
2. თვით ნათარგმნი ლექსები, ყველა წიგნები და აგრეთვე მანქანაზე გადაბეჭდილი ბევრი ლექსი (ალბად, მიაბნ-მოაბნია ბესომ და ახლა უნდა დავიწყოთ თავიდანვე).
3. არის თუ არა თბილისში სიტყვა-სიტყვით მთარგმნელთა კადრი?
4. უარყოფილი უნდა იქნას სტრიქონების ცალკე-ცალკე თარგმნა. გადაითარგმნოს პროზად მთლიანად..
ბესოს ხვალისთ...

*
Москва, ул. 25 окт., 10/2, Гослитиздат, Александре Петровне Рябининой.
ტელეგრამა გაეგზავნა 5 მაისს - „Заря Востока“. ჟღენტის მიერ.

* * *
რვეული მოსკოვის (სამისამართო).
1. Лев Пеньковский. 2. Лев Никулин. 3. Эмиль Кроткий. 4. Илья Эренбург. 5. Исаковский Михаил. 6. Сергей Городецкий. 7. Мариэтта Шагинян. 8. С. Маршак. 9. Николай Полетаев. 10. Корней Чуковский. 11. Ник. Асеев. 12. Борис Пастернак. 13. В. Александровский. 14. Николай Тихонов. 15. Илья Сельвинский. 16. Вера Инбер. 17. Павел Антокольский. 18. Александр Безыменский. 19. Александр Жаров. 20. Иосиф Уткин. 21. Михаил Светлов. 22. Михаил Голодный. 23. Владимир Луговской. 24. Аделина Адалис. 25. Семен Кирсанов. 26. Виссарион Саянов. 27. Александр Прокофьев. 28. Николай Заболоцкий. 29. Василий Лебедев-Кумач. 30. Алексей Сурьков. 31. Степан Щипачев. 32. Александр Твардовский. 33. Сергей Михальков. 34. Конст. Симоноff. 35. Маргарита Алигер. 36. Державин. 37. Щепкина-Куперник. 38. Сергей Спасский.

* * *
დისკუსიების წლებია. დაიწყო მოსკოვიდან. ჟდანოვმა დაარტყა ზოშჩენკოს და ახმატოვას - შემდეგ დისკუსია გაღრმავდა. იგი გადავიდა - უცხოეთთან ქედის მოხრის წინააღმდეგ კამათში, ფორმალიზმთან ბრძოლაში; ფორმალისტურ განცდების გამომჟღავნებასთან (მუსიკაში - მურადელი), კინოში რუსული ნაციონალიზმი - ამ კამათში იმარჯვებდა ხალხურობა, უბრალოება, სისადავე, ეროვნულობა, მელოსი, და ა. შ.
ძალიან ცხარე კამათები იყო, ჩვეულებრივად, ვის წინააღმდეგაც ილაშქრებდენ, ისინი აღიარებდენ თავიანთ შეცდომას.
და ჩვეულებრივად, პრაკტიკაში, განაგრძობდენ ძველი გზით სიარულს.
ნაკლები დადებითი მხარეები აქვს ისეთ დისკუსიებს, რომელთაც შედეგი არ მოჰყვება ხოლმე - მაგრამ სააშკარაოზე გამოჰყავთ ბევრი და აქაა, სწორედ აქ არის დაკრძალული ძაღლისა მის თავი,  ვითარმედ...
ასეთი დისკუსიების მსხვერპლნი მრავალ არიან; ისინი ეგებიან  მახეში,  მათ გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ... რომ მათი ოპოზიციონერობა - სულ უბრალო რამეა, არ ეხება სახელმწიფოებრივობას, და თუ ეხება, ეს შეცდომა უნებლიეთია და ა. შ.
ნადვილად კი ეს დისკუსიები მზადებაა შემდგომი აკტებისათვის.
დიდი დისკუსიების წლებია.
- საზოგადოება ვის თანაუგრძნობს? - ვკითხე ერთ ქალს.
- ვისაც უნდა თანაუგრძნობდეს. განა ამას დღეს მნიშვნელობა აქვს? - მიპასუხა მან.

*
გაზეთი „ივერია“, 1893, №124, სამშაბათი, 15 ივნისი.
კორესპონდენცია: „რიონის მარცხენა მხარე“ (გაზეთის ორ სვეტზეა). ავტ. ი. კიმიცანიძე.
აწერილია სოფ. ჭყვიში:
„წარსულ თვეში სოფ. ჭყვიშში ცხენები მოჰპარეს ორს გლეხს: მ-ძეს და ბ-ძეს. იქვე მიუხდნენ ადგილობრივ მღვდელს კ-ს და, მართალია, წაღებით არაფერი წაუღიათ, რადგან ადრე გაუგეს, მაგრამ მთელი სახლობა დააწიოკეს.
სოფ. შვამთას ერთ გლეხს ცხენი მოჰპარეს, პატრონი ცხენის მომპარავს უკან დაედევნა, იცნო კიდევაც, ვინც იყო, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან თვითონ ხელში არაფერი სჭეროდა, ქურდი კი თავიდან ფეხებამდის შეიარაღებული იყო. მეორე დღეს ბევრი იხტუნა საწყალმა ცხენის პატრონმა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ქურდის მნახველი იმის მეტი არავინ აღმოჩნდა.
ამ ბოლო დროს, ქურდობის გარდა, კაცის დაჭრა და მკვლელობაც ხშირია ჩვენში. არის სამიკიტნო-დუქანი ს. ტობანიერში, აქ მუდამ ქეიფია და სხვ.“

გადათვ. №137-მდე.

*
Москва. Гослитиздат. Головенченко. Рябинина.
В сорок четвертом году с Галактионом Табидзе был заключен договор - 8389 на издание избранных сочинений. Президиум просит ускорить его издание. Мы заинтересованы, чтобы книга народного поэта [гр.] Табидзе появилась на русском языке в хороших переводах, оформлением. Ждем ответа.
11/V-48
Симон Чиковани

*
1933. ლიტერატურული საქართველო. ერ. ასტვაცატუროვი „მოწინავე საბჭოთა მწერალი“.
1940. ერ. ასტვაცატუროვი „ლიტერატურული ნარკვევები“ (წერილი გ. ტაბიძეზე). ტფილისში. განათლების სამინისტროს მეთოდ-კაბინეტი.
გაზ. „მევენახე“- 36 წ., გურჯაანი.

Кэто и Коте.
1908. 1909. 1910. 1908 год.
Москва. მოსკვა.

*
რაც გავიცანით
ჩვენ ერთმანეთი -
[სადილი მიზის]
დღე ჯდება ათას
ასი მანეთი.

*
ჩაი.
ზოგს ჩაის ვარდი,
ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრო მკედით
მონაქსოვარი,
სურათი რამე,
კარგზე მგლოვარი -
ყველას რაიმე
აქვს სახსოვარი.

В прод. ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

*
Это будет последний и решительный бой.

На совещании, на совещании, на совещании, на совещании.

*
შალვა შარაშიძე რად
იჯდა თავში.

*
ასტვაცატუროვი. გრიშაშვილი.
ლეონიძე. ნონეშვილი.

1. გადიდება სურათისა (წარწერით).
2. „ემანქანესთან - ასლი მწერალთა კავშ.“
3. პ. შარიას წიგნი.
4. „რუმიანცევკაში“ - „Избранные Стихотворения“ (ხვალ).

მწერალთა კავშირში:
1. ცდა, რომ პოემები ცალკე გამოვიდეს.
Литфондом.

*
ნუ იქნება შოვინისტი,
ის მწამლავი შხამია.

*
აკაკი სირაძესთან.
ჯაფარიძის ქ. „Товарищ“. 1908.
სავაჭრო სამინისტრო. საკონტროლო განყოფილება.
გენადი მიხელიძე 22 (ერთ კვირაში).
დ. თურდოსპირელი - ნორიოს ქუჩა 17. ვასასის - 22 (ერთ კვირაშიო „პირველი ტალღა“).

„ესა და ეს პოეტი ლირიკის ვიწრო ფარგლებს შორდება და  ეხლა პოემების წერაც ეხერხება“. მარიჯანი.

Головенченко Феодор Михайлович. Деев Аркадий Дмитриевич. Рябинина Александра Петровна.
2,346.