შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-511-3 - 1947 წელი


გალაკტიონ [ტაბიძე] საქართველოს სახალხო პოეტი.
ვბეჭდავ ჩემი ნაწერების IV ტომს და ვამზადებ მე-V, VII ტომებს.
ამ წიგნებით დამთავრდება მეცხრე პერიოდი ჩემი [ლიტერატურული] შემოქმედებითი მუშაობისა (პირველი - 1903-1908 წ., მეორე – 1908-1913, მესამე - 1913-1918, მეოთხე - 1923-1928, მეექვსე - 1928-1933, მეშვიდე – 1933-1938, მერვე - 1938-1943, მეცხრე - 1943-1947). 1948 წელს [არის] სრულდება 40 წელი ჩემი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლიდან.
ყოველივე ეს მოითხოვს შეჯამებას.