შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-165 - 1945 წელი


2 აპრილი.
Комиссия. Понедельник, среда, пятница.
Гаврил Сергеевич Пондоев.
Элизавета Еремеевна Харадзе.
ბარნოვი 102. გიორგი ლეჟავა.

1. „მრავალ ახალ წელს“ (კომ.).
2. „დგება ახალი წელი“ (ლიტ. და ხელ.).
3. წერილი „კომ.“.

[2 იანვარი.]
1. სახელგამი, წიგნი მალე გამოვა. 2. საბლიტგამი - გასაკეთები. 3. უცნობლობა "Заря". 4. უცნობლობა მოსკოვისა. 5. იდეა!!!

* * *
აკადემიის კედლებთან
მოვიტანე მატყლი.
ვურჩევ აკადემიკოსებს,
მატყლი მე და მათ...

[3 იანვარი].
ემუხვარი ვარ აფხაზი,
ღორი მომგვარეს ორიო.
ჩლიქები მუსხელიშვილსა
და მე კი თვითონ ღორიო.

[4 იანვარი].
ადამიანი ოდეს ცამდის აიდგამს კიბეს.
„იმერელი ჭაში“.

*
სხვა შემოდგომა არ სჩანს
ამ შემოდგომის სწორი.
შლის ოქრომკედის ფარჩას
ზღვის ჰორიზონტი შორი.
ველად ყიჟინა მოდეს,
თივა ცელებით სთიბეს:
ადამიანი ოდეს
ცამდის აიდგამს კიბეს.
სულ მაღლა-მაღლა სვლაა
მტევნის შავის და წითლის,
განუწყვეტელი თვლაა (ცლაა)
მაღლით დაშვებულ გიდლის.
გული როგორ არ თრთოდეს,
დღეს არ ხარობდეს მწიფეს -
ადამიანი ოდეს
ცამდის აიდგამს კიბეს.
1 აპრილი, 1945

[7 იანვარი].
პირობამ კაცს ცოლი წაართვა. ვენერა.
დ. ჩხეიძე - 57 წლისაა. გიორგი (ძმა) 59 წლ. 1945 - 59 = 1886.
ექ. წინამძღვრიშვილი. კლ. ცეტკინა (დილ. 9-11. ვორონცოვთან).

[8 იანვარი].
ჭონი - ქუდების ოსტატი.
კუკიის სასაფლაოზე ყოფილა ქართ. არტისტების „პანთეონი“. ასიკო „სმის დროს ერთ ლუკმა პურს არ შესჭამდა“, „ლოთობამ სულ დასძლია“.
„საშინელი ხურვება“ - Белая горячка.

[1848 წ. - დაიბადა მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი]. გარდაიცვალა 1893 წ. 22 დეკემბერს.

[9 იანვარი].
„ეშაკ ბილჲურსან, ხურმა ნაჲსტერსან“.
„ვირმა რა იცის, ხურმა რა ხილია“.
(ვანო გაჩეჩილაძე შერმანის შენიშვნაზე, რომ ნიორი როგორ იჭმებაო).

[10-11 იანვარი].
სამოცდაათიან - ოთხმოციან წლებში ხალხში უკვე მომწიფდა მუდმივი დასის დაარსების სურვილი. „დროების“ მოწოდებას თანხის შეგროვების შესახებ გვიან გამოეხმაურნენ. აღმოჩნდა ვინმე მაიორი იოსელიანი („ყარა-მაიორად“ წოდებული), რომელმაც ქართული თეატრის სასარგებლოდ 300 თუმანი შესწირა. „დროება“ სწერდა: „ეს პირველი მაგალითია, რომ ქართველ კაცს ამდენი შეეწიროს რომელიმე საზოგადო საქმისთვისო“ (1879, №34). ამ შემოწირულებით თეატრის საქმე თითქოს სასწრაფოდ გაჩაღდა. დაარსდა კომიტეტი და საჯარო კრების მოსაწვევად დაიგზავნა ილია ჭავჭავაძის ხელმოწერილი ქაღალდები. დაარსდა მუდმივი დასი. ქართულმა მუდმივმა დასმა სეზონი გახსნა 1879 წ. 5 სეკტ., ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი და რა ვპოვე“. ეს არის ოფიციალური თარიღი. ამის შემდეგ გაჰქრა „ქართველი სცენისმოყვარე“ და მოთამაშეს „ქართველი მსახიობი“ ეწოდა.
ასეთივე იყო ვანო იოსელიანი. მან მისცა დიდი თანხა ხომლელს ჟურნალის გამოსაცემად.

[18 იანვარი].
გიგო ზაზიაშვილი. პორტ.

[19 იანვარი].
1. გადავეცი „კომუნისტს“ ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი.
2. სიონში წყალკურთხევა იყო.
3. თედორე: კომუნისტთან შეხ.
4. შეხვედრები: კ. დ. მ. ბ. აკადემია დ. დ. დ.
სახელგამი - იბეჭდება <...>.

[21 იანვარი].
1. ზრდილნი არიან იმერნი მარად.
2. იმერნი მარად ზრდილნი არიან.
3. ზრდილნი არიან მარად იმერნი.
4. მარად არიან იმერნი ზრდილნი.

ვითარ იმერნი არიან ზრდილნი.
ზრდილნი არიან იმერნი მარად.

ზრდილნი არიან იმერნი სახელგანთქმულნი. 21 იანვ.

[23 იანვარი].
Алексей Толстой „Четверть века Советской литературы“ („Новый мир“, №11-12, стр. 217, 1942 г.).
ვანო შადური „პეტერ. და ქართ. კულტურა“. 1942 (?).

[25 იანვარი].
ცა როგორ გადავუხურო
ამ არემარეს, ციცინო,
ქვეყანას უნდა უყურო,
თან იცინო და იცინო.

[26 იანვარი].
„Гамарджвеба“. Стихи грузинских поэтов. „Советский писатель“. 1944. ჩემი ლექსია.

[27 იანვარი].
(ვანო გაჩეჩილაძის თეორიის წინააღმდეგ).
„Юль – маковка лета (середина). 12 декабря – встретятся зима и лето“ (რუსი დამლაგებლის სიტყვა 23 მარტს. საავადმყოფო).

[28 იანვარი].
კლიშეები:
1. წიგნები ყველა ერთად. 2. ცალკე: I წ. (1914), II - „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“, ეხლანდელი ომი. 3. აკაკი და გალაკტიონი.

[29 იანვარი].
„არ იქნება მზიანი დღე გამოვიდეს და ქარი თან არ ამოჰყვეს“. ლეჩკომბინატის შვეიცარი. 23 მარტი, 1945 წ.

*
„პრავდა“ მთხოვს ხელახლა იმავე ლექსს.
„პრავდა“ ხელახლა მთხოვდა ლექსს.. ის პირველ ტელეგრაფს გადაუციათ დამახინჯებულად და დაბეჭდვა ვერ გაუბედიათ (ვანო შადური).
Отдать концы (морской).

[3 თებერვალი].
1. უფრო სწრაფად მიდის დიდი წიგნის ბეჭდვა.
2. მწერალთა კავშირში მოწონებულ იქნა ცაგარელის თარგმანები. წინადადება მივეცით დაემატებია.
3. „ზარია“-ს გადაეცა წიგნი.
4. „Новый мир“ მოითხოვს ლექსებს.    

[4 თებერვალი].
გამოქვეყნდა ქრონიკა აფხაზეთის წიგნის (ლიტ. გაზ.).
ქრონიკა აკაკის საღამო „ლიტ. ი ისკ.“

[5 თებერვალი].
გადავიკითხე „სიბრძნე სიცრუის“ წიგნი. ექიმი მიყვება თავის მწუხარე თავგადასავალს. 21 მარტი. საავადმყოფო.

[10 თებერვალი].
ქრონიკაში: 1. Заря. 2. კომუნისტი. 3. ლიტ. და ხელოვ. (აკაკის).
„Лит газета“. წიგნი აფხაზეთის შესახებ.

[14 თებერვალი].
Союз худ. - 62-64.

I
საქართველოს დიდ პოეტო
გალაქტიონ ტაბიძე,
რომ წამომცდეს ცუდი ლექსი,
მირჩევნია გავიქცე.
        
II
გაგიმარჯოს, მთელი ქვეყნის
დიდებულო გამრიგე,
გაგიმარჯოს, კარგ მწერალო
გალაქტიონ ტაბიძე.
ანდრო გალაქტიონის ძე მშვილდაძე (ობჩელი)

[ამ სარდაფში ჩამობრძანდით, ჩამოყევით თეთრწვერას].
სოფ. ობჩელი. მაიაკოვსკის რაიონიდგან. პლეხანოვის ქ. №189.

[16 თებერვალი].
„ლიტგაზეტა“ - 10 თებერვლის. სწერს მაშ. 14 თებერვალს აკაკის შესახებ.

[20 თებერვალი].
ტელ. აბაშელს, ახალაძეს, იამანიძეს - 39-21, ნესტორ გიორგაძეს, ლავრ. კალანდაძეს, დას. განმანათლებელს.

[21 თებერვალი].
საავადმყოფოში:
1. ელექტრ. პლიტა, 2. წინდები, 3. სკუპია, 4. ქინძისთავები, 5. კარანდაში, სათლ., 6. ოდეკოლონი, 7. კვერცხი, 8. ქაღალდები, 9. მაწონი, 10. რძე, 11. კარაქი, 12. ვაშლი (ვინ), 13. პიმპილი, 14. ნიორი, 15. ხახვი, 16. კონსერვები, 17. ყველი, 18. შაქარი, 19. თუთუნი, 20. პაპ. ქაღ. 21. საპონი, 22. კბილის ჩოთქი, 23. პარაშოკი, 24. რამე კასტ. მსგავსი, 25. ჩვარი, 26. ცხვირსახოცი, 27. სპიჩკები, 28. ნამცხვარი, ძმარი, ბამბა, ქაღალდების ორი დიდი პარკი.

[22 თებერვალი].
რესპუბლიკანური პოლიკლინიკა და საავადმყოფო - სპეცსანიტ. - სამკურნ. სამმართველოსი (მარის ქ. №5. ტელ. 3-13-64).
Правила внутреннего распорядка, обязательные для стационарных больных:
1. В палатах больницы должна соблюдаться полная чистота и порядок, а также должны бережно относиться к больничному инвентарю. 2. Хранение съестных припасов на прикроватных столиках воспрещается. 3. Курение в палатах ходячим больным строго воспрещается. 4. Воспрещается хождение больных и ухаживающего персонала по палатам, буфетам, а также, из одного отделения в другое. 5. Больные обязаны строго придерживаться существующего больничного режима, а потому необходимо: А. С 8 до 9 ч. утра измерять температуру и производить прием лекарств. Б. С 9-10 ч. завтрак. В. С 10-12 обход врачей. Г. С 12-2 ч. прием процедур. Д. С 1-21/2 обход консульт. и разд. лекарств. Е. С 2 ч. 30 м. до 3 ч. 30 минут обед. Ж. С 5 часов до 6 ч. больные отдыхают в палатах с соблюдением в этот период полнейшей тишины. З. С 6 ч. измерение температуры. И. С 8 ч. веч. ужин. К. С 8 до 10 ч. прием лечебн. процедур. Л. С 11 ч. сон; в это-же время гасится свет в палатах и выключается радио.
Главврач больницы Кереселидзе

[26 თებერვალი].
დ. ქუთათელაძემ დასწერა „სახელგამს - გამცხადება“.
აკადემიაში: მოსაწვევი „ბილეთი“.

[15 მარტი].
О Кутузове говорили: хитрая лиса: что думает голова, поддерживает рука, чтобы не узнала подушка.
Мысль строится пирамидой. Основание: бесконечное количество фактов беспощадной борьбы. Вереница выводов.

[17 მარტი].
ტემპერატ. 27 მარტიდან (იხ. 27 მარტი):
27/III. 36,4 - 36,9. 28/III. 36,3 - 37,2. 29/III. 36,7 - 36,8. 30/III. 36,8 - 36,8. 31/III. 36,7 - 37,4. 1/IV. 36,6 - 36,8. 2/IV. 36,3 - 36,8. 3/IV. 36,6 - 37,0. 4/IV. 36,2 - 36,8. 5/IV. 36,7 - 37,2. 6/IV. 37,2 - 37,0. 7/IV. 37,0 - 36,8. 8/IV. 36,6 - 36,8. 9/IV. 36,5 - 36,6. 10/IV. 36,6 - 37,0. 11/IV. 36,8 - 37,0. 12/IV. 36,8 - 37,0. 13/IV. 36,5 - 36,9. 14/IV. 36,8 - 36,9. 15/IV. 36,3 - 37,1. 16/IV. 36,6 - 37,3. 17/IV. 36,6 - 36,1. 18/IV. 36,4 - 36,7. 19/IV. 36,4 - 36,7. 20/IV. 36,6 - 36,6. 21/IV. 36,6 - 36,6. 22/IV. 36,6 - 36,8. 23/IV. 36,4 - 39,2. 24/IV. 36,6.

[18 მარტი].
ყურებში ხმაურობა მესმოდა: შუმანი, ბეთხოვენი, ჭიანური, როიალი - სულ ერთად იყვენ არეულნი! ხან კი თითქო - კოღო დამწივოდა ყურთან. როდესაც ყოველივე ეს ვუთხარი ექ. პონდოევს, მან თვალები ფართოდ გააღო გაოცებისაგან და მის სახეზე წავიკითხე: შეშლილაო საწყალი გალაკტიონიო.

[19 მარტი].
აქედან სწორი ქრონ.
დავწევი საავადმყოფოში (სამკურნალო კომბინატი), ოთ. №7. მექიმობენ - ხარაძის ქალი და პონდოევი.

[20 მარტი].
იყო ფრანგულიანი.
ვანო გაჩეჩილაძე - მოხვდა მე-2 სართულში ქალთან - შეცდომით იმავე 6 ნომერში, როგორიცაა 6 № ჩვენს სართულში. ბევრი გვიცინია.
შერმანი (პატე. - ჟურნალი). ჩავაბარე პურისა და შაქრის ბარათები.

[21 მარტი].
გადაუღებლად თოვს. ოთახები არ თბება. სულიერი განწყობილება მძიმეა. მცივა. თან სურდო. აბაზანები არ არის, საზრდოობა ყოვლად საცოდავია: დილას და საღამოს ჩაი. სადილად სუფი და კიდევ რამე. ცხიმი მათში სულ არ არის. უბედურებაა პირდაპირ.

[22 მარტი].
Весеннее солнцестояние.
დღეიდან ღამე დაიკლებს და დღე იმატებს.
თოვლი გადნა - მზიანი დღეა. მოვიდა ნინა, მომიტანა ლობიო, მჭადი, ახალი ხახვი, და „ვეფხის ტყაოსანი“. მიამბო, რომ ჩატარდა საღამო „ქართული პოეზია სამამ. ომის პერიოდში“. დ. ბენაშვილი. უქიათ „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“.

[23 მარტი].
1. იყო პონდოევი. ექიმი ქალი კი არა.
2. [იყო ნინა და კალისტრატე. მომიტანეს ერთი ხორცის ნაჭერი და ერთი რამდენიმე ღEერი პაპიროსი. კარგი მომვლელი კი მყავს. მე მეტს ველოდი (იხ. 20 და 21 მარტი). სულ მიცემული კი მაქვს 600 მანეთი].
3. როცა ლექსზე ვმუშაობდი, შემოვიდა მარუსა და აღარ წავიდა.
4. საღამოთი ელექტრონი გადაიწვა და დავრჩი სიბნელეში. საერთოდ კოშმარების დღეა (იმდენი მატყლით 1 წინდა).

[24 მარტი].
1. ჩვენს ბაღში დღეს აჭიკჭიკდა გაზაფხულის პირველი მერცხალი. იყო დილის 7 საათი. მზიანი დღე გამოვიდა.
2. „В Электрокабинет. Д’арсенвалов общий больному Табидзе“. Др. Харадзе. 24-III-45".
3. „Повышенное давление крови“ - უმთავრესად უნდა ვიწვე.
აღარ მახველებს. ხელებიც აღარ მიკანკალებს. უნდა ვიწვე  ჰორიზონტალურად.

[25 მარტი].
მოვიდა ნუნუ. მოიტანა რამე-რუმე (ყველი, ძმარი და სხვ.). მიემგზავრება მალე კაუნასში, ესტონეთს.
გადავიკითხე მოპასანის 25 მოთხრობა.
ამუშავდა რადიო, შეაკეთეს ელეკტრონი.
ნადია მიქელაძემ მომიტანა ტორტი, უზარმაზარი.
დიასახლისი - ვერ არის კარგი ქალი. ის მეტ ყურადღებას აქცევს რუსებს და იბრაილებს. მიკერძოება სცოდნია წვრილმანი.

[26 მარტი].
პონდოევმა გამსინჯა. სთქვა: სისხლი უნდა გავუშვათო. არ მეშინია.
ნინამ მომიტანა ელეკტრო „პლიტა“, რომელმაც აქ სენსაცია გამოიწვია. გავათბე ცოტათი ოთახი.
ჩემს ოთახში სხვისი ჩასახლებაც სურთ. ეს არ ივარგებს.

[27 მარტი].
ტემპერატურა:
19/III. 36,8. 20/III. 36,7 - 37,3. 21/III. 36,8 - 37,4. 22/III. 37,1 - 36,8. 23/III. 36,8 - 36,6. 24/III. 36,8 - 37,0. 25/III. 36,7 - 37,0. 26/III. 37,2 - 37,3.
ექიმი ამბობს (ხარაძე), რომ არ დავეთანხმე პონდოევსო. არც ისეთი დიდი სისხლის წნევა გაქვსო.
ლისაგორსკაია - კაკაო...
მივიღე დ’არსენვალი.
დავიწყე ლექსი მეთევზეები.
კბილები პირველად სამი წლის მერე.
მაწუხებს რაღაც მუწუკები.
დ’არსონვალ - ექიმის გვარია. სოლ-ლБქს.

[28 მარტი].
იყო ნინა. მოიტანა იები, თუთუნი, სურსათი, აბრეშუმის ცხვირსახოცი.
მივიღე დ’არსენვალი მეოთხე.
აიღეს გდინია.
ნინასა და ჩემს ექიმს შორის რაღაც უსიამოვნო შელაპარაკება მომხდარა.
ექიმმა საღამოს სთქვა, რომ ნინა თვითონ საექიმო არისო.

[29 მარტი].
მივიღე მეექვსე პროცედურა.
გამშინჯეს რენტგენზე: მიოკარდიტი და ამისაგან სხვ.
მოვიდა ნინა. მოიტანა თუთუნი, პური, ხორცი, ლობიო. დამაბანინა თავი და ფეხები. ნერვიულად ლაპარაკობს ექიმ ქალზე. მამტყუნებს რაღაცაში. აქ ლისაგორსკაიამაც გამიჭივრა საქმე.

[30 მარტი].
მეშვიდე პროცედურა. იყო პონდოევი, ხარაძე.
დავწერე ლექსი „მერცხალი“ (იმ მერცხალზე, ჩვენს ბაღში, 24/III).
ჩემთან სანახავად შემოვიდა საავადმყოფოს გამგე - კერესელიძე - ჩემს ბავშებს უნდათ თქვენი ნახვაო.
ჩვენს ბაღში დავინახე გაზაფხულის პირველი პეპელა. თეთრი პეპელა. ზამთარმა დაგვაგდო და იქნებ გაზაფხულმა გვიშველოს. მზიანი, უქარო დღეა.
მივიღე პროცედურა.

[31 მარტი].
ჩვენს საავადმყოფოში მესამე სართულიდან გადავარდა ავადმყოფი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარი და ერთერთი ინსტიტუტის ლექტორი - ციციშვილი. კუჭში კიბო ჰქონია. ციციშვილი ვერ გადარჩებოდა, რომ ხეზე არ ჩამოკიდებულიყო ბაღში, და შემდეგ გინეკოლოგიურში არ გადავარდნილიყო. იქ ორსულ ქალს შიშით ბავში ეყოლა, ციციშვილმა მხოლოდ ხელი მოიტეხა.
ჩვენს საავადმყოფოში გარდაიცვალა ერთი საბჭოთა კავშირის გმირი - ფილტვებში ჰქონია ტყვიის ნატეხი.
დუთუმ მომიტანა წიგნაკები და გავატანე 100 მანეთი კაუნასელისთვის (დღეს მიდის).
იყო ექიმი, გავიკეთე კანის წამალი, ოდნავ მომეფონა.
იყო საავადმყოფოს გამგე, მოიყვანა თავისი სამი ბავში.
იყო დ. ჩხეიძე. მოხევე გაეწერა. დაგვემშვიდობა.
მივიღე მე-7 პროცედურა...
აიღეს დანციგი.

გეგმა აპრილის:
უნდა დაიწეროს პოემის არა ნაკლებ 800 სტრიქონისა - 22 აპრილამდე.
მთავარი ყურადღება ჯანმრთელობას, საზრდოობას.
არასგზით არ შეიძლება გადახრა. ძირს ნიკოტინი! ძირს ღვინო!
პოემის გეგმა 7 აპრილსავე შეიცვალა, 24 აპრილისათვის დაწერილ იქნეს - 1760 სტრ. ამის შესაძლებლობა არის! დღეში არანაკლებ ასი სტრიქონისა.

[1 აპრილი].
ნახვის დღეა, მაგრამ ნინა არ მოვიდა. [მივიღე პროცედურა]. ცივი წყლით დავიზილე ტანი. ეს კარგია. დავწერე ორი ლექსი და განვაგრძობდი პოემას, კარგად მიდის, მოხუცი ანვითარებს იდეებს „გონიერების და ზომიერებისას“. ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვაო, „სდექ“ - ეს არ დამემართებოდაო. რათაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა გავჯანმრთელდე. კარგია დავით ღონიაშვილის ამბები.
აწკარუნაშვილს სოხუმში ჩაუწერია: დიდებულია აჭარის <დედაქალაქი>.
ეს სომეხი ქალი დიდი გაქექილი ვინმე უნდა იყოს. ნეტავი მას, ვისაც ლილი შეხვდება ცოლადო. „ანგელოსია“ - და სხვა, ნამდვილად კი ქაჯია.

[2 აპრილი].
დილის 7 საათზე რადიომ გამოაცხადა, რომ გამოდის სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის რჩეული ნაწერები!
ამის პასუხად დღეიდან ვსწყვეტ თამბაქოს წევას („გულის ჩოჩქოლი“).
მაგრად დავიზილე ტანი ცივი წყლით. ეს კარგია.
მივიღე პროცედურა. იყო ექიმი ქალი. განვაგრძობ პოემის წერას: მოხუცის აღტაცება - „რა მიხარიაო“. ნინა არც დღეს მოვიდა. „მოხუცი“ დიდის ამბით გამოგვემშვიდობა, გაეწერა, წავიდა სახლში.
ჩავაბარე პურისა და შაქრის ბარ.
სალიუტები რაღაც ნაკლებადაა დღეს. სულ არ არის.

[3 აპრილი].
ნინა არც დღეს მოვიდა. არ ვარგა ესეთი საქმე საავადმყოფოში. ალბად, აკად. პაიოკების ბრალია.
იყო ექიმი. დავიზილე ტანი. მივიღე პროცედურა. დაშას ვაყიდვინე პური (აქ პური არ მყოფნის, ნინა კი არ მეშველება).
განვაგრძობ წერას გეგმით. თუთუნი მთელი დღე არ მომიწევია: არც მოვსწევ აწი არასოდეს!
გერმანელები რაღაც საეჭვოდ აბარებენ ქალაქს - ქალაქებზე ინგლისელებს. უკრაინა და ბელორუსია მიწვეულნი არიან სან-ფრანცისკოში.
მოხუცი ქალი ამბობს: როდესაც ჟენევაში ვიყავ სანატორიაში, წერილების მიღება აკრძალული გვქონდაო. არაფერი ისე არ რგებს ადამიანს, როგორც ოჯახურ უსიამოვნებებს მოშორებაო. მართალიცაა.

[4 აპრილი].
ავიწონე: 73 კ. 800 გრ. (4 ფუთი - 10 კილო).
საავადმყოფოდან გაასვენეს უკრაინელი საბჭოთა გმირი. მუზიკა. Взвод. ანდერძი: დამასაფლავეთ სიმფეროპოლში, სადაც საბჭოთა გმირი გავხდიო. გადაასვენებენ ჰაეროთი.
იყო, როგორც იქნა, ნინა. მოიტანა კილო პური, ქილა მაწონი, სამი თუთუნი, რტო ატმის ყვავილებისა. რაღაცა ძალიან უცნაურად იჭერს თავს. თითქო გულმოსულია. ალბად, აკადემიური ულუფა სწყენს. ჩემს ოთახში არ შემოდის, გაურბის დავალებათა ასრულებას.
მივიღე პროცედურა. იყო პონდოევი. მან სთქვა: „ეკზემა“.
წერის გეგმა შესრულებულია.
დაველაპარაკე კალანდაძეს და იამანიძეს (კიდევ საჭიროა).

[7 აპრილი].
ახალი გეგმით! 200 სტრიქონი დღეში.
სისხლის წნევა დღეს: 150 (იყო კი ორასი) - მინიმალური 90. ვაშა! - მივიღე 11 პროცედურა.
დღეს ლენინის ორდენის დაფუძნების 15 წლის თავია (6 აპრ., 1930). ომამდე დაჯილდოვდა 7.250 კაცი. ომის განმავლობაში 35.636 კ. (Среди кавалеров ордена Ленина, Ст-н, Жуков и др.).
სულ 15 წლის განმავლობაში 42.886 კაცი დაჯილდოვდა. ლენინის ორდენის კავალიერი (Тасс).
ნინა არც დღეს მოვიდა. მატყუარა.

[8 აპრილი].
ნინა არ მოვიდა. მატყუებს.
გეგმა პოემის წერის შესრულებულია დღეისათვის. ასე რომ ყოველდღე ვიმუშავო, ორ წელ.ნახევარში (984 დღე) მექნება 196,800 სტრ. გადამრავლებული ორზე - 393,600 სტრიქ. ჰონორარით - 5.904,000 მან. (ვეფხისტყაოსანში არის 1669 ტაეპი, ე. ი. 6676 სტრ.).
თფილისმა ხომ გაზაფხული არ იცისო: ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადავდივართო.
78000, მაგრამ ასე ვინ იმუშავებს?
[1916 კატორღაში გარდაიცვალა მუშა-ბოლშევიკი ზაქრო ჩოდრიშვილი]. მემორ. დაფა.

[9 აპრილი].
დღეს დავსწერე პოემის არა ასი, არამედ 400 სტრიქონი. ეს - რეკორდია ისეთი, რასაც არ მოველოდი.
ნინა დღესაც არ მოვიდა. მღალატობს ის ყოვლად უსინდისო. იცის, რომ ვწვალობ კანის ტკივილით. წამლები უნდა მოეტანა. ჩემზე ახია.
იყვნენ პონდოევი და ხარაძე.
პროცედურა არ მიმიღია, რადგან არ იყო ელექტრონი.
[1821 - დაიბადა ფრანგი პოეტი - შარლ ბოდლერი (გარდ. 1867)]. 46 წლისა ბოდლერი გარდაიცვალა.

[10 აპრილი].
დაბანა საღამოთი. იყო ნინა. მოიტანა ლობიო, მჭადი და წამალი (კანისათვის).
დავწერე 200 სტრიქონი, მივიღე პროცედურა. იყო ხარაძე, პონდოევი. ნინა არ ამხელს ამდენხანს თავის დაკარგვის მიზეზს: რაღაც ძლიერ უცნაურად იჭერს თავს: სხვათა შორის, მირჩია, რომ აკადემიკოსი ვარ და ფული არ უნდა ვიანგარიშო, აგრეთვე მირჩია, რომ მუშაობა დამღლის და ნუ ვწერ. 19-დან მე მას მივეცი 750 მან. მე მხოლოდ 250 დავხარჯე.
თავის სულელურ ლექსებში ის ხშირად სწერს: შენ მტერი ხარ.

[11 აპრილი].
გვრიტიშვილმა მომიტანა თავისი წიგნი - აკადემიის გამოცემა. შერმანმა თავისი თარგმანი. მივიღე აკადემიიდან ჯამაგირი და 200 მან. მივეცი ნინას. როგორც იქნა, ვიბანე და წამალიც ვიხმარე. დირექტორმა გამომიგზავნა ქაღალდები. ნინამ მომიტანა წიგნები, მაგრამ - კიდევ დააქცია წამალი.
მოხუცი ქალი მარიამ მელიქის ასული ზავარიანი გამოგვესალმა ძალიან გრძნობიერად.

[12 აპრილი].
ნინამ იყოჩაღა: დამაბანინა ტანი. დამიტოვა კვერცხები, ყველი, ტარანი და სხვ. უმთავრესია დიდი მარაგი შაქრისა. წიგნებში აღმოჩნდა მისი ლექსები, სადაც ის თავისთავს მკვლელს უწოდებს: „27 წლის ვაჟკაცის მე უმეცარი მკვლელი ვარ... სულს არ ასვენებს... თუ „ტანტალს“ გადავლევივარ“ (11. IV. 43). მეორეში მედეაზეა (ალბად, შურისმაძიებელზე) ლაპარაკი: „ვიყავი, გნახე და მტრად დაგსახე - მედეისაგან გზა დავისახე“. კარგი ამბავია!

[13 აპრილი].
გარდაიცვალა რუზველტი, ჩვენებმა აიღეს ვენა. ჩამოუყვანიათ ეფთვიმე თაყაიშვილი. საღამო - სალიტ. საღამო. უკანასკნელი სიტყვები ჯავახიშვილისა იყოო „საჭ...“ (საჭიროა?) და დაეცაო - ჰყვება გვრიტიშვილი.

[14 აპრილი].
წონა 37.200. იყო ხარაძე და ფრანგულიანი. ფრანგულიანმა მითხრა, სტუმრები უნდა გეწვიონო, კარგი დღეა. პროცედურა.
იყო უშანგი ჩხეიძე. მომიტანა ხაჭაპური. დიდხანს ვისაუბრეთ. საღამოთი ვკითხულობდი აკაკი წერეთელს: როგორ დაგვშორდა!
ტანზე ერთი ადგილიდან მეორეზე გადინაცვლა მუწუკმა. რა უნდა იყოს?
რუზველტი გარდაიცვალა იმ წამში, როდესაც მას მხატვარი ხატავდა. მეორე დღეს (13 აპრ.) მას სიტყვა უნდა წარმოეთქვა რადიოთი: „რომ თანამედროვე ომი ყველაზე უფრო მხეცური ომია, რაც კი ისტორიას ახსოვსო“. მაიაკოვსკის დღეები უფერულად ტარდება!

[15 აპრილი].
იყო გიორგი. მოიტანა გულისგამგმირავი ამბავი: ვანო იოსელიანი გარდაიცვალაო. სამი დღის წინადო.
მოვიდა ნინა. მოიტანა იები, პური, დანაყილი ნიგოზი და შემწვარი თევზი. აგრეთვე გუდით ტყუილები. თავს ისევ ისე უცნაურად იჭერს. მიბღვერის რაღაცას, თითქო მისი რაიმე მმართებდეს. თავისთავზე სთქვა: მამაჩემი „ქვახვრეტიას“ მეძახდაო თვალების გამოო. „შარა-ხვეტია?“
გეგმისთვის: მზადაა - 1.400 სტრ. დამრჩ. 360.
- ფული გაქვს-მეთქი? - თვითონვე ფულები არ ვარო! - სთქვა ნინამ.
[1765 - გარდაიცვალა დიდი რუსი მეცნიერი და პოეტი მ. ვ. ლომონოსოვი]. იყო საღამო.

[16 აპრილი].
მეტად მოღრუბლული დღეა. დ’არსენვალის შემდეგ ჯაყელი ჰყვებოდა ახალ ამბებს - რომელიც უმთავრესად სან-ფრანცისკოს ეხებოდა. მე კი მთელი დღე ვფიქრობდი საწყალ ვანო იოსელიანზე. კარგი იქნება მასზე წიგნი დაიწეროს, ის იყო უფრო ნათელი გამოსახულება თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების.
კანზე მუწუკები მაწუხებს.
მივუმატე პოემას 0 სტრ. 100 სტრ.
ხელახლა გადავიკითხე ცაგარელი. რას მიედ-მოედება გრიშაშვილი?
რა უნდა ტფილისში ბულბულს? დღეს საღამოთი, ჩვენს ბაღში ბულბული სტვენდა. ნამდვილი ბულბული! საერთოდ საოცარი დღეა!

[17 აპრილი].
მოდის დიდი თოვლი. გეგონება, შუა ზამთარიაო... რა ამბავია? ფრანგულამა და გამგის თან. ქალმა „უი-უი“ - შეჰქნეს ჩემს „პლიტკის“ გამო. იყო ხარაძე. ისაუბრა ამერიკაზე. ისევ მაწუხებს მუწუკები კანზე. რა უნდა იყოს? ჩაი მოიტანეს დილის 12 საათზე. ეს არასდროს არ ყოფილაო.
მივუმატე პოემას 100 სტრ.
დღეს ექვს საათზე მარხავენ იოსელიანს. ამიდი მოღრუბლულია.
გამომაყარა მუწუკები მარჯვენაზე და ტუჩზე შიგნიდან. რა ამბავია? მე მგონია, არაფერი.

[18 აპრილი].
- იყვნენ ექიმები. საღამოთი მოვისმინეთ პეტროსიანის ლექცია „თანამედროვე პოლიტ.“ და სხვ. სუსტი იყო. მკლავს მუწუკები. სხვა მხრით ყველაფერი თითქოს რიგზეა. მივუმატე პოემას 100 სტრიქონი (გეგმა უნდა შევასრულო გარდამეტებით). მოუყვანიათ ა. ყანჩელი. ვიყავი ჩვენს ბაღში თევზებიან აუზთან. „Правда“-ში ალექსანდროვის წერილია ერენბურგის წინააღმდეგ.

[23 აპრილი].
ვურეკავდი 3-18-23 (გელოვანი). გიორგი მოსკოვშია. თარგმანები მოსწონებიათ. იმედოვნებს, რომ სტალინის პრემიასთან დაკავშირებით ჩემი გონორარი გადიდდება. ღმერთმა ჰქნას. აბაშელი კიდევ ავადაა. იყო ნინა, მოიტანა ხაჭაპურები, რის შემდეგ მუცელი მტკივა. ერთ ხაჭაპურში რაღაც ხიწვები იყო. კარგი იყო ლობიო, წვანილი.
ბერლინის ამბებია...
[1889 - დაიბადა პოეტი ი. გრიშაშვილი]. (ეს თუ არ აღინიშნა, ისე როგორ იქნება, გაიბუტება).
 
[24 აპრილი].
პოემის გეგმა შესრულებულია გადამეტებით. დღეს უნდა მქონოდა 1760 სტრიქ. მაქვს - 2.500 სტრიქონი. იყო ნინა, მოიტანა პური და სხვ. ბერლინში შევიდნენ. პოემას დღეს მივუმატე 100 სტრ.
ამიერიდან მრჩება ერთად-ერთი მეგობარი - „წიგნი“.
ხვალ სან-ფრანცისკოა...

[29 აპრილი].
გავეწერე საავადმყოფოდან. სახლში დამხვდა არეულობა. დავიწყოთ ხელახლად!

*
რომელიც გადმოვარდა - Иван Георгиевич Цицишв…
„Заря“. Отд. Литер. и искусство. 3-16-27. შ. დავითაშვილი, არა აბაშელი.
გ. მებუკე - აკაკი და გ.
ვანო შადური - „პეტერბურგი და ქართული კულტურა“. „მნათობი“ (1943(?) წ.) ჩემ შესახებ (შეიძლება თუ არა აღდგენა, რა იყო რადიოში?).
ფედია. 6 თვის.

[24 მაისი].
ვერიკო ანჯაფარიძეს თავის იუბილეიზე შესანიშნავად წაუკითხავს ჩემი ლექსი „გამარჯვება“. აუდიტორია აღტაცებაში მოუყვანია.
გენძეხაძე - რომელსაც შეუძლია „პოდსტროჩნიკების“ გაკეთება.

[26 მაისი].
გახსოვს წინად, შარშან წინ, როგორც თავის ლელოზე
შავ ფრთებს თვითმფრინავები შლიდენ საქართველოზე?

[28 მაისი].
ფედერაციის ქ. №26. ალ. წიკლაური.
იმ ჯაგების.
შ. რადიანის. ლირიკა. 8-10 გვ. სამ. ომი. 15 - ბოლომდის.

[30 მაისი].
11 საათზე გაბესკირია, შ. ბუაჩიძე, ალ. წიკლაური. 71-66 - გაბესკირია. ბუკია დგება. სადღეგრძელო.

[31 მაისი].
დილით დ. არაყიშვილი. საღამოს 6 საათზე საჯარო ბიბლიოთეკა.
ამირანთან გუნდი არის, სოლო არის.
დ. კაშმაძე.

[4 ივნისი].
ქ-ნ მ. რამიშვილთან.

[9 ივნისი].
15 დღეა.
3-79-76 - შალვა. ბუაჩიძე.
იქვე იყო შალიკო კაშმაძე. იქვეა ლორთქიფანიძე, გაბეს. იქვეა.

ბინის - 82-16. გრიგორაშვილი.
გადატანილია 17 მაისისთვის გალაქტიონისადმი მიძღვნილი ლიტ. მუს. გადაცემა.
ამირან გაბესკირია

[12 ივნისი].
შევიძინე მუდმივი კალამი.
გ. ტაბიძე

[14 ივნისი].
1. საქალაქთაშორისო ტელეფ. 1. Гослитиздат. 2. Советский писатель.
2. გადაბეჭდვა მანქანაზე.
3. ფოტოების მიბარება გასაკეთ.
4. კავშირი სოლომონ იორდანაშვილთან (მონახვა ა. წერეთლის პლაკატის).
5. უკანასკნელი დღე მოლაპარაკებისა ფილარმონიასთან და „Д. К. А.“-სთან.

[16 ივნისი].
დილის 9 საათზე ცახელის ქალიშვილ.

[17 ივნისი].
გალაკტიონისადმი მიძღვნილი ლიტ. მუს. გადაცემა.
ამირანი
გრიგორაშვილი. ელსნერი. Агабегов.

[22 ივნისი].
აკადემია.
1. ლირიკის თეატრი. 2. Лирический театр.
ფილარმონია.

[24 ივნისი].
Д. К. А.
სამხ. აკადემიის ენტუზიასტები: ტარიელ ვარდაძე, ეთერი ანდრონიკაშვილი.
შენახული იქნება აფიშები, მოსაწვევი ბარათები და სხვ.

[25 ივნისი].
საღამო სამხატვრო აკადემიაში.

[26 ივნისი].
ვინ არის ეს ტატიშვილი?
შერმანი. ივნევი.

[30 ივნისი].
Д. К. А. 100 ლექსი.

* * *
და დაწყებული ჟურნალ „მნათობით“
კვლავ მიყოლებით - შავად დარება,
საღამოები ორშაბათობით
როგორც მუდმივი მგლოვიარება.

მაგრამ „მნათობი“ ისევ ინათებს
შემოჭედილი ვერცხლით, ოქროთი...

[1 ივლისი].
გალაკტიონ ტაბიძის საღამო მწერალთა კავშირში.

[2 ივლისი].
მწერალთა კავშირში საღამო: 1. კ. სანაძე, 2. შ.კაშმაძე?

[7 ივლისი].
Д. К. Армии...
По пригласительным билетам. 100 листов.

[8 ივლისი].
რადიო.