შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-608-7 - 1944 წელი


ეს ახალი მატარებელი - მატარებელი, დიდი იდეიის სიახლისადმი, სისწრაფისადმი, საერთოდ კულტურისადმი.
მისი ეს არდამღალველი სისწრაფე - მისწრაფებაა ჩვენი ხალხის ენერგიისა და წინსვლის.
ეს ახალი მატარებელი. ეს ვაგონი.
[აი,] ვაგონი №10. არ შემიძლია, დიდი მადლობის გრძნობით არ აღვნიშნო იშვიათი მომსახურება, სანიმუშო სისუფთავე. ჩვენი შავი ზღვის ნაპირებიდან ტფილისამდე ვმოგზაურობდით მშვიდობის გრძნობით.
გისურვებთ, ამხანაგებო, კვლავ ერთგულად, ასეთივე წარმატებებით მსახურებოდეთ ხალხს.
1944 წ., 7 ოკტომბერი
გალაკტიონ ტაბიძე
სეფიაშვილს, ბიბილეიშვილს და სხვებს.