შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-161 - 1944 წელი


წარმმართველი.
16/X.44.
„ჩკა“-საგან.

*
ლექსი, დაწერილი პიესის „მზის დაბნელება საქართველოში“ ნახვის გამო:

* * *
გახსოვდეს მარად -
[მრავალ] ყოველ გზის
[მრავალ] ყოველ გვარ
სადღეგრძელოში:
მზის, მშობლიურ მზის,
ნათელ მზის
ამოსვლა საქართველოში.

გახსოვდეს, მეომარი ხარ.
[გახსოვდეს:]
შენთან მოდიან მხარდამხარ
აჩრდილნი მამა-პაპათა.

გახსოვდეს, მეომარი ხარ...
გმირები მხარემ დაბადა -
რომ მათთან ვლიდნენ მხარდამხარ
აჩრდილნი მამა-პაპათა.

ირაკლისა და თამარის
[გახსოვდეს:]
უდიადესი რამ არის,
მკლავის და გულის შედნობა
ფოლადის [შესად.] მიუსადარი..

და ვინმე მესხი მელექსე
სწერდა, უბრძნესად ხმოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი.

*
საკომისიო მაღაზია პუშკინის ქუჩაზე სემინარიის პირდაპირ.
თებერვლიდან პალტო. ვერ გაჰყიდეს. თურმე ფული უნდათ. მე რა ვიცოდი?

*
1. ბაღს ოდეს. 2. აქსოვდეს. 3. არასოდეს. 4. შემოგარსოდეს. 5. მოკისკასობდეს. 6. ათასობდეს. 7. ფიანდაზობდეს.

1944