შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-151 - 1942 წელი


გ. ტაბიძე - 1908.

ა. ციმაკურიძე - გორის ციხე-სიმაგრე.
მ. გახოკიძე.
მწერლები: გამსახურდია, დადიანი, შანშიაშვილი, დ. შენგელაია, ი. აბაშიძე, ა. მაშაშვილი, ი. მოსაშვილი, ი. ვაკელი, ი. ლისაშვილი, ს. ეული.

დღიური
„სამწუხარო „ნახვამდის“
№17.
ჩვენი ჟურნალი დროებით უნდა შევაჩეროთ.
უნდა დავდოთ კალამი, უნდა დავიდუმოთ ენა და გავჩუმდეთ. გავჩუმდეთ მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის სიმშვენიერე, ამ გაზაფხულის პირზე გატაცებით გვიწვევს აღფრთოვანებულ ოცნებისაკენ, ხელოვნების თაყვანსაცემელად, იმ სილამაზის სამეფოსაკენ და სხვ.....

1908 წელი
1. მე სამწერლო ასპარეზზე გამოვედი 1908 წ. ეს წელი ქართული მწერლობის მე-XX საუკუნის ისტორიისთვის - შესანიშნავი არის სამი დიდი ლიტერატურული მოვლენით. სახელდობრ:
2. ტფილისში გადახდილ იქნა აკაკი წერეთლის ორმოცდაათი წლის იუბილე. „ქართველი ხალხი 7 დეკემბ. დიდი ზეიმით უხდის აკაკის მისი საზოგადოებრივი-ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს“.
3. დიდი კამათი „ჩვენი კვ.“ და გაზ. „ამირანში“ (?) ქართ. სიტყვა-კაზმული მწერლობის დაცემის შესახებ (იხ. მე-2 ფურცელი).

„ფასკუნჯი“
1. „ფასკუნჯის“ მხატვრული გაფორმება. „ფასკუნჯი“ მთელ განივზე.
2. „სიტყვის“ პირველი მანიფესტი.
3. ერთი ან ყველა ჩემი ლექსები.
4. 40 თანამშრომლის სურათები.
5. ილიუსტრაციები - ლექსებისა. ფასკუნჯის რედაქციის შენობა.
წ. კ. გამავრც. საზოგადოებაში. გამოყენებულ იქნას ფასკუნჯის პირველანბანები.

*
1908.
1. „ახალი კვალი“, „ამირანი“, „დროება“, „პირველი ნაბიჯი“, „პირველი ტალღა“, „საქართველო“, „შუქი“.
2. სალიტერატურო წრე. ტფილისის სემინარია.
3. სახლი [სადაც მთავ.] პრესის ქუჩაზე, სადაც მოთავსებული იყო ამირანი და ჩვენი კვალი.
4. ახალი კვალის დისპუტი.
5. ახალი კვალის ყდა.
6. ახალი კვალის ჩემი ლექსი.
7. „ახალი კვალის“ თანამშრომლები.
8. სურათი ლ. დარჩიაშვილის, ლ. მეტრეველის.

*
„ახალი კვალი“, „თემი“, „განათლება“. „თ. და ცხოვრება“?
33 წლის ერთ-ერთ ნომერში („მნათობი“ დაბეჭდილია სია ყველა თანამშრომლების). მაშასადამე, უნდა გადათვალიერებულ იქნას მხოლოდ შემდეგი წლის ნომრები 1933-დან ვიდრე 1942).
„მნათობის“ რედაქციაში: 1933, 1934, 1929, 1932, 1936, 1937, 1935, 1938, 1938, 1940, 1931, 1941, 1942, 1934.
ტელეფონი ძაგნი.

*
Брать Чернца Развалин Царя Б... До разрушения Замка пер.
Метехи. Шалва Ясонович Амиранашвили.

*
ჩულქ. - 45, პაპიროსი - 3, ზაკუს. - 10 р. 40, ჩაი - 8, პიკო - 5.30, 77 р. 70. წიგნი - 3.30. გაზეთი - 30. 75 р. 30 к.

*
4 ნეგატივი. ძია ლავრენტი ძაგნიძეს. 10 ნეგატივი. 3-54-45. 2 ნეგატივი.

5 ფოტოგრ.
Мтацминд. Рис.
Наташа Ивановна Толтачивская или Щевякова.
Сектор Искусств в музеей Грузии - Чубинашвили.

1. ირაკლი აბაშიძე. 2. შალვა დადიანი.
3.03.74 - შალვა.

ალბომში!
„ჩაროზი“
შალვა დადიანს
ეს [შალვა დადიანი]
მქონეა დიდი მადის,
ცხოვრებაში თუ გრიმში
დამპატიჟეზე დადის.

ხი-ხი-ხის დაიძახებს -
შარვალს ჩაიცომს ყადის -
ხუთმოქმედების დრამა
ხუთ წამში - დაიბადის.

შემდეგ ულვაშის თვისის
    მაღლა აწკვერტას სჩადის.
[მუნ დაფიქრდების იგი -
    ალბათ, პანღური სწადის.]
მეც გამომხედავს, ალბად -
    ჩემგანც [პანღური] მათრახი სწადის.

შთამომავლობა კვაჭის
    (ანუ იმავე გვადის).
მიიღოს ჩემი ლექსი -

ვაქებ სახალხო არტისტს.
    სცენაზე ვინც არ სჩანდის.
[ტყუილ-ქოს.] ქოსა-ტყუილას - ღირსის
    მხოლოდ მათხოვრის ჩანთის.
1939 წ.
 
*
10 სეკტ., 1942.
რადიოში - აქ ჩემს საქმეში ვიღაც ერევა. ვინ? თითქო ეს გიორგი ცაგარელი ჩემს მხარეზეა, და არც არის ჩემს მხარეზე: სამი წარდგენილი ლექსიდან მან გადასცა მხოლოდ 1 (მთის გულისცემა). დანარჩენი ორი არ არის გადაცემული (გმირული ნანგრევები, ლარიქს სიბირიკა) - რა მოსაზრებით? ცაგარელი ამბობდა: ჩვენ ლირიკას გავურბივართ, გვინდა რეალური, ასე ვთქვათ, პუბლიცისტური, ყოველდღიური ლექსებიო. არ ესმის, მაშასადამე! ან, ესმისთ, და ხელს მიშლიან. მაშ, ლექსებს იღებს ცაგარელი, კითხულობს ესაკია და იძლევა დირეკტივებს, საქმეში ერევა კარლო კალაძე (სწორედ ის, მნათობში რომ თავს იგდებს) და ც. კ., რომელზედაც ხშირად ამბობს ცაგარელი, აქ არაფერ შუაშია.
1. ესაკია - ტიპიური ხულიგანია და ფუტურისტი. მას სურს ჩემს თავს წინ წარმოადგინოს თავი გამგედ (ო, ეს გამგეები!).
2. კ. კალაძე - ჟულიკი, რომელსაც სურს მხოლოდ თავის თავის გადარჩენა, რომელსაც სურს დაუმტკიცოს ც. კ. თავისი „ერთგულება“ (მაშაშვილის ჯგუფისა არის).
ცაგარელი!.. (ჰმ!).
დასკვნა - ჩაშლილია თუ არა ჩემი რადიოში თანამშრომლობა?
(ჩაშლილია, რა თქმა უნდა. 1948).
დასკვნა: ვინ დააყენა რადიოს და მწერლობას შორის კავშირის განსამტკიცებლად კ. კალაძე? რა ასეთი პოპულიარობით სარგებლობს იგი მწერალთა წრეებში? ეს ადგილი შტატში არ არისო. განგებ მისთვის არის შექმნილიო (ამირან გაბესკირია). აქედან ცხადია, მნათობისთვის ძალათ შესუსტებას ცდილობს. ის ხელს მიშლის: მოიგონე: 1. მესამე გვერდი. 2. შიში მაშასი. 3. პარიზის დღეების ამბავი (მიანდეს). 4. სოხუმის ამბავი. 5. 1933 წლის ამბავი. 6. საერთო იზოლიაციის ამბავი. 7. გამოფენის ამბავი 8. საერთო ახლობ. სიმპატია, არც ლექსი. განზე დგომა იუბილეის დროს ("მნათობი"). 9. და დიდი დარწმუნება, რომ მე იგი მომატყუებს ყოველთვის!
ვიცოდეთ ყოველივე ეს!
ესაკია გავიგოთ!

*
1. კომპიენის ტყე - 1520 სტრ. 2. პარიზის დაცემა - 316 სტრ. 3. ინტერვენცია - 248 სტრ. 4. ფინეთის ფრონტი - 256. 5. პირველი დღეები - 576. 6. კაფე კორსოს ქ.
2916.

1942. სეკტ.
კავკასიის ჯარს - 28. გმირული ნანგრ. - 120. გმირს გაუმარჯოს. ლარიქს სიბირიკა - 24. კვლავინდებურად - 56. ომმა შესცვალა - 128. შეღამება სოფლად - 120. ციხე არაგვზე - 68. ბარბაროსი - 420. 967 სტრიქონი.

1. კავკასიის ჯარს. 2. ლარიქს სიბირიკა. 3. მთების გულისცემა. 4. გმირული ნანგრევები. 5. ციხე არაგვის პირად. 6. შეღამება სოფლად. 7. ბარბაროსი. 8. გმირს გაუმარჯოს. 9. ომმა შესცვალა ზეცა კრიალა. 10. კვლავინდებურად.

*
რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა.
რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა გვყნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა მოგვცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი...
და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე ძალითა მის მიერითა.