შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-646-8 - 1941-1945 წლები


                                  „და აქ მებრძოლნი შეგროვდნენ ერთად“

     ლეიტენანტი რომან ქერქაძე იწერება: „მივდივართ წინ, თვალწინ გვხვდე­ბა დამწ­­ვარი სახლი [ა იმ] გლეხისა, ეს სახლი ჰიტლერმა და მისმა ბანდამ გა­დასწვა. ეჰ, ძაღლი ფრიცი! მან გადასწვა მთელი სოფელი, ჩემს გვერდით მდგო­მი, მებრ­ძო­ლი, ცეცხლის ალივით ანთებული თვალებით [კიდევ] ამბობს: „ძაღ­ლი ფრიცი“. მებრ­ძო­ლები ღელავენ: ჩქარა წავიდეთ... წავიდეთ ჩვენ და გა­ვანადგუროთ ისინი, მტა­ცე­ბელნი, დამპყრობელნი, მწამებელნი! აი, მივა­დე­ქით მეორე სოფელს, სადაც გა­მაგ­რებულია მტერი. „აბა, ბიჭებო, აქ მეტი ცეც­ხლი! [უნდა] ვიძიოთ შური მათზე, რო­მელთაც მწარედ აწამეს ჩვენი დედ-მა­მა, ძმები, დები, შვილები და ამხნაგები“. შე­ველით სოფელში. გავუსწორდით მტერს. არ დამავიწყდება [მოხუცი] ქალი, რო­მე­ლიც წამებისაგან გაფით­რე­ბუ­ლი შემოგვეგება: „ოჰ... თქვენ! შვილებო! მოხ­ვე­დით... გვიხსენით მონობის მძი­მე უღლისაგან“. იგი გვეხვევა მადლობის ნიშნად. იგი გვიამბობს, რაც მათ გა­დახდათ. „ო, შვილებო, შეხედეთ ჩემს სახლს. აქ მხოლოდ ერ­თი ბუხარი სჩანს. დავრჩი მე მარტო. დანარჩენები ყველა გარეკეს. წამართვეს ქა­ლიშვი­ლი (ო, ჩემო გოგონა). იგი წაიყვანეს გერმანიაში, მათრახ ქვეშ სამუშაოდ“. ჩვენ მივდივართ წინ. „ბიჭებო, მივდივართ წინ. წავიდეთ წინ. აი, მეორე სოფე­ლი, სა­დაც გერმანელები სდგანან, და ცეცხლს აჩაღებენ. წინ! შეუპოვრად! წინ! მედგ­რად! თამამად!“ ვხედავ: იწვის გარშემო ყველაფერი. ავიღეთ სოფე­ლი. მაგრამ რა? აქ არის მხოლოდ სოფლის ნამყოფი. აი, დამწვარი ცხედარი: მა­თი რიცხვი უთ­ვა­ლა­ვია. „რა არის ეს?“ - მეკითხებიან ჩემი მებრძოლები. იგი­­ვე ქალი მიგვითითებს: „ხე­დავთ, შვილებო, აქ იყო სახლი. დიდი სახლი. აქ და­ამწყვდიეს მთელი სოფელი და სახლს გარედან ცეცხლი წაუკიდეს. ცოც­ხლად დასწვეს სოფელი...“

                                      „და აქ მებრძოლნი შეგროვდნენ ერთად,
                                      ცეცხლის ალივით ანთებულ თვალით,
                                      შესძახეს ერთხმათ: სიკვდილი მტარვალს!
                                      სამშობლოს დაცვა ჩვენ გვადევს ვალად!“

     სამშობლო! სამშობლოს მოსდის თქვენი ლექსები, ძვირფასო მებრძო­ლე­ბო, ზუ­რაბ ალუღვიშვილო, სიკო შუშაბერიძე, ვლადიმერ გელაშვილო, დი­ტო ჯოჯუა, ნ. ჭანკოტაძე, ნ. ნაცვლიშვილო, ი. აბულაშვილო, ს. ჭელიძე, ა. გე­წა­ძე, დ. ნა­რინ­დოშ­ვილო, ზ. დოლიაშვილო, ვ. აბრამიშვილო, დ. მელაძე, ი. ბე­რიკაშვილო, კუპ­რაშ­ვილო, აგურაშვილო, თათეიშვილო, შალვა ჩიქობავა, კო­პალეიშვილო, ბლუ­აშ­ვი­ლო, ა. კვანტალიანო, შ. ბრეგვაძე, კ. კოხრეიძე -

„და აქ მებრძოლნი შეგროვდნენ ერთად“.

                                                                                                                                                                                         გ. ტ.