შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-611-1 - 1941 წელი


ილია ჭავჭავაძის სახ. თბილისის III სკოლის პიონერთა პირველი რაზმის სხდომაზე. 1941. 16 მარტი.
1. ყდა.
2. პორტრეტი.
3. პრეზიდიუმი: 1. სკოლის დირეკტორი - დიომიდე ბერიშვილი. 2. სასწავლო ნაწილის გამგე - ვ. ძიძიგური. 3. ალკკ მდივანი - ც. ასათიანი. 4. უფ. პ. ხელმძღვანელი - მელიტონ გოგავა. 5. რაზმის ხელმძღვანელი - თ. სულიაშვილი. 6. რაზმის საბჭოს თავმჯდომარე - ი. ანდღულაძე.
4. კრება გახსნა ივზირა ანდღულაძემ.
5. თინა სულიაშვილის მოხსენება.
6. პოეტს მიესალმენ: 1. მერი აბრამია. 2. დოდო კიკვიძე. 3. ...
7. გ. ტაბიძის ლექსები წაიკითხეს: ი. ჯალაღანიამ „მთაწმინდის მთვარე“, ნ. კახნიაშვილმა „ფიქრნი ზღვის პირას“, ლია კაიშაურმა „პროლოგი 100 ლექსის“, შოთა ქოჩორაძემ და შ. ჯალიაშვილმა მელოდეკლამაცია „ორი“, მე-10 კლ. მოწაფემ - ზ. ზუმბაძემ შეასრულა სიღერა „მერი“ (ო, დღეს შემოდგომაა), ლ. პროკოფაშვილმა შეასრულა ჰაიდნის „სონატა“.
პიონერებმა შეასრულეს ფიზკულტ. ვარჯიში.
პრეზიდიუმისა და პიონერების თხოვნით გ. ტაბიძემ წაიკითხა ნაწყვეტი პოემიდან „რევ. საქართველო“.
პიონერებმა ნიშნად ღრმა პატივისცემისა საყვარელ პოეტს მიართვეს თაიგული და უთხრეს: „სულით და გულით მოძღვნილი, მცირედიც შეიწირების“.
ხელის მოწერები.