შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-484-14 - 1941 წელი


პლეხანოვის კლუბი. 3-37-65 - გამგე. ბიბლიოთეკის გამგე. კოსტავა.
დადიანი შალვა, აბაშიძე ირაკლი, ლეონიძე გიორგი, გრიშაშვილი, მრევლიშვილი მაყვალა, ქუჩიშვილი გიორგი, ჩიქოვანი სიმონ, ქორქია  როდიონ, გომიაშვილი, გორგაძე ვასო, კაჭახიძე გიორგი, სერებრიაკოვი, თევზაძე, წვერავა.
სამი კაცის ამბავია საეჭვო: ლეონიძის, გრიშაშვილის, ჩიქოვანის.
10 კაცი მაინც იქნებაო.
ადგილობრივები იტყვიან თუ არა სიტყვებს?
ირაკლი  აბაშიძეს. დადიანი შალვა.
ბესარიონ ჟღენტს. შალვა დადიანს. ირაკლი აბაშიძეს. საქმეა.
პლეხანოვის კლუბის ბიბლ. გამგემ სთქვა: მოსაწვევი ბარათები  ეგზავნებაო რაიონიდან... გრიშაშვილი, სიმონი და სხვ.
ფოტო და სტენოგრაფისტი.
ლიტ. გაზეთში იქნებაო ქრონიკა. კომუნისტში და ზარიაში.

*
3 აპრილი.
როგორც კი სულიაშვილს დავხედავ სიაში, იმ წამშივე ოლგა იურიევნა იტყვის: მე შენ აქ გიმზადებ წინდებს.. ასე იყო შარშანაც, და ექვსი თვის წინადაც. გავიფიქრე სულიაშვილზე და ო. ი.-მ სთქვა: მე შენ გიმზადებ წინდებს. ამნაირადვე დამდევს გვარი ნუსინოვი. ოდესღაც დამესიზმრა: „ჰკითხეს საქმე ნუსინოვს, დაიმახსოვნეთ გვარი ნუსინოვი“. რამდენჯერმე დამესიზმრა. არ ვიცოდი, ვინ იყო და ერთხელ ვიღაცასა ვკითხე: მწერალიაო, მითხრეს. სულიაშვილს ვიცნობ, მაგრამ ნუსინოვი არსად არ შემხვედრია.
წავიჩხუბეთ მაგრად.