შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-469-10 - 1941 წელი


[სახელგამს]
ს.ს.რ. სახელმწიფო გამომცემლობას
რესპუბლიკის სახალხო პოეტის, ორდენოსანის
გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
[ამით მოვახსენებ სახელმწიფო გამომცემლობას, რომ ჩემი წიგნების აკადემიური გამოცემა დადგენილი იყო საქართველოს ცაკის მიერ 1933 წ. (ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა)].
გთხოვთ, მომავალი წლის გეგმაში შეტანილი იქნას ჩემი ნაწერების ერთი მთლიანი ტომის გამოცემა, ვინაიდან მკითხველები მოითხოვენ ჩემს ნაწარმოებებს, იგი კი არ იშოვება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ 1933 წელს, საქართველოს ცაკს სპეციალური დადენილება ჰქონდა ამის შესახებ.
1942 წელს სრულდება ჩემი დაბადებიდან 50 წელი, რის აღსანიშნავად, [ასე ჰგონია ყოველ კულტურულ] მე მგონია, [საჭირო] მიზანშეწონილი იქნება ჩემი ნაწერების ერთ ტომად გამოცემა. ჩემი ნაწერების აკადემიური გამოცემის შესახებ იყო სპეციალური დადგენილება ცაკის - 1933 წ. რატომღაც ეს დადგენილება...

*
Лит. наследство - 18 მ.; ქართვ. ერის ისტ. - 14 მ.; ლიტ. მატიანე - 35 მ.; რუს.-ქართ. ლექს. - 10. 75; Ист. Зап. Евр. М. - 9. სვანური კალენდარი - 10. დიდი ოჯახი სვ. - 10; Москва - 25; Своды - 25; Пушк. - 75; Некр. - 20; ჯავახიშვილი. კავკ. ენ. - 22; 274.

*
27-78. Он. Лолуа Леван.
1. მგონები. 2. გამომგონები. 3. ჩამგონები.

*
ჩემი საათი სწორია -
ჩეთვერის ნაკლებ ორია.